დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის

,,ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის”. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. ,,დიდი ბრიტანეთი სწრაფად მოქმედებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, პუტინის მკვლელი საჰაერო თავდასხმების ფონზე. იგზავნება ბრიტანეთის წარმოების ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც სჭირდება პუტინის ბარბაროსული დაბომბვებისგან თავდასაცავად”, – წერს მინისტრი გრანტ შაპსი.

მეტი...

,,უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, რომ პუტინის მიზნები უცვლელია” – ჯო ბაიდენი

,,უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, რომ პუტინის მიზნები უცვლელია”. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ,,ეს არის შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ ამ დამანგრეველი ომის თითქმის ორი წლის შემდეგ, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და დაიმორჩილოს მისი ხალხი. ის უნდა შევაჩეროთ”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კონგრესს, დამატებითი დახმარება გამოუყოს უკრაინას. ,,თუ კონგრესი არ მიიღებს გადაუდებელ ზომებს ახალ წელს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად”, – დასძინა მან.

მეტი...

,,ხაბე რომ ჩამოგაგდებს და პოლიტიკაში დარჩები, ის კაცი შემირცხვენია” – ირაკლი ზარქუა

ხაბე რომ ჩამოგაგდებს და პოლიტიკაში დარჩები, ის კაცი შემირცხვენია, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „ახლა აქვს ამბიცია, რომ პოლიტიკაში დარჩეს და შექმნას პარტია. სავარაუდოდ ამას შეუერთდება „ნაცმოძრაობის“ ყოფილი დირიჟორი ნიკა გვარამია. სავარაუდოდ ამისკენ იხრება. მათ შეუერთდებიან ცოტა ხანში მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, „ლელო“ – ცნობილი თაღლითები, ეს სასამართლომ დაადგინა მე კი არ ვამბობ. პარტიის გვირგვინი იქნება ქალბატონი სალომე. სადაც გათხარა და აგერ გათხარა სავარაიდოდ ეს გვირაბი, ამათთან“, – აღნიშნა ზარქუამ.

მეტი...

ზურაბ აზარაშვილმა DRG რეფორმა შეაჯამა

ჯანდაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, DRG რეფორმა შეაფასა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი, ქვეყანაში, წარმატებით დაინერგა – მისი ამოქმედებიდან, 1 წლის შემდეგ, პაციენტების თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შესამცირებლად, რეფორმა აქტიურად გაგრძელდება. როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, DRG რეფორმის დაწყებიდან -დღემდე, 395 000-ზე მეტ მოქალაქეს, 550 000-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, სახელმწიფომ, დაახლოებით, 840 მილიონი ლარით დაუფინანსა. აღსანიშნავია, რომ DRG-ის ამოქმედების შედეგად, სრულად იფარება პაციენტის კვება, ამასთან გაუქმდა მანამდე…

მეტი...

ხაშურში ავარიას 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. 27 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე დაიღუპა. ,,კაცი ახლქალაქიდან მოდიოდა, რა დროსაც კვების ობიექტთან შეჩერდა. როცა მანქანიდან გადმოვიდა და მას სხვა ავტომობილი დაეჯახა”, – ამბობენ თვითმხილველები. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მეტი...

ზელენსკი ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ავდიივკაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ცხელ წერტილში, ავდიივკაში ჩავიდა. შეხვდა 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებს და გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. ,,მადლობა ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე დგას, გაწეული სამსახურისთვის, ამ წლისთვის, რომელიც მთელმა ქვეყანამ გადაიტანა ასეთი ჯარისკაცების წყალობით. მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად იცავს ჩვენს ქვეყანას. ვინც საბრძოლო შედეგს ყოველდღე იძლევა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის გადაცემა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს” – კანადის ელჩი

კანადის ელჩი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაფორმებას საერთაშორისო კანონმდებლობისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს: ,,კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე დარღვევების ფონზე. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება ბიჭვინთაში არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომ, მიუღებელ დარღვევას”, – ნათქვამია კევინ ჰამილტონის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს, გამთენიისას, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ…

მეტი...

