საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა. დოკუმენტს 349 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 186-მა მისცა ხმა.

საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და სოციალური დახმარების მიღების გართულებას.

ამასთან, რთულდება მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა.

კანონპროექტი საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

„დღეს მკაცრი ზომები აუცილებელია“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები