ლუქსემბურგის სასამართლომ რომან აბრამოვიჩს სანქციების მოხსნაზე უარი უთხრა

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ რუსი ოლიგარქის,  რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აბრამოვიჩის წინააღმდეგ ევროკავშირმა შეზღუდვები დააწესა. გაყინულია აბრამოვიჩის ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები.

აბრამოვიჩმა  გადაწყვეტილება ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. მისი თქმით,  რუსეთის სახელმწიფოს არ აფინანსებდა და ბრალდებები პუტინთან მის მჭიდრო კავშირზე, სიცრუე იყო

„საერთო სასამართლო უარყოფს აბრამოვიჩის სარჩელს, რითაც ადასტურებს მის მიმართ მიღებულ შემაკავებელ ზომებს“, – ნათქვამია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

მსგავსი თემები