დანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33,5 მილიონი ევროს გამოყოფს

დანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33,5 მილიონი ევროს გამოყოფს. პაკეტი უზრუნველყოფს ყველაზე მეტად დაზარალებული ოლქებიდან უკრაინელებისთვის ძირითად დახმარებას, როგორიცაა – საკვები, წამლები, წყალი, თავშესაფარი.

,,ამ ახალი პაკეტით ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ უზრუნველვყოთ გადაუდებელი და სიცოცხლის გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის”, – თქვა დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა, დენ იორგენსენმა.

მსგავსი თემები