თურქეთის პარლამენტის კომიტეტმა შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაამტკიცა

უცხოური მედიის ცნობით, თურქეთის პარლამენტის კომიტეტმა შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაამტკიცა. შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმი საგარეო ურთიერთობათა კომისიის დღის წესრიგში პირველად 16 ნოემბერს დადგა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა. დღეს კომიტეტი მეორედ შეიკრიბა. მისი ხელმძღვანელმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ შვედეთმა გადადგა ნაბიჯები, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საბრძოლველად. შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება. ამ მომენტისთვის უცნობია თუ როდის შედგება ასეთი კენჭისყრა.

მეტი...

,,ჰეზბოლამ” ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დაბომბა – IDF

ჩრდილოეთ ისრაელში ჰეზბოლამ ღვთისმშობლის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ,,თავდასხმა არა მხოლოდ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1701-ე რეზოლუციის ცხადი დარღვევაა, არამედ ასევე არის აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევა”, – აცხადებს IDF. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი პირი.

მეტი...

ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს

ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს. ამის შესახებ TOK TV-ის თავად მომღერალმა დაუდასტურა, თუმცა მიზეზი არ უთქვამს. შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა. მოგვიანებით ის 10 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე სწორედ იმ მოტივით გაათავისუფლეს, რომ “ხელოვანია და საახალწლოდ არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა აქვს დაგეგმილი”.

მეტი...

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევამ ხანგრძლივი და უძრავი საცობი გამოიწვია

რიკოთის უღელტეხილზე, ერთ-ერთ გვირაბთან მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ხანგრძლივი და უძრავი საცობი გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი შეფერხება დასავლეთიდან აღმოსავლეთში მიმავალ გზაზეა. ავარიის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ელექტრონულ არჩევნებზე დეზინფორმაცია ვრცელდება” – ცესკო პოლიტიკოსებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკო-ს მიმართ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. იხილეთ განცხადება სრულად: ,,საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად საქმე ეხება ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, პარლამენტის წევრი, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ამტკიცებს, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არც კი დაწყებულა და ამომრჩევლებმა რეგიონებში არ იციან, როგორ უნდა მისცენ ხმა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის სიცრუე. ვიდრე საზოგადოებას დეტალურად გავაცნობთ, თუ როგორ მიმდინარეობს ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია, გვინდა, შევახსენოთ აღნიშნული…

მეტი...

რუსებმა ხერსონი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,ბათუმის საპატიმროში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს” – სახალხო დამცველის მოადგილე

ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის გამო გუშინ, 25 დეკემბერს დაწყებული შიმშილობა დღეს საღამოს შეწყვიტეს. ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა განაცხადა. ,,რამდენიმე წუთის წინ ჩვენი წარმომადგენელი გამოვიდა დაწესებულებიდან, სადაც მან 8 მოშიმშილედან 5 პატიმარი მოინახულა. ბოლო ინფორმაციით, შვიდმა პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა და მგონი უკვე მერვემაც. სამმა პატიმარმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხედრაზე უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, პროტესტის ძირითადი მიზეზი ამანათებთან და წერილებთან დაკავშირებული პრობლემა იყო”, – ამბობს ელენე ღუდუშაური. მისივე ცნობით, ბათუმის მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში მოკვლევას და მონიტორინგს მომდევნო დღეებშიც…

მეტი...

ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ,,ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაახლოებით 5:20 საათზე იყო აფეთქება საელჩოს სიახლოვეს”, – განუცხადა გამოცემას ისრაელის საელჩოს სპიკერმა, გაი ნირმა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. ისრაელის ხელისუფლება ინდოელ კოლეგებთან აფეთქების მიზეზების გამოსაძიებლად თანამშრომლობს.

მეტი...

