„ურბანული მეტყევეობა – ურბანული მწვანე სივრცეების დაგეგმარება და მართვა“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

„Museum Hotel-ში“ „ურბანული მეტყევეობა – ურბანული მწვანე სივრცეების დაგეგმარება და მართვა“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს თარგმანი მომზადდა  „USDA-ს Forest Service“-ის ფინანსური მხარდაჭერით .

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო წარმოადგენს საქართველოში ურბანული მეტყევეობის თარგმანის პირველ პრეცენდენტს, რომელიც მოიცავს თანამედროვე ამერიკულ მიდგომებს, საინტერესო პრაქტიკებსა და ანალიზებს.

სახელმძღვანელოს თარგმნის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ურბანული მეტყევეობის, არბორიკულტურისა და ზოგადად ურბანული მწვანე სივრცეების დაგეგმარებისა და მართვის შესახებ შესაბამისი ქართულენოვანი ლიტერატურის არარსებობა, რომელიც  განკუთვნილია როგორც გარემოსდაცვით, სატყეო და ურბანული მეტყევეობის დარგში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ისე მუნიციპალური უწყებებისთვის, კერძო ორგანიზაციებისა და განსაკუთრებით მომავალი თაობებისთვის – სტუდენტებისთვის.

სახელმძღვანელო მკითხველს შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს ურბანული მეტყევეობის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში განხორციელებულ საქმიანობებს, დარგის აქტუალურ საკითხებს, ახალ პერსპექტივებსა და სტრატეგიებს, რაც საბოლოოდ გლობალური მასშტაბით გარემოს დაცვას უკავშირდება. (ელ. ვერსია იხ. ბმულზე – https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/7110).

პრეზენტაციას  სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების,  დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა თვითთმართველი ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები