დათო გორგილაძის გადაცემის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაბრუნებას მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისადმი მიმართულ პეტიციაში წერია, რომ დავით გორგილაძის გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მოულოდნელად და არამოტივირებულად დაიხურა. „არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად. მისი არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული“, – ვკითხულობთ პეტიციაში. 15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”.
მეტი...დღე: დეკემბერი 16, 2023
„საახალწლო სოფელი“ სტუმრებს შვიდი იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს
„საახალწლო სოფელმა“ დღეს უკვე პირველ სტუმრებს უმასპინძლა. სოფელში მიმდინარე ღონისძიებებსა და განახლებულ საახალწლო დეკორაციებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ჯადოსნური და ულამაზესია ჩვენი დედაქალაქი. ხედავთ, როგორ არის მორთული საახალწლოდ. უკვე ავანთეთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ჩავიფიქრეთ სურვილები. 7 იანვრის ჩათვლით ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გარდა ამისა, აქ არის განთავსებული ყინულის საციგურაო მოედანი, რომლითაც ბევრი ადამიანი სარგებლობს. ხუთასამდე მეწარმე და მათი პროდუქციაა წარმოდგენილი „საახალწლო სოფელში“. მობრძანდით, მეგობრებო. მერწმუნეთ, სასიამოვნო დღეები გელით“, – განაცხადა კახა კალაძემ. „საახალწლო სოფელში“ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შოუები, პერფორმანსები და სხვა…
მეტი...,,ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ხელისშეშლით იყო დაკავებული, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად” – კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას მიესალმება, თუმცა, ქვეყანა მათი ჩართულობის გარეშეც განაგრძობს წინსვლას. „მინდა, საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო კანდიდატის სტატუსის მინიჭება. განსაკუთრებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება. ამისთვის ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა. რეფორმები განსახორციელებელია, არ ვიცი ოპოზიცია ამისთვის არის თუ არა მზად, რამდენად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას. ვნახეთ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ხელისშეშლით იყო დაკავებული და ცდილობდნენ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი თუმცა, ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. აღნიშნულ პროცესში თუ ჩაერთვებიან, ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ არა, არც ეგ…
მეტი...,,ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა” – ირაკლი ზარქუა
ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა და გვერდში ედგა ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ზურაბიშვილი იყო ადგილზე და ესწრებოდა აქციას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქალბატონი ჩვენს სახელმწიფოს ებრძოდა. ხომ გახსოვთ მისი განცხადება პარლამენტში: ეს ფსევდორეფორმაა და არ იმსახურებს ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსსო. შემდეგ ჩავიდა ევროპაში და თქვა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამ ხელისუფლებას უნდა თუ არა ევროპული პერსპექტივაო. ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია…
მეტი...ბარბარობას წასაკითხი ლოცვა
17 დეკემბერს (ძვ.სტ. 4დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს. orthodoxy.ge აქვეყნებს ლოცვას, რომელიც მორწმუნე მრევლმა ამ დღეს უნდა წაიკითხოს. ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა. კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად…
მეტი...ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა
ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა. ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ბესიკ ხელაძის განმარტებით, ძაღლების მეპატრონეს გადაუდებელი აცრები უტარდება, ძაღლები კი იზოლირებულად, თავშესაფარში გადაიყვანეს. „შემთხვევა სოფელ რაჭისუბაწში მოხდა. ეს სამონადირეო ძაღლები არიან, რომლებმაც ძუძუმწოვარი მტაცებელი, მაჩვი მოკლეს. ჩვენ შევძელით შესაბამისი შემოწმების ჩატარება და ცხოველი აღმოჩნდა ავადმყოფი, კერძოდ, ცოფის ვირუსით დაავადებული. მისგან დაკბენილი ძაღლები თავშესაფარში გადავიყვანეთ და ვაკვირდებით. მამაკაცი კი, რომელმაც ძაღლებს ჭრილობები დაუმუშავა, უკვე ანტირაბიულ აცრებს იტარებს. ჯერჯერობით, ცხოველები კარგად არიან და მათზე დაკვირვება გრძელდება”- განაცხადა ხელაძემ. მომხდარი შემთხვევის გამო, სოფელ რაჭისუბანში სპეციალისტებმა ყველა ძაღლის ვაქცინაცია ჩაატარეს.
მეტი...,,2024 წელი იქნება ინტენსიური მუშაობის წელი სრული წევრობისთვის” – ზელენსკი
,,2024 წელი იქნება ინტენსიური მუშაობის წელი სრული წევრობისთვის”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გასულ წელს მოგვენიჭა. ეს წელი სრულდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებით. მომავალი წელი იქნება ინტენსიური მუშაობის წელი სრული წევრობისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მეტი...ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 18 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება
საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე, 18 დეკემბრიდან საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია”, – წერია განცხადებაში. ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი. პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.
