,,არაფერი სკანდალური ამაში არ არის” – თალაკვაძე ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლაზე

,,არაფერი სკანდალური ამაში არ არის”. ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე ყოფილი მთავარი პროკურორის, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლას. ,,ეს საკითხიც იქნება სათანადო კანონიერი კონტროლის ქვეშ, ასე რომ, არაფერი სკანდალური ამაში არ არის და რაღაც ახალი სენსაცია აქედან უბრალოდ არ გამოვა. ის, რასაც ადრე ამბობდით პირდაპირ ეწინააღმდეგება. პირდაპირ გითხარით რას ამბობდით ადრე და რას ამბობთ დღეს. ანუ, თუ თქვენივე სიტყვებით ის გააპარეს, ან გაიქცა საქართველოდან ხელისუფლების ხელშეწყობით, დღეს თქვენივე სიტყვები არის, რომ ის დაინახეთ აეროპორტში, როგორ ჩამოვიდა საქართველოში. როგორ ხართ-თქო, უბრალოდ მოგიკითხეთ ამასთან დაკავშირებით, თქვენს წინა განცხადებებთან მიმართებაში. ჩვენ ვართ…

მეტი...

ნაფარეულის ტყეში ხანძარია

თელავიში, სოფელ ნაფარეულის ტყეს ცეცხლი უკიდია. ადგილობრივების თქმით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება ხდება.

მეტი...

თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიღრმე კი 9 კმ, ხოლო მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, ქალაქ გემლიკში, ბურსას პროვინციაში იყო. ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დამაფიქრებელი ინციდენტის შესახებ, რაც წინ უძღოდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ამასწინანდელ საანგარიშო ყრილობას. როგორც ირკვევა, ყრილობაზე მისული ჩვენი სახელოვანი ფალავანი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორი ოლიმპიური მედლის მფლობელი ლუკა კურტანიძე არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის. როგორც თვითონ ამბობს, როცა მან მოკრძალებით ითხოვა ყრილობაზე დასწრების უფლება, ჯერ ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, მერე კი გენერალურმა მდივანმა კარისკენ მიანიშნეს – აქ შენი ადგილი არ არის, ყრილობაზე არავის მოუწვევიხარო. ნაცვლად იმისა,…

მეტი...

გერმანიაში დიდთოვლობის გამო, 760-მდე ფრენა გაუქმდა

დიდთოვლობის გამო, მიუნხენსა და ბავარიის სხვა რეგიონებში შეფერხებულია გადაადგილება, გაუქმდა 760-მდე ფრენა და შეზღუდულია სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობაც. სინოპტიკოსების თქმით, თოვლის სიმაღლემ 40 სანტიმეტრს მიაღწია. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და მოგზაურებს აფრთხილებს, რომ ტრანსპორტით გადაადგილება და ფრენა, შესაძლოა, კიდევ შეფერხდეს. ძლიერი ქარისა და ნალექის გამო, 850-მდე ფრენა გაუქმდა ნიდერლანდების აეროპორტებშიც. გაუქმებული ფრენების უმეტესობა შიდა ევროპულ გადაადგილებას შეეხო. გრძელ მანძილზე ფრენები, ჯერჯერობით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეტი...

ლიეტუვა უკრაინისთვის 1 მლნ ევროს გამოყოფს

ლიეტუვას ფინანსთა მინისტრმა, გინტარე სკაისტემ და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის თავმჯდომარემ კარლო მონტიჩელიმ, ორშაბათს ვილნიუსში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ლიეტუვა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის ფონდის მეშვეობით უკრაინისთვის 1 მლნ ევროს გამოყოფს. BSEU-ს უკრაინის სოლიდარობის ფონდის მიზანია იძულებითი მიგრანტების მხარდაჭერა და უკრაინის აღდგენის ხელშეწყობა. ამ ფონდის თანხები მიმართული იქნება ომის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა იძულებითი მიგრანტების კეთილდღეობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი უბნების სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენა.

მეტი...

გორში ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა

გორში ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, თვითმხილველებმა დაზარალებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოხდა.

მეტი...

ღაზის ჩრდილოეთში მისიის დასრულების შემდეგ, ისრაელის ტანკები სამხრეთით მიემართებიან

ღაზის ჩრდილოეთში მისიის დასრულების შემდეგ, ისრაელის ტანკები, ჯავშანტექნიკა და ბულდოზერები სამხრეთით მიემართებიან. ,,ჩრდილოეთ მონაკვეთზე მიზნები თითქმის მიღწეულია. ვიწყებთ სახმელეთო მანევრების გაფართოებას ზოლის სხვა ნაწილებზე, ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ დამხობის მიზნით”, – განუცხადა ისრაელის ჯავშანტექნიკის მეთაურმა ისრაელის არმიის რადიოს. სახრეთ ნაწილში ღაზის სექტორის დაბომბვა 4 დეკემრის გამთენიას დაიწყო. ,,ისრაელის სამხედრო მანქანები იმყოფებოდნენ სალაჰ ალ-დინის გზის სამხრეთ ნაწილზე, რომელიც მიემართება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ტყვიებს ისროდნენ ხალხის მიმართულებით, რომლებიც ცდილობდნენ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას,” – განუცხადა, მოწმე მოაზ მუჰამედიმ AFP-ს.

მეტი...

ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 7-8 დეკემბერს  ოფიციალური ვიზიტით კიევში შეხვედრას გამართავს უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან. ,,მონაწილეობას მიიღებს კიევში გამართულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ვარშავაში (პოლონეთში) შეხვდება ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ისაუბრებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის მჭიდრო და მრავალმხრივ თანამშრომლობის საკითხებს”- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

მეტი...

,,შევხვდი მასწავლებლებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები“ – მინისტრი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა მასწავლებლების პროტესტთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს. ,,შევხვდი ამ ადამიანებს, ჩემს მოადგილეებთან ერთად. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები. ჩვენ ყველას ვხვდებით. კონკრეტულად ამ ადამიანებს ადრეც არაერთხელ შევხვდი. თითოეულის გულისწუხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე პრობლემა, მოსმენას აუცილებლად იმსახურებს. ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც არ ითვალისწინებსსაზოგადოების აზრს. ვიცით როგორია უმრავლესობის განწყობა, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ერთი ადამიანიც თუ აპროტესტებს რაღაცას მას აუცილებლად…

მეტი...

ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიმედოვნებ, საქართველო, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას – საფრანგეთის ელჩი

ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მომავალ კვირას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაონ ამ მნიშვნელოვანი მიზნისთვის. „როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა გაუხსნა კარი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვიმედოვნებ, საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს, მომავალ კვირას. მე არ მაქვს მოლოდინები, მე მაქვს იმედი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაონ ამ მნიშვნელოვანი მიზნისთვის, რადგან ეს…

მეტი...

რუსეთმა  ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბა – არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა  ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბა. დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის გარეუბნის დაბომბვისას 3 კაცი დაშავდა. მათგან ორმა, 61 და 51 წლის მოქალაქეებმა ტვინის შერყევა მიიღეს. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. მესამე, 46 წლის დაშავებული კი კლინიკაშია მოთავსებული. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული – მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,” – განაცხადა ხერსონის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ.

მეტი...

ტრასა ჩინეთში, სადაც შეგიძლია თავისუფლად „იფრინო“

მთავარი წესი და გაფრთხილება – ღვედი აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, მანქანა არ დაიძრბა. ეს არის ჩქაროსნული ტრასა ჩინეთში, კერძოდ კი იუნანის პროვინციაში, სადაც 120 კმ. საათი სიჩქარით თავისუფლად „ფრენა“ შესაძლებელია. ჩქაროსნული ტრასა იმდენად გამართული, მოწესრიგებული და მოპრიალებულია, სიჩქარე არც კი იგრძნობა. მთავარი გაფრთხილება სწორედ ეს არის: „შეიკარით ღვედი“. ვიდეორეპორტაჟი ჩქაროსნული მაგისტრალიდან.

მეტი...

