სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად – აშშ-ის საელჩო

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი არასამთავრობო ორგანიზაიცა ,,სამართლიანი არჩევნების” (ISFED) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

,,ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად.

ელჩი დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში მათ მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს.

არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები