პრაღის უნივერსიტეტში სროლაზე პასუხისმგებელი პირი ლიკვიდირებულია

ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებელი პირი ლიკვიდირებულია. ჩეხური მედია, პრაღის მერზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ მსროლელმა თავი მოიკლა. ,,ამჟამად მთელი შენობის ევაკუაცია მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილას რამდენიმე დაღუპული და ათობით დაშავებულია”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მეტი...

,,ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი და შემცირდება ჯიბიდან გადახდები” – ზურაბ აზარაშვილი

„5000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი განისაზღვრა, რაც საერთო ჯამში, ყველა იმ ძირითად ქრონიკულ და სხვა წამლებს მოიცავს, რომელიც დღეს, ბაზარზე ბრუნავს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მომავალი წლიდან, რეფერენტული ფასებისა და სხვა რეფორმების შედეგად, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში, ფარმაცევტული ბაზარი მოწესრიგდება, მოქალაქეებისთვის კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა და შემცირდება ჯიბიდან გადახდები. „რეფორმების პროცესს, ბუნებრივია, თან გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც თავის მხრივ, იმპორტიორ ქვეყნებსა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოქალაქეობრივ პოზიციაზეა დამოკიდებული. რეფერენტული ფასების გავრცელების პირველ ეტაპზე, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ხელოვნური დეფიციტის შექმნას და თურქულ მედიკამენტებზე ფასის გაზრდის ფაქტებს,…

მეტი...

სახლები ტიბეტში – ფოტორეპორტაჟი  

ტიბეტი – იგივე “მსოფლიოს სახურავი“. ის ჩინეთის ავტონომიური ოლქია და “მესამე პოლუსსაც” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ტიბეტი, ეს არის სიმწვანეში ჩაძირული ავტონომიური რეგიონი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტიბეტური სახლები, რომელიც გამორჩეულია საოცარი ფერებითა და მოჩუქურთმებით.   ლინჩი არის ტიბეტის ერთ-ერთი ქალაქი. არ არის მჭიდროდ დასახლებული, თუმცა, საკმაოდ ბევრი კერძო სახლია. სახლები თითქმის ერთმანეთს ჰგავს. ფასადი ერთნაირია, გადახურვაც. ყველას აქვს საკუთარი გამწვანებული და მოვლილი ეზო. პირველ სართულზე დიდი მისაღები ოთახია, სადაც სტუმრებს უმასპინძლდებიან. სახლის როგორც შიდა, ისე გარე სივრცე ისეა მოჩუქურთმებული, მუზეუმში გეგონება თავი. იყენებენ…

მეტი...

უკრაინელი სამხედროები ბელარუსის საზღვარზე ბარიერებს აგებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბელარუსის საზღვარზე თავდაცვით ბარიერებს აშენებენ. საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით თხრიან თხრილებს. თითოეული პოზიციის წინ დგას ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები, მავთულხლართები, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები. სამუშაოებში ჩართული არიან ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები ტერიტორიული თემებიდან. ,,ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ჩრდილოეთ საზღვარი მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. ახლა ამ მხარეში ვითარება სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. ეს გვაძლევს დროს და შესაძლებლობას მივიღოთ დამატებითი  საფორტიფიკაციო ზომები”,- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი სერხიი ნაევი.

მეტი...

პაემანზე მისული 18 წლის გოგო მე-9 სართულიდან გადმოვარდა

18 წლის გოგონა უფაში მეცხრე სართულიდან სოციალურ ქსელებში გაცნობილ ბიჭთან პირველი შეხვედრის დროს გადმოვარდა. ტელეგრამის არხის ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდამ გოგონა ბინის ერთად დასაქირავებლად მიიწვია. მენდელეევის ქუჩაზე მდებარე სახლში მარტო აღმოჩენისთანავე წყვილმა ალკოჰოლური სასმელების დალევა დაიწყო. გოგონა ფანჯრის რაფაზე იჯდა და გადავარდა. გოგონა მენდელეევის ქუჩაზე მდებარე სახლის ფანჯრების ქვეშ იპოვეს.

მეტი...

