პოეტი, თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა

პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, თემურ ჩალაბაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 72 წლისა გარდაიცვალა. ლექსის წერა მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ “დროშა”-ში. მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ “პირველ სხივში”, დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, გამომცემლობა “მერანი”-ს განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: “მზე მამულის კვამლში”, “სანთელი”, “პოეტის ასი…

მეტი...

ცესკო-მ 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. მათი ინფორმაციით, 2024 წლის სამოქმედო გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიის გათვალისწინებით შემუშავდა. გეგმაში ასახულია სტრატეგიული ამოცანების შესაბამისი აქტივობები, მათი უმეტესობა წარმოადგენს სიახლეს ან გულისხმობს ახალ მიდგომას, დაფუძნებულია მტკიცებულებებზე და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომას. მათივე ცნობით, საზოგადოების ინფორმირება და განათლება, სამართალწარმოების პროცესის განვითარება, მართვის ეფექტიანობის ზრდა, შესაძლებლობების განვითარება, საარჩევნო ოპერაციების ჰარმონიზაცია საკანონმდებლო (ტექნოლოგიურ) სიახლეებთან და ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესში – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესასრულებლად კონკრეტული აქტივობები დეტალურად არის გაწერილი სამოქმედო გეგმაში. გეგმის დამტკიცებას წინ…

მეტი...

ავსტრალიაში შტორმს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიაში 25-26 დეკემბერს ძლიერ შტორმს, სულ მცირე, 10 ადამიანი, ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 9 წლის ბავშვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ქუინსლენდის შტატიდან იყო, სადაც 10 000 ათასობით ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობისა და დამანგრეველი ქარის შედეგად ასევე დაზარლდა ვიქტორიასა და ახალი სამხრეთ უელსის შტატი. ზოგიერთ რეგიონში ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობებს სახურავები ახადა, ხეები წააქცია და ელექტრობოძები დააზიანა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ და ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ. ,,დეპუტატებმა არ წარუდგინეს საზოგადოებას ინფორმაცია ახალი კოორდინატების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან იყო შეთანხმებული. მანამდე დადგენილი კოორდინატებით, ეს არის 345 ჰექტარის ტერიტორია, რომლიდანაც 180 ჰექტარი არის ზღვის აკვატორია, 155 ჰექტარი ბიჭვინთის ნაკრძალი, რვა ჰექტარი – ბიჭვინთის საცხოვრებელი კვარტლები. ამგვარად, აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი განცალკევდა და შედეგად, აფხაზეთის მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა ქვეყნის საზღვაო საზღვრების ნაწილთან, უნიკალურ ნაკრძალთან და ერთადერთ საზღვაო უბესთან, რომლის სიღრმეც იძლევა საშუალებას, რომ იქ გემები შევიდნენ და გააჩნია საუკეთესო სანავიგაციო პირობები. დეპუტატებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, განემარტათ აფხაზეთის…

მეტი...

საბერძნეთში 2 ქართველი დააკავეს

საბერძნეთში, ძარცვის ბრალდებით, 2 ქართველი დააკავეს. ისინი სახლებს შობის დღესასწაულზე ძარცვავდნენ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველებმა ჰერაკლიონის რაიონში, 4 წლის განმავლობაში 50-ზე მეტი სახლი გაძარცვეს. ბერძნული მედიის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ

პარიზში ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ. არსებული ინფორმაციით, გაფიცვის თარიღად 27 დეკემბერი საგანგებოდ აირჩიეს, რადგან კოშკის შემქმნელი გუსტავ ეიფელი, 100 წლის წინ, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა. მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფიცვის მონაწილეები ეიფელის კოშკის მართვის მოქმედ მეთოდებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ეიფელის კოშკს დღეს ბიზნესმოდელით მართავენ, რომელიც ზედმეტად ამბიციური და არასიცოცხლისუნარიანია. მათივე ცნობით, აღნიშნული მოდელი დაფუძნებულია მომავალი დამთვალიერებლების არასწორად გათვლილ რაოდენობასა და ხარჯების არასწორ გათვლაზე. მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ეიფელის კოშკის მომავალი წლის ბიუჯეტში ნათქვამია, რომ 2024 წელს პარიზის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას 7,4 მილიონი ვიზიტორი ეწვევა, რაც, პროფკავშირების თქმით, ვერ შესრულდება.

