სახელმწიფომ პატარა ლაზარეს ოპერაცია სრულად დაუფინანსა

სახელმწიფომ პატარა ლაზარეს ოპერაცია სრულად დაუფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,სამწუხარო ამბავი მოხდა ოზურგეთში, 2 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. ვიცი, რომ ყველანი ნერვიულობთ და განიცდით მომხდარს. ჩვენ ჩართული ვართ და ოჯახთან, ექიმებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად. ექიმებმა კი მაქსიმუმი შეძლეს და როგორც ვიცით, უკვე პროგნოზი საიმედოა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მხარდაჭერისთვის და სწრაფი რეაგირებისთვის. სახელმწიფო ოპერაციას სრულად დააფინანსებს! კარგია, რომ პარლამენტმა უკვე მოახდინა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც უფრო ეფექტურად დაარეგულირებს ძაღლების მოვლა-პატრონობას და უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას დააწესებს ძაღლების მიტოვებაზე. კანონი…

მეტი...

საქართველოში, გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორობის სურვილი 1 000 მოქალაქეს აქვს გაცხადებული

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ ახლო ნათესავთა გარკვეული წრისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად ან “დონორთა გაცვლის პროგრამაში” მონაწილეობის შემთხვევაში. 2015 წლიდან დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად მეგობარი, ნათლია და სხვა. დონორობა უფასო, ნებაყოფლობითი, ალტრუისტული ქმედებაა და ორგანოს ან ქსოვილის გაცემაზე თანხის ან სხვა რაიმე მატერიალური საზღაურის მიღება საქართველოში არსებული კანონმდებლობით კრიმინალურ ქმედებად ითვლება და თავისუფლების აღკვეთით 8-იდან 15 წლამდე ისჯება. ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ცოცხალი დონაცია მოქმედებს და გვამური დონაცია განვითარებული არ არის, თუმცა 1000 მოქალაქე აცხადებს თანხმობას გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორი გახდეს.…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის – ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ღაზაში ხალხმა ჰუმანიტარული დახმარება მოძრავი მანქანებიდან აიღო

ეგვიპტიდან ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე რამდენიმე სატვირთო მანქანა შევიდა. BBC ინფორმაციით, რაფაში მანქანებს მოსახლეობა გაეკიდა და საკვების ყუთები მოძრავი სატვირთოებიდან გადმოიღეს. ზოგი კი მიწაზე დაყრილი ყუთებიდან იღებდა საკვებს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევა დღეს არაერთხელ მოხდა და ამბობენ, რომ მშიერი ხალხი სატვირთოებს აჩერებს და საკვებს პირდაპირ ადგილზე იღებს, რის გამოც დახმარების განაწილება მოსახლეობაში რთული ხდება. ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდული რაოდენობა შედის.

მეტი...

გერმანიიდან დეპორტაციის პროცედურა მარტივდება – საქართველოში გერმანიის შს მინისტრი ჩამოვა

გერმანიის მთავრობა საქართველოსთან მიგრაციის შესახებ შეთანხმებას აფორმებს, ამ მიზნით კი თბილისში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ნენსი ფესერი ჩამოვა. აღნიშნული შეთანხმება ნიშნავს, რომ დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება, თუმცა ასევე გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში თავშესაფარს უფრო მალე მიიღებენ – ანუ მათ საქმეებს უფრო შემჭიდროებულ ვადებში განიხილავენ. „ჩვენ ხელს ვუწყობთ კვალიფიციურ იმიგრაციას და ამავდროულად გვაქვს სავალდებულო შეთანხმება, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გერმანიაში დარჩენის უფლება, დაბრუნდებიან უკან“, – თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფესერმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და…

მეტი...

მოლდოვა სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან ახლოს სამხედრო წვრთნებს ატარებს

მოლდოვა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ, სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან ახლოს სამხედრო წვრთნებს ატარებს. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 17-დან 22 დეკემბრის ჩათვლით, 22-ე სამშვიდობო ბატალიონის ჯარისკაცები წვრთნას Bulboac-ის სასწავლო ცენტრში გაივლიან. ,,ამასთან დაკავშირებით, აღნიშნულ პერიოდში მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ეროვნულ გზებზე. სწავლება 2023 წლის ეროვნული არმიის მომზადების გეგმის შესაბამისად ჩატარდება”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. ცნობისთვის, 2023 წლის 15 დეკემბერს მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პროდასავლური სტრატეგიის პროექტს მხარი დაუჭირა.

მეტი...

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ისრაელში ჩავიდა, სადაც ისრაელის ოფიციალურ პირებს და პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. ვიზიტის მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების პატივისცემით და შეეცადოს თავიდან აიცილოს რეგიონში შემდგომი ესკალაცია. ასევე მან ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში ახალი ჰუმანიტარული ზავის დამყარების აუცილებლობას.

მეტი...

ჩრდ. კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

იაპონიის სანაპირო დაცვისა და სამხრეთ კორეის სამხედროების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად ზღვისკენ დაუდგენელი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტა გასროლიდან 20 წუთში იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა. გაშვებიდან ნახევარ საათზე ნაკლებ დროში, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა განცხადება თავდაცვის სამინისტროდან, სადაც აკრიტიკებდა “სამხედრო განგსტერებს” შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეაში წვრთნების, დაძაბულობის გაზრდის, ძალის გამოვლენისა და ბირთვული ომის დაგეგმვის გამო. ,,დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები საფუძვლიანად გაანეიტრალებს აშშ-ს და მისი ვასალური ძალების მცდელობას, გააჩაღონ ბირთვული ომი და ამით საიმედოდ უზრუნველყონ მშვიდობა და უსაფრთხოება კორეის ნახევარკუნძულზე”, – ნათქვამია სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში. ჩრდილოეთ…

მეტი...

არგენტინაში ძლიერმა ქარიშხალმა 13 ადამიანი იმსხვერპლა

არგენტინაში ძლიერმა ელექტრონულმა ქარიშხალმა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნების სანაპიროებს დაატყდა თავს, 13 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი ქალაქის მერმა, ფედერიკო სუსბიელესმა შაბათს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა. პრეზიდენტ ხავიერ მილეის ოფისმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მოქალაქეებს საკუთარ სახლებში დარჩენა სთხოვა. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

გუდაური-კობის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ პატარა ლაზარეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ პატარა ლაზარეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ,,მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო, უცნობებო! სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი თანადგომა. წმინდა ბარბარე არ გაგვწირავს, მჯერა, და მაქვს სასწაულის იმედი, რომ დაგვეხმარებით. ჩვენ პატარა ლაზარეს, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა და თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია, რომ გადარჩეს. ამისთვის, ამ ეტაპზე, 40 000 ლარია საჭირო. ოჯახს ვჭირდებით ჩვენი ადამიანური თანადგომით. სულ მცირედიც გადამწყვეტია ხვალინდელი დღისთვის. მჯერა, ძალა ერთობაშია და არ გაგვწირავს უფალი. ერთი დღე გვაჩუქეთ თითოეულმა თქვენგანმა და ლაზარე კიდევ ბევრი წელი იცოცხლებს ჯანმრთელი და ბედნიერი. ვისაც რის საშუალება გაქვთ, დავეხმაროთ ოჯახს. თიბისი…

მეტი...

კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორი, ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. წლებია რეჟისორი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. გავრცელებული ცნობით, რეჟისორი ბოლო პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და აქ გარდაიცვალა. ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “აპრილი” გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა “გიორგობისთვე” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო. 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “იყო შაშვი მგალობელი”, 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის “პასტორალი” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა. 1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმი გადაიღო : 1984 წელს “მთვარის ფავორიტებმა” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის…

მეტი...

,,აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში” – პუტინი

,,აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში… მასთან პრობლემები არ გვქონია, მაგრამ გვექნება”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ,,აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში. ჩვენ რა, ფინეთთან რაიმე სადავო გვქონდა? ყველა დავა, მათ შორის ტერიტორიული სახის, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში დიდი ხანია, გადაწყდა. ჩვენ გვქონდა ყველაზე კარგი, ყველაზე გულითადი ურთიერთობა. დიახ, სატყეო კომპლექსში იყო რაღაც პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებასთან. ეს იყო და ეს. ეს წვრილმანია რეალურად. პრობლემები არ არსებობდა, ახლა იარსებებს, რადგან ახლა შევქმნით ლენინგრადის სამხედრო ოლქს და იქ ჯარების გარკვეული დანაყოფების კონცენტრაციას ვაპირებთ”, – ამბობს პუტინი.

მეტი...

სლოვაკეთში უკრაინიდან ჩასული ავტობუსი ამობრუნდა – არიან დაშავებულები

სლოვაკეთში უკრაინიდან ჩასული ავტობუსი ამობრუნდა. მასში 54 მგზავრი იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 10-მდე ადამიანი. მათ შორის 3 ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 16-მა მკურნალობაზე უარი თქვა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია ავტობუსის ამობრუნების მიზეზიც.

მეტი...

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

სალონიკში 5 პირისგან შემდგარი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები დააკავეს. მათ შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მოქლაქეები. საქმის მასალების მიხედვით, ჯგუფის წევრები ბინის მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ და როცა ისინი სახლებს ტოვებდნენ, მათ ბინაში იჭრებოდნენ და ძარცვავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი სპეციალურად ნაქირავებ ფართში ქმნიდნენ გასაღებების ასლებს სხვადსხვა საკეტებისთვის, მუდმივად იცვლიდნენ მანქანებს და დანაშაულს სხვადასხვა ადგილას ჩადიოდნენ. 2 წლის განმავლობაში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჯამში 170 000 ევრო მოიპარეს. ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, ძარცვის, ფულის გათეთრებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. ერთ-ერთ დაკავებულს, 45 წლის…

მეტი...