ზღვამ ათასობით ფეხსაცმელი გამორიყა

მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა „პიამ“ გემი დააზიანა, ზღვამ ათასობით ფეხსაცმელი გამორიყა  ჩრდილოეთ დანიის პლაჟებზე. გემი  დანიის გადამზიდავ კომპანიას A.P. Moller-Maersk (Maersk) ეკუთვნოდა. გემმაჩრდილოეთ ზღვაში  46 კონტეინერი დაკარგა სხვადასხვა საქონლით. გარდა ფეხსავმელებისა, სანაპიროზე სამედიცინო აღჭურვილობაც გამოირიყა. გემი გერმანიის ქალაქ ბრემერჰავენიდან პოლონეთის გდანსკისკენ მიემართებოდა.

მეტი...

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

,,არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიციისგან დაძაბულობის შექმნა, სიცრუის ტირაჟირება გაათმაგებული იქნება”- ირაკლი ზარქუა

არჩევნები კარს არის მომდგარი და ოპოზიციის მხრიდან დაძაბულობის შექმნა გაათმაგებული იქნება, მათ შორის იქნება სიცრუის ტირაჟირება, დაბრალება, შეკვეთილი სტატიები და სიუჟეტები, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, მზად ვართ, რომ ამ ხელმოცარულებს სიმართლე, საქმის კეთება და შედეგი დავუპირისპიროთ, როგორც ეს სტატუსის შემთხვევაში მოხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ახლა ჩუმად არიან და ჩირგვებში არიან შემძვრალი. „ახლა ჩუმად არიან და ჩირგვებში არიან შემძვრალი. რომელიმე გამოვიდა და თქვა, რომ შეცდომაში ვიყავით შესული და გულითადად ვულოცავთო? – ეს არ გაუკეთებიათ. პარლამენტში ჩვენ ევროკავშირის დროშებით მოვედით, თავად ისიც იკადრეს და თქვეს,…

მეტი...

ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2005 წ. დაბადებული ჰ.მ. და 2000 წელს დაბადებული ჰ.ს. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,სამართალდამცველებმა ჰ.მ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი და 46 ცალი ვაზნა, ხოლო ჰ.ს. – ს საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი 7 მჭიდი და 268 ცალი ვაზნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,”- ნათქვამია…

მეტი...

ხარკოვის რეგიონში დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქში განხოციელებული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,  ერთი კი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. გასული  24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ხარკოვის, ბოგოდუხივის, ჩუგუივის და კუპიანსკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს დაარტყეს. რუსეთმა არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით 15-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. დაზიანდა კერძო სახლები და კომერციული შენობები

მეტი...

შამპანურისა და კერძების რამდენიმე იდეალური კომბინაცია

გურმანებს თუ დავუჯერებთ, შამპანური და ცალკეული კერძები კულინარიულ სამყაროში ერთ-ერთი იდეალური კომბინაციაა. ჩვენ რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით, თქვენ კი გადაწყვიტეთ, რომელს შემატებთ წელს საახალწლო სუფრას.  შამპანური და ხამანწკები კლასიკური და, ბევრის აზრით, იდეალური კომბინაცია შამპანური და ხამანწკებია. თუ ხამანწკები გასინჯული გაქვთ, გეცოდინებათ, რომ საკმაოდ მარილიანი და ამასთან ერთად, განსაკუთრებული გემოთი ხასიათდება. შამპანურისა და ხამანწკების გემოვნური მახასიათებლები კი საოცარ სინთეზს ქმნის: შუშხუნა სასმელი კერძის ტექსტურასაც კი შესანიშნავად უხდება.  შამპანური და ყველი შამპანური და ყველი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომბინაციაა, მთავარი მიზეზი კი მათ შორის არსებული ბალანსია. მაგალითად, კრემოვან ყველს, რომელიც საკმაოდ ნოყიერია, შუშხუნა…

მეტი...

ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის მიწოდებაც იყო დაგეგმილი, უკვე ბელარუსშია – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის მიწოდებაც ბელარუსისთვის იყო დაგეგმილი, უკვე ქვეყანაშია. ”ყველაფერი თავის ადგილზეა და კარგ მდგომარეობაშია.” – აცხადებს ლუკაშენკო. ლუკაშენკოს განცხადებით,  მიწოდების პროცესი ოქტომბერში დასრულდა.