მეტი...

,,მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას” – კალაძე

,,მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას”. აცხადებს კახა კალაძე Bloomberg-ის ინფორმაციაზე, რომ ოლიგარქი ივანიშვილი ბოლო 10 წელში რეკორდულად გამდიდრდა. ,,საქართველოში ბიზნესი არასდროს არ ჰქონია. საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული და დღესაც აგრძელებს. უამრავი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით და თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალურ მონაცემები, რამდენი მილიარდი დოლარია დახარჯული ქველმოქმედებაზე. მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას, რომ ასეთი საქველმოქმედო პროექტები იქნეს განხორციელებული”, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

,,ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული” – კარასინი

,,ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული”. ამის შესახებ რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა. ,,რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ”, – თქვა კარასინმა მისი თქმით, ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუსეთს მიეკუთვნა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.

მეტი...

2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება

2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ, ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს. ,,ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე – აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია განთავსდება პირადი მონაცემების დაცვით და იქნება  კონფიდენციალური. აღსანიშნავია, რომ ცვლილებამდე, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს მსგავსი ვალდებულება არ ჰგონიათ, შესაბამისად, შეუძლებელი იყო სამედიცინო მასალების მიკვლევადობა. ერთიანი რეესტრის საჭიროება კიდევ უფრო გამოიკვეთა ბოლო წლებში, როდესაც მთელს მსოფლიოში…

მეტი...

რუსული არმიის სამხედროებმა უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს – უკრაინის პროკურატურა

დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებთან საბრძოლო შეტაკების დროს, სოფელ რობოტინესთან, რუსული არმიის სამხედროებმა უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს. აღნიშნულ ფაქტზე ზაპორიჟიეს საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ჯერ სამი უკრაინელი დამცველი შეიპყრეს, ერთი საათის შემდეგ კი დახვრიტეს. გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ვიდეო ამჟამად ინტერნეტში ვრცელდება. „ეს არის აგრესორი ქვეყნის მიერ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული სამხედრო ტყვეების მოპყრობის უხეში დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა. მაგალითად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტში გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეო. ასევე დაფიქსირდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების “ადამიანურ ფარად” გამოყენება ფრონტის ხაზზე.…

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

ჩრდილოეთ თურქეთში, კასთამონუსთან 4.5  მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:04 საათზე დაფიქსირდა. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივ-მოღალატეობრივი ძალაა, რომელსაც გასამართლება სჭირდება”- მიხეილ ყაველაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივ-მოღალატეობრივი ძალაა, რომელსაც გასამართლება სჭირდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დადგა დრო და აუცილებელია, რომ ეს ძალა გასამართლდეს. „დადგა დრო და აუცილებელია, რომ ეს ძალა გასამართლდეს. ვხედავთ, ეს ძალა რა დღეშია. უკვე ერთმანეთს აქილიკებენ და დაშლის პირას არიან, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ამ ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ დასრულდება, თუ ის ძალა იარსებებს, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების მიმართ ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და რომელიც პოლიტიკურ სივრცეში კიდევ არსებობს, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება სურს.…

მეტი...

,,არ არსებობს არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები”- კალაძე ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობაზე

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები, ასე რომ ვთქვათ. არანაირი ლოგიკა, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ ცათამბჯენებზე და პროექტთან რუსი ბიზნესმენების, ასევე მარიკა ვერულაშვილის კავშირზე. მისი განცხადებით, პოლიტიკური სპეკულაციები ქალაქის განვითარებას და შესაბამისი პროექტების განხორციელებას ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის. „ამას აქვს თავისი მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები მსგავსი პროექტების განხორციელებას, ზოგადად, ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას. მინდა გავიხსენო წლები, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სლოგანი „გაჩერებული თუ შეჩერებული…

მეტი...

