უკრაინის შემდეგ, კრემლის შემდეგი სამიზნეები შეიძლება, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ – ჰოფმანი

უკრაინის შემდეგ, კრემლის შემდეგი სამიზნეები შეიძლება, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ, – ამის შესახებ ბელგიის არმიის მეთაურმა, მიშელ ჰოფმანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს ამისთვის, უნდა აჩვენოს რუსეთს, რომ საჭიროების შემთხვევაში თავდაცვას ან კონტრშეტევას შეძლებს.

„რუსეთმა უკვე აჩვენა, რომ მათ აქვთ მეზობელზე თავდასხმის სურვილი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ენა ყოველთვის ორაზროვანია. სავსებით შესაძლებელია, რომ მას მოგვიანებით სხვა იდეებიც ჰქონდეს მოლდოვაში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში“, – განაცხადა ჰოფმანმა.

 

მსგავსი თემები