მეტი...100 ლარით დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულები შეგიმცირდებათ – კანონი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სავალდებულო იქნება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ. სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 5 ქულით შემცირება.…
მეტი...დღეს რუსთავის მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აინთება
რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხეს აანთებენ. საახალწლო ილუმინაციებით განათდება საშობაო ქალაქი, ყველა ცენტრალური გამზირი, ქუჩა, ასევე სკვერები და პარკები. საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება. დღესასწაულის მთავარი თემა კვლავ რუსთავის ისტორიის გაცოცხლებაა, მთავარ ნაძვის ხეს რუსთავში წელსაც უფლისწული აანთებს. „რუსთავში, დღეს მთავარ მოედანზე ავანთებთ ნაძვის ხეს. სამზადისი, რომელშიც მთელი მერიის გუნდი ვიყავით ჩართული, უკვე დასასრულს უახლოვდება. ყველას ვიწვევ ოჯახებთან ერთად, რადგან დღეს ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საღამო იქნება. სადღესასწაულო გარემო, მთავარ ნაძვის ხესთან, 7 იანვრის ჩათვლით იქნება. გაიმართება საშობაო ბაზრობა, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები და კონცერტები, იმისთვის,…
მეტი...ვის და რამდენით გაუძვირდება გაზის ტარიფი 1 იანვრიდან
შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 2024 წლის 1 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს. მომწოდებლების მიერ, შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს. გამომდინარე აქედან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ,,აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...პუტინი არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს
რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი პუტინი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს. ინფორმაციას პარტია ,,სამართლიანი რუსეთის” ლიდერი, სერგეი მირონოვი ავრცელებს. მისი თქმით, პუტინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს არც როგორც “ერთიანი რუსეთის” და არც “სამართლიანი რუსეთის” კანდიდატი, არამედ შეგროვდება ხელმოწერები მისი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად. ,,ერთიანი რუსეთის” გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პარტია ასევე მიიღებს მონაწილეობას ხელმოწერების შეგროვებაში. ყრილობა ხვალ, 17 დეკემბერს არის დაგეგმილი, რომელიც ტურჩაკის თქმით, პუტინის საპრეზიდენტო კანდიდატურას ერთხმად დაუჭერს მხარს. ცნობისთვის, პუტინმა გასულ კვირას დაადასტურა, რომ ისევ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მანამდე მან ოთხჯერ იყარა კენჭი…
მეტი...,,სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა” – ქაცარავა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ავრცელებს. ,,სოფელ თამარიანის მაცხოვრებლები გვიყვებიან, რომ ამ ბოლო დროს, მათი სოფლის თავზე მდებარე ოკუპირებულ ქედზე, ღამღამობით მძიმე ტექნიკის ძრავების ბღუილი ისმის და დაძინების საშუალებას არ აძლევს. სამწუხაროდ, ეს რეგიონიც შეტოვებულია რუსებთან ერთი-ერთზე, მოსახლეობის უსაფრთხოების ზომები, ნულოვანია”, – წერს ქაცარავა.
მეტი...ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში 3 ტყვე მოკლეს
ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში შემთხვევით 3 ტყვე მოკლეს. მძევლებს ხელში ეჭირათ ჯოხზე დამაგრებული თეთრი ნაჭერი. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, დაღუპულები არიან 20 წლის იოთამ ჰაიმი, 22 წლის სამერ ტალალკა, 26 წლის ალონ შამრიზი. IDF თქვა, რომ ისინი არასწორად იყვნენ განსაზღვრულნი როგორც “საფრთხე” და რომ ჯარისკაცებს ისინი ტერორისტები ეგონათ. შემთხვევა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. უწყების წარმომადგენლებმა განაცხადა, რომ ტყვეები სავარაუდოდ “ჰამასმა” მიატოვა, ან მათგან გაქცევა მოახერხეს. IDF-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება მათ წესებს. მისი თქმით, მკვლელობები იყო “ძალიან ტრაგიკული” და წინასწარი გამოძიება “უმაღლეს დონეზე” მიმდინარეობს.
მეტი...პოლონეთში 21 წლის ქართველი დააკავეს
პოლონეთში, გდანსკში სუნამოების ქურდობისთვის 21 წლის ქართველი დააკავეს. მან 37,5 ათასი ზლოტის ( 9 479 დოლარის) ღირებულების სუნამოები მოიპარა სხავდასხვა მაღაზიებიდან ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის – გდანსკი, კრაკოვიც, კატოვიცე, ვარშავა. პროკურორი ეჭვმიტანილის დროებით დაკავებას ითხოვს. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ოთხშაბათს, გდანსკში, პოლიციის თანამშრომლებმა სამსახურეობივი მოვალეობის შესრულების დროს შენიშნეს რამდენიმე პირი, რომლებიც ჩხუბობდნენ. აღმოჩნდა, რომ დაცვის თანამშრომლმა პირი ქურდობის დროს გამოიჭირა.
