,,აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს” – ოსტინი

,,აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს”. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა. ,,მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ისრაელს ვუკარნახო ვადები ან პირობები ოპერაციისთვის”, – განაცხადა ოსტინმა. ოსტინმა, თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან და ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ომის შემდგომი ღაზის შესახებ მიზნები და ამოცანები განიხილეს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში დღეს, 18 დეკემბერს ჩავიდა.

მეტი...

გერმანია ქართველებისთვის კანონმდებლობას ამკაცრებს

გერმანია საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მასშტაბებს ზრდის. ორ ქვეყყნას შორის გაფორმბული დოკუმენტის თანახმად გერმანია კიდევ უფრო გაამარტივებს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევების პროცესს, რადგან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შემდეგ ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილებით მიგრანტებისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევაში მოხდება.

მეტი...

თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზაზა გოგავა დაამტკიცეს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზაზა გოგავა დაამტკიცეს. პარტიის ლიდერები ექსპო ჯკორჯიაში ყრილობაზე იკრიბებიან. ამავე ყრილობაზე წაიკითხავენ მიხეილ სააკაშვილის წერილს. რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სიტყვით გამოსვლები. შეხვედრის მთავარი თემა და გზავნილები, არის ევროკავშირში გაწევრიანება და ინტეგრაცია. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ ამ გზაზე აუცილებელია ყველა მთავარი რეკომენდაციის შესრულება და ამისთვის აუცილებელია როგორც ოპოზიციის ერთიანობა, ასევე აუცილებელია რომ მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ რეკომენტაციები შესრულდეს და საქართველო უკვე გახდეს ევროკავშირის ქვეყანა. სიტყვის გამოსვლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

მეტი...

თბილისში დაკარგული 13 წლის ბიჭი იპოვეს

თბილისში დაკარგული 13 წლის მოზარდი იპოვეს. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გიორგი ვარაზაშვილს ახლობლები და პოლიცია დაახლოებით 2 დღის განმავლობაში ეძებდა. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. 1-ლი იანვრიდან ევროკავშირი რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვებს შემოიტანს. ასევე, 1-ლი მარტიდან მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტის იმპორტზე ეტაპობრივი შეზღუდვები დაიწყება. სანქციების ახალ პაკეტში ევროკავშირი აწესებს შეზღუდვებს რუსეთიდან ალუმინის პროდუქტების, მათ შორის მავთულის, ფოლგისა და მილების იმპორტს. ევროკავშირმა ასევე დაავალა ევროპულ კომპანიებს, პარტნიორებთან კონტრაქტებში დათმონ რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტის აკრძალვა. სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს თხევადი პროპანის იმპორტის აკრძალვას 12-თვიანი გარდამავალი პერიოდით.

მეტი...

საქართველო ,,მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების შესახებ EU-ს გადაწყვეტილებას არ შეუერთდა

საქართველო “მაგნიტსკის სიის” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა. საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ “მაგნიტსკის სიის” ფარგლებში სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ. ასევე, ხელმომწერებს შორის არიან ლიხტენშტაინი, ნორვეგია, სომხეთი და აზერბაიჯანიც.

მეტი...

გერმანიის შს მინისტრი საქართველოშია

გერმანიის შს მინისტრი საქართველოშია. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ნენსი ფეზერი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია. ,,ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ. გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის…

მეტი...

უკვე მეორე დღეა, თბილისში 13 წლის გიორგი ვარაზაშვილს ეძებენ

მეორე დღეა თბილისში, 13 წლის გიორგი ვარაზაშვილს ეძებენ. მოზარდი 17 დეკემბერს, 18:00 საათზე ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ძებნის პროცესში ჩართულია პოლიცია. ,,17 დეკემბერს საღამოს 18:00 საათზე ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტლიდან სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა… თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ გთხოვთ დამიკავშირდეთ 595 88 33 11″, – წერს ოჯახის ახლობელი.

მეტი...

ცაში ჩამოკიდებული სოფელი ჰუაუ (ვიდეო)

ეს არის სოფელი ჰუაუ. ის მდებარეობს ჩინეთის გუიჟოუს პროვინციაში. მისი  მთავრი ბუნებრივი უპირატესობაა მაღალი ეკოლოგიური გარემო, რომელიც ტურისტების ყურადღებას იქცევს.  აქ ტყით დაფარვის მაჩვენებელი დაახლოებით 70% -ს შეადგენს. აქ მოჰყავთ თეთრი ჩაი,  მარწყვი, ჩილის სოუსი. ამავე სოფელში მდებარეობს დასასვენებელი ზონა ბანაკების სახით.  პროექტის საერთო ფართობი 1500 კვადრატული მეტრია. სწორედ ეს არის სოფლის უნიკალური ხიბლი. შეგრძნებაა ისეთი, თითქოს გამოკიდული ხარ ჰაერში. აქ ყველაფერი სიძველის ეფექტითაა შენარჩუნებული.  დილით აქ თითქმის არაფერი ჩანს, ნისლშია მთელი სოფელი გახვეული. ტერასებზი გაფენილია თეთრი  კარვები, სადაც შეგიძლია მთელი დღე გაატარო. დაისვენო, დააგემოვნო ტრადიციული საკვები გაერთო, იმხიარულო. ეწყობა…

მეტი...

