მოზარდი, რომელიც ძაღლმა გაკაწრა, იპოვეს. დეტალებზე სოციალურ ქსელში ნინო ჯიბლაძე წერს. როგორც ირკვევა ბავშვი 3-ჯერ არის უკვე აცრილი.
„ყველას გაინტერესებთ და ასე უნდა გაგახაროთ! რა ბედნიერებაა, ასეთი კარგი ამბის გაზიარება: მოვიდნენ ბავშვის მშობლების მეგობრები და მოგვახარეს, რომ ბავშვი 3-ჯერ არის უკვე აცრილი! შეგიძლიათ გაახაროთ სხვებიც. ყველას უდიდესი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის!“ – ნათქვამია ფეისბუკ პოსტში.