ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა კარავში რჩება – საპროტესტო აქციის განახლება იგეგმება


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე პარლამენტის წინ, კარავში გაათენა. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები.    

პარლამენტთან 3 კარავია გაშლილი და როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კიდევ დაემატება. მკვლელობის ჩამდენი პირების დასჯის მოთხოვნით აქცია დღეს, 16:00 საათზე განახლდება.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილ აქციას, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდებიან. 

მსგავსი თემები