გორის ერთ-ერთ სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა – ოჯახის წევრები მომხდარში ექიმს ადანაშაულებენ

„გორმედის“ სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა. მშობიარის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმს ადანაშაულებენ.

ჩვილის გარდაცვალებაზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ კლინიკა კომენტარს კომისიის დასკვნის შემდეგ გააკეთებს.

„საქმის მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომ. როგორც კი კომისია დადებს დასკვნას, კლინიკა თვითონ გააკეთებს კომენტარს“, – აცხადებენ „გორმედში“.

მსგავსი თემები