ეს არის ფარსი, რომელიც უმადურმა, ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს – ლევან ნიკოლეიშვილი

,,ეს არის ფარსი, რომელიც უმადურმა, ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ მარშზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. „მარში, მარში, მარში…ევროპული მარში…ნეტავ რა იხარშება ზოგიერთების თავში (კინაღამ სხვა რამე წამომცდა…თქვენ რა იფიქრეთ?!) სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო ტვ პირველის რეპორტაჟი გეყოფა ადამიანს გაიგო რა ხდებოდა დღეს რუსთაველის პროსპექტზე, მაშ ასე დავიწყოთ: ,,დღეს ევროპულ მარშზე იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადის დედა, რომლის შვილი თურმე ევროპული მომავლის გამო ეწირება“…მამის უკანალში დამჭრელი ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც შეეცადა მოლოტოვის კოქტეილით ცოცხლად დაეწვა ქართველი პოლიციელები! „ქვეყნის მთავარსარდალი ეგებება ევროპული მომავლის…

მეტი...

იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის ქალაქ ტრივოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი სან ჯოვანის ევანგელისტურ საავადმყოფოში მაშინ გაჩნდა, როდესაც შენობაში მყოფ პირებს ეძინათ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მაშველებმა საავადმყოფოს შენობიდან 200-ზე მეტი პაციენტი გაიყვანეს. მათ შორის, ორსული ქალი და რამდენიმე ბავშვი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს: ,,გაცნობებთ, რომ მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება. ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,არ დავუშვებ, რომ უდანაშაულო ადამიანი 20 წლით ჩასვან ციხეში” – ტარიელ კაკაბაძე

,,არ დავუშვებ, რომ უდანაშაულო ადამიანი 20 წლით ჩასვან ციხეში”. ამის შესახებ ე.წ. ბანანების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ, ,,მედიაცენტრ მთავართან” განაცხადა. ,,პირელ რიგში ვიზიარებ იმ ტკივილს, რაც აქვს გარდაცვლილის ოჯახს. თუმცა, ამავდროულად, ცალსახად დაუშვებლად მიმაჩნია უდანაშაულო ადამიანის დასჯა იმ ქმედებისთვის, იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია. აღნიშნული საქმე ეხება ზურაბ საღინაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ზის ციხეში, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და გამოგონილი ბრალდებით, ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით. მთელი ამ დროის განმავლობაში საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი და მცდარი ინფორმაცია. საზოგადოებამ დღემდე არ იცის სიმართლე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა…

მეტი...

EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას – ბორელი

,,EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ”, – წერს ტვიტერზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ,,რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს, არსებულ წინადადებებს, რათა გავზარდოთ ჩვენი წვლილი უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებში”, – დაწერა ბორელმა.

მეტი...

თბილისში დაკარგული ნოდარ ლებანიძე იპოვეს

თბილისში დაკარგული 27 წლის ნოდარ ლებანიძე იპოვეს. ახლობლები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ ახალგაზრდა კონტაქტზე გამოვიდა და კარგად არის. შეგახსენებთ, რომ ლებანიძე სახლიდან ორი დღის წინ გავიდა და მის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.

მეტი...

ქუთაისელი მრევლი და კათოლიკე სასულიერო პირები მეუფე იოანემ ხარების ტაძარში არ შეუშვა

8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულზე, ქუთაისელი მრევლი და კათოლიკე სასულიერო პირები ხარების ტაძარში არ შეუშვეს. როგორც ქუთაისის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი აცხადებს, წინა წლებისგან განსხვავებით მიტროპოლიტმა იოანემ სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ მათი დოგმატი ღვთისმშობელთან დაკავშირებით განსხვავდება და ტაძარში შესვლის უფლება არ მისცა, შემდეგ კი ხარების ეკლესიის ჭიშკარი ჩაკეტეს და კარანტინი გამოაცხადეს. მამა გაბრიელე ბრაგანტინი მიიჩნევს, რომ ღობე ხარების ეკლესიასთან იმისთვის ააგეს, რომ იქ კათოლიკეები არ შევიდნენ. არსებული ინფორმაციით, მეუფე იოანე ქუთაისში არ იმყოფება, ხარების ეკლესიაში კი აცხადებენ, რომ 8 დეკემბერს სანიტარიული დღე იყო.

მეტი...

ქუთაისში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა

ქუთაისში,  მესხიშვილის მე-4 შესახვევში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა. მშენებლობა კერძო საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე მიმდინარეობს. უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს და  კორპუსის მშენებლობამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ადგილზე  მობილიზებული იყო  სამაშველო სამსახური და პოლიცია.

მეტი...

,,ვიდეოკადრებით და ექსპერტიზის დასკვნებით ბრალდებულის უდანაშაულობა დასტურდება” – არჩილ ჩოფიკაშვილი

,,ვიდეოკადრებით და ექსპერტიზის დასკვნებით ბრალდებულის უდანაშაულობა დასტურდება”. ამის შესახებ, ე.წ. ბანანების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, ,,მედიაცენტრ მთავართან” განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, 4 ივლისს ბათუმში დაიკარგა ახალგაზრდა, რომელიც შავ ზღვაში 7 ივლისს იპოვეს გარდაცვლილი. ოჯახის წევრებმა ძებნა მე-2 დღეს 5 ივლისს დაიწყეს. პროკურატურამ 6 ივლისს დააკავა კატერის მძღოლი, რომელსაც წაუყენა ბრალდება 4 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში (სსკ 19.109.ე.ლ), ხოლო 2 დამხმარეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში. ნაცვლად ობიექტური გამოძიებისა, საზოგადოებას დღემდე სთავაზობენ რადიკალურ სუბიექტურ შეფასებებს და ცდილობენ ბრადლებულის საშიშ კრიმინალად წარმოჩენას. დღემდე პატიმრიბაშია ბრალდებული არალოგიკურად მკაცრი ბრალდებით და 2 სრულიად უდანაშაულო არასრულწლოვანი თითქოს…

მეტი...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

,,ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები არამარტო საქართველოსთვის, არამედ მოლდოვისა და უკრაინისთვის” – ჰერჩინსკი

,,კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებების მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები როგორც საქართველოსთვის, ასევე მოლდოვისა და უკრაინისთვის”. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, მაგრამ საჭიროა 27-ვე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება. ,,ამ დროსთვის უმაღლეს დონეზე ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სიტუაცია არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, პოზიტიური სიახლე ის არის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს. მაგრამ როგორც ვიცით, საჭიროა ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება. ევროკავშირის წევრის ქვეყნების უმრავლესობა მზადაა მხარდაჭერისთვის, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს ერთსულოვნება.…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ჩეხეთში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ჩეხეთში მიემგზავრება. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ხდება ჩეხეთის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიდან, სადაც წერია, რომ პეტრ პაველი ქართველ კოლეგასთან შეხვედრას აპირებს. ამ კონკრეტულ ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს მთავრობის ადმინისტრაციამ უარი ჯერ კიდევ აგვისტოში, საჯარო განცხადებით უთხრა. უცნობია მიმართა თუ არა ხელახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას ნებართვისთვის ვიზიტის შესახებ მათ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც…

მეტი...

14:00 საათზე თბილისში ევროკავშირის მხარდამჭერი მარში გაიმართება

,,შენი ხმა ევროკავშირს”. 2 საათში დედაქალაქის ცენტრში სახალხო მარში დაიწყება. დღეს რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მარშს რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკოსები, პრეზიდენტი, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. დღესვე გაიშლება ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომლის ვარსკვლავებიც სიმბოლურად საქართველოს 12 ქალაქში შეიკერა. მსვლელობის ორგანიზატორი არასამთავრობო სექტორია. “8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც…

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ,,მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება – ღარიბაშვილი

,,კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, წელს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. ,,კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება. წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებელი, მაღალი ანგარიშვალდებულების ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ფუნქციას. ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგები მაღალ შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან: „World Justice Project“-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის“ ისეთ წამყვან ფაქტორში,…

მეტი...

