საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება

26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტო წერს, რომ ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

,,ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება” – ნეთანიაჰუ

,,ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. ,,ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. მე ვაფასებ შეერთებული შტატების ურყევ პოზიციას გაეროს უშიშროების საბჭოზე. პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს საომარ ძალისხმევას. გუშინ ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. შეერთებულ შტატებს ეს ესმის. ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა, ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე”, – ამბობს…

მეტი...

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კიდევ სამი უკრაინელი ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კიდევ სამი უკრაინელი ბავშვი დაიბრუნა. ინფორმაციას Save Ukraine-ის დამფუძნებელი, მიკოლა კულება ავრცელებს. ,,ჩვენ დავასრულეთ მე-14 სამაშველო მისია, რომლის დროსაც გადავარჩინეთ 14 ბავშვი, მათგან შვიდი მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვია”, – განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, ახლა სამივე ბავშვი უსაფრთხოდაა, გამოჯანმრთელდებიან და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

მეტი...

,,უკრაინის წაგება არ უნდა დავუშვათ” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

,,დასავლეთმა უკრაინის წაგება არ უნდა დაუშვას”. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაფსმა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა. ,,დასავლეთმა უკრაინის წაგება არ უნდა დაუშვას, მას ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რაც სჭირდება. მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია დარჩეს ცივი ომის შემდგომ ეპოქაში. შედეგები საშინელი იქნება ევროპისთვის, ბრიტანეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. თავს ამ ომის წაგების უფლება არ უნდა მივცეთ”, – განაცხადა შაფსმა. ასევე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დასავლეთი პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში მოგების საშუალებას მისცემს, ასეთი ქმედებებით დაზარალდება.

მეტი...

ხერსონში რუსების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ხერსონში რუსების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, დაშავებულია 60-ზე მეტი პირი. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა, დღევანდელ თარიღს “თავისუფალი ხერსონის შავი დღე” უწოდა. მისივე ინდორმაციით, მტერი ოლქს ნაღმმტყორცნებით, არტილერიით, ტანკებით, დრონებითა და სხვა საბრძოლო საშუალებებით უტევდა.

მეტი...

ჟენევის აეროპორტში, მომსახურე პერსონალის გაფიცვის გამო, ფრენები გადაიდო

ჟენევის აეროპორტში, მომსახურე პერსონალის გაფიცვის გამო, ფრენები გადაიდო. დუბაიში დაფუძნებული სახმელეთო კომპანია DNATA-ს თანამშრომლები გაიფიცნენ, რის გამოც უკვე გადაიდო სამი ფრენა, ასევე მოსალოდნელია ორი ფრენის გადადება. აეროპორტმა შესაძლოა ორი ​​კონტინენტთაშორისი ფრენა სხვა აეროპორტებში გადაიტანოს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება გაფიცვა. გაფიცულთა მოთხოვნა ხელფასების მატებაა.

მეტი...

ნოტრ-დამი 2024 წლის 8 დეკემბერს გაიხსნება

ნოტრ-დამი საზოგადოებისთვის 2024 წლის 8 დეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მან პირობა დადო, რომ სამუშაოები “გეგმის მიხედვით” გაგრძელდება და 2019 წლის ხანძრიდან 5 წლისა და 7 თვის შემდეგ ღვთისმშობლის ტაძარი ისევ გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის ტაძარს თავდაპირველი გარეგნობა უნდა აღუდგეს, პრეზიდენტმა მაკრონმა გამოთქვა სურვილი, რომ ტაძრის ნამუშევრებში თავისი ადგილი 21-ე საუკუნემაც დაიკავოს. ამ თვის დასაწყისში მან გამოაცხადა კონკურსი, რომელიც ნოტრ-დამის სამხრეთ ნაწილსთვის თანამედროვე მხატვრებს ამ საუკუნის აღმნიშვნელი ექვსი ვიტრაჟის შექმნის საშუალებას მისცემს. ნოტრ-დამის აღდგენაზე პარიზის 250-მდე კომპანია და სახელოსნოა ჩართული, რათა ტაძარს რენესანსული შესახედაობა აღუდგინონ.…