ინფორმაცია, თითქოს ჯარში შედის უხარისხო საკვები პროდუქტები, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცადებით, რადიკალურად აცდენილია რეალობას ინფორმაცია, თითქოს ჯარში უხარისხო საკვები პროდუქტები შედის. მისი თქმით, ეს არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა. „მინდა, განცხადება გავაკეთო იმ ცრუ რეპორტაჟზე, რომელიც გავიდა თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. ასევე ავხსნა, ეს რატომ ემსახურება ფარულად თუ ღიად ჯარის დისკრედიტაციას. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებს ეხებოდნენ, ასევე აბსოლუტურად სიცრუით შემოფარგლული ინფორმაციით, მაგრამ ჩემი და სხვა საჯარო მოხელის თმენის ვალდებულებებით ამას შეგნებულად არ ვუპასუხე. თუმცა ჩვენ არასდროს დავტოვებთ რეაგირების გარეშე, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ჯარს. ინფორმაცია, თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, აბსოლუტურად, რადიკალურად…

მეტი...

ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია  თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „მიმდინარე წლის 9 დეკემბერს  სრულდება ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილე  და პარლამენტში ვგეგმავთ, რომ ეს იუბილე აღვნიშნოთ. ზურაბ ჟვანია გახლდათ სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. ფაქტობრივად, მან პარლამენტი აქცია ისეთ ინსტიტუციად, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და ასევე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

გავიდეთ ქალაქში, გავარკვიოთ, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე – ვაშაძე კალაძეს

მინდა, მივმართო კახი კალაძეს, გავიდეთ ქალაქში და გავარკვიოთ, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე. ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კოლაფსი გვაქვს, რაც გამოწვეულია კორუფციული ქმედებებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცადა. ვაშაძე თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  „სისტრას“ დოკუმენტში კონკრეტულად არის განმარტებული, რომ „ბასლაინთან“ ერთად, სულ მცირე, ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს. „მინდა, მივმართო კახი კალაძეს, მე ნამდვილად ვერ აგყვები უზრდელობაში, რადგან არ მგონია, ეს არის ის სტანდარტი, რითაც პოლიტიკაში უნდა მოქმედებდე. კახი, იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე, გთავაზობ, როცა შენ…

მეტი...

უკრაინისთვის აშშ-ის დაფინანსება წლის ბოლოსთვის ამოიწურება – მედია

უკრაინისთვის აშშ-ის დაფინანსება წლის ბოლოსთვის ამოიწურება.  „ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისის დირექტორის, შალანდა იანგის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან კონგრესის ლიდერებს გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ კონგრესის უარი ახალი მხარდაჭერის დამტკიცებაზე „დააჩოქებს კიევს ბრძოლის ველზე“, ასევე „გაზრდის რუსეთის სამხედრო გამარჯვების ალბათობას“. „არ არსებობს დაფინანსების ჯადოსნური ქოთანი ამ მომენტის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ არ გვაქვს ფული და თითქმის აღარ გვაქვს დრო. უკრაინის ეკონომიკა თუ  დაინგრევა, ისინი ვერ შეძლებენ ბრძოლის გაგრძელებას. პუტინს ეს კარგად ესმის, რის გამოც რუსეთმა უკრაინის ეკონომიკის განადგურება თავის სტრატეგიაში ცენტრალურ ნაწილად აქცია, რაც შეგიძლიათ, ნახოთ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და…

მეტი...

„ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს… ძმე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ“- ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

მცხეთა-მთიანეთის რაიონში, სოფელ ციხისძირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ძმე­ბი, ტა­რი­ელ და გოჩა ბე­დოშ­ვი­ლე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ლექ­სო ბუ­ქუ­რი. ბე­დოშ­ვი­ლე­ბი ანა­ნუ­რი­დან იყ­ვნენ, ბუ­ქუ­რი კი სო­ფელ ცივ­წყა­რო­დან. “ანა­ნურ­ში ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, სამი ახალ­გაზ­რდა დავ­კარ­გეთ, ძმე­ბი ბე­დოშ­ვი­ლე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ მან­ქა­ნა გაზ­ზე იყო და შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად აფეთ­ქდა. ბი­ჭე­ბი მან­ქა­ნა­ში და­იწ­ვნენ” – უყვება ად­გი­ლობ­რი­ვი AMBEBI.GE-ს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის…

მეტი...

