,,დიახ ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ” – ღარიბაშვილი

დიახ ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გზა არ იყო იოლი და ბევრი სირთულე იქნა გადალახული აღნიშნული შედეგის მისაღწევად. „მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო, პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ისტორიულ გადაწყვეტილებას და ისტორიულ გამარჯვებას, ჩემო…

მეტი...

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა. შოუს დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ამ ულამაზესი, ჯადოსნური ქალაქის მკვიდრნო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს რეგიონებიდან და უცხოეთიდან. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად დიდია მათი სურვილი, დაბრუნდნენ საქართველოში და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან შინ, ევროპაში. დღეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს…

მეტი...

,,ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო” – კობახიძე

,,ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო”. ასე უპასუხა  ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავისუფლების მოედანზე, საზეიმო სცენაზე ასვლისა და საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალება. ,,სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. აქედან გამომდინარე, მისი ადგილი არ იყო ამ ღონისძიებაზე… ეს არის პროტოკოლის წესი და ევროკავშირის ელჩს ასე უნდა დაეწყო… ერთობა მხოლოდ იმ ხალხთან, ვინც ზრუნავს სახელმწიფოზე და ქვეყანაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, კაჰრამანის პროვინციაში 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:21 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე 3,4 კმ. იყო. არსებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

,,თქვენ უნდა აიძულოთ მთავრობას, რომ რეფორმები ჩაატაროს” – დავით არახამიას მიმართვა

,,გილოცავთ! ეს მხოლოდ დასაწყისია… თქვენ უნდა აიძულოთ მთავრობას, რომ რეფორმები ჩაატაროს”. ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,გამარჯობა ყველას, გამარჯობა, საქართველოვ. დღეს დიდი დღეა თქვენთვის და მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს. ეს დიდი დღეა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც იცით, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ შარშან და მიუხედავად ომისა, ჩვენმა პარლამენტმა და მთელმა ქვეყანამ ძალიან ბევრი იმუშავა, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა პირობა და დაეწყო მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად. მე მინდა მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო და ფაქტობრივად მან ააფრიალა პირველმა საქართველოში ევროკავშირის დროშა.…

მეტი...

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, გერმანიის მთავრობა შეძლებს, დააჩქაროს და გაამარტივოს ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მიღების განაცხადების განხილვა და უფრო სწრაფად მოახდენს იმ პირთა დეპორტაცია, ვისაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან. გერმანული მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესრატმა 15 დეკემბერს მიიღო. მანამდე, ნოემბერში კანონპროექტი დაამტკიცა ბუნდესტაგმა – გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ. ის ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. მანამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში შესვლა სურთ და ამ ქვეყნებში მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან.

მეტი...

,,ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება. ,,ევროკავშირი შეძლებს 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიც არ უნდა იყოს უნგრეთის პოზიცია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება”, – ამბობს კულება როგორც მან აღნიშნა, თუ ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ ეს თანხები კონსენსუსის მიღწევის გარეშე გამოიყოფა.

მეტი...

ევროპა ჩვენთვის არც უბრალოდ გეოგრაფიაა და არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა, ესაა ჩვენი მსოფლმხედველობა, სულიერება და ბუნებრივი მდგომარეობა – შალვა პაპუაშვილი

„იშვიათი და უდიდესი პატივია, ამ ისტორიულ დღეს, მოგმართოთ ქართველ ხალხს – გილოცავ, საქართველო! მდიდარო მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და კულტურით, თავდადებული მამულიშვილებით, გმირებითა და ბრძენკაცებით; მებრძოლო თავისუფლებისა და რწმენისთვის, შეუპოვარო, დაუდგრომელო და ღირსეულო. გილოცავ დღევანდელ დღეს!“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენს სამშობლოს მოუპოვებია, დღევანდელი წარმატება ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის გზაზე. „ეს ვიცით თითოეულმა ქართველმა. ვიცით, რადგან ევროპა ჩვენთვის არც უბრალოდ გეოგრაფიაა და არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა. ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენი სულიერება და…

მეტი...

