სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური გამოსვლა 6 თებერვალს გაიმართება

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის რანგში პარლამენტს 6 თებერვალს მიმართავს. უცნობია, რა აქცენტები ექნება პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის დროს. პრეზიდენტის ყოველწლური მიმართვისთვის, ქვეყნას არც ახალი პრემიერი და არც მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. ამ დროისთვის გაურკვეველია ისიც, რა სტატუსით და დაესწრება თუ არა საერთოდ ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო ანგარიშს.

მეტი...

უკრაინის რადაში მობილიზაციის შესახებ განახლებული კანონპროექტი შეიტანეს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა და უმაღლეს რადაში შეიტანა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის განახლებული ვერსია. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, კანონპროექტის კომენტარები და შენიშვნები გათვალისწინებულია გენერალურ შტაბთან, მთავრობასთან და სახალხო დეპუტატებთან ერთად. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტში მკაფიოდ არის განსაზღვრული ჯარში სამსახურის ვადები ომის პირობებში. ყველა ჯგუფის ინვალიდები გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურისგან. ამასთან, მოხალისეებს მობილიზაციის შემდეგ ორთვიანი ვადა ეძლევათ პირადი საკითხების მოსაგვარებლად და მობილიზაციისთვის მოსამზადებლად. მობილიზაციის შემდეგ ყველა მოქალაქე გაივლის სავალდებულო სამხედრო სწავლებას 2-3 თვის განმავლობაში. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ მობილიზებული არ შეიძლება მაშინვე ფრონტზე გაგზავნონ.

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“. სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ელექტროენერგეტიკის სექტორს. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და პოლიტიკას, ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითად პარამეტრებსა და ტიპოლოგიას, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელ ჩარჩოს, ევროპის მე-3 და მე-4 ენერგეტიკული პაკეტების მოთხოვნებს, სატარიფო რეგულირების პრინციპებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკისა და სხვადასხვა ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები. სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 თებერვალი, 18:00 საათი. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო…

მეტი...

,,უკრაინას ეწურება იარაღი თავისი ქალაქების დასაცავად” – Bloomberg

,,უკრაინას ეწურება იარაღი თავისი ქალაქების დასაცავად”, – წერს სააგენტო Bloomberg. სააგენტო აღნიშნავს, რომ აქტიური თავდაცვის შესანარჩუნებლად უკრაინას დასჭირდება საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის მუდმივი მარაგი, რომლის მიწოდება მოკავშირეებს უჭირთ. საჯაროდ, უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, მაშინაც კი, თუ მოკავშირეთა მხარდაჭერა არ იქნება. მაგრამ ფრონტიდან ცნობები ცხადყოფს, რომ იქ სიტუაცია სულ უფრო მძიმეა. ,,ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის საჭირო ადგილზე. ახლა საკითხავია, რა შეგვიძლია გავაგზავნოთ და რა შეგვიძლია მივცეთ უკრაინას”, – თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა.

მეტი...

რომელი ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება წერეთლის რეაბილიტაციის შემდეგ?

წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის და რო­ბა­ქი­ძის ქუ­ჩე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ამ გას­ცა და­ვა­ლე­ბა დიდი დიღ­მის სარ­კი­ნიგ­ზო კავ­ში­რის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მიმ­დი­ნა­რე­ობს და­დი­ა­ნის ქუ­ჩის და თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბაც. ,,რო­გორც იცით, “რამ­ბო­ლის“ დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის, მათ შო­რის, დიდი დიღ­მის სარ­კი­ნიგ­ზო კავ­ში­რის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის კვლე­ვა და გავ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზია პირ­ველ რიგ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. თბი­ლი­სის მე­რი­ამ ასე­თი და­ვა­ლე­ბა უკვე გას­ცა. ამ და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის კვლე­ვა და გავ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზი უნდა ჩა­ტარ­დეს დრო­ში გა­წე­რი­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად და შემ­დგომ­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი”, – განაცხადეს მერიაში. მათივე თქმით, ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე­ზე…

მეტი...