ევროკომისიამ 65 მლნ ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ

ევროკომისიამ 65 მილიონი ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ. თანხა  ოთხი ქვეყნის, ბულგარეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად გამოიყოფა. „გასულ კვირას ევროკომისიამ გადაწყვიტა გამოეყო 65 მილიონ ევროზე მეტი თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდიდან ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისგან გაქცეული ადამიანების დასაბინავებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ისტორიული იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთიში, სადაც გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და ჩვენ შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია” – პრემიერი

ისტორიული მნიშვნელობის იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და ჩვენ შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია, შედეგად სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. „ასევე, მნიშვნელოვანი იყო, ვიტყოდი ისტორიული მნიშვნელობის იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც მე გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და ჩვენ შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია, შედეგად სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა, თანამშრომლობა. ჩინეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ჩვენთვის. სიდიდით მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში და ბუნებრივია, ჩვენ ვართ დაინტერესებული ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. ამ მიზნის შემადგენელი ნაწილი იყო ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის შემოვიღეთ უვიზო რეჟიმი. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩვენ გვქონდა საკმაოდ წარმატებული ვიზიტები. შარშან გვქონდა ძალიან საინტერესო, ვფიქრობ, პროდუქტიული ტურნე, მე ასე ვიტყოდი, ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ვიზიტად იმყოფებოდნენ ჩვენთან ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი და ასევე, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი. ხელი მოეწერა ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარების დოკუმენტებს,”- განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

2024 წელს დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა, 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, დანარჩენი იქნება ინვესტორის ვალდებულება, რომ შესაბამისი ინვესტიციები მოიზიდოს – პრემიერი

აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც არის ქართული ინიციატივა.  2021 წელს მე  ბრიუსელში ჩავიტანე  ეს პროექტი, როგორც ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტის სახით და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ პროექტში ჩაერთო ჩვენი მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი, მეგობარი რუმინეთი და უნგრეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. „ჩვენ ძალიან მალე გვექნება საბოლოო დასკვნა სახეზე და უკვე გადავალთ შემდგომ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უკვე ანაკლიის პორტის განვითარებაზე, გადავედით მეორე ეტაპზე, შერჩევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ორი…

მეტი...

შოვში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონ ლარი – პრემიერი

წელს დიდი ტრაგედია მოხდა შოვში, ასევე დიდი პრობლემა და ტრაგედია  ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო  10 მილიონ ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე. „წელს დიდი ტრაგედია მოხდა შოვში, ასევე დიდი პრობლემა და ტრაგედია  ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო  10 მილიონ ლარი. ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

,,ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი”- ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილს ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „უხერხულობა არ იგრძენით, ევროკავშირის ელჩმა პირველად პრეზიდენტს რომ გადაუხადა მადლობა და მას არ მიეცა სიტყვის თქმის შესაძლებლობა? პრეზიდენტს სურდა, საზოგადოებისთვის მიემართა, ხომ არ ფიქრობთ, რომ არასწორი ნაბიჯი იყო?“. „რაც შეეხება ელჩის მისალმებას, ეს არის პროტოკოლური ასპექტი. ბუნებრივია, ნებისმიერ ელჩს ევალება, რომ დაიცვას ის პროტოკოლური თანმიმდევრობა, რომელიც ზოგადად მოქმედებს ქვეყანაში, ის ფორმალური რანგირება,…

მეტი...

,,თვითონ წადით ფრონტზე და თავად მოკვდით”- რუსეთში მობილიზებულთა ახლობლები პუტინს მიმართავენ

ვლადიმერ პუტინს რუსეთში მობილიზებულთა ახლობლები მიმართავენ. “ტელეგრამ არხზე” მიმართვა ვრცელდება, სადაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მობილიზებულია. მისი თქმით, ფრონტზე “ყველაფერი ირღვევა, დაწყებული ადამიანის უფლებებით” და მობილიზებულებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. მისივე თქმით, არავინ აპირებს მათ მკურნალობას. ამასთან, კაცი აცხადებს, რომმას და სხვა სამხედროებს მშვიდობა და ომის დასრულება სურთ. ,,ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ სადამდე მიიყვანე ხალხი? ჩვენ, რუსებს, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში იმედი აღარ დაგვრჩა. დაამთავრეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია [რუსეთი ასე უწოდებს ომს უკრაინაში] დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან. რა ჯანდაბაა “დენაციფიკაცია” და “დემილიტრაიზაცია”? გესმით რაზეა საუბარი? ყოველ ჯერზე, როცა ამ…

მეტი...