მეტი...

,,ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, თუ შნო აქვთ, არ სჯობს, სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ?”- ზარქუა ოპოზიციაზე

ოპოზიციის მოსაწონი ჩვენ და ქართველმა ხალხმა ვერაფერი გავაკეთეთ – ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, თუ შნო აქვთ, არ სჯობს, სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ? ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ”ხელმოცარულები მხოლოდ იმით არიან დაკავებული, როგორ შემოიტანონ ნეგატივი და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ”. „რა უცნაურია ჩვენი ოპოზიცია. მათი მოსაწონი ჩვენ და ქართველმა ხალხმა ვერაფერი გავაკეთეთ. გახსოვთ მათი შეგონებები, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გამორიცხული იყო, ფსევდორეფორმები ტარდებოდა. მაშინ პრეზიდენტთან შეხმატკბილებული იყვნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ქართველი ხალხის ნდობითა და ერთობლივი ძალისხმევით შედეგი მივიღეთ – საქართველო, როგორც არასდროს, ახლოსაა…

მეტი...

ადამ მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ,,19 800 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი. მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი. ასევე, დასრულდა გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დასრულდა დახაზვის სამუშაოებიც. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, უკვე სრულად აღდგენილია. ადამ მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო,”- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებილ ინფორმაციაში.

მეტი...

რუსეთმა პურის დარიგების დროს ჩერნიგოვის რაიონის სოფელი დაბომბა

რუსულმა ჯარებმა პურის განაწილების დროს  ჩერნიგოვის რაიონის სასაზღვრო სოფელი დაბომბეს. ამის შესახებ  რეგიონის ეროვნული პოლიციის მთავარი დირექტორატის საკომუნიკაციო სექტორში განაცხადეს. ინფორმაციის თანახმად, შაბათს, 23 დეკემბერს, რუსეთის არმიამ შეუტია დრონიდან მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებმაც პური მიიტანეს ნოვგოროდ-სევერსკის რაიონის ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელში. „სოფლის ცენტრში მშვიდობიან მოსახლეობას პურს ურიგებდნენ და ამ დროს დამპყრობლებმა დრონიდან თავდასხმა განახორციელეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ პოლიციაში.

მეტი...

ყაზბეგში, მყინვარწვერზე მაშველები დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ყაზბეგში, მყინვარწვერზე მაშველები დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველ არხი ავრცელებს. როგორც მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მაშველია ჩართული. უწყების ცნობით, მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 23 დეკემბერს მიიღეს.  

მეტი...

ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისის მერიის კონცერტზე

ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე – მომღერლების სიას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ხელშეკრულების პირობებში წერია ყველა დეტალი, მათ შორის შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა. შემსრულებელთა ჰონორარი დაანგარიშებულია “პოზიციების” შესაბამისად. ახალი წლის ღამეს იმღერებენ: ნატო მეტონიძე; სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები); ეკა მამალაძე; ნუკრი კაპანაძე; ეკა კახიანი; ლიზა ბაგრატიონი; ნატა ქუთათელაძე; დათო ალადაშვილი; ნიკა კოჩაროვი; ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი; მაია ჯაბუა; გიორგი მახარაშვილი; სოფო გელოვანი; მარიამ ებრალიძე; ანრი ჯოხაძე; ანა დოიაშვილი; საბა მიქელაძე; ნინა სუბლატი; ლიკა სირაძე; სანდრო მოსეშვილი; საბა ჩაჩუა; თინათინ დათიკაშვილი; მარიამ როინიშვილი; კონსტანტინე…

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. უწყების ცნობით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია.

მეტი...

,,წლევანდელი ფორმატი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა”- მინისტრი განმარტავს რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე

შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო, წლევანდელი ფორმატი კი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,  წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც  საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა განახორციელეს. ,,რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას, შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული. სამწუხაროდ, თავისი გადაწყვეტილებით, მონაწილეობა არ მიიღო ელჩების კონფერენციაში. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო განზომილება, ხელისუფლების ორი მთავარი შტო მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და…

მეტი...

