ლეგენდარული სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. ,,მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარული სოპრანო, ქალბატონ მედეა ამირანაშვილი. თბილისის კონსერვატორიის სახელით, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, საოპერო, სახელოვნებო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში. მედეა ამირანაშვილი 1930 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1954 წელს შედგა მისი…

მეტი...

ესტონეთის პრემიერი მხარს უჭერს ქვეყნიდან იმ პირების დეპორტაციას, ვინც რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს

ესტონეთის პრემიერი, კაია კალასი, მხარს უჭერს ქვეყნიდან იმ პირების დეპორტაციას, ვინც რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს. ამ თემაზე საჯარო დისკუსია ესტონეთში ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო. ქვეყნის შს მინისტრმა ლაურა ლიაენემეცმა განაცხადა, რომ ის ეძებს ამისთვის სამართლებრივ მექანიზმებს. ამის შემდეგ ცენტრისტმა დეპუტატმა ალექსანდრე ჩაპლიგინმა ეჭვქვეშ დააყენა მსგავსი იდეების კანონიერება და იკითხა, იყო თუ არა შსს-ს ხელმძღვანელის პოზიცია მთლიანად ხელისუფლების პოზიცია. ქვეყნის პრემიერმა კი დაადასტურა, რომ ლაენემეცის განცხადება ესტონეთის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას შეესაბამება. „თუკი ადამიანი, რომელიც ესტონეთში ცხოვრობდა, გადაწყვეტს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ახლა, როცა რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, ეს იმის მტკიცებულებაა,…

მეტი...

ომში გარდამტეხი მომენტი შეიძლება მარტში დადგეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი Associated Press-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ომში გარდამტეხი მომენტი, შესაძლოა, მარტში დადგეს. ,,ჩვენ გვესმის, რომ რუსეთში არჩევნები არადემოკრატიულია. ყველამ იცის, რა შედეგი იქნება. ეს, შესაძლოა, არალეგიტიმური არჩევნები იყოს, რომელსაც არ ცნობს მსოფლიო. “თამაში” უკვე ცივილიზებული სამყაროს ლიდერების მხარეზე იქნება, აღიარებენ თუ არა. სხვათა შორის, შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი დადგეს, პრეზიდენტ პუტინის ლეგიტიმურობა”, – ამბობს ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში ჩატარდება. ჯერჯერობით პუტინს ოფიციალურად არ უთქვამს, აპირებს თუ არა მეხუთე ვადით კენჭისყრას.

მეტი...

ბელარუსს საერთაშორისო ,,წითელი ჯვრის” წევრობა შეუჩერეს

ბელარუსს “წითელი ჯვრის” ორგანიზაციის წევრობა შეუჩერდა. გადაწყვეტილება “წითელი ჯვრისა” და “წითელი ნახევარმთვარის” საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო. ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მიზეზი წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდა. ორგანიზაციამ ადგილობრივი ოფისის გენერალური მდივნის, დმიტრი შევცოვის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა ბირთვულ იარაღთან და უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, ასევე ოკუპირებულ დონბასში ვიზიტების გამო. შევცოვი მხარს უჭერდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

მეტი...

წალკაში, მეზობელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

წალკაში, მეზობელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 47 წლის ვოსკან ვოსკანიანს აღკვეთის სახით რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი კი ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში 29 ნოემბერს მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, 53 წლის ქალს, ნაჯახით, თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, წალკაში, ქალის მკვლელობაში…

მეტი...

ისრაელი აცხადებს, რომ ზავის აღდგენის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ისრაელი აცხადებს, რომ ზავის აღდგენის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარიდან დელეგაცია უკან გაიწვია. მოლაპარაკებებზე ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა ხელმძღვანელისგან, დევიდ ბარნეასგან მათ უკან დაბრუნების ბრძანება მიიღეს. „ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ არ შეასრულა შეთანხმება, რომელიც მოიცავდა მძევლად მყოფი ყველა ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას გაგზავნილი და მათ მიერ დამტკიცებული სიის შესაბამისად“, – ნათქვამია პრემიერი ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობისთვის, კატარში ჩასვლას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

მეტი...

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა. ინფორმაცია გერმანიის მთავრობა ავრცელებს. დახმარების პაკეტი მოიცავს სამხედრო სატვირთო მანქანებს, ჭურვებს, სნაიპერულ იარაღსა და სხვადასხვა აღჭურვილობას. პაკეტში შედის: 4 HX81 ტრაქტორი და 4 ნახევრადმისაბმელი; 8 Zetros სატვირთო; 3 მანქანა; 2 სასაზღვრო სამსახურის მანქანა; 15 შორეული HLR 338 სნაიპერული შაშხანა და 60 ათასი ვაზნა; 25 ლაზერული დიაპაზონი; 155 მმ კალიბრის 3840 საარტილერიო ჭურვი; 250 კომპლექტი იარაღები ფეთქებადი მასალით.