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

რიგაში, BBC-ის წვეულებაზე, უცნობმა პირმა სავარჯიშო ყუმბარა ააფეთქა

რიგაში, BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტების წვეულებაზე უცნობმა პირმა სავარჯიშო ყუმბარა ააფეთქა. წვეულება რიგას ერთ-ერთ ბარ “Čē”-ში გაიმართა. საღამოს 23 საათისთვის, როცა ბარში ჟურნალისტების გარდა თითქმის აღარავინ იყო დარჩენილი, უცნობმა პირმა კარი გამოაღო შიგნით შეიხედა და დარბაზში მდგარ ჟურნალისტებს საწვრთნელი RGD-5 ხელყუმბარა ესროლა. მედიის ცნობით, თავდამსხმელი შავი BMW-ით გაიქცა. ჟურნალისტებმა მანქანის სანომრე ნიშნების დაფიქსირება მოასწრეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილას პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

მეტი...

თურქეში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მუღლის პროვინციაში, 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:07 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 3 კმ. იყო. არსებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

გერმანიაში სამი ქართველი დააკავეს

გერმანიაში, თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის ბრალდებით, სამი ქართველი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 22 დეკემბერს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე, ერთ-ერთმა ადგილობრივმა სამი კაცი შეამჩნია, რომლებიც სიგარეტის აპარატს ძარცვავდნენ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მიუნხბერგის პოლიციამ პოლონური რეგისტაციის მქონე ავტომობილი მალევე იპოვა, შემოწმებისას კი მანქანაში დიდი რაოდენობით მონეტები აღმოჩნდა. 23, 28 და 32 წლის ქართველები პოლიციამ ადგილზე დააკავა. სხვა დეტალები დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

აშშ-ში, სავაჭრო ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ფლორიდის შტატში, ქალაქ ოკალას სავაჭრო ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ, 23 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაშავებულებს შორის არის ქალი, რომელიც ფეხში დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ სავაჭრო ცენტრს ალყა შემოარტყა და შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა, ახლა მას პოლიცია ეძებს.

მეტი...

,,ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენთვის ძალიან ფასეულია ირლანდიის ხელისუფლების მხარდაჭერა“ – ბექა ოდიშარია

ირლანდიის რესპუბლიკაში  გრძელდება საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრების ვიზიტი. კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა: ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ, ფრიდონ ინჯიამ შეხვედრა გამართეს ირლანდიის პარლამენტის – ოირეხტასის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან სენატორ დიარმუდ უილსონთან. სენატორმა დიარმუდ უილსონმა ქართველ კოლეგებს მიულოცა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროინტეგრაციის მიმართულებით შემდგომი წარმატებები უსურვა. დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ კოლეგას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის სენატორ დიარმუდ უილსონის და სენატორი გერარდ კრაუგველის წვლილზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.  ბექა ოდიშარიას თქმით, სწორედ…

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ. კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნინოშვილის ქუჩა N21-ში, ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურავის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი მცხოვრებლების ბედი ამ დრომდე არ მოუკითხავს ჩუღურეთის რაიონის გამგეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას. გუშინ საღამოს, ძლიერმა ქარმა, ნინოშვილის N21-ში საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი – დაახლოებით, 70-80 კვ.მ ფართობზე. შეტყობინების მიღებისთანავე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ და ესაუბრნენ მოსახლეობას, დაიგეგმა გადაუდებელი სამუშაოები. ცუდი ამინდისა და დაბალი ხილვადობის გამო, გუშინ ღამით ვერ მოხერხდა სახურავის მოხსნა.…

მეტი...