კულება დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. კულებამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რიგგარეშე სამიტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა უნგრეთის ვეტოს გამო, არამედ იმიტომ, რომ დარჩენილი 26 ევროპული ქვეყანა უნგრეთს აძლევს დროს, რათა საბოლოოდ შეთანხმდნენ გაწევრიანებაზე. „მათ არ სურთ, ჰქონდეთ სიტუაცია, სადაც „მინუს ერთი“ გადაწყვეტილებები მუდმივად მიიღება“, – ამბობს კულება. მისი თქმით, უნგრეთს მოლაპარაკებისთვის ერთი თვე მიეცა, მაგრამ თუ შედეგი არ იქნება, თანხა მაინც გამოიყოფა.

მეტი...

,,ევროპამ რუსეთი მის საზღვრებთან ახლოს არ უნდა მიუშვას”- იან ლიპავსკი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპამ რუსეთი მის საზღვრებთან ახლოს არ უნდა მიუშვას. ,,ევროპამ რუსეთი მის საზღვრებთან ახლოს არ უნდა მიუშვას, ამისთვის უკრაინის დახმარება უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ ვაჩერებთ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას, რომელიც ასევე კბილებს ილესავს ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. უკრაინის დახმარება – სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური – ევროპის უსაფრთხოებას სარგებელს მოუტანს”, – განაცხადა ლიპავსკიმ.

მეტი...

ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია – ადმინისტრაცია

26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ. 26-28 დეკემბერს თბილისში „ელჩების კონფერენცია 2023 – საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა” იმართება. წლევანდელი კონფერენციის  მთავარი თემა ევროინტეგრაცია და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მეტი...

,,სუნთქავს დამოუკიდებლად, თვალები გაცილებით ჩაუცხრა, შეშუპება გაუნახევრდა”- როგორია ძაღლის მდგომარეობა

მიუსაფარი ძაღლი, რომელიც ბაღდათიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს დამოუკიდებლად სუნთქავს. „ოპერაციის შემდგომ ენდოტრაქეული მილი აღარ დასჭირდა, სუნთქავს დამოუკიდებლად, თუმცა ჟანგბადი მაინც მიეწოდება. სიცხე 39 (ძაღლებში ნორმაა), თვალები გაცილებით ჩაუცხრა, შეშუპება გაუნახევრდა. რეაგირებს ხმაურზე, მგრძნობელობა აქვს კიდურებზე. უტარდება სრული მედიკამენტოზური მკურნალობა. ველოდებით სუნთქვის დასტაბილურებას. ასაკით ოთხ წლამდეა“,- წერენ სოციალურ ქსელში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. 

მეტი...

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რადას მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა – კანონპროექტის თანახმად გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე მცირდება

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ. ამის შესახებ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა განაცხადა. კანონპროექტი გულისხმობს უკრაინის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანას მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გარკვეული საკითხების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის თანახმად, შეიცვლება და შემცირდება საბრძოლო მოვალეობის შესრულებისთვის გაწვევის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა განიხილოს.

მეტი...

„სატყეო სკოლაში“ სწავლა დასრულდა

მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას „სატყეო სკოლა“ ახორციელებს. სასწავლო კურსის ფარგლებში, IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ,  ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ  ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ. „სატყეო სკოლის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და  პროექტის „ECO.Georgia” დირექტორმა ლუთს იარჩინსკიმ გადასცეს. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს საქართველოს ტყეები, ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ტიპები, მერქნული და არამერქნული რესურსები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, ტყის…

მეტი...

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც მეტროპოლიტენი, ისე ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. „31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. მინდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მეტროპოლიტენის მომსახურება 31 დეკემბრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება პირველი იანვრის 03:00 საათამდე; ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება გახანგრძლივდება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე; რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრთა მომსახურება 31 დეკემბრის 22:00 საათიდან გახანგრძლივდება 2024 წლის პირველი იანვრის…

მეტი...

ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის ერთადერთი უპრეცედენტო გამონაკლისი დეკადა, 10 წლიანი მმართველობის, როცა არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი, ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები – პრემიერი

ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის ერთადერთი უპრეცედენტო გამონაკლისი დეკადა, 10 წლიანი მმართველობის, როცა არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი, ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ტერიტორიების დაკარგვა, ადამიანების მიგრაცია, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა და პრაქტიკულად გვიწევს ძალიან ბევრი რამის ხელახლა გაკეთება და აშენება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ბოლო წლებში აქტიური მუშაობა დაიწყო  ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ასევე,  მუშაობენ მსხვილ პროექტებზე. „ჩვენ ბოლო წლებში დავიწყეთ აქტიური მუშაობა  როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე დიდი, მსხვილი პროექტების, როგორიც…

მეტი...

,,ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება”- პრემიერი

ვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება,  რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოიტანა, ასე ვთქვათ, დაიწყო და მოიტანა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. „ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება,  რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოიტანა, ასე ვთქვათ, დაიწყო…

მეტი...

საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სიხარულით სავსე დღეებში მთელ ქალაქში საახალწლო ღონისძიებები გელოდებათ. დედაენის ბაღში და ორბელიანის მოედანზე მოწყობილია „საახალწლო სოფელი“, სადაც მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობაა: კონცერტები, წარმოდგენები, საშობაო ბაზრობები, სანტას სახლი და უამრავი გასართობი პატარებისთვის. „საახალწლო სოფელში“ შეგიძლიათ, ყოველდღიურად მობრძანდეთ, წამოიყვანოთ პატარები. 31 დეკემბერს კი, ტრადიციულად, ერთად შევხვდეთ 2024 წლის შემობრძანებას. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი დაიწყება. ეს იქნება ორმოქმედებიანი თეატრალიზებული შოუ, მიუზიკლი, რომელიც საქართველოსა და ევროპის კულტურას და…

მეტი...

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ გაწეული შრომის შედეგია“ – ოლივერ ვარჰეი

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საჩუქარი არ არის,  ეს თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია“ – ამ სიტყვებით მიმართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილე დიპლომატებს. ვიდეო-მიმართვა კონფერენციის მსვლელობისას გადაიცა. ვარჰეის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარებასა და ხელშეწყობას. „ჩვენს გვსურს დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება. ეს გეგმა მოიცავს შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტის გამოყოფას ოპტიკურ-ბოჭკოვანი…

მეტი...

,,საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი”- პრემიერი

საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია. „მე ახლა მინდა უფრო ფართოდ მიმოვიხილო ჩვენი 11 წლიანი მმართველობის კონკრეტული შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ კარგად და მე არ მინდა დეტალები გავიხსენო, თუ რა ვითარება იყო 11 წლის წინ, მაშინ, გახსოვთ კარგად, რომ არ იყო დაწყებული, რაიმე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები…

მეტი...

,,მომავალ წელს გველის კიდევ უფრო მეტი პროექტი, რადგან მოსახლეობის საჭიროებები იზრდება”- კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის ბოლო სხდომა გამართა და საზოგადოებას დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ ერთხელ წარუდგინა. „სრულდება 2023 წელი და მინდა, მოკლედ შევაჯამო, რა შევძელით და რა პროექტები განვახორციელეთ. 2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ჯამში, რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი; კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 ქუჩაზე ჩატარდა; 26 მილიონი ლარი დაიხარჯა 58 ავარიული შენობა-ნაგებობის გასამაგრებლად; 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის…

მეტი...

,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება არ არის საჩუქარი”- ო

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი, – ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. „ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენს დახმარებასა და ხელშეწყობას. უკვე ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენ ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. უფრო მეტიც, ჩვენს გვსურს,…

მეტი...