ბელგიაში ფრინველის გრიპის მაღალპათოგენურ შტამის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა

ბელგიაშუ მაღალპათოგენური H5N1 ფრინველის გრიპი დაფიქსირდა. ფრინველის გრიპი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მეფრინველეობის ფერმაში დაფიქსირდა. ამის შესახებ  ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH)  განაცხადა. ფერმა ბელგიაში, საფრანგეთის საზღვართან მდებარეობს. ეპიდემიის აღსაკვეთად სპეცილისტებმა 20 000-ზე მეტი ფრინველი მოკლეს.

მეტი...

კედელზე ნახატებს დასდევდნენ, ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდესო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატები იყო დახატული, ამ დონის ოპოზიცია გვყავს – შალვა პაპუაშვილი

„კედელზე ნახატებს დასდევდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდესო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატები იყო დახატული კედლებზე. ამ დონის ოპოზიცია გვყავს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდში, როცა ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ,  ოპოზიციამ დაიწყო პანიკის თესვა საქართველოში, თითქოს შემოვლენ რუსეთი მოქალაქეები, თითქოს ესენი არიან დივერსიული ჯგუფები”. „კედელზე ნახატებს დასდევდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდესო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატები იყო დახატული კედლებზე. ამ დონის ოპოზიცია გვყავს. კატის ნახატები ჰგონიათ მონიშვნა იმისთვის, რომ ბომბები დაეცეს მერე ამა…

მეტი...

პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს

ვაუერის პოლიციის განყოფილების კრიმინალურმა დეტექტივებმა საქართველოს ორი მოქალაქე ბენზინგასამართ სადგურზე  ქურდობისთვის დააკავეს. დაკავებულებმა სადგურის თანამშრომელს საწვავის შევსება სთხოვეს, ერთ-ერთმა თანამშრომელს საწვავის შევსება სთხოვეს, ერთმა მასთან საუბარი დაიწყო, მეორემ კი სადგურის ადმინისტაციული ოთახი გაძარცვა. სავარაუდო დამნაშავეები გაქცევის მცდელობისას დააკავეს. დაკავებულები არიან 26 და 27 წლის ახალგაზრდები

მეტი...

შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის, ხან კვიპროსიდან მოაქვთ და ხან ლონდონიდან – შალვა პაპუაშვილი

შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის, ხან კვიპროსიდან მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახან იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში, იქიდან კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონრებისთვის წართმეულ ფულს. შავი ფული ეს არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი  თქმით, შავი ფული არა მხოლოდ ოპოზიციაში ტრიალებს, არამედ არასამთავრობო სექტორიშიც არის. „იცით, რომ ყალბი სქემებია მოწყობილი ზოგიერთ პარტიასთან. ოპოზიციური პარტიის უმეტესობას აქვს პირდაპირ მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, როცა უცხოეთიდან ფინანსდება პოლიტიკური ორგანიზაცია, ისინი საქართველოს ინტერესს არ ატარებენ, ისინი ატარებენ საკუთარი დამფინანსებლის ინტერესებს.…

მეტი...

რუსეთში გენერალ ზავადსკის სიკვდილს ოფიციალურად ადასტურებენ

რუსეთის ხელისუფლებაუკრაინაში მიმდინარე ომში  მე-14 არმიის მეთაურის, გენერალ ვლადიმირ ზავედსკის დაღუპვა ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაცია ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა დაადასტურა. მისი თქმით, ზავედსკი „საბრძოლო პოსტზე დაიღუპა“. ,,უკრაინაში, მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი გარდაიცვალა” – განაცხადა გუსევმა.

მეტი...

