საფრანგეთში საიმიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება

საფრანგეთში საიმიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება, პარლამენტმა რამდენიმეთვიანი პოლიტიკური დაპირირსპირების შემდეგ კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახალი კანონპროექტი მიგრანტების ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანას ართულებს და მათ წვდომას კეთილდღეობის შეღავათებზე აჭიანურებს. ის ასევე კრძალავს არასრულწლოვანთა დაკავებას დაკავების ცენტრებში. საკამათო დებულება დისკრიმინირებს მოქალაქეებსა და მიგრანტებს, თუნდაც ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებთ შორის, შეღავათების მიღების უფლებამოსილების განსაზღვრისას.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

 

მსგავსი თემები