„წინ, საქართველო, წინ!“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ აქართვლოს მოსახლეობის სახლახო ზეიმში მიიღო მონაწილეობა და თავისუფლების მოედანზე, ტრიბუნიდან, საქართველოს მოსახლეობას ქართულად მიმართა. „ქ-ნო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პოლიტიკურო ლიდერებო, ბატონო მერო, ბატონო ელჩებო, ძვირფასო საზოგადოებავ, გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა! ევროკავშირის ოცდაშვიდმა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს,  გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც, აქ და ახლა, მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის…

მეტი...

ერთადერთი, ვინც პრეზიდენტი ახსენა, ევრკავშირის ელჩი იყო

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს მოსახლეობა ევრკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობს, სიტყვა ევროკავშირის ელჩსაც მისცეს. ტრიბუნაზე ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ელჩი ავიდა, თუმცა, სიტვით ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოვოდა. ერთადერთი, ვინც ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი ახსენა, სწორედ ევროკავშირის ელჩი იყო. მან მილოცვა სალომე ზურაბიშვილის ხსენებით დაიწყო. ელჩმა საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა. „მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ბატნო პრემიერ-მინისტრო,  ბატინო პარლამენტის თავმჯდომარევ, პოლიტიკურო ლიდერებო, ბატონო მერო, გილოცავთ. დღეს ისტორიული დღეა. ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურო ლიდერებო, საჯარო მოხელეებო, სამოქალაქო საზოგადოებავ, მედიავ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს…

მეტი...

“ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოს მოსახლეობა რუსთაველის გამზირზე ზეიმობს. ადგილზე იმყოფება საქართველოს მთავრობა. ამ წუთებში შეკრების მოსახლეობას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. „ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ დამსახურებულად მოვოპოვეთ ევროკავშირის კანიდადატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. ჩევენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე. ეს გზა არ იყო იოლი. ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე.  ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ისინი ვინც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ თავიდან ავიცილეთ ომი და უბედურება…

მეტი...

„მომცემენ სიტყვას – ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ – გავივლი ხალხთან“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე დგას, ხალხს ესაუბრება და გამომსვლელებს ელოდება, როგორც მან მედიას განუცხადა, არ იცის, სიტყვით გამოსვლის უფლებას მისცემენ თუ არა. „მომცემენ სიტყვას – ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ – გავივლი ხალხთან. ჩვენ შეიძლება არ ვიზიარებდეთ ყველა პოლიტიკურ იდეას, მაგრამ, მთავარია, ერთად ვიდგეთ ხალხთან, ერთმანეთის გევრდთ. მაგალითად, მე ახლა მოვუსმენ პრემიერს და ვინც გამოვა ყველას. ეს არის ევროპულობა.  ამას ერქვა საქართველოში შემწყნარებლობა და ეს ტრადიცია უნდა დავიბრყნოთ. მოვისმენ, ახლა აქ არ არის კამათის დრო“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, მან ღონისძიებაზე, რომელიც ათონელის რეზიდენციაში გამართა, ბიძინა ივანიშვილიც მიიწვია.

მეტი...

„ახლა ერთიანობის დროა, ბევრი არც მიფიქრია, მოვედი“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი საზეიმო ღონისძიებას უერთდება. პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე ფეხით მივიდა და როგორც ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არის დღე, როცა ყველა უნდა ზეიმობდეს და ყველა ერთად იყოს. „რატომ მოვედი. იმიტომ, რომ აქ უნდა ვიყო, ბევრი არ მიფიქრია, ერთად უნდა ვიზეიმოთ. სიტყვის უფლებას მომცემენ თუ არა, არ ვიცი. უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიზეიმოთ ერთად. ეს ჩვენი გამარჯვებაა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. თავისუფლების მოედანზე ადამიანები ერთი იდეის გარშემო იკრიბებიან. ეს არის სახალხო ზეიმი – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის  მინიჭება. თავისუფლების მოედანი ადამინებს ვერ იტევს. პარალელურად, დღეს საღამოს აინთება ნაძვის ხე და გაიმართება კონცერტი.

მეტი...

,,მე აქ უნდა ვიყო”- თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტიც მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე, სახალხო ზეიმს უერთდება. მისი თქმით, საერთოდ არ უფიქრია უნდა მისულიყო თუ არა თავისუფლების მოედანზე, რადგან მისი თქმით, იქ უნდა იყოს. ,,ბევრი კი არა საერთოდ არ მიფიქრია აქ მოსვლაზე, რადგან მე აქ უნდა ვიყო” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეტი...

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობს

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობს. კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო ზეიმია. თავისუფლების მოედანზე კონცერტი იმართება.  შეკრებილ მოქალაქეებს კი ქვეყნის პირველი პირები მიმართავენ. ამ წუთებში, თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან და ისტორიული გადაწყვეტილების აღსანიშნად ემზადებიან.

მეტი...

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  საშემოდგომო სესია დატვირთული და საინტერესო იყო. „რაც მთავარია,  შედეგიანი საშემოდგომო სესია გვქონდა – საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამაში უდიდესი წვლილი აქვს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ყველა კოლეგას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა იმ ცვლილებებს, რომელმაც განაპირობა ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება, მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში, თებერვლის პირველ სამშაბათს  განაახლებს.  

მეტი...

უკრაინაში დეპუტატმა საბჭოს სხდომაზე ხელყუმბარა ააფეთქა – დაშავდა 26 ადამიანი

უკრაინაში, იმიერკარპატეთის ერთ-ერთი სოფლის საბჭოს სხდომაზე ადგილობრივმა დეპუტატმა ხელყუმბარა ააფეთქა. შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს. ცნობილია, რომ 11.37 საათზე შევიდა შეტყობინება “102” ხაზზე, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა სხდომაზე მუკაჩევოს რაიონის სოფელ კერეცკოვსკის საკრებულოს შენობაში ყუმბარა აფეთქდა.

მეტი...

პარლამენტმა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მიიღო „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება. პროექტის თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია,…

მეტი...

გარკვეულ ტერიტორიებზე მანქანების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მიიღო საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები, რომლის თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა, ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი დადგინდეს ან დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ. აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება – სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება. ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით…

მეტი...

ვულოცავთ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ – ჯიმ ო’ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. „შესანიშნავი ამბები ევროპული საბჭოსგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამაღელვებელი მომენტი ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი.

მეტი...

კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის ილიას გამარჯვება,  ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამარჯვება, ეს არის მიშას იდეის გამარჯვება – გიორგი ვაშაძე

კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის ილიას გამარჯვება, ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამარჯვება, ეს არის მიშას იდეის გამარჯვება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ეს არის პირველ რიგში იმ ახალგაზრდების გამარჯვება, რომლებიც დაუპირისპირდნენ რუსულ კანონს და წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის მიუხედავად, გაიტანეს გამარჯვების გოლი”. „გილოცავთ, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა არის. ვულოცავ მთელ საქართველოს, ქართველ ხალხს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ჩვენი წინაპრების გამარჯვება. ეს არის ილიას გამარჯვება, ეს არის ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამარჯვება, ეს არის მიშას იდეის გამარჯვება, ეს არის…

მეტი...

,,მიხარია, რომ შევძელით, მოგვეცა კანდიდატი სტატუსი, ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია”- კაია კალასი

,,საქართველოსთვის მთავარი მესიჯია, მოამზადოს საშინაო დავალება. მიხარია, რომ შევძელით, მოგვეცა კანდიდატი სტატუსი,”- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. მისი თქმით, წინსვლა მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ნებას და უამრავ პოლიტიკურ რეფორმას. ,,საქართველოსთვის მთავარი მესიჯია, მოამზადოს საშინაო დავალება. მიხარია, რომ შევძელით, მოგვეცა კანდიდატი სტატუსი. საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლა მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ნებას და უამრავ პოლიტიკურ რეფორმას. თუმცა ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია. ჩვენც უნდა მოვამზადოთ ჩვენი საშინაო დავალება. თუ ქვეყნები ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის. თუ თქვენ იქნებით მზად, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ…

მეტი...

,,გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ, კიდევ გოლი, კიდევ გოლი”- ლევან ხაბეიშვილი

„გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ, ნაღდი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით, კიდევ გოლი, კიდევ გოლი….”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი უგებს ერთით ნულს რუსულ პარტიას და წინ დიდი გამარჯვებაა. „გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ, ნაღდი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით, კიდევ გოლი, კიდევ გოლი…. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართმა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვოთ თავისუფლება, ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე…

მეტი...

დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს 63 მლნ ლარს. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადები შეადგენს 918 მლნ ლარს. მათ შორის, ქონების გადასახადი არის 275 მლნ ლარი, სადაც საწარმოთა ქონების გადასახადზე დაგეგმილია 225 მლნ ლარი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადზე -30 მლნ, ხოლო მიწის გადასახადზე – 20…

მეტი...

ბექა გრიგორიაიდისმა პროტესტის ნიშნად განაჩენის გამოცხადების მომენტში გამოიფატრა მუცელი – ადვოკატი

ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისის მამამ სასამართლოს სხდომათა დარბაზში თვითდაზიანებები მიიყენა. ადვოკატის ცნობით, ბექა გრიგორიაიდისმა პროტესტის ნიშნად განაჩენის გამოცხადების მომენტში გამოიფატრა მუცელი. ,,ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა ბექა გრიგორიაიდისმა პროტესტის ნიშნად განაჩენის გამოცხადების მომენტში გამოიფატრა მუცელი მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე..”- წერს ლაშა შუკაკიძე.

მეტი...

,,მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე – ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ეხმაურება. მისი თქმით, ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს. ,,მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს. ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა.  ახლა უკვე თავად ევროკავშირმა აწია ჩვენს რეგიონში თავისი დროშა და ამას ვეღარაფერი შეცვლის,”- აცხადებს…

მეტი...

საქართველოს პარლამენტმა დავით ნარმანია სემეკის წევრის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, დავით ნარმანია და გივი სანიკიძე აირჩია. დავით ნარმანია პირველი ვადით, 6 წლით, საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრის პოზიციაზე 2017 წელს აირჩია და 2019 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სემეკს. რაც შეეხება გივი სანიკიძეს, იგი პირველი ვადით დაიკავებს სემეკის წევრის პოზიციას. კომისიის წევრების ვაკანტურ პოზიციებზე, 6 წლით, დავით ნარმანიას და გივი სანიკიძის კანდიდატურები შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართველოს…

მეტი...

,,18-მეტრიანი ავტობუსები ჯიბეში არ გვიდევს, მათ დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება”- კახა კალაძე

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც კახა კალაძემ დეპუტატების მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, სატრანსპორტო რეფორმა არის გრძელვადიანი და ამას თბილისის მთავრობა თანმიმდევრულად მიჰყვება. „2017 წელს სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ აბსოლუტურად თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ამ პროცესში დაქირავებული გვყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია, დიდი გამოცდილების მქონე უცხოელი ექსპერტები და მათი მხარდაჭერითა…

მეტი...

ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი – ირაკლი კობახიძე

ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ასე არ იქნება, ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ ღირსებით სურთ დამსახურებული წარმატების მიღწევა. „ჩვენი ერთგვარი, ბუნებრივი სლოგანია – ღირსებით ევროპისკენ და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. ჩვენ გვინდა, ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ. ვინმეს თუ სხვაგვარად წარმოუდგენია ეს პროცესი, წარმოუდგენია ისე, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ნაცვლად იმისა, რომ საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ეს ასე არ იქნება. თქვენ გახსოვთ, ვინ ითხოვდა ცალ…

მეტი...

საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 855.4 ლარი შეადგინა – საქსტატი

საქტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა.  საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:  ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8 პროცენტით);  მშენებლობა – 3 033.4 ლარი (გაიზარდა 31.6 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი (გაიზარდა 13.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3 პროცენტით). 2023 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო…

მეტი...

,,რა ხიდზეა საუბარი, ხიდზეც რომ მანქანა იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ?”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის საცობებისგან განტვირთვისმიზნით, ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობა გრძელვადიან პერსექტივაში უსარგებლოა. ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენზე მეტად ვის უნდა, რომ გადაადგილების თვალსაზრისით არსებული პრობლემები მოგვარდეს. ხშირად საუბრობენ ესტაკადები, გადასასვლელი ხიდები გააკეთეთო. ეს არის სისულელე. ორი დღის წინ დედაქალაქში მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპირო „იდგა“. რა ხიდზეა საუბარი? ხიდზეც მანქანა რომ იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ? ესტაკადები კიდევ უფრო მეტი ავტომობილის წამახალისებელია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხეირს არ მოგვიტანს. რაც დაწყებული გვაქვს, მსგავსი ალტერნატივა არ არსებობს“, –…

მეტი...

