ისრაელის მთავრობის მინისტრის, გადი აიზენკოტის შვილი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა

ისრაელის მთავრობის მინისტრისა და ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გადი აიზენკოტის შვილი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს. გენერალ-ლეიტენანტი გადი აიზენკოტი 2015-2019 წლებში „ცაჰალის“ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოვალეობებს ასრულებდა, ხოლო 2023 წლის ოქტომბერს ის ისრაელის მთავრობაში პორტფელის გარეშე მინისტრად დაინიშნა.

მეტი...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ,,2023 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს. ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების,…

მეტი...

,,სენატს მოვუწოდებ, მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის მხარდაჭერას მოუწოდებს. ,,მე ვიცი, რომ შიგნით უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, რას იზამს შეერთებული შტატები. ვფიქრობ, უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც ახლა უკრაინას უჭერს მხარს? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” პირობებს? რა დაემართება NATO-ს პირობებს, რას გააკეთებენ ისინი? ჩვენ თუ გვერდით გავალთ, სხვა შესაძლო აგრესორებს ეს მხოლოდ წააქეზებს. სწორედ ამიტომ, სენატს მოვუწოდებ, რამე ქნას, სწორი რამ – მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ.…

მეტი...

ნიკა მელია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ,,ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ვინაიდან ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას უკარგავს განვითარების პერსპექტივას და ართმევს მომავალს, მომავალს, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქვს აწყმო. ყველაფერ ამისთვის ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლათფორმებიდან, ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება და ამ პროცესში არ მქონია სხვა არანაირი პოლიტიკური მიზანი, გარდა ხალხისა და ქვეყნის ინტერესი. და დღეს ყველას ერთად, ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია, არაფორმალურ მართვასა და კულუარულ…

მეტი...

რუსეთში 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია უკანონოდ დეპორტირებული – ლუბინეცი

ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით უკრაინიდან რუსეთში უკანონოდ 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი ავრცელებს. „არსებობს 19 540-ზე მეტი ოფიციალურად დადასტურებული დეპორტირებული უკრაინელი ბავშვი. თუ ყოველდღე ერთ ბავშვს დავაბრუნებთ, მაშინ 55 წელი დაგვჭირდება“, – თქვა ლუბინეცმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე „თავისუფლება თუ შიში“. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს ახალი საშუალებების ძიებას უკრაინელი ბავშვების სახლში დასაბრუნებლად. გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ 8-დან 18 წლამდე ასაკის კიდევ რვა ბავშვი – ოთხი გოგონა და ოთხი ბიჭი სამშობლოში დააბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა კატარს და…

მეტი...

სეიშელის კუნძულებზე ოთხი კონტეინერი ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა – არის მსხვერპლი

სეიშელის კუნძულებზე აფეთქება სამშენებლო კომპანიაში მოხდა, სადაც ოთხ კონტეინერ ასაფეთქებელ ნივთიერებას ცეცხლი გაუჩნდა. კუნძულზე საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, გადაუდებელი შემთხვევის გარდა სახლიდან არ გამოვიდნენ. არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა, მათი საცხოვრებელი სახლების დანგრევის შედეგად. აფეთქებამ დააზიანა კომერციული შენობები, მიმდებარე საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა საერთაშორისო აეროპორტიც. ,,სეიშელის საერთაშორისო აეროპორტი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და კუნძულებს შორის საბორნე მომსახურება მუშაობს ვიზიტორებისთვის”, – ნათქვამია ქვეყნის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა. ამჟამად, კუნძულზე დაკეტილია სკოლები და საავადმყოფოები, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.

მეტი...

უკრაინამ რუსული აგრესიის მხარდამჭერებს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა რუსული აგრესიის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა 185 პირს. მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, ასევე არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და უკრაინის მოქალაქეებიც. სანქციები დაწესდა უზბეკეთის ერთი და გერმანიის ერთი მოქალაქის მიმართ. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ულიანოვსკის საავტომობილო ქარხნის გენერალური დირექტორი ადილ შირინოვი, ლუგანსკის თვითმფრინავების სარემონტო ქარხნის დირექტორი ალექსანდრე ვარიჩი, შპს Aeroscan-ის დირექტორი ალექსანდრე სტოროჟენკო, თათრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე-ეკონომიკის მინისტრი მიდჰათ შაგიახმეტოვი. ასევე, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე ოლექსი კუნევიჩი; იმ კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც მონაწილეობენ რუსული არმიის საჭიროებების დაკმაყოფილებაში. სანქციები დაუწესდათ ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებულ პირებსაც. სანქციები დაწესდა 181…

მეტი...

მოსკოვში ელექტროაღჭურვილობის საწარმო იწვის

მოსკოვში ელექტროაღჭურვილობის საწარმო იწვის. ინფორმაციას NEXTA ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საწარმოში ყველა ინდუსტრიისთვის ელექტროაღჭურვილობა მზადდება. როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, ცეცხლი საღებავების მაღაზიას გაუჩნდა. ხანძრის ფართობი 50 კვადრატული კილომეტრია.

მეტი...

პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია “ვივა ვაკის” დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია “ვივა ვაკის”  დირექტორს  მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.  ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ  ბრალდებულმა 2016 წელს, შპს ,,ვივა ვაკე“ დააფუძნა და მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინების შეძენის მსურველი პირები ყალბი სარეკლამო განცხადებებით მიიზიდა. კომპანიის დირექტორმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულებმა შპს ,,ვივა ვაკის” საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. ამ გზით,  ბრალდებულმა ჯამში  მოტყუებით 5 988 279,56  ლარი მიიღო, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ განახორციელა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საცხოვრებელი…

მეტი...

,,თუ ჰგონია, რომ სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს, მაგრად შემცდარა”- ღუდუშაური პრეზიდენტზე

,,მას თუ ჰგონია, რომ სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს  და ამოვარდნილია ყველაფრისგან. ,,ახლა ცდილობენ, რომ რაღაც მარში მოაწყონ, რაღაც ხელმოწერების შეგროვებას აკეთებს ეს ე.წ პრეზიდენტი. საერთოდ, ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ის ამოვარდნილია ყველაფრისგან და მის სიტყვებს თუ დავესესხებით, მას როგორც უყვარს – მას თუ ჰგონია, რომ სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება,”- განაცხადა ალუდა…

მეტი...

როდესაც შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციას და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა არ არსებობს – მდინარაძე

როდესაც შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით,  ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში ჩართულია  სალომე ზურაბიშვილი. „ეს მარში თუ არ იქნა, გამორიცხულია პოზიტიური გადაწყვეტილება რომ იყოს. რა სისულელეს აკეთებენ, რაღაცნაირად მიეწებონ ამ თემას. ამ თემაზე მიწებება თუ უნდოდათ, მოსულიყვნენ, დამსხდარიყვნენ და ელემენტარული საქმე მაინც გაეკეთებინათ, ფული არ ეხადათ ლობისტებში საქართველოს დასაზიანებლად, წინა პერიოდში, ევროპაში და ამერიკაში არ ერბინათ ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის ჩასაშლელად, იქ სიბინძურეები,…

მეტი...

ვანში არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით კაცი დააკავეს

ვანში არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა გოგომ პოლიციას თავად მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვანს ავტომობილი გაუჩერა, ტელეფონის ნომერი გამოართავა და ამასთან,  იძულებით, პირად ინფორმაციას სთხოვდა.    

მეტი...

ფილიპინებში ავტობუსი კლდიდან გადავარდა – დაიღუპა 17 ადამიანი

ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში ავტობუსის ხევში ჩავარდნისას მძიმედ დაშავებული მგზავრი გარდაიცვალა, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით , ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილებიდან რვა ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ოთხის მდგომარეობა კი  სტაბილურია. ავტობუსს ათობით ადამიანი გადაჰყავდა.

მეტი...

ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმას  ჟურნალისტის ოჯახის 22 წევრი ემსხვერპლა – მედია

ტელეკომპანია Al Jazeera-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმას მათი ჟურნალისტის ოჯახის 22 წევრი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, სახლი, რომელშიც მომენ ალ-შარაფის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, 6 დეკემბერს დაიბომბა. გარდაცვლილთა შორის ჟურნალისტის მშობლები, სამი დედმამიშვილი და სხვა ნათესავები არიან.  

მეტი...

ქალმა ლეკვი ფანჯრიდან გადააგდო

კიევში ქალი ცხოველების მიმართ სისასტიკისთვის დააკავეს – მან ლეკვი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო. ამის შესახებ კიევის პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტში განაცხადეს. დანაშაულის შესახებ არხიპენკოს ქუჩის მცხოვრებლებმა ობოლონის პოლიციის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებას შეატყობინეს. გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ გაარკვია, რომ 29 წლის ხერსონის ოლქში მცხოვრებმა 2 თვის ძაღლი, რომელიც ცოტა ხნის წინ ადგილობრივ ბაზარში იყიდა, მე-7 სართულის ფანჯრიდან გადააგდო. ლეკვი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

მეტი...

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას – დანილოვი

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი სოციალურ ქსელში წერს. დანილოვი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის დაბლოკვას ეხმიანება.  მისივე თქმით, ყოველი დღე არის მძიმე, მაგრამ უკრაინა საჭირო გაკვეთილზე იზრდება და ძლიერდება. „სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა, ვის, სად და როგორ მისცეს ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი ქვეყნის დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს და არ ვაპატიებთ არავის დაღუპულებსა და დაშავებულებს. ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას,…

მეტი...

გონჩარენკო ისე მსჯელობს, მგონი, მალე დაუბრუნდება გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ეკეთა – მამუკა მდინარაძე

გონჩარენკო ისე მსჯელობს, მგონი, მალე დაუბრუნდება თავის გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ეკეთა, – ასე ეხმიანება  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას. მისი თქმით, გონჩარენკო „სულ რაღაც თვეების წინ ქართული „ნაცური“ მედიის უსაყვარლესი რესპონდენტი იყო და დღესაც არ უჭირთ მისი მესიჯების გახმოვანება“. „ამავდროულად, ეს ადამიანი ძალიან მტრული მესიჯებით გამოდიოდა საქართველოსთან მიმართებით და თურმე, მართლები ვყოფილვართ მასთანაც და ბევრ სხვასთანაც, რომლებიც გუშინ გეორგიევსკის ლენტებით დარბოდნენ, დღეს გახდნენ უკრაინის პატრიოტები და ისევ უბრუნდებიან იმ ნარატივს. მთლად არა, მაგრამ მგონი, მალე მივა იქამდე, რა ნარატივიც ჰქონდათ…

მეტი...

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების…

მეტი...

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას. კანონი კრძალავს გაჯეტების გამოყენებას გაკვეთილების დროს, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. როგორც დუმას თავმჯდომარის მოადგილემ პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს, როდის მისცეს ბავშვებს მობილური ტელეფონები – შესვენების დროს თუ გაკვეთილების შემდეგ.

მეტი...

პარლამენტში იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით,  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ. ასევე, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონში ცვლილების მიღებით გათვალისწინებული იქნება  ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“. „ჩვენი ქვეყანა ევროპელი პარტნიორებისგან ძალიან მალე ელოდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.  ამ საკითხის შემადგენელი ნაწილი, ჯერ კიდევ 12-პუნქტიან გეგმასთან მიმართებით, ჩვენი ევროპელი…

მეტი...

ოთარ შამუგია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის რეგიონულ ხელმძღვანელს მაიკლ ფრენკომს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის რეგიონულმა ხელმძღვანელმა მაიკლ ფრენკომმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის საკითხები, მესაქონლეობის დარგში არსებული მდგომარეობა, კვლევის „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ შედეგები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. ოთარ შამუგიამ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს; ერთობლივად არაერთ პროგრამას ვახორციელებთ და მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. სოფლის მეურნეობის სექტორში ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებებია მესაქონლეობის დარგის მხარდაჭერა-განვითარება, სასოფლო-სამეურნეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, აგროსასურსათო…

მეტი...

,,ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას”- კალასი ორბანს ესაუბრა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრკაია კალასსა და  უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც  სოციალურ ქსელში კალასი წერს, საუბრისას განიხილეს უსაფრთხოების საკითხები. ,,ევროპული საბჭოს სამიტის წინ მე ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკავშირის გაფართოება ასევე არის ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა”, – წერს კალასი.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ჩვენთან საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიული სისტემა – კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ჩვენთან საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიული სისტემა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარეობს ძალიან კარგი პროცესი. „ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარეობს ძალიან კარგი პროცესი, რომელიც ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჯერ ცხრა წელი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, შემდეგ ოპოზიციაში, ეს პარტია იყო მთავარი დაბრკოლება ქვეყნის განვითარების გზაზე. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ დაშლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რათა ჩვენთან საბოლო ჯამში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიული სისტემა“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ,,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„პირად შეურაცხყოფებს თავი დაანებეთ, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს”- დაპირისპირება პარლამენტში

 სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე – ერთმანეთს იაგო ხვიჩია და თენგიზ შარმანაშვილი დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების შემდეგ იაგო ხვიჩიას დარბაზის დატოვება მოუწია. თენგიზ შარმანაშვილ სხდომის წამყვანს რეგლამენტის დაცვა მოსთხოვა. მისი თქმით, მესამე მოსმენის საკითხების განხილვისას არ იყო მიზანშეწონილი იმ კითხვების დასმა, რასაც „გირჩის“ წარმომადგენელი მომხსენებელს უსვამდა. „პირად შეურაცხყოფებს თავი დაანებეთ, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს. ეს კაცი არის გადასული პირად შეურაცხყოფებზე, სამარცხვინოდ იქცევა და ამოვიდა ყელში უკვე. თუ არ შეწყდება რეგლამენტის დარღვევა, მე ავდგები და დავტოვებ ამ სხდომას, ახლავე დავტოვებ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა შარმანაშვილის საპასუხოდ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „რამე თუ…

მეტი...