18 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეუწყდება

18 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეუწყდება. ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების, პეტრიწის და ფარანავაზ მეფის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და კვაჭაძის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის, რატევანის, გლინკას, მუხრანის, ხორნაბუჯის, გუდამაყარის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე…

მეტი...

ლიჯიანგის 800 წლიანი ძველი ქალაქი – ფოტორეპორტაჟი

ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ლიჯიანგის ძველი ქალაქი უნიკალურია თავისი ისტორიით.  ის შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ძველი ქალაქი ლიჯიანგი არის თანამედროვეობისა და სიძველის შერწყმა. აქ ნახავთ სხვადასხვა ისტორიული არქიტექტურის სტილის ნარევს.  ძველ ქალაქს ყოველდღიურად ათასობით დამთავრიელებელი სტუმრობს როგორც დღე, ისე ღამე. ლიჯიანგის ძველ ქალაქს ასევე უწოდებენ დაიან ძველ ქალაქს. ეს არის ერთადერთი ძველი ქალაქი ჩინეთის ყველა ცნობილ ისტორიულ და კულტურულ ქალაქს შორის, ქალაქის კედლის გარეშე და მას 800 წლიანი ისტორია გააჩნია. ლიჯიანგის ძველი ქალაქის მთავარი ქუჩები დაყოფილია  რამდენიმე პატარა გზად და ხეივნად, ყოველი მათგანი ერთანეთს უკავშირდება. სეირნობ…

მეტი...

ლოიდლ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ის ისრაელს, ყატარს და ბაჰრეინს ეწვევა. თელ-ავივში მასთან ერთად ამერიკელი გენერლებიც ჩავლენ. ,,მე მივემგზავრები ისრაელში, ბაჰრეინსა და ყატარში, რათა ხაზი გავუსვა აშშ-ის ვალდებულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების კუთხით. ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე,” – წერს ოსტინი X-ზე.

მეტი...

,,აშშ არის NATO-ს ბატონ-პატრონი” – პუტინი

,,დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და მათი გათვალისწინება მოუწევთ”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ,,აშშ არის NATO-ს ბატონ-პატრონი, ეს არის მათი უკანა ეზო, მთელი NATO, მთელი ორგანიზაცია…მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ NATO-ს მიზანს კონფრონტაცია წარმოადგენს. მისი შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს”, – თქვა პუტინმა. მისივე მტკიცებით, რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების პრინციპებზე შეთანხმების მიღწევას 30 წელია “ცდილობს,” მაგრამ პასუხად ცინიკურ სიცრუეს, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობებს იღებს.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, კაჰრამანის პროვინციაში, 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 12:23 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 1.6 კმ. იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქს უპოლოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად, ოლქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციასაც 4 საათზე მეტი დასჭირდა. უკრაინის შეიერაღებული ძალების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ერთი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. აფეთქებების ტალღამ დააზიანა შენობები. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 10 ერთეული ტექნიკა და 53 მაშველი იყო ჩართული. ,,საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს Shahed-131/136 ტიპის 16 დრონი, რომლებიც ოკუპანტებმა ყირიმიდან გამოუშვეს. მათგან 7 “კამიკაძე” დრონი ხერსონის ოლქში ჩამოაგდეს, 9 – ოდესის ოლქში. ერთ-ერთი დრონი ოდესაში კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა და აფეთქდა”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მეტი...

რუსეთი საქართველოს 3+3 ფორმატში ისევ იწვევს

,,საქართველოს რუსეთი 3+3 ფორმატში ისევ იწვევს”. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს. მიხაილ გალუზინის თქმით, როცა საქართველო მზად იქნება ფორმატში მონაწილეობისთვის, სხვა ქვეყნები ამას მიესალმებიან. ,,პირველ რიგში, ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის 3+3 ფორმატის კარი მუდამ ღია. როცა და თუ იგრძნობენ მზადყოფნას ამ ფორმატში მონაწილეობისთვის, ყველა სხვა ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, ამას მიესალმება. ფაქტები და ისტორია, ჩვენი დღევანდელი რეალობის ფაქტები აჩვენებს, რომ რეგიონულ ქვეყნებზე უკეთ რეგიონულ პრობლემებს ვერავინ გადაჭრის. არა რეგიონელების ჩართვის ყველა მცდელობა, როგორც წესი, საუკეთესო შემთხვევაში არაფრით სრულდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი სერიოზული კატასტროფით, რასაც გლობალური განზომილება აქვს”,…

მეტი...

