,,ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას” – გიორგი მარგველაშვილი

,,ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას”. ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა და სალომე ზურაბიშვილის კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას” და მისადმი მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებას გამოეხმაურა. ,,ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, ღია-საჯარო განცხადებაში, მოიწვია პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები და არ ახსენა საქართველოს პრეზიდენტები. პრეზიდენტმა არ ახსენა პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას ამ ღონისძიებაზე, რადგან მიხდებს ისევ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა. ამ საჯარო განცხადების შემდეგ, დამირეკეს და მითხრეს, რომ მოწვეული ვარ, თუმცა საჯარო განცხადებაა მნიშვნელოვანი სადაც პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, უნდა ახსენოს პრეზიდენტები. დამირეკეს ადმინისტრაციიდან…

მეტი...

,,არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს” – ნიკა მელია

,,არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს”. ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა და NDI-ის კვლევეს შედეგებს გამოეხმაურა. ,,საზოგადოების დიდ ნაწილს, დაკარგული აქვს ნდობა არსებული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ მათ ინტერესებს. რატომ? ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. ვინაიდან, არც თუ ისე მცირე ნაწილმა ოპოზიციური პარტიებისა, მიიღო მანკიერი თამაშის წესები ბიძინა ივანიშვილის დაწესებული სტანდარტებიდან და ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და საკუთარი თავი გააიგივა ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან. საზოგადოებას საკმარისია გაესაუბრო ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში, ვინც დაგიდასტურებს, რომ ფული პოლიტიკაში მათ არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ, ხალხის ინტერესი ასახოს პოლიტიკოსმა და პოლიტიკოსთა ჯგუფებმა”, –…

მეტი...

აშშ-ში, ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, ორბანიც ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი უკვე შეერთებულ შტატებშია და ხვალ თეთრ სახლში მას დასავლური სამყაროს ლიდერი უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენის მოწოდების მიუხედავად კონგრესმა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი დახმარების პაკეტი დაბლოკა. ვაშინგტონში ჩადის უნგრეთის პრემიერმინისტრიც. ვიქტორ ორბანს საპირისპირო მიზანი აქვს. საჯარო მუქარის შემდეგ პუტინის ევროპელი მოკავშირე ცდილობს დაარწმუნოს ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომ შეწყვიტონ რუსეთის წინააღმდეგ ომის დაფინანსება. ეს იქნება ერთი-ერთი ბოლო მოლაპარაკებები ამერიკის დედაქალაქში, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს ომის მსვლელობისა და დასავლური სამყაროს პოლიტიკის ვექტორსაც.

მეტი...

საქართველოში სქესობრივი დანაშაულის რიცხვი გაიზარდა – შსს

საქართველოში სქესობრივი დანაშაულის ფაქტებმა იმატა. დანაშაული წინა წელთან შედარებით 4.04%-ით გაიზარდა, კერძოდ, ბოლო 9 თვეში 412 შემთხვევა მოხდა, მათგან მხოლოდ 272 ფაქტია გახსნილი. სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,კვლევები ადასტურებს, რომ იმ ქვეყნებში სადაც არ არის დანერგილი ყოვლსმომცველი სექსუალური განათლება არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის, ასევე არასრულწლოვანთა შორის ორსულობისა და აბორტის რიცხვის მათ შორის, ერთ-ერთი კვლევის თანახმად საქართველოში არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ფაქტობრივად 51% არასრულწოვანთა ორსულობის იმ ქვეყნებს შორის რომლებიც ამ კვლევის ფარგლებში შეისწავლეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება, რომელიც ბავშვებს მიაწვდის ცოდნას და ინფორმაციას…

მეტი...

იურიდიულმა კომიტეტმა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებას მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

მეტი...

მომავალ წელს გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს

მომავალ წელს გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს. ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებში, ანა ლურმანმა, ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მეთაურების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მომავალ წელს გააორმაგებს უკრაინის სამხედრო დახმარებას – 4 მილიარდიდან 8 მილიარდ ევრომდე”, – განაცხადა ლურმანმა. მისივე თქმით, , გერმანია უკრაინის მხარეს მტკიცედ დგომას აქტიურად აგრძელებს.

მეტი...

შვედეთი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 133 მლნ დოლარს გამოყოფს

შვედეთი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 133 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ულფ კრისტერსონმა და საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა ენერგომომარაგების სისტემების, გათბობის, კვების, საცხოვრებლისა და ჯანდაცვის მხარდასაჭერას მოხმარდება.

მეტი...

ალექსეი ნავალნის ციხეებში ვერ პოულობენ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელი უცნობია. ბოლო რამდენიმე დღეა, ის ადვოკატებთან კავშირზე არ გასულა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. სპიკერმა კირა იარმიშმა X-ზე დაწერა, რომ ადვოკატებმა რამდენჯერმე სცადეს წვდომა ორ სასჯელაღსრულების კოლონიაში, სადაც ნავალნი ბოლო დროს იმყოფებოდა, თუმცა ის არც IK-6 და არც IK-7 დაწესებულებაში არ ყოფილა. მათი თქმით, ოპოზიციის ლიდერს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ცნობისთვის, ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. იქამდე კი, 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა. მას 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მას შემდეგ რაც დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში, ექსტრემისტული…

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას”- ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას,”- ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე განაცხადა. მისი თქმმით, არსებობს სია, სადაც ჩამოთვლილია გარკვეული სამუშაოების პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. ,,რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არსებობს სია, სადაც ჩამოთვლილია გარკვეული სამუშაოების პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისობაში იყოს. რამდენადაც მე ვიცი, არის დადებითი მიმოხილვა. დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანეთს და ასევე, დასავლურ პარტნიორობას. ვფიქრობ, დროული იქნება, თუ პროგრესი ამ მხრივაც იქნება,”- განაცხადა იან ლიპავსკიმ.

მეტი...

უკრაინელები ავდეევკასთან წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინელები ავდეევკას მახლობლად წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ. ,,უკრაინულმა ქვედანაყოფებმა, სავარაუდოდ, წარმატებით განახორციელეს ადგილობრივი კონტრშეტევები, რითაც რუსულ ჯარების სოფელ სტეპნოეზე სრული კონტროლი ჩამოართვეს. დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა ახლა ფრონტზე ყველაზე ინტენსიური ბრძოლების ადგილად რჩება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

გორის გვირაბებში გეგმური სამუშაოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, 11 დეკემბრის 23:00 საათიდან 12 დეკემბრის 03:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე; ხოლო, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით…

მეტი...

რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც გაიმართება

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც გაიმართება. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს ეხება. არჩევნები იმ ტერიტორიაზეც გაიმართება, სადაც „საომარი მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს“.

მეტი...

უკრაინას მომავალი არ აქვს, ხოლო რუსეთს აქვს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინას მომავალი არ აქვს, ხოლო რუსეთს აქვს. ამის შესახებ პუტინმა ჯარისკაცებთან არაფორმალური შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენი მრეწველობა ვითარდება, ძალას იკრებს. მათ იციან, რომ მარაგი ეწურებათ. არ აქვთ საკუთარი ბაზა და, როდესაც არ გაქვს საკუთარი ბაზა, იდეოლოგიაც არაა საკუთარი, არც ინდუსტრია, არც ფული. არაფერი არ აქვთ საკუთარი, შესაბამისად – არ აქვთ მომავალი, მაგრამ ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა პუტინმა.  

მეტი...

მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო – მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. სააგენტოს ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ჩეხური მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო.  ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს სურს,  ევროპული საბჭოს სხდომამდე მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს. როგორც ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ,  სალომე ზურაბიშვილს განიხილავენ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული ღირებულებების წინ წაწევაში. მედიის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო პატივით დახვდნენ. მედიის ცნობითვე, დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული ძალისხმევა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები და სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში.

მეტი...

ომი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ეს ჰამასის დასასრულის დასაწყისია – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ომი აქტიურ ფაზაშია. მისი თქმით, ეს ჰამასის დასასრულის დასაწყისია. ,,ბოლო დღეებში ჰამასის ათობით ტერორისტი ჩვენს სამხედროებს ჩაბარდა. ისინი ყრიან იარაღს და ბარდებიან ჩვენს მამაც მებრძლებს. კიდევ გარკვეული დროა საჭირო. ომი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ეს ჰამასის დასასრულის დასაწყისია. მივმართავ ჰამასის ტერორისტებს, ნუ გაწირავთ თავს, დაგვნებდით ახლა”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

გერმანია უკრაინაში ომის „გაყინვის“ წინააღმდეგია – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია უკრაინაში ომის „გაყინვის“ წინააღმდეგია. მისი თქმით, „კონფლიქტის გაყინვა გამოიწვევს უკრაინის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვას და ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების შენარჩუნებას“. ანალენა ბერბოკის განცხადებით,  პუტინის მიუთითებს, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის, არამედ მთელი უკრაინისა და მისი ხალხის დაქვემდებარებას ცდილობს. „ამიტომ კონფლიქტის გაყინვა იქნებოდა  უკრაინის მხრიდან უარის თქმა არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ რუსეთის მხრიდან ძალადობის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებას გამოიწვევდა“, – აცხადებს ბერბოკი.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი – საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის. ,,საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიური, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე. კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს − „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან.…

მეტი...

მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია. კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, პასუხები ასეთია: დასაქმებულია – 44 პროცენტი, დაუსაქმებელია – 15 პროცენტი, სხვა – 41 პროცენტი. კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა, 35-54 ასაკობრივი ჯგუფი და კაცები უფრო მეტად ამბობენ, რომ დასაქმებულები არიან. გამოკითხვის  თანახმად, მათი თითქმის ნახევარი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია, სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს, ან ვერ შოულობს სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურებით. გამოკითხულთა 42 პროცენტი ამბობს, რომ სამსახურს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. 20 პროცენტი ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 18 პროცენტი ამბობს, რომ ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერ…

მეტი...

ტყუილია ინფორმაცია, თითქოს წერეთლის რეაბილიტაციის დასრულების ვადა გახანგრძლივდა – მერია

თბილისის მერიის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ვადა გახანგრძლივდა. მერიის ცნობით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს – 2024 წლის იანვრის ბოლოს. ,,გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის ”ფლანგვის დეტექტორი” და მოძრაობის ”ჩემი ქალაქი მკლავს” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს – 2024 წლის იანვრის ბოლოს. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან ყალბ ინფორმაციებს…

მეტი...

გამოკითხულთა აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. კითხვაზე, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს – 27 პროცენტი რუსულ სამხედრო აგრესიას ასახელებს. 13 პროცენტი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ხოლო 11 პროცენტი რუსულ პროპაგანდას. გამოკითხვის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება. ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში გამოკითხულთა 29 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას ასახელებს, 20 პროცენტი ნატო-ში გაწევრიანებას. NDI-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად…

მეტი...

გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს – 47%-მა განაცხადა, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. 19%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა. 13%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. 6%-მა არ იცის. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხულთა 4%-მა დაასახელა, სხვა პარტიები ერთად კი გამოკითხულთა 12 %-მა. კვლევაში წერია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. NDI-ის კვლევის მიხედვით, უმრავლესობა ამბობს, რომ მათ…

მეტი...

დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ – 80% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, 16%-ის თქმით, მოსალოდნელია, ხოლო 3%-მა არ იცის პასუხი. კვლევის მიხედვით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია. დაახლოებით, ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის – ამ კითხვაზე 83% პასუხობს, რომ არ ჰყავს, ხოლო 16%-ის განცხადებით, ასეთი ოჯახის წევრი ჰყავს.  

მეტი...

გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კითხვაზე, როგორ შეაფასებდნენ პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 16 პროცენტი ამბობს, რომ კარგად აფასებს, 41 პროცენტი საშუალოდ, 30 პროცენტი კი ცუდად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას. არ ვიცი – 11-მა პროცენტმა უპასუხა, ხოლო გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა უარი განაცხადა პასუხზე. კვლევაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.

მეტი...

გამოკითხულთა უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კითხვაზე, როგორ შეაფასებდნენ პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 29 პროცენტი დადებითად აფასებს, 37 პროცენტი საშუალოდ აფასებს. პრემიერ-მინისტრის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 26 პროცენტი. გამოკითხულთა შვიდი პროცენტი პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო ერთი პროცენტი უარს ამბობს პასუხის გაცემაზე. კვლევაში ნათქვამია, რომ თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ.

მეტი...

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 54 პროცენტმა განაცხადა, რომ კარგად აფასებს მთავრობის საქმიანობას, ცუდად გამოკითხულთა 38-მა პროცენტმა უპასუხა. არ ვიცი – განაცხადა გამოკითხულთა ექვსმა პროცენტმა, ხოლო უარი პასუხზე თქვა ორმა პროცენტმა. კვლევაში ნათქვამი, მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, დადებითობის მაჩვენებელი 11 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო უარყოფითი მაჩვენებელი ხუთი პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება.  

მეტი...

ოთარ შამუგიამ, დუბაიში, იაპონიის ინიციატივით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ შეხვედრას, რომელიც იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრ იტო შინტაროს მოწვევით გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ოთარ შამუგიამ დადებითად შეაფასა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის ფარგლებში (JCM) იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა. „2022 წელს საქართველოს და იაპონიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ თანამშრომლობის გასაფართოებლად და ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის შექმნისთვის. იგეგმება ერთობლივი კომიტეტის შექმნა, რომელიც შედგება…

მეტი...

დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოში რეფორმების გატარებაში პროგრესის გამო. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. „ფინეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.

მეტი...

„ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა”- ბაჩო დოლიძე

ბაჩო დოლიძის გაბცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. მისი თქმით, შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. „ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ ნამდვილად ითამაშა თავისი როლი. შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი პოლიტიკის, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. ახალი ხალხის ახალი ხედვა და პოლიტიკოსების დაგროვებული გამოცდილება მოგვიტანს შედეგს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. ეს შედეგი იქნება ახალი, ეკონომიკურად მდგრადი, დეპოლარიზებული…

მეტი...