მეტი...დროებით ოკუპირებულ გალში მოკლული კარბაია დღეს დაკრძალეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე, თემურ (ვიტალი) კარბაია დღეს გალის სოფელ წარჩეში დაკრძალეს. ინფორმაციას ,,მოძრაობა – აფხაზეთისთვის” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ცხედარს გუშინ ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელიც ამტკიცებს, რომ კაცი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით დაიღუპა. ,,დღეს აფხაზეთში, გალში – სოფელ წარᲩეᲨი მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების – ზარაქუა, კვეკვესქირი და აბშილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაია. ჩვენი ინფორმაციით გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება”, – წერს მოძრაობა.
მეტი...გერმანიამ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა
გერმანიამ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, სათადარიგო ნაწილებით და რაკეტებით გადასცა. არსებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს 9 Bandvagn 206 (BV206) მრავალფუნქციური მანქანას; 8 ზეტროს სატვირთო მანქანას, ასევე ნახევრადმისაბმელიან და 4 ნახევრადმისაბმელან მანქანას. ცნობისთვის, 2023 წლის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 5,4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა.
მეტი...დიდთოვლობის გამო, პეკინში ერთმანეთს მეტროს ორი მატარებელი შეეჯახა
პეკინში დიდთოვლობის გამო, მეტროს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 515 ადამიანი დაშავდა. მათგან საავადმყოფოში 102 ძვლების მოტეხილობით გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი გზების მოყინვა გახდა, რის გამოც ერთ-ერთმა მატარებელმა დროულად დამუხრუჭება ვერ შეძლო და მეორე მატარებელს შეეჯახა. პეკინში ძლიერი თოვლის გამო საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტი შეფერხებულია. ზოგიერთ ქალაქში დახურულია სკოლები და ბაღები.
მეტი...,,გილოცავთ და გლოცავთ” – ილია II
,,კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია საუბარი, რომელსაც საქართველო საპატრიარქო ავრცელებს. ,,დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა. ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს. კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ…
მეტი...გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი მცირეწლოვანი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავთ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ერთ-ერთი მცირეწლოვანი, თბილისში გადაჰყავთ. დაშავებული მცირეწლოვანი რეანომობილით ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მას ოპერაცია დღეს თბილისში, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდება. არსებული ინფორმაციით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
მეტი...საქართველოში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წუხელ მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 55 კილომეტრში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ სალამალეიქში დაფიქსირდა.
მეტი...მეთიუ პერის სიკვდილის მიზეზი ცნობილია
ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისი მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზს აქვეყნებს. ექსპერტიზის ცნობით, სიკვდილის მიზეზი “კეტამინის მწვავე ეფექტები” გახდა. ასევე, სიკვდილის ხელშემწყობი ფაქტორებია წყალში დახრჩობა, კორონალური არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი. კვლევის შედეგებში მეთიუს გარდაცვალება მოხსენიებულია, როგორც “უბედური შემთხვევა”. შეგახსენებთ, რომ Friends-ის მსახიობი, მეთიუ პერი, 28 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი...უკრაინის შსს-მ რუსეთის პატრიარქ კირილზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, ასევე აგრესიული ომის წარმოება ედება ბრალად. პატრიარქი კირილი ცნობილია თავისი ანტიუკრაინული განცხადებებითა და სხვა ოდიოზური ხრიკებით, ის პუტინისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკური მაღალჩინოსნების წრესთან დაახლოებული პირია, რომელი უკრაინაში რუსეთს აგრესიას უჭერს მხარს. ასევე პუტინის პატრიარქმა არაერთხელ მოუწოდა რუსებს უკრაინის წინააღმდეგ ომისკენ.