,,აშშ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ,,მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს” – ნარიშკინი

,,აშშ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ,,მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს”. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამტკიცებს. ,,პოსტსაბჭოთა სივრცის შერყევის მცდელობისას, შეერთებული შტატები და მისი სატელიტები ცდილობენ დნესტრისპირეთის კონფლიქტი გალღობას, მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ამიერკავკასიაში არასტაბილურობის სტიმულირებასა და ავღანეთის ფაქტორის გამოყენებას, როგორც ინსტრუმენტს ცენტრალურ აზიაში ვითარებაზე გავლენის მოხდენის მიზნით…მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესის განვითარებასთან ერთად, გაიზრდება შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მცდელობების აგრესიულობა თანამეგობრობის სივრცეში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის“, – განაცხადა ნარიშკინმა დსთ-ს ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების ორგანოების სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ ნარიშკინი…

მეტი...

უკრაინამ კიდევ 3 ბავშვი დაიბრუნა

ოკუპირებული ხერსონიდან და რუსეთიდან ქვეყანაში კიდევ სამი ბავშვი დააბრუნეს. დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ხერსონის რეგიონიდან დაბრუნდნენ და-ძმა, 2008 წელს დაბადებული ბიჭი და 2011 წელს დაბადებული გოგო. ,,2011 წელს დაბადებული მესამე ბიჭიც დედასთანაა. ომბუდსმენის აპარატის ხელშეწყობით, დედამ იგი საქართველოდან წამოიყვანა”, – წერს ლუბინეცი. ლუბინეცმა აღნიშნა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინის პრეზიდენტის, Bring Kids Back UA-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს შუამავლობით და ბავშვების დაბრუნებაში ასევე ჩართული არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

მეტი...

ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო ჩვენს ღონისძიებაზე? – კალაძე პრეზიდენტზე

,,ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო ჩვენს ღონისძიებაზე?”. ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახი კალაძემ კითხვას რატომ არ მიეცა პრეზიდენტს “ოცნების” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება. ,,რას ნიშნავს, არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია”, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

დიდ დიღომში ხანძარი იყო

თბილისში, დიდ დიღომში ხანძარი იყო. ცეცხლი თინათინის ქუჩაზე, კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია, დაშავებული კი არავინაა.

მეტი...

ლიბიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც. 25 გადარჩენილ ადამიანს კი სამედიცინო დახმარება გაეწია. არსებული ინფორმაციით, ხომალდი ქალაქ ზუვარადან გამოვიდა, ბორტზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა და ის, სავარაუდოდ, დიდი ტალღების გამო ჩაიძირა. IOM-ის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 2 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ლიბია ერთ-ერთი მთავარი გასასვლელი პუნქტია იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და ევროპაში შესვლას.

მეტი...

თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

მეტი...

მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო

17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 – 30 მ/წმ-დე. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

,,ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს” – ნეთანიაჰუ

,,ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს”. ამის შესახებ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ IDF-ის მიერ სამი ისრაელელი ტყვის შეცდომით მოკვლის შემდეგ, პირველი საჯარო განცხადების გაკეთებისას განაცხადა. ,,ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს. ეს უდა მოხდეს საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რასაც ჩვენი მოქალაქეების დაღუპვა ჰქვია. პარასკევს ისრაელის ჯარის მიერ სამი მძევლის შემთხვევით მოკვლამ მეც და მთელ ერს გული გაგვიტეხა. ჩვენ ისე ვართ ვალდებულები, გავაგრძელოთ ომი, როგორც არასდროს, ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ არ გავანადგურებთ ჰამასს, სანამ არ დავაბრუნებთ ყველა ჩვენს მძევალს”, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

დიღმის მასივში 12 250-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – მიზეზი და აღდგენის დრო

კერძო კომპანიის მიერ გაზსადენი მილის დაზიანების გამო, დიღმის მასივში 12 250-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზის მოწოდების აღდგენა 17 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგენა. ,,თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის დანადგარების ონკანები ღია მდგომარეობაში,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 20 დრონი ჩამოვაგდეთ” – უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა “შაჰიდის” ტიპის დრონებით, “ისკანდერებითა” და Kh-59 ტიპის მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განადგურებულია 20 დრონი და რაკეტა, “ისკანდერმა” კი მიზანს ვერ მიაღწია. ,,17 დეკემბრის ღამეს საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს 20 დრონი და მართვადი რაკეტა Kh-59-ით. “ისკანდერმა” მიზანს ვერ მიაღწია. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების საჰაერო-სარაკეტო დანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები. ყველა საჰაერო სამიზნე განადგურდა ოდესის, ხერსონის, ზაპორიჟიესა და ხმელნიცკის რეგიონებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...