უკრაინას სავარაუდოდ მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინას სავარაუდოდ მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება. მისი თქმით, უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ბოლო ოთხ სხდომაზე განიხილებოდა გარკვეული რაოდენობის ადამიანის მობილიზიების საკითხი. „ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს სამართლიანობაზე, რათა ჩვენ არ გვქონდეს ისეთი მოვლენები, როდესაც ერთნი იცავენ ქვეყანას, ხოლო სხვები პლანეტის სხვა წერტილებში იმყოფებიან, ისვენებენ კურორტებზე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტი 100 პროცენტით ითხოვს სამართლიანობას“, – განაცხადა დანილოვმა.  

მეტი...

კაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, სააპელაციომაც 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა, რომელიც საქალაქო სასამართლომ მას  17 თებერვალს შეუფარდა, ძალაში დატოვა. პროკურატურა უმკაცრესი სასჯელის გამოყენებას – უვადო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მკვლელობა თბილისში 2022 წლის 21 მაისს მოხდა. როინ მებონიამ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში ცოლს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.  

მეტი...

უკრაინის რადამ დაამტკიცა კანონპროექტი სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ

უკრაინის რადამ მეორე მოსმენით მიიღო  სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტი. საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა 238-მა დეპუტატმა. დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, კანონპროექტი არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში, ხოლო მისი გავრცელება რეკრეაციული მოხმარებისთვის კვლავ დანაშაულად რჩება. „სამკურნალო კანაფის შემცველი პრეპარატების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით. ექიმი ამ რეცეპტს პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად გამოუწერს, როგორც ეს ახლა მორფინის შემთხვევაშია“, – წერს დეპუტატი.

მეტი...

ქართველ მეზღვაურს, რომელიც რუმინეთში გემიდან გადავარდა, ისევ ეძებენ

ქართველ მეზღვაურს, რომელიც რუმინეთში გემიდან გადავარდა და დინებამ წაიღო, 1 კვირაზე მეტია ეძებენ. ტვ 25 -ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამ ეტაპზე უცნობია, რა ეტაპზეა სამძებრო სამუშაოები. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 14 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური, რომელიც დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს მისი გემზე აყვანა.

მეტი...

,,შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე”- შსს-ის განცხადება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რას ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. ,,მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით გვსურს, განმარტება გავაკეთოთ მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ. გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. ზემოაღნიშნულის გარდა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური…

მეტი...

ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის მეზობლად მცხოვრებლებ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა

თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა. მისი თქმით, ცხოველში პიროტექნიკა სროლის ასოციაციას იწვევს, რის მიმართაც მათ განსაკუთრებული შიში აქვთ ,,ჩვენ ვთხოვთ, ძირითადად ჩვენ ასე ვთქვათ მეზობლებს, რომ არ გამოიყენონ პიროტექნიკური საშუალებები. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ზოოპარკია. თუ დაშორებულია და ახლოს არ იქნება, ეს გაცილებით უფრო ნაკლები პრობლემაა ჩვენი ცხოველებისთვის, თუმცა პრობლემა რჩება იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, ეს იქნება მიუსაფარი ცხოველები, თუ გარეული ცხოველები, თუნდაც პატარა ფრინველები და ასე შემდეგ”, – აცხადებს გურიელიძე.

მეტი...

კაცმა, ფრენის დროს, მგზავრები გაქურდა

მამაკაცი, რომელმა ფრენის დროს თითქმის $23,000 ნაღდი ფული მოიაპარა ბრალი წაუდგინეს.   ჩინელმა 52 წლის ჟანგმა, მგზაავრობის დროს სავარაუდოდ,  ფული სამ მგზავრს მოპარა. მან მესამე მგზავრის ჩანთიდან აიღო $1000 და 930 სინგაპურის დოლარი. „ჩვენს სალონში ეკიპაჟი მგზავრმა გააფრთხილა საეჭვო ქურდობის შესახებ, რის შემდეგაც გააქტიურდა აეროპორტის პოლიციის სამმართველო“,- განაცხადა ავიაკომპანიის სპიკერმა. დაკავებულს ბრალის წაყენების შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

,,როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან მისი ლიდერები”- კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

„როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან მისი ლიდერები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც „პოლიტიკური აქტიურობისა და ერთიანობის კომიტეტის“ შექმნას გულისხმობს. „ვერ გეტყვით, გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას ემსახურება ეს განცხადება. როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები. ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე და გასარჩევი. ჩვენ გვაქვს საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება. მთელი ძალისხმევა და ყურადღება ამისკენ გვაქვს მიმართული,…

მეტი...

ტუსკის მიერ განხორციელებული სახელმწიფო მედიის რეფორმა უკანონოა – ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, დონალდ ტუსკის მიერ განხორციელებული სახელმწიფო მედიის რეფორმა ანარქიაა. მისი თქმით, დონალდ ტუსკის მთვარობამ კონსტიტუცია დაარღვია, რადგან მოულოდნელი ქმედებებით საპარლამენტო პროცედურები გამოტოვეს. „ეს უკანონოა, ანარქიაა“, – აცხადებს  ანჯეი დუდა. პოლონეთის კულტურის სამინისტრომ ქვეყნის საზოგადოებრივი ტელევიზია, რადიო და საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელობა დაითხოვა.  

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს”- კახა კალაძე

„მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს, რადგან რეალურად შესანიშნავ ფორმაშია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციების ნაწილი იყო და მას ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონია. „სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა კლინიკიდან ციხეში, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, სააკაშვილს არასდროს პრობლემა არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. ის კამპანიას აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ თუკი რაიმე დაავადება არსებობს, ყველა დაავადება…

მეტი...

უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს

უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს. თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის ცენტრებში გამოცხადება მოუწევთ. ისინის, ვინც გაწვევას თავს აარიდებენ, სანქციები დაწესდება.

მეტი...

რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე, სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხადა რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე. სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა. მძღოლმა შემთხვევის შედეგად, მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

მეტი...

,,ძვირფასო მიშა, ამ შობას ვიხსენებთ თქვენს გამბედაობასა და თავისუფალი საქართველოს შენების ხედვას”- ბორის ჯონსონი

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი  მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. „ძვირფასო მიშა, ამ შობას ვიხსენებთ თქვენს გამბედაობასა და თავისუფალი საქართველოს შენების ხედვას და გისურვებთ წარმატებას თქვენი ხალხის არაჩვეულებრივი წარმატების მომდევნო თავში. საქართველოს გაუმარჯოს“, – ნათქვამია  ბორის ჯონსონის მილოცვაში.

მეტი...

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 30 წლის ქართველმა და საბერძნეთის 40 წლის მოქალაქემ, დანის მუქარით, ირანის მოქალაქე დააყაჩაღეს და 30 ევრო გასტაცეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყაჩაღობა ქალაქ რეტიმინოს ცენტრალურ ნაწილში, 20 დეკემბერს მოხდა. სამართალდამცველებმა დამნაშავეები მალევე  დააკავეს.

მეტი...

ოთარ შამუგია IFAD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) რეგიონულ დირექტორს, ლიამ ჩიკას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და ერთობლივი მუშაობით მიღწეული პოზიტიური შედეგებისთვის. საქართველო არაერთი მიმართულებით რეფორმებს აქტიურად ახორციელებს. დადებითი შედეგები უკვე სახეზეა, თუმცა გარკვეულ სექტორში, მათ შორის საძოვრების მართვის კუთხით, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, მომავალში, IFAD-თან პარტნიორობის გააქტიურება და ეფექტიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს“, –…

მეტი...

,,მოვუწოდებთ „ოცნებას“ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”- მიხეილ დაუშვილი

,,მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს „ოცნება“. „გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიცაა დღევანდელი „ოცნება“ და რომელიც ტარდება კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – მანქანა განათების ბოძს შეეჯახა და მოგლიჯა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე –  გამთენიისას  მსუბუქი მანქანა განათების ბოძს შეეჯახა და მოგლიჯა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. გავრცელებული მანქანაში, რომელიც შეჯახების შემდეგ ამობრუნდა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

,,იარაღის ერთობლივი წარმოება NATO-ს ქვეყნებთან ერთად უკვე მიმდინარეობს” – დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინისა და NATO-ს მიერ იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, დღეს უკრაინა შეესაბამება იმ სტანდარტებს რაც NATO-ში არსებობს. ,,იარაღის ერთობლივი წარმოება NATO-ს ქვეყნებთან ერთად უკვე მიმდინარეობს. სხვა საკითხია, რომ ეს წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, თუმცა ეს ტექნიკური პროცესია, რომელსაც შესაბამისი ინსტიტუტები და ადამიანები ამუშავებენ”, – განაცხადა დანილოვმა.  

