სახეზეა ქართული ჯარის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა – თამთა მეგრელიშვილი

,,სახეზეა ქართული ჯარის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა”. ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ტვ „პირველის“ სიუჟეტს, თავდაცვის ძალების საკვებით მომარაგების და უნიფორმების შესახებ. მისი თქმით, ტვ „პირველი” თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ „დეზინფორმაციულ კამპანიას“ აგრძელებს. „ტელეკომპანია „პირველი” თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ „დეზინფორმაციულ კამპანიას“ აგრძელებს. კერძოდ ტელეკომპანიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა თავდაცვის ძალების საკვებით მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ. სახეზეა ქართული ჯარის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. ნიშანდობლივია, რომ კვების და უნიფორმის კონტროლი გაძლიერდა 2020 წლიდან და ამის ერთ-ერთი დასტურია ხარისხის კონტროლის ცალკე სამმართველოს შექმნა. ხორცის ყოველდღიური რაციონის ნორმა 250 გრამიდან 480 გრამამდე…

მეტი...

ეს ჩადებული ინვესტიციაა მასწავლებლებში, ვინაიდან მათ უზრუნველყონ ხარისხიანი განათლება, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიტანს უკეთეს მომავალ თაობებს – გიორგი ამილახვარი

მიმაჩნია, რომ მსგავსად, სხვა ღირსეული პროფესიებისა, მასწავლებლის პროფესია არცერთს არ ჩამოუვარდება, ამიტომ ის იმსახურებდა და იმსახურებს ასეთ მიდგომას. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პედაგოგებისთვის ხელფასის მატების შესახებ საუბრის განაცხადა. „2023/2024 სასწავლო წელი მთავრდება 2024 წლის ივნისში. ჩვენ არ დაველოდებით არცერთ თვეს, არც ერთ დღეს, მეორე დღიდანვე, პირველი ივლისიდან გაიზრდება ხელფასი და სრული დატვირთვის პირობებში, ზრდა იქნება მინიმუმ 500 ლარით და მეტით. მინიმუმ 500 ლარს როცა ვამბობ, აქ ხშირ შემთხვევაში იგულისხმება 600, 700, 800-ლარიანი მატება და ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც გვჯერა, რომ ჩადებული ინვესტიციაა მასწავლებლებში, ვინაიდან მათ უზრუნველყონ უკეთესი,…

მეტი...

სრულდება ზელენსკის მსოფლიო ლიდერობანას თამაში, ცუდად არის უკრაინაში საქმე – ნინო ფოჩხუა

სრულდება ზელენსკის მსოფლიო ლიდერობანას თამაში. არესტოვიჩის გარდა სხვებიც ალაპარაკდნენ. ცუდად არის უკრაინაში საქმე, უკვე უკრაინელებმა დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი ქვეყნის შიდა მოვლენებზე – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის და „შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული“. „სრულდება ზელენსკის მსოფლიო ლიდერობანას თამაში. არესტოვიჩის გარდა სხვებიც ალაპარაკდნენ. ცუდად არის უკრაინაში საქმე, უკვე უკრაინელებმა დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი ქვეყნის შიდა მოვლენებზე. ზელენსკის და მისი გუნდის ავტორიტარული მმართველობა ისედაც ცნობილი იყო, როგორ შეიძლება გუნდში, სადაც ადგილობრივების გარდა, ძებნილი პირები, უმძიმეს დანაშაულებში…

მეტი...

თბილისში 2 პირი დაჭრეს

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე, 2 პირი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, პოლიციელია. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვვეის ადგილას ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ინდონეზიაში, მერაპის მთაზე, ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში, მერაპის მთაზე, აქტიური ვულკანი ამოიფრქვა. ,,დაფიქსირდა ნაცრისფერი ფერფლის მძლავრი სვეტი, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყო გადახრილი. ამოფრქვევა ჯერ კიდევ გრძელდება”, – ამბობს ინდონეზიური ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური რისკის შემცირების ცენტრის ხელმძღვანელის ჰენდრა გუნავანი. ცნობისთვის, ვულკანის სიმაღლე 2 891 მეტრია.

მეტი...

ყირიმში პარტიზანმა ქალებმა 35 რუსი სამხედრო მოწამლეს, მათგან 24 დაიღუპა

დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში დივერსანტმა ქალებმა 35 რუსი ჯარისკაცი მოწამლეს, მათგან 24 დაიღუპა, საავადმყოფოშია 11. უკრაინული მედიის ცნობით, ორი ქალი რუს სამხედროებს საკვებსა და არყით გაუმასპინძლდა, რომელშიც დარიშხანი და სტრიქნინი იყო გარეული. ქალები ადგილიდან მიიმალნენ.

მეტი...

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში, ქუინსის სამხრეთ ნაწილში, ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. პოლიციამ დაადასტურა, რომ სახლს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. მათივე ცნობით, 911-ში ახალგაზრდა ქალმა დარეკა, რომელმაც თქვა, რომ “მისი ბიძაშვილი ოჯახის წევრებს კლავდა”. მეხანძრეების ინფორმაციით, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში ორი პოლიციელი გადაიყვანეს, ისინი ეჭვმიტანილმა კაცმა დაჭრა.

მეტი...

რუსებმა ხერსონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, რუსებმა შენობაზე იერიში არტილერიით მიიტანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, დღეს რუსებმა ხერსონში ორი საავადმყოფო დაბომბეს.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 149-ე საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 149-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 60-მა ბენეფიციარმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით,…

მეტი...

სამხრეთ ფილიპინების უნივერსიტეტში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ფილიპინებში, ქალაქ მარავში, მინდანაოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. BBC წერს, რომ შემთხვევის შედეგად არიან დაჭრილებიც, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოში ძირითადად მცირე ჭრილობებისა და სისხლჩაქცევების გამო გადაიყვანეს. პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა დაგმო აფეთქება და თქვა, რომ ეს იყო “უაზრო და ყველაზე ამაზრზენი” აქტი, რომელიც “ჩაიდენილია უცხოელი ტერორისტების მიერ”. პრეზიდენტმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. უნივერსიტეტმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მწუხარება გამოთქვა. “ცივილიზებულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის. ის განსაკუთრებით საზიზღარია უმაღლეს სასწავლებლებში, როგორიცაა MSU. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქრისტიანულ საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზარალდა ამ ტრაგედიით”, –…

მეტი...

,,პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის” – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ. ,,აუცილებელია გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის. მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ, ჩვენივე ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაუძლოს,” – თქვა სტოლტენბერგმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ისინი მზად იყვნენ “ცუდი ამბებისთვის” რადგან, მისი თქმით, ომი ცვალებადი პროცესია და უკრაინის დახმარებაზე უარი არ უნდა თქვან.

მეტი...

ამსტერდამის აეროპორტმა, დიდთოვლობის გამო, ფრენები გააუქმა

ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტმა დაახლოებით 150 შიდა და გარე ფრენა დიდთოვლობის გამო გააუქმა. ჰოლანდიურმა ავიაკომპანიამ KLM, რომელიც აეროპორტის მთავარი მომხმარებელია, ჰოლანდიურ საინფორმაციო სააგენტო ANP-ს განუცხადა, რომ შუადღისას და საღამოს 65 ევროპული ფრენაა გაუქმებული. შეგახსენებთ, რომ ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დიდთოვლობის გამო შეჩერებულია ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლა.

მეტი...

სამი შეიარაღებული პირი ცოლ-ქმარს მიკროავტობუსში აუვარდა და ტელეფონი წაართვა

აბაშის ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ. ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და შუახნის მგზავრებს ტელეფონი წაართვეს. ამის შემდეგ, იარაღის მუქარით თავი ტყეში შეაყვანინეს და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს. მოგვიანებით, კაცმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა და გზაზე დახმარების სათხოვნელად გასვლა შეძლო. საქმეზე დაკავებული ამ დროისთვის არავინაა. აბაშის სოფლებში, ასვეე მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის გზებზე მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

მეტი...

კობა კობალაძის ვიზიტი აბუ-დაბიში ,,TAPS”-ის გლობალური ფედერაციის ფორუმის შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე აბუ-დაბიში, ,,TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) ეგიდით გამართულ გლობალური ფედერაციის ფორუმს ესწრებოდა; აღნიშნული საერთაშორისო დონის ღონისძიებაში,რომელიც 29 ნოემბერს დაიწყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ომის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამხედრო სამსახურის დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებზე მზრუნველი როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელი პირები იღებდნენ მონაწილეობას; კობა კობალაძე, ფორუმზე, ,,TAPS”-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონი ბონი ქეროლის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა. ,,TAPS”-ის ეგიდით გამართულ გლობალური ფედერაციის ფორუმის ფარგლებში, დასკვნითი სემინარი შედგა; შეხვედრაზე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაციები, რომლებშიც ასახული იყო მათ ქვეყნებში…

მეტი...

ჩრდილოეთ კაროლინამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ჩრდილოეთ კაროლინამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას Twitter-ზე აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა ავრცელებს. ,,ჩვენ მადლობელი ვართ ჩრდილოეთ კაროლინას შტატსა და გუბერნატორის როი კუპერის, რომელმაც უკრაინის ჰოლოდომორის 90 წლისთავზე ხელახლა აღიარა გენოციდად”, – წერს მარკაროვა.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია პირველის შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში და ჰამასისთვის საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე. ამისთვის კი თითქოსდა გამოყენებული იყო ქართული პორტები. საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ რეპორტაჟი დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუეზე და არ იყო მოყვანილი არცერთი დოკუმენტური მტკიცებულება, რაც სიუჟეტში ნათქვამი ფაქტების ნამდვილობას დაადასტურებდა. აღსანიშნავია, რომ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებული საზღვაო ვითარების ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნა, ასევე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა…

მეტი...

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო. პრემიერის თქმით, მედეა ამირანაშვილი იყო ქართული და ევროპული საოპერო მუსიკის უბადლო შემსრულებელი და ქართული მუსიკალური ხელოვნების თავდადებული ქომაგი. “სწორედ ამით დაიმსახურა მან ოპერის მოყვარულთა თუ ხელოვნების მოღვაწეთა დიდი სიყვარული და პატივისცემა. ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ მის მსმენელს საყვარელი არტისტის გარდაცვალებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

3-4 დეკემბერს ლუკაშენკო ჩინეთს ეწვევა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 3-4 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, პეკინში ლუკაშენოსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. დღის წესრიგში სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებია. მინსკს ვიზიტის დეტალური პროგრამა არ გამოუქვეყნებია, თუმცა საინფორმაციო სააგენტო “ბელტა” აღნიშნავს, რომ ის მოიცავს არაერთ სოციალურ და ჰუმანიტარულ ღონისძიებასაც.

მეტი...

დიდთოვლობის გამო ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლა ავსტრიასა და ჩეხეთშიც შეჩერდა

დიდთოვლობის გამო ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლა ჩეხეთსა და ავსტრიაშიც შეჩერდა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ დიდთოვლობა და უამინდობა კიდევ გაგრძელდება. მოყინულ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევები და საცობებიც დაფიქსირდა.

მეტი...

რუსულ აგრესიას უკრაინაში 511 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1 152-ზე მეტი |

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 511 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 152-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 496, ხარკოვის ოლქში – 304, კიევის ოლქში – 139, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 97, ხერსონის ოლქში – 132, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777, ლუგანსკის ოლქში – 67. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

დილიდან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა იზღუდება

2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (კმ254-კმ259), მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43 (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით.