ბულგარეთის პარლამენტში უკრაინისთვის MANPADS-ის სისტემების გადაცემას მხარი დაუჭირეს

ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემების და სხვადასხვა ტიპის საზენიტო რაკეტების გადაცემას. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის კომიტეტის 11-მა წევრმა დაუჭირა. წინადადება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის ნაწილია.

მეტი...

პოლონეთში ორი ქართველი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ სოსნოვეცში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველებმა 30 წლის კაცი სასტუმროში ჯერ სცემეს, შემდეგ კი ტელეფონები წაართვეს. პოლიციამ დამნაშავეებს სავარაუდოდ სწორედ ნაძარცვი ტელეფონების საშუალებით მიაგნო და იმავე დღეს დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია წართმეული ტელეფონები, დანაშაული კი 12 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. მედია აქვეყნებს კადრებს, რომელიც ჰოსტელთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და სადაც ჩანს, როგორ შედიან სავარაუდო დამნაშავეები შენობაში. ერთ-ერთს ხელში ჯოხი უჭირავს, მეორე კი ნიღაბს იკეთებს.

მეტი...

პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა, მათ ხელთ არსებული უკანონო წარმომავლობის თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში – ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში – მიწის ნაკვეთი შეიძინეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ…

მეტი...

რუსთავში 23 წლის ახალგაზრდა CO-თი მოიწამლა

რუსთავში 23 წლის ახალგაზრდა CO-თი მოიწამლა. ინტოქსიკაციის ფაქტი მე-11 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში დაფიქსირდა. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს. სავარაუდოდ, მიზეზი ბინაში დამონტაჟებული ერთკამერიანი წყლის გამაცხელებელი გახდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

მეტი...

ციურიხში, სახლის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

შვეიცარიაში, ციურიხის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 35-დან 46 წლამდე ასაკის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ქურდობის მცდელობისას სახლის მფლობელმა დააკავა და პოლიციას შეატყობინა, მეორემ კი გაქცევა მოახერხა, თუმცა სამართალდამცველებმა ის კიდევ ერთ თანამზრახველთან ერთად დააკავეს. დაკავებულები დაკითხვაზე ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი პროკურატურაში გადაიყვანეს.

მეტი...

ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა ღირსეულად შეფასდება და უკრაინისთვის მიცემული ევროპული დაპირებები შესრულდება – ზელენსკი

,,ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა. ,,ვესაუბრე დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრს პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებაზე და სავსებით კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მეომრებს აუცილებელი შედეგების მისაღწევად. მადლობელი ვარ გაგებისთვის და დახმარებისთვის. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ევროკავშირის ერთიანობის საკითხებიც, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების კონტექსტში. უკრაინა ყველა ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ ეს. დღეს უკრაინის რადამ მიიღო აუცილებელი კანონები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ანტიკორუფციულ და ეროვნული უმცირესობების უფლებების…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი  ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრში, დაბა ბაკურიანი იყო.

მეტი...

დილიდან ორბელიანის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ: რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით.

მეტი...

აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო. რეზოლუციას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ბრიტანეთმა კი თავი შეიკავა. ,,არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც “ჰამასმა” ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს “ჰამასს” ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს,” –…

მეტი...

უკრაინამ რუსეთიდან 387 გატაცებული ბავშვი დააბრუნა – ოლენა ზელენსკა

20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნველობას მოკლებულია. ინფორმაციას უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ავრცელებს. ,,რუსეთი ჩვენთან პირდაპირ კონტაქტს არ ამყარებს. ამიტომ, ბავშვები სახლში მიდიან მესამე ქვეყნების გავლით. ბევრი მზრუნველი ადამიანის შუამავლობით…ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიო თანამშრომლობა. გატაცებული ბავშვების გადასარჩენად დიდი იმედი მაქვს კოალიციის, რომლის შექმნაც კანადამ შემოგვთავაზა ერთი თვის წინ და რომელიც მალე უნდა ამოქმედდეს,” – ამბობს ზელენსკა. დაბრუნებულმა ბავშვებმა ფსიქოლოგიური, მატერიალური და სოციალური მხარდაჭერა მიიღეს. თუმცა, ზელენსკას თქმით, არანაკლებ რთულია, რომ მათ ჰქონდეთ სწავლისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა.

მეტი...