კახეთში, ბებიის გაუპატიურებაში ბრალდებული 26 წლის ბიჭი სასამართლომ გაამართლა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული 26 წლის ბიჭი გაამართლა. ცნობილია, რომ საქმის მიმდინარეობისას, დაზარალებულად ცნობილი ქალი გარდაიცვალა, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოძიებისათვის მიცემული მისი ჩვენება გამოქვეყნდა. ,,გადაწყვეტილება სამართლიანი და სწორია, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები საკმარისი არ იყო. დაზარალებული გარდაიცვალა, მაგრამ სხდომაზე მისი ჩვენება გამოქვეყნდა”, – თქვა ადვოკატმა. ცნობისთვის, აღნიშნული მამაკაცი 22 აპრილს დააკავეს, მას ბრალად ედებოდა ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ფიზიკური ძალადობა და მუქარა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობდა და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. პროკურატურა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

მეტი...

,,თქვენი ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში” – ჰერჩინსკი

,,თქვენი ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში”. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ორბელიანების სასახლეში საუბრობს, სადაც სალომე ზურაბიშვილის მიღება მიმდინარეობს. ,,მიხარია რომ თქვენ ყველანი იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში. დღეს ამ ოთახში ფაქტობრივად ყველა ვიმყოფებით. ბევრმა კოლეგამ მეზობელი ქვეყნებიდან იმოგზაურა, რათა აქ ჩამოსულიყვნენ. ზოგიერთი კოლეგა საკუთარი დედაქალაქიდანაც ჩამოვიდა, რათა ამ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რომ მივიღო ეს…

მეტი...

,,ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ვივამედიდან” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პეტიციაზე “ჩვენი ხმა ევროპას” ხელმოწერას ეხმაურება. ,,ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო. მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. გამარჯვების კოალიცია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას. მე როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში. ასევე მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი დამიკარგოს…

მეტი...

,,ნებისმიერი უკუსვლა და ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის” – პრეზიდენტი

,,ნებისმიერი უკუსვლა და ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის”. ამის შესახებ ათონელის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიღების დროს განაცხადა. ,,იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ასევე პოზიტიური არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლოდოვისა და უკრაინისთვის. რადგან, ნებისმიერი უკუსვლა, ნებისმიერი ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის და ეს არის ის გზავნილი, რაც მე მინდა დღეს გავიდეს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. რამეთუ, ამ დღეებში მათი გადაწყვეტილებები უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. ჩვენ არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ რამე დავუთმოთ რუსეთს”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მეტი...

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი “დრიმ თაუნის” საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრაზე განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა. ასევე მკაცრად მოთხოვნილ იქნა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. შეხვედრის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი…

მეტი...

,,პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ” – შარლ მიშელი

,,პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ”. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს. ისინი ერთმანეთს ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ,,დიახ, მე შევხვდი ორბანს დღეს და თქვენ იცით, რომ პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ. დღის წესრიგის საკითხები ევროკავშირის პოლიტიკური პროექტის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება, ყველა მგრძობიარე საკითხისა და წუხილის გათვალისწინება, მაგრამ, ამასთან, უნდა ვიყოთ ერთიანები და გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაფართოების სფეროში.” – განაცხადა შარლ მიშელმა.

მეტი...

,,2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალანსებული ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტია” – პაატა კვიჟინაძე

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალანსებული, ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტია, სადაც ყველა მაკრო პარამეტრი ნორმაშია და ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს”. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. პაატა კვიჟინაძის განცხადებით, გაცემული რეკომენდაციებიდან გადამწყვეტი უმრავლესობა გათვალისწინებულია. მისი თქმით, ბიუჯეტის მესამე სააბოლო ვარიანტით ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდა და ხარჯვითმა ნაწილმა 28.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის თავდაპირველ გეგმაზე 3.7 მლრდ ლარზე მეტია. „არ დარჩენილა არცერთი სამინისტრო თუ უწყება, რომელსაც დაფინანსება არ…

მეტი...

ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა გათხაროთ, თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ – ირაკლი ზარქუა

ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა იყოთ, როგორც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა გათხაროთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ,”- ასე ეხმაურება ”ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუს. ,,აქამდე სად არის? სად იყო? არის ამ, ვინც გვყავს ხელმოცარულები და ვინც არიან აქცენტირებულნი რევოლუციურ სცენარებზე, ანტიევროპულ პოლიტიკაზე. მისი განცხადებები, მისი მოქმედება, დესტრუქცია, თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია. დიდი ხანია ის არის ოპოზიციაში. პროცენტს ვერ გადალახავენ, 5%-იანს. ქალბატონო პრეზიდენტო, სადაც არ უნდა იყოთ, როგორც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა გათხაროთ,…

მეტი...

თუ არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს რომ ამ საკითხს ვეტო პუტინმა დაადო – ზელენსკი

თუ ევროკავშირი არ დაამტკიცებს გადაწყვეტილებას უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უნგრეთის ბლოკადის გამო, ეს ნიშნავს, რომ  ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია შეასრულა. ,,უნგრეთის მხრიდან ადგილი აქვს საკითხის ბლოკირებას. ეს ფაქტია. ჩვენ, ჩვენის მხრივ, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ. შევასრულეთ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია, რომ არ მივცეთ რომელიმე ქვეყანას საშუალება, დაბლოკოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. რუსეთმა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, ვერ მოახერხეს ვერცერთი სოფლის ოკუპირება. აღარაფერს ვამბობ ქალაქებზე, რის გამოც დაიწყო თანამშრომლობა და ზეწოლა სხვა ქვეყნებზე. ამიტომ, თუკი…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს და ამისთვის ახლა მიზეზს წინასწარ იგონებს – გია ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს და ამისთვის ახლა მიზეზს წინასწარ იგონებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუს გამოეხმაურა. „სალომე ზურაბიშვილის განცხადება გარკვეულწილად თვალთმაქცურია, რადგან დიდი ხანია, ის საკმაოდ ხისტად საუბრობს, ხშირ შემთხვევაში, ყალბად, რომ საქართველო ევროპულ მომავალს ასცდა და მისი ხელისუფლება არასწორად მოქმედებს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს. მის პოლიტიკაში ჩართვას კი წინ უნდა უსწრებდეს რაღაც მიზეზი. ახლა ამ მიზეზს წინასწარ იგონებს. ხელისუფლებას ევროპულ კურსთან არანაირი აცდენა არ აქვს. აქედან გამომდინარე, თითიდან გამოწოვილი კონცეფციაა, თითქოს,  საგარეო კურსს ვინმე…

მეტი...

ინფორმაცია, თითქოს თბილისის აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება, სიმართლეს არ შეესაბამება – „ტავ ჯორჯია“

ინფორმაცია, თითქოს თბილისის აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ  კომპანია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაშია ნათქვამი. „გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო რეაგირება უკვე მოახდინა“,…

მეტი...

,,გადაწყვეტილების მიღების დროა, მობრძანდით კომპრომისის სულისკვეთებით, ჩვენ უნდა შევასრულოთ ვალდებულებები უკრაინის მიმართ”- მიშელი

გადაწყვეტილებების მიღების დროა, მოგიწოდებთ ყველას, მოდით სამიტზე კომპრომისის სულისკვეთებით, კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობით, წინ დააყენეთ ევროკავშირის ინტერესები და ღირებულებები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის  ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს, სამიტზე მისაწვევად უგზავნის. მისი თქმით, ევროკავშირი უნდა შეთანხმდეს უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე და მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წევრობის სხვა პრეტენდენტებისთვის. ​„2022 წლის 21 თებერვალი ევროპის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო. ჩვენს კონტინენტზე ომის დაწყების შემდეგ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად და, პარალელურად, ევროპის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. 19 თვის შემდეგ ჩვენ კვლავ ვდგავართ თამამი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროების წინაშე.…

მეტი...