მეტი...

ფოთში საცხოვრებელი სახლი იწვის

ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სავარაუდო მიზეზად, ელექტრო გამათბობელი სახელდება. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა.

მეტი...

დმანისში არასრულწლოვანმა 65 წლის კაცი დაჭრა

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში 17 წლის არასრულწლოვანმა 65 წლის თანასოფლელი კაცი ცივი იარაღით დაჭრა. კაცს ჭრილობები მუცლისა და კისრის არეში აღენიშნება. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. არასრულწლოვანი კი სამართალდამცველებმა დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დაზარალებულის ოჯახი და ადგილობრივები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, 17 წლის ბიჭს დაჭრილის გოგონა უყვარდა, თუმცა მამა წინააღმდეგი იყო. ,,ცოტა ნერვიული ახალგაზრდაა. ყველასთან ჩხუბი მოსდის. ამ კაცთან რატომ იჩხუბა არ ვიცი. რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთი ისაა,…

მეტი...

,,ჩვენ გავაგრძელებთ ომს მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა მიზანს” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციებს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ. მისი თქმით, მოგების გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მძევლები სახლში დავაბრუნოთ. შევასრულოთ ეს მისია, მაგრამ ასევე გავანადგუროთ “ჰამასი” და დავრწმუნდეთ, რომ ის აღარასოდეს იქნება ჩვენთვის საფრთხე და არ იარსებებს არც ერთი ჯგუფი, რომელიც ისრაელს ღაზიდან ემუქრება. გარკვევით ვამბობ – ჩვენ გავაგრძელებთ ომს მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს. გამარჯვების და სახმელეთო ოპერაციის გარეშე, ამ მიზნების მიღწევის გზა არ არსებობს,” – თქვა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

პაკისტანში შეიარაღებული პირები ავტობუსს დაესხნენ თავს და 8 ადამიანი მოკლეს

ჩრდილოეთ პაკისტანში, ქალაქ ჩილასთან, ავტობუსს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 8 მგზავრი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. რეგიონული მთავრობის სპიკერმა მუჰამედ ალი ჯოჰარმა განაცხადა, რომ ბოევიკებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული პირი ტურისტებს დაესხა თავს – არის მსხვერპლი

პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული პირი ტურისტებს თავს დაესხა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. შემთხვევა 2 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. როგორც Reuters აღნიშნავს, პოლიციამ 26 წლის კაცი დააკავა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. ეჭვმიტანილი 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის იყო ნასამართლევი. მან პოლიციას განუცხადა, რომ შეწუხებული იყო ამდენი მუსლიმის სიკვდილით პალესტინაში და აღელვებული ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებით. ,,თავდამსხმელის შესახებ ვიცით ის, რომ არის ფრანგი, დაბადებულია საფრანგეთში, 1997 წელს. შემთხვევის დროს პოლიციის კამერები ჩართული იყო და ყველაფერი გადაღებულია. ის იყო…

მეტი...

,,ჰამასს” ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ – ოსტინი

,,ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს”. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ,,ახლა, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, “გადამწყვეტ ათწლეულში” ვცხოვრობთ და შემდეგი რამდენიმე წელიწადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჩვენი კონკურენციის პირობებს განსაზღვრავს, ევროპაში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს, განსაზღვრავს, ჩვენი შვილები და შვილიშვილები მემკვიდრეობით მიიღებენ წესებისა და უფლებების ღია მსოფლიოს თუ შთაგონებულ ავტოკრატებთან შეჯახება მოუწევთ, რომლებიც ძალისა და შიშის გამოყენებით ცდილობენ დომინირებას… “ჰამასს” ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ. ჩვენს მტრებს ჩვენი დაყოფისა და დასუსტების საშუალებას არ მივცემთ. ამიტომ მაშინ, როდესაც ისრაელის დახმარებას ვზრდით, ჩვენ ფოკუსირებული…

მეტი...

,,მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა” – აზარაშვილი

„ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში გვაქვს ცუდი ტენდენცია, მშობიარობების , საშუალოდ, 55-60% საკეისრო კვეთის საშუალებით ხდება, აქედან დიდი ნაწილი არის ე.წ. ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთა, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ქმნის დემოგრაფიულ პრობლემებს, რადგან შემდგომი მშობიარობები დაკავშირებულია გართულებებთან“. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს. „DRG პრინციპის გათვალისწინებით, შევქმენით…

მეტი...

,,ჩვენ ვაგრძელებთ ზუსტად იქიდან, სადაც შევჩერდით” – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, ისრაელის სამხედროები “სრული ძალით” დაუბრუნდნენ ბრძოლას. ,,ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ზუსტად იქიდან, სადაც შევჩერდით… ათასობით ტერორისტი ლიკვიდირებულია, ათობით შტაბზე შეტევა განხორციელდა, ასობით ტერორისტი ავიყვანეთ და ამჟამად ისრაელში არიან. 110 მძევლის დაბრუნება მიღწევაა. მსოფლიოში არცერთ ჯარს არ მიუღწევია ასეთი შედეგისთვის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ ამას მივაღწიეთ ისრაელის თავდაცვის ძალების სიძლიერის გამო”, – ამბობს გალანტი.

მეტი...

რუსეთის მიერ გაშვებული 12 ,,შაჰიდიდან” 10 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს მათ რუსეთის მიერ გაშვებული 12 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 10 ჩამოაგდეს. ,,უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაგვესხნენ რამდენიმე ტალღად და მიკოლაევის ოლქში ოკუპირებული ხერსონის გავლით შევიდნენ. მიკოლაევში, სამხრეთ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, “შაჰიდების” უმეტესობა საჰაეო თავდაცვამ ჩამოაგდო, დანარჩენი დრონები კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ და ხმელნიცკის ოლქში ჩამოვაგდეთ,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს, შესაძლებლობა აქვს რომ სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს“ – აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა ონკოლოგიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს , ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხსაც. „ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან, როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, ეს სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ ექიმებთან, ტექნოლოგიებთან და ჩვენს გეგმებთანაა დაკავშირებული, ვგულისხმობ რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებასაც ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ბავშვებისთვის მკურნალობა საზღვარგარეთ შეგვეთავაზებინა. სახელმწიფოს დაფინანსებით ისინი დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს

გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს. ნგრევის, მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ,,გასული დღის განმავლობაში რუსებმა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიები და დასახლებები 22-ჯერ დაბომბეს. დაფიქსირდა 149 აფეთქება. ცეცხლის ქვეშ მოექცა იუნაკოვსკი, ხოტინსკი, ბილოპოლსკი, კრასნოპილსკი, ველიკოფისარივსკი, ესმანსკი და სერედინო-ბუდსკი,” – ნათქვამია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

მეტი...

25 ეთნიკური ჯგუფის თანაცხოვრება იუნანში – ვიდეორეპორტაჟი

ქალაქ კუნმინგში, იუნანის პროვინციის თანამედროვე დედაქალაქში 25 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მათ განსხვავებული კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, სამოსი თუ მუსიკა გააჩნიათ. ეთნიკური ჯგუფები შერეულად ცხოვრობენ და  ცენტრალურ პარკში 25-ვე ჯგუფის ამსახველი უზარმაზარი მონუმენტი დგას. ის ამ ეთნიკური ჯგუფების სიმბოლოა და თითოეული მონუმენტი თითოეული ჯგუფის ისტორიას ასახავს. საინტერესო ვიდეოპორტაჟი ეთნიკურ ჯგუფებზე (ნაწილი 2).     ეკა გულუა იუნანის პროვინციიდან.   თოლიების შემოსევა “ღრუბლების სამხრეთ ქვეყანაში” – ვიდეორეპორტაჟი კუნმინგიდან

მეტი...