,,რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება ომის სამართლიანად დასრულების ერთ-ერთი გასაღებია” – ზელენსკი

,,რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება ომის სამართლიანად დასრულების ერთ-ერთი გასაღებია”. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,ამ კვირაში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რამდენად ეფექტურია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. არა მხოლოდ ქალაქებისა და სოფლების დასაცავად რუსული თვითმფრინავებისა და რაკეტებისგან, არამედ ფრონტზე მუშაობისთვის. რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება ამ ომის სამართლიანად დასრულების ერთ-ერთი გასაღებია. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც უკვე გვეხმარებიან ამაში და რომლებიც ემზადებიან მომავალი წლისთვის, შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად. არის უკრაინის ახალი სანქციების გადაწყვეტილებები: მე მოვაწერე ხელი შესაბამის განკარგულებებს, ისინი უკვე გამოქვეყნებულია. სულ 130-ზე მეტი იურიდიული და 20-ზე მეტი ფიზიკური პირი. ვინც მუშაობს რუსული აგრესიისთვის, ვინც…

მეტი...

პრაღის აეროპორტში მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო

პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტიდან დღეს მცირე ხნით, მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო. პოლიციის განცხადებით, ანონიმმა ტელეფონით აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის შესახებ აცნობა. საჭირო გახდა აეროპორტის ევაკუაცია, საბოლოოდ კი შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. პოლიცია ცრუ შეტყობინების ავტორის დადგენას ცდილობს. შეგახსენებთ,რომ 21 დეკემბერს პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის სტუდენტმა ამავე უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და 14 ადამიანი მოკლა, თვითონ კი ერთ-ერთი ინფორმაციით, თავი მოიკლა.

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში 7 000 დოლარის ქურდობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 43 წლის ქართველმა ოჩოთას მერიასთან, თანხა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანიდან ამოიღო. ,,ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, “მერსედესის” მძღოლმა ყურადღება მოადუნა, მანქანა არ ჩაკეტა და ამით მაშინვე ისარგებლა 43 წლის გამვლელმა. მამაკაცმა უკანა კარი გააღო, დაიხარა და რამდენიმე წამის შემდეგ ჯიბეში რაღაც ჩაიდო, ამის შემდეგ სწრაფადვე შეეცადა ადგილიდან მიმალვას”, – ნათქვამია პოლონეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა ფაქტი შენიშნეს და კაცი მალევე დააკავეს, რის შემდეგაც მან უკვე პოლიციელების მოქრთამვა სცადა და პოლიციელს ნაქურდალი თანხა შესთავაზა, რითაც ახალი დანაშაული ჩაიდინა. საქართველოს…

მეტი...

ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ქარბუქისა და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზების დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

რუსთავში რამდენიმე ბინა გაქურდეს – არიან დაკავებულები

რუსთავში რამდენიმე ბინა გაქურდეს. ბინები ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე 3 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა გაქურდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. ბრალდებულები დაკეტილ ბინებში სხვადასხვა საშუალებებით აღწევდნენ და უმოკლეს ვადაში გაჰქონდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ძვირფასეულობა და თანხა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ჩატარებული ოპერატიული სამუშაოების შედეგად, სამართალდამცავებმა ბრალდებულები დააკავეს.

მეტი...

გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან სამართალდამცველების დამატებითი ძალები მოაბილიზეს. როგორც პოლიციაში აცხადებენ, საშობაო მესაზე დასწრების მსურველებს ტაძარში შესვლამდე შეამოწმებენ. გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ. ავსტრიაში კი განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. საშობაოდ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა ესპანეთის ხელისუფლებამაც.

მეტი...

წალენჯიხაში ქარმა საცხოვრებელი სახლები და ელექტროსადენები დააზიანა გამოქვეყნდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯსა და მიქავაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები და ელექტროსადენები დააზიანა, წაქცეულია ხეები. ინფორმაციასა და ფოტომასალას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია, სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

მეტი...