,,ყველა კვლევა მეტყველებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა”- კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისით ნებით დატოვა პოლიტიკა, პარტია „ ქართული ოცნება“ კი მისგან დამოუკიდებლად, 2024 წლის არჩევნებში, საზოგადოებისგან დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს. „დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის. ადამიანმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პარტია „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. აღნიშნული პარტიაა ის პოლიტიკურიო ძალა, რომელიც 2024 წელს დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს. ამის თქმის საშუალებას საზოგადოების განწყობები მაძლევს. ყველა კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ამ პარტიას არ ჰყავს ალტერნატივა, შესაბამისად, დიდი ალბათობით, კონსტიტუციურ უმრავლესობასაც მოიპოვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5 სტანდარტზე უარესი ხარისხის, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილი – პრემიერი

მსუბუქი ავტომობილებისთვის 1 იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან ევრო 5 სტანდარტის შემოღება გვაქვს გადაწყვეტილი.  ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5 სტანდარტზე უარესი ხარისხის, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გადაწყვეტილება არ შეეხება უკვე არსებულ, ასევე – რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. გარემოს დაცვის მიმართულებით, ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი, როგორც მოგახსენეთ.  ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ ასევე ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად: მსუბუქი ავტომობილებისთვის 1 იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან ევრო 5 სტანდარტის შემოღება გვაქვს გადაწყვეტილი.  ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო…

მეტი...

დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, სირთულეს ღირსეულად უპასუხებს – კახა კალაძე

დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, სირთულეს ღირსეულად უპასუხებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის შეჯამება, პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის შეჯამება, პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. ზოგადად, შედარებისთვისაც ძალიან კარგია, საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა როგორ შეიცვალა. ყველა კომპონენტში, ყველა მიმართულებით არის წინსვლა, განვითარება. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომლებსაც ღირსეული პასუხების გაცემა სჭირდება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება,…

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.”ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზოს გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”, – ნათქვამია განცხადებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. “მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად”, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

,,ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა, 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს”- პრემიერი

ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა. „2012 წელს, უმუშევრობის დონე იყო 27% დაახლოებით. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე  კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. და მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო  ძალის და დასაქმების ზრდის პარალელურად;  წელს, მაგალითად, მესამე…

მეტი...

,,2012 წელს, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი, 1850 ლარამდე არის გაზრდილი”- ირაკლი ღარიბაშვილი

2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესსექტორში, საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით ასევე 2.5-ჯერ არის გაზრდილი. ,,რაც შეეხება ზოგადად დასაქმებულთა რაოდენობას და ხელფასებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა აქაც შედარება გავაკეთოთ აქაც. 2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში. ასევე…

მეტი...

ევროკავშირმა, შესაძლოა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა უნგრეთს ჩამოართვან ხმის უფლება, რათა დაამტკიცონ შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების შესახებ. Financial Times-ის ინფორმაციით, ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს, რომ კანონის უზენაესობის დარღვევისთვის გამოიყენონ 2007 წლის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულებები, რამაც შეიძლება შეაჩეროს ხმის (ვეტოს) უფლება. სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი ქვეყანა ღელავს ამ მუხლის გამოყენებაზე, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი იარაღია წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრიორიტეტი ორბანის დარწმუნებაა, რომ არ დაბლოკოს დახმარების საკითხი. თუ ეს ვერ მოხერხდა, ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის დახმარების შესახებ, თითოეულს მხრიდან ინდივიდუალურად. მედია წერს, რომ ამას დიდი დრო…

მეტი...

ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ ხალხს და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად, მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე – პრემიერი

,,ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს, არის ომი, ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, შორსაა იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული ,,ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოებავ, მინდა, გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ უნდა ითქვას სიამაყით, ჩვენ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს…

მეტი...

,,არავინ იცის როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ჩვენს რეგიონზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი წესები, რომელზეც არის დაფუძნებული მთელი მსოფლიო და ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მისი თქმით, არავინ  იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და  ჩვენს რეგიონზე. ,,დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. ასი ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგად, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, 10 მილიონზე არის საუბარი, 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ერთი ამდენივე, 10 მილიონზე არის საუბარი, რომ შიდა მიგრაცია, გადაადგილება მოხდა. ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენს უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელი, ძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან ჩვენ დავეხმარეთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო, მაგრამ, ასევე მინდა აღვნიშნო , რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი, ასე ვთქვათ წესები, რომელზეც არის დაფუძნებული ზოგადად მთელი მსოფლიო და ზოგადად, ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ ამის მცდელობას ვხედავთ. მცდელობას იმისა, რომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი. არავინ არ  იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონზე,”- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების – პრემიერი

მინდა შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ  წლის განმავლობაში მუსირებდა  და ძალიან ბევრი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ჩვენ ყველამ ერთად, ესეც გაქარწყლებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, რამდენი თვის წინ ჩამოსული იყო საქართველოში მაღალი დონის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი ბატონი ო ბრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. „რამდენი თვის წინ, მოგეხსენებათ…

მეტი...

,,ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს”- პრემიერი

სიამაყით უნდა ითქვას, რომ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ  ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე-, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი წესები, რომელზეც არის დაფუძნებული მთელი მსოფლიო და ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. „მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს…

მეტი...

მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი 8 ადამიანი გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. უწყების ცნობით, უხვი ნალექის გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 8 ადამიანი. ,,მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა”- პრემიერი

2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში წარდგენის დროს  განაცხადა. პრემიერის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ აომის თავიდან არიდება ვერ მოახერხა. ,,აგვისტოს ომი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მეტი...

რომელიმე ხელისუფალმა თუ მიაღწია რაიმე კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს არის მრავალი თაობის ოცნების ახდენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში წარდგენის დროს  განაცხადა. „ბუნებრივია, არ იყო მარტივი, ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევით აღსავსე პერიოდები გავიარეთ, ბევრი განსაცდელები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის  ვიხელმძღვანელეთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგებს. ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ. 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები“, – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, თუ ვინმემ, რომელიც ხელისუფალმა მიაღწია რაიმე…

მეტი...

ყველაზე მეტად მხარდამჭერი საქართველოს ჰყავდა უნგრეთის სახით – ლევან დავითაშვილი

ყველაზე მეტად მხარდამჭერი საქართველოს ჰყავდა უნგრეთის სახით, თუმცა ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მხარდაჭერისთვის – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი  თქმით, ოპოზიციის მხრიდან ვიქტორ ორბანის კრიტიკა და მის მიმართ ქილიკი მიუღებელია. „ვიქტორ ორბანს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. საზოგადოებამ დაინახა, რა ცალსახა და მკაფიო იყო უნგრეთის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისასაც, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ყველაზე მეტად მხარდამჭერი საქართველოს ჰყავდა უნგრეთის სახით, თუმცა ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა  –…

მეტი...

გვინეის დედაქალაქში ნავთობის ტერმინალში აფეთქება მოხდა – დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი

გვინეის დედაქალაქ კონაკრიში, ნავთობის ტერმინალში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ტერმინალის დაზიანების ხარისხი ამ ეტაპზე უცნობია. „მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ მოვლენის გამო, რომლის მასშტაბები და შედეგები შეიძლება, პირდაპირ აისახოს მოსახლეობაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.  

მეტი...

თელავის ერთ-ერთ სოფელში, თონეში ახალგაზრდა კაცი CO-თი მოიწამლა

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თონეში ახალგაზრდა კაცი CO-თი მოიწამლა. კაცი  უგონო მდგომარეობაში მეგობარმა ნახა და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. წყარო: მთავარი არხი

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში, რუსეთისთვის არაფერი დაუთმია – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით,  „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში, რუსეთისთვის არაფერი დაუთმია და ეს არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს.  ამის შესახდებ ლევან დავითაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის მიერ დასმულ კითხვას პასუხობდა. „ოპოზიციის მხრიდან გარკვეული თემატიკით სპეკულირება არახალია. ჩვენ დღესაც უშინაარსო პოლემიკის მომსწრე ვართ. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან საზოგადოებისთვის ამომწურავად იყო გაცემული პასუხი მაშინვე, როცა ჩვენ დავბრუნდით ამ ფორუმიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მქონდა პრესკონფერენცია, განმარტებები გავაკეთეთ ამ საკითხზე. მოხარული ვარ, თქვენ წინაშე…

მეტი...

შტორმი არგენტინაში – დაიღუპა 14 ადამიანი

არგენტინაში შტორმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვბლილთა უმრავლესობა ერთ-ერთ სპორტულ ცენტრში იმყოფებოდა, რომლის ჭერიც ქარმა ჩაანგრია. მედიის ინფორმაციით, საპორტო ქალაქი ბაია ბლანკაში ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებს, რომ მთავრობა მუნიციპალურ ხელისუფლებასთან მუშაობას დაზარალებულების დასახმარებლად და ზარალის აღმოსაფხვრელად.

მეტი...

ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა. თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინი ისრაელის სამხედრო ლიდერებ შეხვდება, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ს ურყევ ერთგულებას ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.  

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 22 დეკემბრამდე საქართველოში – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-21 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 22 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „18-21 დეკემბერს თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე,…

მეტი...