40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელი „ჰამასს“ ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს

ისრაელი „ჰამასს“ 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელმა „ჰამასს“ წარუდგინა წინადადება, რომელიც  ბრძოლის ერთკვირიან პაუზას მოიცავს, 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ.

მათ შორის ქალების, მოხუცების და მათი, ვისაც სასწრაფო დახმარება სჭირდება.

აშშ-შო ისრაელის ელჩი  მაიკლ ჰერცოგი ადასტურებს, რომ ისრაელი მზად არის, შეაჩეროს ბრძოლა, თუ ეს გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლებას.

„ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, გვაქვს თუ არა შეთანხმება, რადგან აქამდე „ჰამასი“ უარს ამბობდა სხვა გარიგებაზე. ისინი იმედოვნებდნენ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლის ქვეშ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ადგილზე, რასაც ემატება კატარელების ზეწოლა, ისინი დათანხმდებიან შეთანხმებას, მაგრამ ამის თქმა ამ ეტაპზე ნაადრევია“, – განაცხადა ჰერცოგმა.

მსგავსი თემები