ბათუმში ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ

ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ. შემთხვევა გორგილაძისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. შეჯახების მიზეზი, სავარაუდოდ, მსუბუქი მანქანის მიერ საგზაო წესების დარღვევა გახდა. არსებული ინფორმაციით, ის მოძრაობის ნებადართული მიმართულების საპირისპიროდ გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა თბილისში, ნინოშვილის 21 ნომერში, საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, თუმცა სახურავის ჩამონგრევისას მათ ეზოში გასვლა მოასწრეს და არავინ დაშავებულა.

მეტი...

ლვოვში, კერძო სახლის ავტოფარეხში აფეთქება მოხდა

ლვოვში, კერძო სახლის ავტოფარეხში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება გაზმა გამოიწვია. „სახლში 6 ადამიანი ცხოვრობს. 2 ბავშვი და 2 ქალი დამწვრობებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაშავებულების მდგომარეობა მძიმე არ არის. მაშველები კიდევ 2 მამაკაცს ეძებენ. შესაძლოა, ისინი ნანგრევების ქვეშ არიან. აფეთქების ზუსტი მიზეზები სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ლვოვის მერმა ანდრეი სადოვმა.

მეტი...

26 დეკემბრამდე ქარი, თოვა, ქარბუქი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი. კერძოდ: წვიმა – ზოგან ძლიერი, ასევე, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

ხაშური-ახალციხე-ვალესა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

ღაზაში კიდევ 8 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს დროს კიდევ 8 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ოთხ მათგანი შტაბის სერჟანტი იყო, ორი – უფროსი სერჟანტი, ორი კი – პირველის კლასის სერჟანტი. IDF-ის მონაცემების მიხედვით, ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციებს, საერთო ჯამში, 152 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

მეტი...

ბათუმში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა

ბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, ინფრასტრუქტურა. ბათუმის მერიის თქმით, ქალაქში სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს და მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მეტი...

ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ტანკერს დაარტყა

ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერს დაარტყა. ხომალდ Chem Pluto-ზე დარტყმა ინდოეთის სანაპიროდან დაახლოებით 370 კილომეტრში განხორციელდა, რის შედეგადაც მასზე ხანძარი გაჩნდა და ტანკერს კონსტრუქციული დაზიანება მიადგა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პენტაგონის ცნობით, ეს “ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი, იაპონიის კუთვნილი და ნიდერლანდებში მოქმედი ქიმიური ტანკერი” იყო. საზღვაო უსაფრთხოების კომპანიამ კი განაცხადა, რომ გემი დაკავშირებული იყო ისრაელთან და საუდის არაბეთიდან ინდოეთში მიემართებოდა. ასევე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან სამხრეთ წითელ ზღვაში, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის ზოლებში ხომალდსაწინააღმდეგო 2 ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. არსებული…

მეტი...

ხაიში-უშგულისა და დიზი-უშგულის გზებზე შეზღუდვები დაწესდა

თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თქმით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს ქარმა სახურავი ახადა

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარმა სახურავი ახადა. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა ავტობუსის გაჩერებაც. ცნობისთვის, ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა და სახურავები ახადა საცხოვრებელ კორპუსებსაც, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები. სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემი, გარეგანათების ბოძები და ინფრასტრუქტურა.

მეტი...

უამინდობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია

ძლიერი ქარის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხდა. როგორც საქართველოს რკინიგზა ამბობს, დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა. მიმდინარეობს ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები და დაახლოებით 12 საათისთვის მოძრაობა სრულად განახლდება. “ძვირფასო მგზავრებო! დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, საქართველოს რკინიგზა მათ…

მეტი...

,,37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით” – თამარ გაბუნია

,,37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით, ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია და ვფიქრობ ეს მოდელი თავის შედეგებს დაგვანახებს მომავალში”, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ. ,,ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პერსონალის გადამზადება, კლინიკური ბაზების ჩამოყალიბება და ეს რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ყველას გვესმის, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს ეს სერვისი და მუდმივად დამოკიდებული არ ვიყოთ უცხო ქვეყნის კლინიკებზე. ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალის ტრენინგის მიმართულებით, რასაც დიდი დრო ჭირდება.…

მეტი...