,,თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება, შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა” – ევროპარლამენტარი

,,თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება, შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა თიის როიტენიმ X-ზე დაწერა. ის ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ ბორელისთვის დაწერილ მიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ივანიშვილის არჩევანია.

,,ვწუხვარ, რომ საქართველოში სიტუაცია აქამდე მივიდა. ,,ქართული ოცნების” ანტიევროპული დარბევა არჩევანს არ გვიტოვებს. თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა. ეს არის ბატონი ივანიშვილის არჩევანი,” – წერს როიტენი.

მსგავსი თემები