მეტი...

ფილიპინებში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოზე 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 63 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. არსებობს ცუნამის საშიშროებაც.

მეტი...

ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო კვლავ ლიდერის პოზიციაზეა – ირაკლი ბერაია

,,ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის საქარვთელოს წარმატების და სანდოობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი და საზომი, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ქმედუნარიანობის უტყუარი შეფასება”, -ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მოწინავე პოზიციაზე ყოფნას განაპირობებს არაერთი კონკრეტული მაჩვენებელი. ,,ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს პოზიციონება არის იმის შედეგი, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ თვალი და ყური ყველგან, საიდანაც საფრთხე ემუქრება ან შესაძლოა დაემუქროს ჩვენს მოქალაქეებს და სახელმწიფოს. ხდება საფრთხეებზე მათი ფორმირების პროცესში გავლენის მოხდენა, მათი წარმოშობის ფაზაშივე აღკვეთა, ჩახშობა. ანალიტიკური სამსახურები აკეთებენ სწორ ანალიზს,…

მეტი...

დიდთოვლობის გამო, გლაზგოს საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები შეაჩერა

შოტლანდიაში, გლაზგოს საერთაშორისო აეროპორტმა, დიდთოვლობის გამო ფრენები შეაჩერა. გაუქმდა ზოგიერთი სარკინიგზო რეისიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ ნარინჯისფერი განგაში გამოაცხადა. დიდთოვლობის გამო, ფრენები შეაჩერა მიუნხენის აეროპორტმაც.

მეტი...

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ქეშალოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხეირ ხაბაროვს პატიმრობა შეუფარდა. 46 წლის კაცს სახელმწიფო ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას ედავება. ცნობისთვის, ხაბაროვმა ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, ქალის ამჟამინდელი მეუღლე, იაშარ ჯაფაროვი კი მისივე სახლში მოკლა.

მეტი...

ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 61 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 61 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის, 54 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია. ,,CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და სამიზნე არ უნდა გახდნენ,” – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.

მეტი...

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INGV) ეტნას ვულკანურ აქტივობას ,,ნორმალური” უწოდა. არსებული ინფორმაციით, ამოფრქვევას კატანიის ახლომდებარე აეროპორტის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ განგაში MiG-31K-ის აფრენას უკავშირდება. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ლას-ვეგასში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

ლას-ვეგასში, აშშ-ის გზატკეცილის 95-ე გზაჯვარედინზე, სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, სროლა 1 დეკემებრს, 17:30 საათზე დაფიქსირდა. პოლიციის ცნობით, დაშავებულები და დაღუპულები უსახლკაროები არიან. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

,,საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას” – ღარიბაშვილი

მქონდა პატივი, სიტყვით გამოვსულიყავი დუბაიში კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართული 28-ე კონფერენციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ ტვიტერში“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას. „ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის საკითხს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი”, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

ბრაკონიერებმა „წითელ წიგნში“ შეტანილი მურა დათვი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობა მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს. მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

მეტი...

მეწყერი და წყალდიდობა ინდონეზიაში – არიან დაკარგულები

გადაუღებელმა წვიმებმა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაკარგულად მიიჩნევა, სულ მცირე, 12 ადამიანი, რომელთაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 50-მდე ოჯახი კი დროებით სამთავრობო თავშესაფარში გადაიყვანეს. ზარალისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის ხელისუფლება აზუსტებს. არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა სიმანგულამპე, სოფელი პოპულარული ტობის ტბის მახლობლად, ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში, სადაც რამდენიმე ტონა ტალახის ქვეშ დამარხულია სახლები, დაზიანებულია ეკლესია, სკოლა და სასტუმრო.

მეტი...

ირანი, რუსეთი და ჩინეთი სპარსეთის ყურეში ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ირანი, რუსეთი და ჩინეთი 2024 წელს სპარსეთის ყურეში ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, კონტრ-ადმირალმა შაჰრან ირანიმ განაცხადა. „დამკვირვებლების სტატუსით წვრთნებზე მოწვეულები არიან პაკისტანი, ბრაზილია, ომანი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა“, – აღნიშნა შაჰრან ირანიმ. მისივე თქმით, წვრთნების უდიდესი ნაწილი ჯასკის რაიონში გაიმართება, წლის ბოლომდე კი ამ რაიონში ირანის მაღალი სიმძლავრის მქონე ქვედანაყოფებს განათავსებს.