საქმის კეთების მეტი არაფერი გამიკეთებია და სახლში არაფერი არ წამიღია”- გიორგი გახარია

გამოდიან და ამბობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება. მართლა იზრდება. რის ხარჯზე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს გაზრილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის. სულ ზეპირად ვიცი ვისი – ამის შესახებ ყოფილმა პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ  რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას სოფელ ობუჯში განაცხადა. მისი თქმით, ”საქმის კეთების მეტი არაფერი გამიკეთებია და სახლში არაფერი არ წამიღია”. ,,საქართველო პატარა ქვეყანაა და არ შეიძლება 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 5 წელი 10 წელი, 12 წელი, არ შეიძლება…ცვდება ეს ყველაფერი და ეს ხალხი მერე ეჩვევა თანამდებობასაც, ფულის მოპარვასაც, დაუსჯელობასაც და მერე ერთ…

მეტი...

5-7 დეკემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 4-5 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 დეკემბერს თბილი…

მეტი...

ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესი განახლდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესი განახლდება. საქმეს იერუსალიმის სასამართლო განიხილავს. მას  წაყენებული აქვს ქრთამის აღების, თაღლითობისა და ნდობის დარღვევის ბრალდებები. სასამართლო პროცესი 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო გადაიდო. მედიიის ინფორმაციით, პრემიერი ამჟამად გათავისუფლებულია სხდომებზე დასწრებისგან, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე თვეში ჩვენების მისაცემად გამოიძახონ.  

მეტი...

უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. დედაქალაქის მერი კახა კალაძე რეაბილიტაციის შედეგს მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. „უნივერსიტეტის ქუჩა დასრულებულია. საავტომობილო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო, დღეს ორმხრივად გახსნილია და თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება. მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ეს არის ტროტუარების სრულად მოწესრიგება, გამწვანების სამუშაოები – ახალი ხე-მცენარეები ირგვება მთლიანად ქუჩაზე, სადაც ამის შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სადაც ზებრა გადასასვლელები იყო დახაზული, ადაპტირდება შშმ პირთათვის. დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა საავტომობილო მოძრაობა გახსნილია, გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. იცით, რომ ამ პროექტის ფარგლებში…

მეტი...

მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა 

კრემლის პროპაგანდისტი, ტელეარხის RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და სტუდენტებს შეხვდა. სიმონიანმა გააკრიტიკა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, მიუთითა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე (USAID). “ასეთი ორგანიზაციები, ეწევიან თავიანთ პოლიტიკასა და ღირებულებებს, ცვლიან ქვეყნების კულტურულ კოდს, ართმევენ მათ დამოუკიდებლობას” – განაცხადა სიმონიანმა და  აფხაზეთის “ხელმძღვანელობას” უსურვა „სიბრძნე, გამბედაობა და ძალა მათთან უკომპრომისოდ საბრძოლველად“.

მეტი...

ვერ მოიშალა ტყუილების თქმა – კახა კალაძე გიორგი ვაშაძის ბრალდებაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გიორგი ვაშაძის ბრალდებებს უპასუხა, რომლის მიხედვით, თბილისის მერია, თითქოს, არ ითვალისწინებს კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციებს სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. კახა კალაძემ გიორგი ვაშაძე ტყუილის მიზანმიმართულად გავრცელებაში დაადანაშაულა. „გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი დეგრადირებული, გაქსუებული პოლიტიკოსი. პოლიტიკოსსაც ვერ ვუწოდებ. შეურაცხყოფა იქნებოდა ამ სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ. ამ ადამიანს ჰგონია, რომ ისევ ის წლებია, როდესაც ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ. გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც ეს ადამიანი იუსტიციის სამინისტროში „მოღვაწეობდა“. ის ჩარჩენილია წარსულში. არ ვიცი, ადამიანმა როგორ უნდა იკადროს ასეთი ტყუილის თქმა. გამოვიდა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თითქოს თბილისის მერია არ ითვალისწინებს…

მეტი...

მოსალოდნელია ციკლონური შტორმი – სამხრეთ ინდოეთში დახურულია სკოლები და ოფისები, შეჩერებულია ფრენები

სამხრეთ ინდოეთში, ხელისუფლებამ მოსალოდნელი ძლიერი ციკლონური შტორმის გამო დახურა სკოლები და ოფისები, შეაჩერა ფრენები და განახორციელა ევაკუცია. ქვეყნის მეტეოროლოგიური ოფისი შტორმის დაწყებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში პროგნოზირებს. ანდჰრა-პრადეშში ხელისუფლებამ რვა სანაპირო რაიონიდან თითქმის 7 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.  