მეტი...

,,ერთი მინისტრი, ერთი გადაწყვეტილებით ანადგურებს სამართლებრივ წესრიგს, უგულებელყოფს კანონს, კონსტიტუციას”- მორავიეცკი

პროტესტი მოჰყვა პოლონეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს Pap-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკიც მივიდა მხარდასაჭერად. „პოლონეთში კანონის უზენაესობის ნებისმიერი პრინციპის ძალზე უხეში დარღვევა მოხდა. ყველა უნდა იყოს ინფორმირეული ამის შესახებ. ერთი მინისტრი, ერთი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ანადგურებს სამართლებრივ წესრიგს და უგულებელყოფს ორივეს, კანონსა და კონსტიტუციას“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მეტი...

ვენეციის კომისიის დასკვნას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ – ცესკო

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი შეტევისთვის ამჯერად ვენეციის კომისიის დასკვნას იყენებენ, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს უკავშირდება, – ამის შესახებ ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო. „საუბარი ისევ დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციაზე, მაშინ, როდესაც მსგავსი შინაარსის ჩანაწერი დასკვნაში არ არის. ამასთან ერთად, ისინი არ საუბრობენ ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის  პარტიების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში დანიშნული წევრების გათავისუფლების მკაფიო კრიტერიუმების საჭიროება, რამაც უნდა უზრუნველყოს მათი რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. სინამდვილეში, ყველა ჩართული მხარისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ცესკო-ს ყველა…

მეტი...

2024 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სრულად დავაფინანსებთ – ილია ღუდუშაური

„ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი გამარჯვებაა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა. მისი განმარტებით, პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა, იმ რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს. მათ შორის არის თურქული ბაზრის გახსნა და წამლებზე დაწესებული რეფერენტული ფასები. „რეფერენტული პოლიტიკითა და თურქული ბაზრის გახსნით, საქართველოს მოქალაქეებმა, ჯამში, 300-400 მილიონი ლარი დაზოგეს. წლიურ ჭრილში რომ ვისაუბროთ, გარკვეულ მედიკამენტებზე, ფასები 80%-თაც შემცირდა. თუმცა,…

მეტი...

საფრანგეთი ყოველთვის მიესალმება და გააგრძელებს უცხოელების, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებლებისა და სტუდენტების მიღებას – მაკრონი

საფრანგეთი ყოველთვის მიესალმება და გააგრძელებს უცხოელების, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებლებისა და სტუდენტების მიღებას – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  განაცხადა. მისი თქმით, ახალი საიმიგრაციო კანონი კომპრომისის შედეგი იყო. „გასაგებია, რომ ეს კანონი გარკვეულ ადამიანებს აღელვებს და მე ეს მესმის. თქვენ შეიძლება, ისაუბროთ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ რეალობაზე. კანონი მთავრობის მიერ იყო დაწერილი, მაგრამ ეს არის კომპრომისის შედეგი. ეს არის ის, რაც ხალხს სურდა, როდესაც აგვირჩიეს და მოგვცეს უმრავლესობა. რა არჩევანი გვქონდა. უნდა გვეთქვა, რომ შევწყვეტთ და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ცუდი იდეაა? – არა. ჩვენ შევქმენით კომიტეტი, რომელიც კომპრომისზე მიდის.…

მეტი...

„ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს… ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა პირიდან“- ბავშვის მამა

„ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს… ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა პირიდან“, – ამის შესახებ ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს მამა მედიასთან საუბრობს. დაშავებული ბავშვის მამა მომხდარს იხსენებს. „უფროსი შვილი მოიყვანეს ბაღიდან, დედა სახლიდან წავიდა ბავშვის გამოსაყვანად. რა დროსაც, პიტბულის ჯიშის ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს. უფროსი შვილის ყურადღების მიქცევის დროს პატარა ბავშვი ეზოში გამოვიდა, რა დროსაც ძაღლი სახლის მიმართულებით ავიდა და თავს დაესხა ლაზარეს. ამ დროს ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა ბავშვი ძაღლს პირიდან… საცხოვრებელ სახლთან მოხდა, ვიღაცის გამოგდებული ძაღლი იყო და თავს დაესხა ბავშვს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაკვირვება ერთი კვირის…

მეტი...

ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ცდილობს, ისრაელ-ჰამასს შორის მძევლებზე შეთანხმება შედგეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ ცდილობს, ისრაელ-ჰამასს შორის ჰუმანიტარული პაუზისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს. თუმცა, მისიცე თქმით, ამ ეტაპზე, მოლოდინები არ არსებობს. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შედგეს შეთანხმება. ამ ეტაპზე, არავითარი მოლოდინები არ არსებობს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

წლის განმავლობაში საზღვრის დარღვევის ბრალდებით 448 პირი დავაკავეთ – ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვრის “დამრღვევი” 448 ადამიანი დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულთა შორის 196-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ხოლო 251-მა “სასაზღვრო ზონის რეჟიმი”. “262 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 6 პირი დააჯარიმეს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გააძევეს, 19 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს, 138 გააფრთხილეს, 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა”, – აცხადებენ დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტში.

მეტი...

ისრაელმა ღაზის  სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან იუნისის დიდი ტერიტორიიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ყველაზე დიდი ქალაქის, ხან იუნისის დიდი ნაწილის ევაკუაციის ბრძანება გასცა. გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის თქმით,  ისრაელმა რუკები გამოაქვეყნა, სადაც  ახალი ტერიტორიებია ნაჩვენები.  ტერიტორია მოიცავს ხან იუნისის ქალაქის დაახლოებით 20 პროცენტს, რომლებიც მონიშნულია ევაკუაციისთვის. მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე 110 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

მეტი...

,,ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 გრადუსამდე დაიკლებს”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7,…

მეტი...

,,ალისკა ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად”- სააკაშვილი

,,მე დავბრუნდი საქართველოში 53 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე, დღეს 56 წლის გავხდი,”- ამის შესახებ  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ დაბადების დღეს ეხმაურება და განცხადებაში მის შვილებზეც საუბრობს. ,,ჩემი ჩამოსვლა მძიმე ტვირთად დაატყდა 15 წლის ნიკუშას. ეს არის კრიტიკული ასაკი და ვხედავდი, თუ როგორი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო ეს მისთვის და როგორ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ამ სტრესს. საოცარი ანალიტიკური თვისებები განუვითარდა, ბოლო შეხვედრისას ძალიან ღრმა და საინტერესო რჩევები მომცა. მთავარია მახარებს, რომ ორივემ – ედუარდმა და ნიკუშამაც მითხრეს, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა არ იყო შეცდომა…

მეტი...

,,დღეს 56 წლის გავხდი…ზუსტად ვიცი, რომ კიდევ დავჭირდები ჩემს ორივე ქვეყანას”- მიხეილ სააკაშვილი

“დღეს 56 წლის გავხდი… ზუსტად ვიცი, რომ კიდევ დავჭირდები ჩემს ორივე ქვეყანას – საქართველოსა და უკრაინას, ამიტომ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპზე ვიმყოფები”, – ამის შესახებ  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. მისი თქმით, წამს, რომ დაბადებულია  გამარჯვებისთვის ,,მე დავბრუნდი საქართველოში 53 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე, დღეს 56 წლის გავხდი. საქართველოში ჩემი ხალხისა და მიწის უსაზღვრო სიყვარულმა და იმის ყურების დიდმა ტკივილმა დამაბრუნა, თუ როგორ ინგრევა ყველაფერი ის, რაც შევქმენით, როგორ გაჩერდა ის, რაც დავიწყეთ. ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ ამანაც ვერ შემაჩერა. როგორია დღეს ჩემი ცხოვრება? ყოველდღე ჩემი 77…

მეტი...

ტრამპი ნამდვილად უჭერდა მხარს აჯანყებას, ამაზე არცერთი კითხვა არ არსებობს – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. მისი განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ დონალდ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში. „მე-14 შესწორება ვრცელდება თუ არა, ჩვენ სასამართლოს მივცემთ უფლებას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ტრამპი ნამდვილად უჭერდა მხარს აჯანყებას, ამაზე კითხვა არ არსებობს. არცერთი“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...