მეტი...

თოლიების შემოსევა “ღრუბლების სამხრეთ ქვეყანაში” – ვიდეორეპორტაჟი კუნმინგიდან

ქალაქს, რომელიც სამხრეთ დასავლეთ ჩინეთში მდებარეობს კუნმინგი ქვია. ის არის იუნანის  პროვინციის თანამედროვე დედაქალაქი. იუნანის პროვინცია ითარგმნება როგორც “ღრუბლების სამხრეთი ქვეყანა” და ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ფერად რეგიონად ითვლება. ეს არის რეგიონი, რომელიც აერთიანებს მთებს, მდინარეებს,  ტბებს, ასობით ტაძარს, მრავალ ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას. კუნმინგს „გაზაფხულის ქალაქს“ უწოდებენ. ასევე მისი მეორე სახელის „ყვავლების სამეფო“.  მისი ერთ-ერთი სასწაული სანახაობაა დიანჩის ტბა, იგივე “ცქრიალა მარგალიტი ჩაშენებული მაღალმთიანეთში.” ვნახოთ რეპორტაჟში, რა სასწაული ხდება ამ ნახევარმთვარის ფორმის ტბის ირგვლივ და როგორია კონტაქტი ადამიანებსა და ფრინველებს შორის. ეკა გულუა ჩინეთიდან    

მეტი...

იუსტიციის სამინისტრო უწყების მიერ გაწეული „სამოგზაურო-სამივლინებო“ ხარჯების შესახებ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

იუსტიციის სამინისტრო უწყების მიერ გაწეული „სამოგზაურო-სამივლინებო“ ხარჯების შესახებ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება. „თვითმფრინავებისა და პილოტების ფონზე მომზადებულ მანიპულაციურ სიუჟეტში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საუბარია, რომ, თითქოსდა, სამინისტროს ხელმძღვანელობამ ექვს თვეში 7 მილიონ ლარამდე დახარჯა მივლინებებთან დაკავშირებულ ფრენებზე. განვმარტავთ, რომ სიუჟეტში ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება-ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და…

მეტი...

ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, “შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით 50%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული…

მეტი...

Meta-მ სოციალური სივრციდან ათასობით ყალბი ანგარიში წაშალა

Meta-მ სოციალური სივრციდან ათასობით ყალბი ანგარიში წაშალა. ისინი, ჩინეთის ტერიტორიიდან იყო შექმნილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ანგარიშებიდან ძირითადად, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაზე იწერებოდა. გარდა ამისა წერდნენ აბორტზე, კულტურულ ომზე და პრობლემებზე, რომლებიც უკრაინაშია.

მეტი...

რუსეთი შეიარაღებისთვის საჭირო მიკრო ჩიპებისთვის მაცივრებსა და სარეცხ მანქანებს შლის

როგორ ახერხებს რუსეთი სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობისთვის ისეთი დეტალების მოპოვებას, რომელსაც თავად არ აწარმოებს? უკრაინის სამხედრო უწყების საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა რუსებისთვის ჩამორთმეული ტექნიკა დეტალურად განიხილა ტელეკომპანია BBC-სთან. როგორც დგინდება, ოკუპანტი სახელმწიფო სანქციების პირობებში შეიარაღების მარაგის შესავსებად და მიკრო ჩიპების მოსაპოვებლად მაცივრებსა და სარეცხ მანქანებს შლის.

მეტი...

რუსეთმა ხერსონისა და დონეცკის ოლქები დაბომბა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონისა და დონეცკის ოლქები დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. რუსეთის სამიზნეს დასახლებული უბნები, საცხოვრებელი კვარტლები და საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენდა. ,,გასული დღის განმავლობაში მტერმა ხერსონის რეგიონი 82-ჯერ დაბომბა. ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან და დრონებიდან მან 338 ჭურვი გაისროლა,” – ნათქვამია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