ვთხოვთ საზოგადოებას პასუხისმგებლობით მოეკიდოს  ფოტორობოტის საფუძველზე კონკრეტული ადამიანების სავარაუდო დამნაშავედ გამოცხადებას  – „უფლებები საქართველო“ 

‘‘უფლებები საქართველო”, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის უფლებებს იცავს, საზოგადოებას მოუწოდებს, პასუხისმგებლობით მოეკოდოს ფოტორობოტის საფუძველზე ადამიანის დადანაშაულებას. როგორც გაცხადებაშია ნათქვამი, ფოტორობოტი არის მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით შექმნილი დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის სახის რეკონსტრუქცია და, ბუნებრივია, ის ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტი. ,,დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედამ, ნატო ხუტაშვილმა, რომლის ინტერესებსაც „უფლებები საქართველოს“ იცავს, 26 დეკემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი. საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქციისა და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციას სურს გაავრცელოს შემდეგი განცხადება: გაცნობებთ, რომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, საქმის…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის გუნდი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტრამვაი წაართვა თბილისელებს”- კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის სატრანსპორტო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომპანია „რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი დამატებით კვლევებს საჭიროებს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები მხოლოდ დამატებითი ანალიზის საფუძველზე მიიღება, რომელთაც შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ. „რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი რეკომენდაციებია, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი დამატებითი კვლევები. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ეს 20-წლიანი სტრატეგიაა. კვლევაშიც პირდაპირაა მინიშნება, რომ ყველა მიმართულებაზე დეტალური ანალიზია საჭირო. ჩვენთვის ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა და მიმართულება პრიორიტეტული საკითხი და ერთ- ერთი მნიშვნელოვანი თემაა. სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება დედაქალაქის მერიამ 2017 წელს დაიწყო, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. რა თქმა…

მეტი...

,,ჩვენთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ”- კახა კალაძე

„ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იქნება აღნიშნულ საკითხში. უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, უნდა…

მეტი...

მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ინციდენტის შედეგად სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის გარდაცვალების გამო – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის გარდაცვალების გამო. უწყების განცხადებით, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

მეტი...

,,შემაშფოთებელია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება”- სახალხო დამცველი

“შემაშფოთებელია დღეს, 2023 წლის 27 დეკემბერს გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა,” – ამის შესახებ სახალხო დამცველი აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “შემაშფოთებელია დღეს, 2023 წლის 27 დეკემბერს გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში…

მეტი...

,,ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას”- სალომე ზურაბიშვილი

მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

მეტი...

,,ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს”- ხაბეიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი აქვს. „ის არის „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძის შეთითხნილი ბრალით, დასანქცირებული კლანის მოსამართლეების მიერ გასამართლებული ადამიანი. შესაბამისად, დიახ, სალომე ზურაბიშვილმა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ხალხმა გადაწყვიტოს და არა „ფეესბეს“ აგენტურამ, სასამართლოს კლანმა, რომ ის იჯდეს ციხეში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მეტი...

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავა, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 112 პირი დააკავეს, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, იორდანიის, ეგვიპტის და ერიტრეას მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო…

მეტი...

აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი – საგარეო უწყება

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების განმარტებით, საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. „აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ…

მეტი...

მთამსვლელი, რომელსაც მაშველები მყინვარწვერზე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

მთამსვლელი,რომელსაც მაშველები მყინვარწვერზე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.  დაკარგული მამაკაცი გაყინული იპოვეს. სამაშველო ოპერაცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ როგორც მაშველები, ასევე მოხალისე მთამსვლელთა ჯგუფები.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დაშავდა 11 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თბილისში 11 ადამიანი დაშავდა.  გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები  კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.  

მეტი...

წყალდიდობა გერმანიაში – განხორციელდა ასობით ადამიანის ევაკუაცია

წყალდიდობა გერმანიაში –  ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გერმანიის რეგიონებში სტიქია რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. სოფელ ვინდენჰაუზენიდან 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სოფელში ჩასვლა აკრძალულია. წყალდიდობას ებრძვიან საქსონია-ანჰალტასა და ქვედა საქსონიაშიც.  მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლის გამო სახლების პირველი სართულები დაიტბორა. სპეციალისტების განცხადებით, გერმანიის რეგიონებში წყალდიდობის საფრთხე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

მეტი...