,,ტაიკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი” – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზეიმო ღონისძიებაზე გამომსვლელთა სიაში სალომე ზურაბიშვილის გათვალისწინებული არ არის. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს. მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. იმპიჩმენტი შემთხვევით არ გამოვუცხადეთ, დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად. შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ვიცი, რომ ამაში მთავრობა ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ახლა ტაიკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, ეს არ ვიცი. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ არ იმსახურებს მისი ქვეყანა სტატუსს, არ იმსახურებს,…

მეტი...

დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვულოცავ საქართველოს, თქვენ დაიმსახურეთ ეს – გიტანას ნაუსედა

დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვულოცავ საქართველოს, თქვენ დაიმსახურეთ ეს​, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მისი თქმით, თვალს ადევნებდა რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში და ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობაა. „დღეს ვზეიმობთ და ნამდვილად ვამაყობ, რომ ვარ ევროპელი და ამ პოლიტიკური სიგნალის გასაგზავნა აუცილებელი იყო ჩვენი მეგობრებისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში, რადგან ეს ქვეყანა ომშია. მქონდა შესაძლებლობა, სატელეფონო საუბარი მქონოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მათ ვუთხარი – თქვენ იმსახურებთ ამ გადაწყვეტილებას, თქვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინეთ საჭირო რეფორმების განსახორციელებლად და დაჯილდოვდით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან გრძელი პროცესის დასაწყისია, თუმცა როდესაც წიგნს კითხულობთ, საჭიროა პირველი გვერდის გახსნა, რათა შორს წახვიდეთ. იმედი მაქვს,…

მეტი...

სოფელი „თოვლის დრაკონის“ მთის ძირში – ფოტორეპორტაჟი იუჰუდან

ამბობენ რომ აქ გაზაფხული წელიწადში 4-ჯერ მოდის. აქ ჰაერი ნოტიო, თბილია. პროვინცია მდიდარი მწვანე ჩაის ხეებითა და ბუჩქებით. ეს სოფელი იუჰუა. სოფელი იუჰუ მიეკუთვნება ნაქსის უმცირესობას და ის არის  არის ხეობის ბოლო სოფელი და მდებარეობს ლიჯიანგში, „ჯეიდის დრაკონის მთის“ ძირში. აქ ნახავთ უნიკალური კლდეებით აშენებული სახლებს,  ეს არის კლდეებისა და გამხმარი მიწის ნაზავი, რომელიც სოფელს სიძველეს მატებს და ისეთივე სახე იღებს, როგორიც მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო. აქ საკმაოდ პოპულარულია ლაშქრობა. მოკაზმული და ლამაზად მორთული ცხენებთ ადგილობრივებს ტურისტები „თოვლის დრაკონის“ მთის მიმართულებით ულამაზეს სანახაობას სთავაზობენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადილობრივი სამზარეულო და ტკბილეული,…

მეტი...

ჩემზე მეტად ვის უნდა უნდოდეს ქალაქში გადაადგილების პრობლემების მოგვარება?! – კახა კალაძე

„პირველი მე ვარ დაინტერესებული, რომ დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა იყოს მოგვარებული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში განაცხადა, სადაც საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მერმა დეპუტატ მიხეილ კაკაურიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი მზადაა, ოპოზიციისგან მოისმინოს და გაიზიაროს კონსტრუქციული რჩევები ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე პარლამენტის დონეზე, აქაც, თქვენთან, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი. ჩვენ შეიძლება გვქონდეს პოლემიკა, განსხვავებული მოსაზრებები გარკვეულ საკითხებთან…

მეტი...

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილიც – ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილიც, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, მათ შორის ერთ-ერთი, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მით უმეტეს, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩვენი პოზიცია. ეს არის იმ ხალხის საზეიმო ღონისძიება,…

მეტი...