9 თვეში, სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა – შსს-ს სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა. უწყების ცნობით,  412 ფაქტიდან  272 გახსნილია. 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაუპატიურების 154 შემთხვევა დარეგისტრირდა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების – 54, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების – 22, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის – 86, გარყვნილი ქმედების კი – 96. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, სქესობრივი დანაშაულის 396 შემთხვევა აღირიცხა, შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული 4.04%-ით გაიზარდა.

მეტი...

დავით ნარმანია, ზუგდიდში, დებატების პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების ტურნირის ფარგლებში, ქ ზუგდიდში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნა და დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. „დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად ვახორციელებთ უკვე მეორე პროექტს, რომელიც მოიცავს სკოლის მოსწავლეებს შორის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც მონაწილეთა ინფორმირებულობას, ასევე დებატების სხვადასხვა ტექნიკებით არგუმენტირებულ მსჯელობას. მიმდინარე დებატების ტურნირის ფარგლებში მონაწილეთა მხრიდან გამოიკვეთა ძალიან საინტერესო მოსაზრებები და პოზიციები, სწორი და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვები,…

მეტი...

კარგი ახალი ამბავია, რომ საქართევლო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ – ჯოზეფ ბორელი

კარგი ახალი ამბავია, რომ საქართევლო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მოვუწოდებ, გააგრძელოს ამ გზით სიარული, – ამის შესახებ  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კარგად მუშაობს. „ძალიან ბევრი რამ მოხდა მსოფლიოს ამ ნაწილში. ბელარუსის ადგილი იქნება ცარიელი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვახდინოთ ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ ძალებს. მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი არის რთულ სიტუაციაში. მათ შორის ბელარუსი, უკრაინა, ასევე კავკასიაში. კარგი ახალი ამბავი არის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ სიტუაცია სომხეთში მოითხოვს ჩვენგან ძლიერ მხარდაჭერას და ვნახოთ, როგორ…

მეტი...

ირაკლი ლექვინაძემ საფრანგეთში OECD-ის კონკურენციის 22-ე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე  ეკონომიკური  თანამშრომლობისა  და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიწვევით, საფრანგეთის ქ.პარიზში,  კონკურენციის შესახებ გამართულ რიგით 22-ე გლობალურ ფორუმზე მოხსენებით წარსდგა. ირაკლი ლექვინაძემ, პანელურ სესიაზე, საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის, მისი აღსრულების მექანიზმებისა და კარტელებში ეკონომიკური ანალიზის გამოყენების მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა. კონკურენციის გლობალურ ფორუმს ხელმძღვანელობდნენ: OECD-ის გენერალური მდივნი, მათიას კორმანი,  OECD-ის  კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ ჯენი და სხვები. ღონისძიებაში 100-ზე მეტი ქვეყნის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირი, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დღის წესრიგის თანახმად, გაფართოებული დიალოგის ფორმატში,  მთავარი განხილვის საგანს   – კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, საერთაშორისო პრაქტიკის, ტენდენციების, მიღებული შედეგების,…

მეტი...

იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

იტალიაში, ქალაქ ფაენცასა და ფორლის შორის სარკინიგზო ხაზზე, მატარებლების ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ინციდენტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი მაშველების ინფორმაციით, მომხდარის გამო სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო.  

მეტი...

12 წლის ბიჭი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა

ოდესის ოლქში მოზარდი ჭაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, ბიჭი წყლიდან ამოღებისას, სავარაუდოდ, გადავარდა. წინასწარი მონაცემებით, პოდოლსკის ოლქის ბალტას ტერიტორიული თემის ერთ-ერთი სოფლის 12 წლის მცხოვრები სახლის ტერიტორიაზე მდებარე ჭიდან წყლის მოსატანად წავიდა. „ბიჭმა წონასწორობა დაკარგა და ჭაში ჩავარდა. მამა ყვირილის გაგონებისას შვილის დასახმარებლად სასწრაფოდ გაემართა და ჯერ კიდევ ცოცხალი ამოიყვანა, მაგრამ სანამ ექიმები მოვიდოდნენ, ბიჭი გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, ევროპამ საკუთარი ღირებულებები და ერთიანობა გაბედულად უნდა დაიცვას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. ზელენსკის განცხადებით, ევროპამ გაბედულად უნდა დაიცვას საკუთარი ღირებულებები და ერთიანობა. „დღევანდელი საუბრისას, ევროკავშირის სამიტის წინ, პოზიციების კოორდინირება მოვახდინეთ. მე კიდევ ერთხელ გამოვხატე მადლიერება უკრაინის მიერ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების დადებითი შეფასებისთვის. იმედი გვაქვს, რომ სამიტზე იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება უკრაინის ფინანსურის მხარდაჭერისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...