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. „მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში. სემეკი, წლებია, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომუნალური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურის როლი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. უკვე 20 წელია, რაც სამსახური აქტიურადაა ჩართული მოქალაქეთა უფლებების დაცვაში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით. ვულოცავ სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს…

მეტი...

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ილჰამ ალიევის ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე  გამოქვეყნდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს ილჰამ ალიევი 2003 წლიდან, უკვე მეოთხე ვადით იკავებს.  ბოლო არჩევნები ქვეყანაში 2018 წელს გაიმართა.

მეტი...

ზელენსკის ორბანთან შეხვედრა სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა უნგრეთის  საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. მისი თქმით, განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა. ,,სატელეფონო საუბარი გვქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან.  განვიხილეთ ჩვენი ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. უახლოეს მომავალში უკრაინის რადა ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე კანონპროექტის მიღებას გეგმავს. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. აღვნიშნე, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 14-15 დეკემბერს გაიმართება, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და…

მეტი...

პუტინს თუ არ შევაჩერებთ, ის მეტისთვის დაბრუნდება და ამერიკის მტრები გაიხარებენ – ქემერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის მიუხედავად, ფოკუსი უკრაინაზე უნდა იყოს მიმართული. მისი თქმით, უკრანაში ომი „ჩვენი თაობის ბრძოლაა“, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს კონტინენტის უსაფრთხოებას. „ვიცით, რომ თუ პუტინს არ შევაჩერებთ, ის მეტისთვის დაბრუნდება და კულუარებში ამერიკის მტრები გაიხარებენ“, – განაცხადა დევიდ ქემერონი.

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წლის ნოემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 13 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 – მცხეთა-მთიანეთის, 2 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 26 – შიდა ქართლის, 3 – სამცხე-ჯავახეთის, 7 – გურიის, 3 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 – იმერეთის, ხოლო 12 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის…

მეტი...

რუსეთში, მე-8 კლასელმა გოგომ გიმნაზიაში ცეცხლი გახსნა

რუსეთში, ბრიანსკში, გიმნაზიაში მერვე კლასელმა გოგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.  დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი. ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სავარაუდოდ არის თავად თავდამსხმელიც. ,,დღეს 9:15 საათზე, ქალაქის სადისპეტჩერო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია ბეჟიცკის რაიონში, ნომერ მეხუთე გიმნაზიაში არსებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, სკოლაში მერვეკლასელმა გოგომ იარაღი შეიტანა და სროლა დაიწყო. ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულისა და ოთხი დაშავებულის შესახებ. სავარაუდოდ, დაღუპულებს შორის არის თავდამსხმელიც”, – აცხადებს  ქალაქის ადმინისტრაცია. 

მეტი...

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა. არჩევნები რუსეთში 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. „დანიშნეთ რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტისთვის. ეს დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში. სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, თარიღის განსაზღვრასთან ერთად იწყება წინასაარჩევნო კამპანია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, განიხილება სამდღიანი არჩევნების ჩატარების საკითხიც. ამ შემთხვევაში არჩევნები 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.

მეტი...

მოვუწოდებ უშიშროების საბჭოს, დაგვეხმაროს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაში – გუტერეში

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლი გამოიყენა. გუტერეში უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, იმოქმედოს ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე. „გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემი ყოფნის პერიოდში პირველად, მე გაერო-ს წესდების 99-ე მუხლი გამოვიყენე. ღაზაში ჰუმანიტარული კოლაფსის რისკის ფონზე, მე მოვუწოდებ საბჭოს, დაგვეხმაროს ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაში და მხარეებს მოუწოდოს ცეცხლის შეწყვეტისკენ“, – წერს გუტერეში. გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გათვალისწინებით, გენერალურ მდივანს აქვს უფლება, უშიშროების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოაქციოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

მეტი...

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

7 დეკემბერს, 08:16 საათზე აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები ბაქოშიც იგრძნობოდა.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაცია წევრების უმრავლესობამ დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობა პარტიას ტოვებს. კასპის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, რვა დეპუტატიდან ფრაქცია ექვსმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გააკეთეს. მათივე განცხადება, პარტიის დატოვების მიზეზი ახალი მენეჯმენტის მიერ შეუსრულებელი დაპირებების ფონზე პარტიის დასუსტებაა.  

მეტი...

ბრიუსელში ევროპარლამენტარის თანაშემწე დაჭრეს

ბრიუსელში სროლისას 4 ადამიანი, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი ევროპარლამენტარის თანაშემწე დაჭრეს. „ევროპის სახალხო პარტიაში“ აცხადებენ, რომ შვედი ევროპარლამენტარის თანაშემწე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...