ევროკავშირის სამიტი მარტივი არ იქნება, კმაყოფილები ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99% მხარს უჭერს უკრაინას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ევროკავშირის სამიტი მარტივი არ იქნება. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99 პროცენტი სრულად უჭერს მხარს უკრაინას და ისინი მზად არიან, უკრაინის ევროკავშირის მომავალი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ. „ეს არ იქნება მარტივი შეხვედრა, ეს არ იქნება მარტივი სამიტი. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99 პროცენტი სრულად უჭერს მხარს უკრაინას და ისინი მზად არიან, უკრაინის ევროკავშირის მომავალი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ. ეს საკითხი არის ბლოკირებული უნგრეთის მიერ, ეს ფაქტია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვიყავით ძალიან კონსტრუქციულები, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, შევასრულეთ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა კიევი არ არის მზად ამ პროცესისთვის – ფიცო

სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა კიევი არ არის მზად ამ პროცესის დასაწყებად, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. მან უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.  

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ინფრასტრუქტურაზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში, ჰამასის ინფრასტრუქტურაზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჯარისკაცებმა და საბრძოლო დაზვერვამ დაადგინა ჰამასის უჯრედი ღაზას ქალაქ შეჯაიას რაიონში, საიდანაც ისრაელისკენ რაკეტების გასასროლად ემზადებოდნენ უჯერდს ისრაელის არმიამ საჰაერო დარტყმა მიაყენა.  

მეტი...

უკრაინა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ – ლეიენი

,,უკრაინა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენი ფასეულობები და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულ ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს  ევროკავშირისკენ. ,,უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს ჩვენი კავშირისკენ. გასულ თვეს ჩვენს მიერ გაკეთებულ მოხსენებაში იდენტიფიცირებულია მკაფიო პროგრესი ყველა მიმართულებით. რეფორმების 90% გატარებული იყო უკვე მოხსენების გამოქვეყნების მომენტში და კიდევ ოთხი პუნქტი დარჩა, რათა ყველაფერი სრულად შესრულდეს. უკრაინა განაგრძობს ყველა მათგანზე მუშაობას.  რადამ ცოტა ხნის…

მეტი...

,,თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს”- სალომე ზურაბიშვილი

“რადიო თავისუფლების” პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს საპრეზიდენტო ვადა დაასრულოს და ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა რაიმე ფორმით საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას, პრეზიდენტი პასუხობს: ,,თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს”, – აცხადებს სალომეზურაბიშვილი.

მეტი...

ისრაელის არმია ღაზის სექტორში 10 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იტყობინება

ისრაელის არმია ღაზის სექტორში 10 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარდაცვლილთაგან ერთი ბატალიონის მეთაურია. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასთან“ ბრძოლის დროს გოლანის ბრიგადის მე-13 ბატალიონის ხელმძღვანელი, ასევე  ერთი პოლკოვნიკი, ორი ასეულის და ერთი ოცეულის მეთაური დაიღუპნენ. ომის დაწყების შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებში მსხვერპლის რიცხვმა 115-ს მიაღწია.  

მეტი...

გეგმაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ორი ფრონტით გამოვიდეს არჩევნებზე, ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია შევლენ მეორე გაერთიანებაში -კობახიძე

გეგმა ასეთია, რომ ამ არჩევნებზე „ნაცმოძრაობა“ ორი ფრონტით უნდა გამოვიდეს. უნდა იყოს პარტია „ნაცმოძრაობა“ და მეორე – ახალი გაერთიანება, სადაც მაღალი ალბათობით, შევლენ ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია. რამდენად იქნება ეს გაერთიანება წარმატებული, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მისი პროგნოზით ისინი ბარიერსაც ვერ გადალახავენ. „გეგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც, მათი გათვლით, ოპოზიციიდან ორმა სუბიექტმა უნდა გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი. ეს უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“ და ამ ადამიანების გაერთიანება. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ძალიან რთულია იმის მიყიდვა, რომ ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია…

მეტი...

ნიდერლანდებში ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს

ნიდერლანდებში ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონემდე გაიზარდა. ნიდერლანდების კონტრტერორისტულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ტერაქტის საფრთხე „არსებითია“. ტერორისტული საფრთხის გაზრდის მიზეზად მეზობელ ევროპულ ქვეყნებში ბოლო პერიოდში მოწყობილი ტერაქტების და ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება სახელდება. უწყებაში აცხადებენ, ტერორისტული საფრთხის გაზრდის შემდეგ პოლიციას, მუნიციპალიტეტებს და სამინისტროებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ერთობლივი ზომები საფრთხის გასანეიტრალებლად.  

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არცერთ ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებთ – ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არცერთ ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებთ, მასთან „ნაცმოძრაობის“ კოლექტიური წარმომადგენლები მივლენ, იქ მათი ადგილია და არა – ჩვენი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. „სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი გახდა. თქვენ იცით, რომ მას აღარ ენდობა საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტში 80-მა დეპუტატმა მის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა მან თანამდებობა „ნაცმოძრაობის“ ხმებით შეინარჩუნა. სინამდვილეში, ის უკვე არის არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არცერთ ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებთ, მასთან „ნაცმოძრაობის“ კოლექტიური წარმომადგენლები მივლენ. იქ მათი…

მეტი...

ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა

შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ წინასწარ არ იყო გამოცხადებული. ვოლოდიმირ ზელენსკი სკანდინავიის ქვეყნების ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განხილვა იქნება. სამიტის ფარგლებში იგეგმება უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის განხილვა იგეგმება.

მეტი...

2024 წლის არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნებას დაემორჩილება – გიორგი ვაშაძე

2024 წლის არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც იქნება კოალიციური, პროდასავლური, რომელიც ხალხის ნებას დაემორჩილება, გაატარებს ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი  თქმით, ახალი ხელისუფლება ასევე დაიწყებს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. „ჩვენ, გამარჯვების კოალიცია ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი ღერძი ამ ახალი კოალიციური გაერთიანების, რომელიც ხალხთან ერთად სწორად წაიყვანს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეტი...

ორბანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან საშინელი შეცდომა იქნება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან საშინელი შეცდომა იქნება, რომელიც უნგრეთმა თავიდან უნდა აიცილოს. მისი თქმით,  უნგრეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები და ამის ნაცვლად სტრატეგიული პარტნიორობისკენ უნდა ისწრაფოდეს „ევროკავშირი ემზადება საშინელი შეცდომის დასაშვებად და ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ეს, თუნდაც 26 წევრს სურდეს ამ შეცდომის დაშვება. თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა, გეოპოლიტიკური სიგნალი გვინდა, ეს უნდა გავაკეთოთ, თუმცა არა წევრობა“, – განაცხადა ორბანმა.

მეტი...

„თბილისი-ევროპული ქალაქი“, ამ სლოგანით დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება

„თბილისი – ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ. „თბილისი-ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება. 20:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ყველას გვექნება შესაძლებლობა, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, –…

მეტი...

თბილისის გარკვეულ ტერიტორიებზე, 08:00-დან 11:00 და 17:00-დან 20:00 საათამდე დიდგაბარიტიანი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება

თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თემა ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. საზოგადოებამ იცის, თუ რამხელა რეფორმა წამოვიწყეთ 2017 წელს. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განვახორციელეთ: განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები, ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას, განხორციელდა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად გამოვცვალეთ ძალოვანი კაბელები, დაგეგმილი გვაქვს ვაგონების მოდერნიზება, განხორციელდა…

მეტი...

„მეგობრობა პლიუს ძმობა“ – სი ძინპინი ვიეტნამში მოლაპარაკებებს მართავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ვიეტნამში მოლაპარაკებებს მართავს. ვიეტნამის გენერალურ მდივანთან ნგუენ ფუ ტრონგთან მოლაპარაკება დედაქალაქ ჰანოიში იმართება.   როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ისინი ერთად მუშაობენ ჩინეთ-ვიეტნამის საერთო მომავლისთვის, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა  ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ვიეტნამის მიმართ. გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩინეთი და ვიეტნამი მხარს უჭერდნენ ერთმანეთს ეროვნულ დამოუკიდებლობას. „მეგობრობა პლუს ძმობა“  – აღნიშნეს მათ და ყურადღეა გაამახვილეს სტრატეგიული სიმაღლიდან რძელვადიან თანამშრომლობაზე. გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვეს რწმენა, რომ ორი მხარის ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთ-ვიეტნამის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა,…

მეტი...

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 354 000 ლარამდე იზრდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და 1 763 354 000 ლარს შეადგენს. მათ შორის არის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება. „მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ ყველა დაგეგმილ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ თბილისის ბიუჯეტი იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 130 მილიონით მეტი იქნება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 763 354…

მეტი...

აკუსტიკურ ხმაურზე გამკაცრებული სანქციები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე სანქციები მკაცრდება, შესაბამისი კანონი კი მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე, ჯარიმის დადგენილი ოდენობები აკუსტიკური ხმაურის გადაჭარბების პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა. „კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია და დადგენილია შესაბამისი ფულადი ჯარიმებიც, თუმცა დღემდე დადგენილი სანქციები, ჯარიმის ოდენობები, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება. ამიტომაც, მოვამზადეთ კანონპროექტი და წარვუდგინეთ პარლამენტს. მადლობა მათ…

მეტი...

,,საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო’’ 1 იანვრიდან სახელწოდებას იცვლის

კონკურენციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები 2024 წლის 1 იავრიდან ძალაში შედის. ცვლილებების მიხედვით, ძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, ზუსტდება ტექნიკური დეტალები/ტერმინები და იცვლება უწყების სახელწოდება. ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით მიიღო. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის აღსრულების დაწყებით სააგენტოს მანდატი და ფუნქციები გაიზარდა, უწყების სახელწოდება დარედაქტირდა შემდეგნაირად – „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“ | “Georgian Competition and Consumer Agency. მიღებული ცვლილებების შესაბამისად: სააგენტოს მიერ ადგილზე შემოწმებისას, უფლებამოსილი პირების ადგილზე არდაშვება ან/და შემოწმების პროცესის ხელის შეშლა გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას. კერძოდ, ეკონომიკურ აგენტს…

მეტი...

ველოდებით, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ – პრემიერი ურსულა ფონ დერ ლაიენს

ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელოდება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ, მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს ევროპული დემოკრატიების ოჯახთან, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში. როგორც წერილშია ნათქვამი, კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. „ქალბატონო პრეზიდენტო, პირადად თქვენ და ევროკომისიას მინდა, მოგახსენოთ უშუალოდ ჩემი და ჩემი მთავრობის უღრმესი მადლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ბოლოდროინდელი რეკომენდაციისთვის. ეს უდავოდ იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორობის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერის შედეგი.…

მეტი...

თოვლიანი პეკინი – ფოტორეპორტაჟი

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მოთოვა. გადათეთრებულია ქუჩები, შენობები, რაც ულამაზესი სანახავია.

მეტი...

პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკის მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პოლონეთის სეიმმა მინისტრთა საბჭოს შემადგენლობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს, ნდობა გამოუცხადა. მთავრობის შემადგენლობას მხარი 248-მა პოლონელმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 201 დეპუტატი იყო. მედიის ინფორმაციით, მთავრობის წევრები 13 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას წინაშე ფიცს დადებენ.

მეტი...

,,საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია”- პრემიერის წერილი შარლ მიშელს

,,ჩემი მთავრობა სრულად არის მობილიზებული და მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. როგორც წერილშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ,,მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულწრფელი მადლიერება გამოვხატო საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი თქვენი პირადი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირის ლიდერების ზემოხსენებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მძლავრი გზავნილის სახე მიიღო, რამაც დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის…

მეტი...

ღაზის სექტორში ორი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს

„ცაჰალის“ ჯარისკაცებმა ღაზაში ორი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. ისინი  7 ოქტომბერს გაიტაცეს. ისრაელის თავდაცავის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, გარდაცვლილები 27 წლის ედენ ზეჩარი და 36 წლის ზივ დადო არიან.  

მეტი...