მეტი...,,დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება” – გარემოს ეროვნული სააგენტო
17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 – 30 მ/წმ-დე. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მეტი...500 ფერმერის გრანდიოზული შოუ „თოვლის დრაკონის“ მთის ძირში
ლიჯიანგი, სოფელი იუჰუ. ეს სასწაული სანახაობა, რომელშიც 500 ფერმერი მონაწილეობას, არც ფილმებში გექნებათ ნანახი, არც გაგონილი და მით უმეტეს, არც წაკითხული. ეს არის გრანდიოზული სპექტაკლი, რომელიც დადგმულია ღია კოლიზეუმის სტილის თეატრში და მასში 500 ადგილობრივი ფერმერი მონაწილეობს 10 ეთნიკური ჯგუფიდან. ისინი 16 ახლომდებარე სოფელს წარმოადგენენ. ეს 60 წუთიანი შოუ ზღვის დონიდნ 3100 მეტრ სიმაღლეზე იმართება და აუცილებად უნდა ნახოთ, რომ ჩინური კულტურის კიდევ ერთი სასწაულის მნახველი გახდეთ. ვიდეორეპორტაჟი იუჰუდან. ეკა გულუა სოფელი „თოვლის დრაკონის“ მთის ძირში – ფოტორეპორტაჟი იუჰუდან
მეტი...პოლონეთში 26 წლის ქართველი დააკავეს
პოლონეთში დააკავეს 26 წლის ქართველი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში საგზაო წესები დაარღვია და ბორდიურს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ მან გაქცევა მოახერხა, თუმცა მალევე დაიჭირეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად მან ალკოტესტზე უარი თქვა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ახალგაზრდა ავტომობილს ნასვამ მდგომაროება მართავდა. მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მართვის უფლების ჩამორთმევა ემუქრება.
მეტი...გურიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა – ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. ინფორმაციას “გურია ტვ” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს.
მეტი...პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას გააუქმებს
პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას გააუქმებს. შესაბამისი განკარგულება პოლონეთის ახალდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინაკ-კამიშმა გასცა. აღნიშნული კომისია 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებდა, რომლის შედეგადაც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მთავრობის წევრები დაიღუპნენ. კომისიის წევრებს 2023 წლის 18 დეკემბრამდე მისცეს ვადა ყველა დოკუმენტაციის, ინვენტარისა და აღჭურვილობის ჩასაბარებლად. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უახლოეს ხანში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიის წევრების საქმიანობას შეისწავლის. როგორც ცნობილია, პოლონეთის ყოფილი მთავრობა და მათ შორის თავდაცვის მინისტრი ანტონ მიცარევიჩი ამტკიცებდნენ, რომ 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფა იყო მოსკოვის სპეცოპერაცია.
მეტი...,,თუ პრეზიდენტი პუტინი მზადაა, განაახლოს დიალოგი, ჩემი ტელეფონის ნომერი არ შეცვლილა” – მაკრონი
,,თუ პრეზიდენტი პუტინი მზადაა, განაახლოს დიალოგი, ჩემი ტელეფონის ნომერი არ შეცვლილა”. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ,,თუ პრეზიდენტ პუტინს ექნება სერიოზული წინადადებები და მზად არის განაახლოს დიალოგი, რომელიც საშუალებას მისცემს მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის დაცვით, საფრანგეთი ყოველთვის იქნება ძალა, რომელიც მხარს დაუჭერს და ყველაფერს გააკეთებს შედეგის მისაღწევად. ჩემი ტელეფონის ნომერი არ შეცვლილა”, – განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის,15 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა მაკრონთან ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ადრე ისინი “საკმაოდ კარგები, კეთილები, მომუშავეები” იყვნენ.
მეტი...რუსეთის მიერ გაშვებული 31 “შაჰიდიდან” 30 გავანადგურეთ – უკრაინის გენშტაბი
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 31 “შაჰიდის” ტიპის დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა მათგან 30 დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ამას გარდა, გენშტაბის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა Kh-59 ტიპის მართვადი რაკეტაც.
მეტი...ისრაელი-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 64 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 64 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 57 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. ინფორმაციას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 13 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.
მეტი...გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები კიევს დრონებით თავს დაესხნენ
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს “შაჰიდის” ტიპის დრონებით შეუტიეს. როგორც კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი პოპკო ამბობს, მტრის ყველა სამიზნე საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით განადგურდა. თავდაცვის ოპერაციისა და დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქში არავინ დაშავებულა. პოპკომ ასევე აღნიშნა, რომ ეს უკვე მეექვსე საჰაერო თავდასხმაა კიევზე ამ თვეში. ,,მტერმა გააძლიერა ავიაიერიშები ქვეყნის მთავარ ქალაქზე. ამიტომ, ვთხოვ კიევის ყველა მცხოვრებს, არ უგულებელყონ საჰაერო გამაფრთხილებელი სიგნალები და ყოველთვის დაიცვან უსაფრთხოების წესები! იზრუნეთ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე!”, – მიმართავს პოპკო მოსახლეობას.
მეტი...,,ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს!” – კარდინი
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: ,,ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველოდებით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა იქნება სამომავლოდ, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენი კანონიერი ადგილის დაკავებისას”, – წერს სენატორი X-ზე.
მეტი...