მეტი...

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სამუშაო დღეები 5-იდან 3-მდე შემცირდება – ბილ გეიტსი

ბილ გეიტსის განცხადებით,  3-დღიანი სამუშაო კვირა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელი გახდება. „თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, რომელშიც კვირის სამუშაო დღეების რაოდენობა სამია, ეს ძალიან კარგი იქნება. ეს საზოგადოებაზე დადებითად იმოქმედებს, გამოჩნდება მეტი თავისუფალი დრო, რასაც საინტერესო და შემეცნებით საქმიანობებს მივუძღვნით. მეტიც, თუ დაფიქრდებით, ცხოვრების მიზანი მხოლოდ სამუშაოს შესრულება არ არის”, – განაცხადა ბილ გეიტსმა.  

მეტი...

მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის, რეალურად კი ვიცით, ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან – კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებზე

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, დაპირისპირებული მხარეები პარტიაში გავლენების მოპოვებისთვის იბრძვიან და ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდება. „რა პროცესებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, შიდა დაპირისპირებაა. მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის. რეალურად, ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან. გვახსოვს, მათი მმართველობა, რაც სამაგალითოა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს ოპოზიციაში არიან და საჩვენებლები არიან, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ასე მგონია, მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება თუმცა, ჩვენთვის საინტერესო არ არის, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა და…

მეტი...

ოპოზიციის მავნებლობის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გავაკეთებთ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპარლამენტში გადაიგზავნა, მოსახლეობისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა. მას შემდეგ, რაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა საკითხი შეჯერდება, სამოქმედო გეგმაც გასაჯაროვდება. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლა ფიქსირდება. როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და გაქვს სურვილი, რომ მას ევროპული მომავალი ჰქონდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს…

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით ღაზაში 200 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით ღაზაში 200 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. მათივე ცნობით, განადგურებულია ჰამასის ინფრასტრუქტურა. თავდაცვის ძალების განცხადებით, მიმდინარეობს ტერორისტებთან პირისპირ შეტაკებები. დაჯგუფების მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ლიკვიდაცია ღაზის მთელ სექტორში მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ადგილების აღმოჩენაა, სადაც ჰამასის ტერორისტებს მძევლები ჰყავთ დატყვევებული.

მეტი...

ნოემბერში ყველაზე მეტად, 19.4 პროცენტით ზეთი გაიაფდა – საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ფასები უმეტესწილად მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე – 26.3 პროცენტით; პირად ნივთებზე, სხვა 5.6 პროცენტით და პირადი ჰიგიენაზე – 5.2 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე – 4.3 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 2.9 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1.5 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. 6.5 პტოცენტით არის მომატებული ფასები როგორც თამბაქოს ნაწარმის,…

მეტი...

მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის კონცეფცია საბჭოთა კავშირის აღდგენაა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის კონცეფცია საბჭოთა კავშირის აღდგენაა. მისი თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკება. ,,რა მოლაპარაკებებზეა საუბარი? მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის კონცეფცია საბჭოთა კავშირის აღდგენაა. მათთვის მთავარია უკრაინაზე კონტროლის დამყარება, ეს აშკარა მიზანია. რუსეთს არ სურს მოლაპარაკება. მათ ასეთი ვარიანტი არ აქვთ. რუსეთს სურს, რომ დავეხმაროთ ოპერაციული პაუზის მიღებაში სამი თვით, ექვსი თვით – ფრონტის ხაზის გაყინვაში. ამ დროის განმავლობაში, ოკუპანტები მობილიზდებიან, შეავსებენ რეზერვებს და საინფორმაციო შეტევას რაც შეიძლება მკაცრად დაიწყებენ,”- განაცხადა პოდოლიაკმა.

მეტი...