,,დღეს რუსეთი თითქმის ყველაფრით იბრძოდა რაც არსენალში აქვს” – ზელენსკი

,,დღეს რუსეთი თითქმის ყველაფრით იბრძოდა, რაც არსენალში აქვს”. უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტების მხრიდან, მორიგ მასიურ თავდასხმებს ეხმაურება. ,,სამშობიარო სახლი, სასწავლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, ავტოსადგომი. კიევი, ლვოვი, ოდესა, დნიპრო, ხარკოვი, ზაპოროჟიე და ჩვენი სხვა ქალაქები. დღეს რუსეთი თითქმის ყველაფრით იბრძოდა, რაც არსენალში აქვს: “კინჟალებით” , ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით. სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა გაუშვეს X-101/X-505. გასროლილი იქნა დაახლოებით 110 რაკეტა, რომელთა უმეტესობა ჩამოვაგდეთ. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ყველა სერვისი მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში და საჭირო დახმარებას უწევს ადამიანებს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას. ჩვენ…

მეტი...

კიევში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

კიევში, დღევანელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ლვოლვს, დაშავებულია 30 პირი, მათ შორის ორი ბავშვია. ,,განახლებული ინფორმაცია, ლვოვში მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია“, – წერს რეგიონის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე დღეს მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმა იყო არაერთი რეგიონზე, მათ შორის კიევზე.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 30 დეკემბერს, 01:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის…

მეტი...

“მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული” – ზურაბ აზარაშვილი

“მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული.წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია“-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 4 ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან დანაშაულის ეს ფორმა,გამოყენებული იყო როგორც მძიმე პაციენტების, ისე სახელმწიფოს მიმართ. „ამ შემთხვევაში ზარალი, სამწუხაროდ მხოლოდ რიცხვებში არ გამოიხატება. ეს უშუალოდ ადამიანების სიცოცხლესთანაა კავშირში. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ეს იყო მიზანმიმართული, წინასწარი შეთანხმებით გაძვირებული ფასები. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს სახელმწიფო იძენს,ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მედიკამენტებზე ხდებოდა ხელოვნურად ერთიანი ფასების დაწესება, რათა სახელმწიფოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონოდა და იძულებული ყოფილიყო, რომ მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასით შეეძინა. აღნიშნულის შესახებ  კონკურენციის…

მეტი...

მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეკომენდაციებს ავრცელებს. „არაფერი იქნება იმაზე უკეთესი, თუ საერთოდ არ გამოვიყენებთ პიროტექნიკას ჩვენი სიხარულის გამოსახატად და შევეცადოთ ამისთვის სხვა საშუალებები მოვნახოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ ამ სახით სიხარულის გამოხატვას და სხვებისთვის გაზიარებას, მაშინ გთხოვთ: 1. პიროტექნიკის შეძენისას მიაქციეთ ყურადღება მასალის ხანდაზმულობას. არ არის გამართლებული ძველი მასალების გამოყენება. ის მომეტებულ საფრთხეს შეიცავს; 2. აუცილებლად მაქსიმალურად ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს და პირობებს; 3. მაქსიმალურად მოაცილეთ პიროტექნიკის გამოყენებას მოზარდები. არ დაუშვათ, რომ მათ დამოუკიდებლად გამოიყენონ პიროტექნიკა; 4. თრობის მდგომარეობაში გამორიცხეთ…

მეტი...

თურქეთში დააკავეს 32 პირი, რომლებიც სინაგოგებსა და ეკლესიებზე თავდასხმას გეგმავდნენ

თურქეთში დააკავეს 32 პირი, რომლებიც სინაგოგებსა და ეკლესიებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთაგან სამი ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში. გამოძიების მიხედვით, ისინი ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას აპირებდნენ სინაგოგებზე, ეკლესიებზე, ასევე თურქეთში ერაყის საელჩოზეც. სადაზვერვო სამსახურმა და პოლიციამ ერთობლივი სპეცოპერაცია თურქეთის ცხრა პროვინციაში ჩაატარეს. ჩხრეკის დროს ამოღებულია ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მასალები.

მეტი...

ცენტრალურ და აღმოსავლეთ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხის შესახებ იუწყებიან. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებები ისმოდა ჩერკასის რაიონსა და სუმში.

მეტი...

ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პლასტმასის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე რჩებიან სახანძრო ჯგუფები, რომლებიც ცალკეულ კერებს ამუშავებენ. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლი ერთი საათის წინ გაჩნდა.

მეტი...

,,რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს”- გურამ მაჭარაშვილი

მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს დაემართა, როცა მელიას პოლიტიკური რომანი შესთავაზა და მელიამ უარყო, არ მჭირდებიო, ნორმალური ადამიანი პოლიტიკას დატოვებდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელია რომ დაგიწუნებს პოლიტიკაში, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. „ნიკა მელია ცნობილია ტყუილებით და ის რომ დაგიწუნებს პოლიტიკაში, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. იცით, ხაზარაძის შეთავაზებაზე ნიკა მელიამ თქვა, რომ ხაზარაძეს არ მიიღებენ. რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს? – პოლიტიკაში მელია რომ დაგიწუნებს, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. 2024 წელს ველოდები, რომ ქართულ პოლიტიკაში სიურპრიზები იქნება, მათ…

მეტი...

ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის საწყობს უკიდია. ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო სამაშველო გუნდი მუშაობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა,კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა”- ზურაბ აზარაშვილი

„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა,კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნურიდეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო, ფასების მკვეთრი ზრდა-მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული“-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოს ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება. „სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიცრეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. თუმცა ამაზეც ყოველთვის გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად…

მეტი...

ვარკეთილში ხანძარია

თბილისში, ვარკეთილის მეორე მიკრო რაიონში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ სასაწყობე შენობას უკიდია. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,მივმართავ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი”- ზურაბ აზარაშვილი

ფარმაცევტული კომპანიების მიმართ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგები ძალიან სამწუხაროა. ასეთ ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება მკაცრი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრმა ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართა, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი. „დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის ცხრათვიანი მოკვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები. ეს შედეგები არის ძალიან სამწუხარო. დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად ცდილობდნენ ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე, თანაც ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ. ჩვენ ვთქვით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების…

მეტი...

„დღეს მილიონობით უკრაინელი ხმამაღალი აფეთქებების ხმამ გააღვიძა, ვისურვებდი, ეს ხმა ისმოდეს მთელ მსოფლიოში”- კულება

,,მსურს, აფეთქებების ხმა ესმოდეს მას, ვინც წერს, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება წერს. მისი თქმით, 29 დეკემბერს, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 110 რაკეტა და დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. „დღეს მილიონობით უკრაინელი ხმამაღალი აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ვისურვებდი, ეს ხმა ისმოდეს მთელ მსოფლიოში. ყველა მსხვილ დედაქალაქში, შტაბბინაში და პარლამენტებში, რომლებიც ახლა განიხილავენ უკრაინის დახმარების გაგრძელების საკითხს. რომ ეს ხმა ესმოდეთ ყველა გამოცემის რედაქციაში, რომელიც წერს „გადაღლისა“ და რუსეთის ვითომდა მზაობაზე მოლაპარაკებებისთვის“, – წერს კულება.  

მეტი...

უბედური შემთხვევა ახმეტაში – დაიღუპა 35 წლამდე მამაკაცი

უბედური შემთხვევა ახმეტაში –  რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან ძირს ჩავარდა. შემთხვევა სამაშველო სამსახურის ეზოში მოხდა. 35 წლამდე ასაკის მამაკაცი, ეზოში დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო ასული. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი კომპანია “მაგთიკომის” თანამშრომელი იყო.

მეტი...

თავდასხმა უკრაინაზე – სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 75 დაშავდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, დღეს დილით რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის შედეგად 75 ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი კიევის რამდენიმე ოლქს გაუხსნა, სადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მანქანები და საწყობები. ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ლვოვში თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. დნიპროში სავაჭრო ცენტრზე მიიტანეს იერში, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო 15 დაშავდა.  ოდესაში კი,  იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.  17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 23 ადამიანი გამოიყვანეს. დაიღუპა ორი და დაშავდა 15 ადამიანი.  

მეტი...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ სამართლის დოქტორი ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პირველ მოადგილედ ალექსანდრე წულაძე დანიშნა. ,,ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით. ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული…

მეტი...

,,ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი”- ევროკავშირის წარმომადგენლობა

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა. ,,მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან,არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა დამედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა. დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური…

მეტი...

1 იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. ,,ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი, საქართველოს მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა. დადგენილებით, ასევე, დამტკიცდა იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება – ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული  მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები…

მეტი...