,,რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ”- გიორგი გახარია

პარტია ”საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხის ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ. ,,ქართული ოცნების ანტიპრაგმატული პოლიტიკის ფონზე, რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა დააკმაყოფილა ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნა და მას კურორტი ბიჭვინთა გადასცა – სრულიად უგულებელყო ქართველი და აფხაზი ხალხის ნება. ასეთი „გადაწყვეტილებები“ უკანონოა. ჩვენ, აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.   ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

მეტი...

ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის “კანონს” ხელი მოაწერა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმ ასლან ბჟანიამ პარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა. ამრიგად, ბჟანიამ დაამტკიცა ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა. „რატიფიცირება აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესის შესახებ მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ. 2022 წლის 19 იანვარს“, – ნათქვამია დოკუმენტში. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

მეტი...

,,გული გაჩერდა…”- ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა

ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა.  ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს. კლინიკა “ვეტ-მედიში”, სადაც მას რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამბობენ, რომ ძაღლს გული გაუჩერდა. „რამდენიმე საათში ექსპერტიზის პასუხი იქნება… ჩვენთან კლინიკურად გამოჩნდა, რომ გული გაჩერდა… ვვარაუდობთ, რომ ეს იყო თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული გულის გაჩერება“, – უთხრა კლინიკის დირექტორმა, ოთარ მენაბდემ „რადიო თავისუფლებას“. ცნობისთვის, 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს ბლაგვი საგნით თავის არეში ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. ძაღლს ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე…

მეტი...

თავდასხმა ხერსონის სარკინიგზო სადგურზე – არის მსხვერპლი

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ხერსონის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საღამოს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადგილზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. უკრაინის რკინიგზის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სადგური და მოძრავი შემადგენლობა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სადგურიდან ევაკუირებულია 140 მოქალაქე.

მეტი...

რუსეთი ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრების სიახლოვეს უახლეს „ჰაუბიცებს“ განათავსებს

„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთი ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრების სიახლოვეს უახლეს „ჰაუბიცებს“ განათავსებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა. „ჩემი აზრით, ეს შეიარაღება ძალიან მალე განთავსდება. ასეთი ტიპის „ჰაუბიცები“ საჭიროა, რათა დასავლურ არტილერიასთან შედარებით, მოქმედების არეალის კუთხით უპირატესობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა სერგეი ჩემეზოვმა.

მეტი...

,,მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები”- მამუკა ხაზარაძე

მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები, ეს როგორ იქნება, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არანაირი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მასსა და ნიკა მელიას შორის არ არსებობს. „არანაირი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკა მელიას შორის არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, პოლიტიკაში ვართ ორივე. ერთ რამეს გიდასტურებთ, მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. როგორ იქნება, ამას, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ. ამოცანა გვაქვს, ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და სათავეში მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა“, – განაცხადა მამუკა…

მეტი...

განზრახ მკვლელობა თბილისში – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ხ.ვ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

,,მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 28 დეკემბერს წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და სამხრეთ-დასავლეთის…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრომ, „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები შეიძინა

ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, აღნიშნულ მედიკამენტებს , საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ,,უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს. კომპანია…

მეტი...

რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს – დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანია, ალექსეი დანილოვის განცხადებით,  რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს. „ვისურვებდით უკეთესი სიტუაცია გვქონოდა ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლების კუთხით, მაგრამ ამ პროცესის პარალელურად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბები ხდება შავ ზღვაში. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს“, – განაცხადა დანილოვმა. ცნობისთვის, 26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო გემი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს.

მეტი...

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1105 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1105 ფაქტია გამოვლენილი. ჯამურად, ჩამორთმეულია უკანონოდ მოპოვებული 1500 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი. კანონდარღევევბს შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით სამინისტროსა და სამინისტროს შესაბამის უწყებებში მუშაობა აქტიურად გრძელდება“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. ქვეყნის…

მეტი...