რუსეთის მიერ გაშვებული 11 “შაჰიდიდან” 10 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 11 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 10 გაანადგურეს და ასევე, ერთი რაკეტა. ,,2023 წლის 2 დეკემბრის ღამეს, მტერმა შეუტია 11 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით კონცხ ჩაუდიდან (ყირიმი) და მართვადი საჰაერო რაკეტით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის საჰაერო სივრციდან,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მას ახალი ბრალი წაუყენეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინფორმაციით, მას ახალი ბრალი წაუყენეს, ამჯერად 214-ე, ვანდალიზმის მუხლით. ,,წარმოდგენა არ მაქვს, რა არის 214-ე მუხლი, არსად იძებნება. ისინი ახალ სისხლის სამართლის საქმეს ღძრავენ ჩემს წინააღმდეგ ყოველ სამ თვეში ერთხელ”,- ნათქვამია ნავალნის განცხადებაში. ნავალნი უკვე იხდის სასჯელს და ჯამში თითქმის 30 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი “ექსტრემიზმისა” და “თაღლითობის” საქმეებზე. ოქტომბერში კი რუსეთის პოლიციამ ოპოზიციონერის სამი ადვოკატიც დააკავა და მათ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. პროკურატურა უფლებადამცველებს “ექსტრემისტული გაერთიანების” წევრობას ედავება. ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. იქამდე კი, 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა.

მეტი...

რუსეთში, ბურიატიაში, ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე ერთ დღეში მეორე სატვირთო მატარებელი ააფეთქეს

რუსეთში, ბურიატიაში, ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთზე ერთ დღეში მეორე სატვირთო მატარებელი ააფეთქეს. აფეთქება სევერომუის გვირაბის შემოვლით გზაზე მოხდა. იქამდე კი რუსების საწვავით დატვირთული ეშელონი გვირაბში ააფეთქეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქდა საწვავის ავზები, რომლებიც მატარებლით გადაჰქონდათ. უკრაინული მასმედია უშიშროების ძალებიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მეორე მატარებელი შემოვლით ხიდზე ააფეთქეს.

მეტი...

IDF-მა „ჰამასის“ თავდასხმისას გატაცებული კიდევ 5 მძევლის დაღუპვა დაადასტურა

ისრაელის შეიარაღებული ძალები, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმისას გატაცებული კიდევ ხუთი მძევლის დაღუპვას ადასტურებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებული არიან. არსებული ინფორმაციით, ოთხი დაღუპული კიბუც ნირ ოზის მცხოვრებია, ერთ-ერთი მათგანი 75 წლის ელიახ მარგალიტია, რომლის შვილიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს. დაღუპულთა შორისაა 26 წლის მუსიკოსიც, რომელიც ფესტივალიდან გაიტაცეს.

მეტი...

უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება

უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 4 დეკემბრიდან აღდგება. ,,ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. საგზაო ნაწილი ბოლო ფენებშია მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში, ორშაბათიდან მთლიანად მოხსნილი იქნება,” – ამბობს კალაძე ვიდეომიმართვაში. მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა კი აღნიშნა, რომ საგზაო სავალი ნაწილის სამუშაოები სრულად დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს დახაზვითი სამუშაოები, შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი.

მეტი...

პუტინმა შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 1 320 000 ადამიანამდე გაიზარდა. პუტინმა წინა ბრძანებულება, რომელიც 2022 წლის 25 აგვისტოთი თარიღდება და ჯარის შემადგენლობას 1 150 628 სამხედრო მოსამსახურემდე ადგენდა, გააუქმა. ახალი განკარგულება ხელმოწერის დღიდან, 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა.

მეტი...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელი დეპუტატი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა. მის გარიცხვას მხარი 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ 114 წავიდა. სანტოსს 2023 წლის მაისში ბრალი წარუდგინეს თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში. მას ადანაშაულებენ წარმომადგენელთა პალატაში ცრუ განცხადებების გაკეთებაშიც. “კონგრესმენი ცდილობდა თაღლითურად გამოეყენებინა თავისი პალატის კანდიდატურის ყველა ასპექტი საკუთარი თავისთვის. პირადი ფინანსური მოგებისთვის”, – ნათქვამია პალატის ეთიკის კომიტეტის ანგარიშში. ცნობისთვის, ნიუ-იორკელი დეპუტატი მეექვსე ადამიანია კონგრესის ისტორიაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს. 34 წლის ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს.

მეტი...

,,ჰამასის” ტყვეობაში 137 მძევალი რჩება – Times Of Israel

,,ჰამასის” ტყვეობაში 137 მძევალი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას Times Of Israel ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ელონ ლევიზე, დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს “ჰამასსა” და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა. თუმცა, ზავის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები კატარში გრძელდება. კატარის მედიაციით, ისრაელმა და “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებას 23 ნოემბერს მიაღწიეს. ის 2-ჯერ გახანგრძლივდა და ჯამში 7 დღე გაგრძელდა. გავრცელებული მონაცემებით, ამ პერიოდში “ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლდა 110 ადამიანი. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 300-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გამოუშვეს.

მეტი...