,,მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარეკების რუსეთისთვის უკანონო გადაცემას”- ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით,  ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა. ,,ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარეკების რუსეთისთვის უკანონო გადაცემას. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, ასევე გაეროს წესდების და ზოგადად საერთაშორისო სამართლის დარღვევა”,- აცხადებს ლანდსბერგისი.

მეტი...

ფულით გატენილი შესაწირი „თასი“ ჩინეთის ტაძრებში

ჩინეთის ტაძრებს მომლოცველები არასდროს აკლია. როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები ტაძრებს დიდი რაოდენობით სტუმრობენ და იმ ე.წ. შესაწირ თასებზეც კარგად ჩანს, რომელიც ყველა ტაძრის ეზოშია განთავსებული. შესაწირი სპეცილური მეტალისგანაა დამზადებული, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა ბუდისტური ფიგურები. შესაწირი ძალიან დიდი ზომისაა და მიუხედავად მასშტაბისა,  შეწირული თანხა იქ არასდროს ეტევა და გარეთ ცვივა. სწორედ ამიტომ, შესაწირს ირგვლივ შემოვლებული აქვს შუშის ოთხკუთხედი სივრცე, რომ თანხა გარეთ არ გაიბნეს. შეწირული თანხა, რომელიც ე.წ. თასის ქვეშ ყრია, სწორედ მისი გავსების შემდეგ გარეთ ცვივა. გარდა ამ შესაწირისა, მომლოცველები შიგნით ტაძრებშიც ტოვებენ თანხას და მსგავსი სურათია შიდა სივრცეშიც. ეკა…

მეტი...

,,რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს“ – ზელენსკი

რუსეთის ძალებმა 29 დეკემბრის დილას, უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 110 რაკეტა გაუშვა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. „სამშობიარო, სასწავლო დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი კორპუსი და კერძო სახლები, კომერციული საწყობი, ავტოფარეხი. კიევი, ლვოვი, ოდესა, დნეპრი, ხარკოვი, ზაპოროჟიე და სხვა ჩვენი ქალაქები. დღეს რუსეთმა თითქმის ყველაფრით დაგვარტყა, რაც თავის არსენალში აქვს: „კინჟალები“, С-300, ფრთოსანი რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები…სამწუხაროდ, სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყველა სერვისი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს და ხალხს საჭირო დახმარებას უწევენ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას…

მეტი...

,,თუ სალომე ზურაბიშვილს გადადგას მართლა ევროპული ნაბიჯი, კი არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, უბრალოდ რეალობის აღქმა უნდა ჰქონდეს”- ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტს სურს გადადგას ევროპული ნაბიჯი, უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ,,თუ სალომე ზურაბიშვილს რეალურად თავისუფალი რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან და გადადგას მართლა ევროპული ნაბიჯი, კი არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, უბრალოდ რეალობის აღქმა უნდა ჰქონდეს და ფსბ-ს აგენტურის მიერ, ფარცხალაძის მიერ რუსეთის აგენტის მიერ შეთითხნილი ბრალით არ უნდა იჯდეს პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.  

მეტი...

,,კეზერაშვილის არცერთ ბიძაშვილს არ ვიცნობ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს”- პაატა მანჯგალაძე

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე სიმართლე თუ დადგინდება, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. დეპუტატს კითხვა დაუსვეს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სომხეთში დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს. „არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უნდა გადავამოწმო. „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე სიმართლე თუ დადგინდება, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. სხვა რა უნდა ვთქვა? – არ ვიცი და რა გითხრათ. პოლიტიკური სპეკულაცია რომ არ იყოს, ჯერ უნდა ვნახოთ, რა იყო და რას ედავებიან. ამ ადამიანის იქით ვიღაც დგას კი არა, ამერიკის უსაფრთხოების სამსახურმა ოთარ ფარცხალაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რომელიც ღარიბაშვილის და „ქართული…

მეტი...

,,ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი”- გზების დეპარტამენტი

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად, ექსპერტიზა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. „ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ…

მეტი...

პროკურატურამ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. ,პროკურატურის მიერ  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა,  სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი თბილისსა და ბათუმში მდებარე უძრავი ქონებები. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 19 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 2435,05 კვ.მ ფართის 15 უძრავ ქონებას, რამაც 3 248 375 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია. ქონების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი…

მეტი...

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.

მეტი...