გერმანიაში გაიხსნება ტაძარი, სადაც დაღუპულ შინაურ ცხოველებთან დამშვიდობება იქნება შესაძლებელი

გერმანიაში, ქალაქ ალბშტადტში, ყოფილი პროტესტანტული ეკლესიის შენობაში გაიხსნება ტაძარი, რომელშიც მსურველები დაღუპულ შინაურ ცხოველებთან დამშვიდობებას შეძლებენ. ამ ეტაპზე შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება. ტაძრის გახსნის შემდეგ, იქ სამგლოვიარო ცერემონიის ჩატარებას ძაღლების, კატების, ზაზუნების, თუთიყუშების, ღორების, ვირთხებისა და რეპტილიების პატრონები შეძლებენ.

მეტი...

ჩინეთმა „თალიბანთან“ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რამდენიმე ქვეყნის ელჩების რწმუნებათა სიგელები მიიღო და მათ შორის იყო მეზობელი ავღანეთი, რაც წარმოადგენს თალიბანის დროებითი მთავრობის პირველ ოფიციალურ აღიარებას დიდი ქვეყნის მიერ. სი ძინპინი ბილალ კარიმს, თალიბების მიერ დანიშნულ ავღანეთის ელჩს, ოფიციალურ ცერემონიაზე მიესალმა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ კუბის, პაკისტანის, ირანისა და 38 სხვა ქვეყნის ელჩები. მან ახალ ელჩებს განუცხადა, რომ ჩინეთი ეძებს ახლო მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მათ ქვეყნებთან.

მეტი...

31 იანვარს თამარობაა

31 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო თამარობას აღნიშნავს. თამარ მეფე ქართული ეკლესიის მიერ წმიდანადაა შერაცხული. იგი გიორგი III-ემ თანამოსაყდრედ 1179 წელს გამოაცხადა, ხოლო 1184 წელს ის საქართველოს მონარქი გახდა. თამარ მეფის ტიტულია: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი”. მეცნიერები თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად რამდენიმე წელს ასახელებენ.

მეტი...

,,შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 ჯარისკაცი მოვამზადოთ” – ბორელი

,,შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 ჯარისკაცი მოვამზადოთ”. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. ,,დღეს შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 ჯარისკაცი მოვამზადოთ. ზაფხულის ბოლოს, ეს მაჩვენებელი 60 000 მიაღწევს და თქვენ იცით, რომ კარგი წვრთნა, ბრძოლის ველზე, სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს”, – განაცხადა ბორელმა.

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მეტი...

პირველი თებერვლიდან, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება: „დღეს 31 იანვარია, დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ პირველი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი, ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება, პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. ხვალიდან, პირველი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ხვალიდან კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

385 230 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 385 230 (+1090) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 31.01.24-მდე ასეთია: ტანკები – 6310 (+10), ჯავშანტექნიკა – 11757 (+32), საარტილერიო სისტემები – 9195 (+51), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 974 (+2). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 663 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7100 (+16), ფრთოსანი რაკეტები – 1846 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –…

მეტი...

Facebook-ი და Messenger-ი შეფერხებით მუშაობს

Facebook-ი და Messenger-ი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ შეფერხება ძირითადად აპლიკაციის დესკტოპ ვერსიას აქვს. მომხმარებელთა ნაწილი, მიღებული შეტყობინებების წაკითხვას ვერ ახერხებს. შეფერხებასთან დაკავშირებით კომპანიას განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მეტი...

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. გერმანიის მთავრობის განცხადებით, სამხედრო დახმარება მოიცავს: 24 ჯავშანტრანსპორტიორს; 4 თვითმავალ Bandvagn 206-ს; IRIS-T SLS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებს; 1000-ზე მეტ 155 მმ საბრძოლო მასალას; სამ WISENT ტანკს; ხიდის დაგების მანქანას BEAVER-ს სათადარიგო ნაწილებით; ნაღმის 14 გუთანს; საზღვაო ნაღმების გაწმენდის სისტემას; სატელიტური სამეთვალყურეო სისტემას, ასევე, სასაზღვრო სამსახურის ოთხ მანქანას; მოცურების საწინააღმდეგო 450 ჯაჭვს.

მეტი...

„ფინია რომ დავუძახო, კარგი იქნება?” – პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ „არსებობს ჩიხუახუას სინდრომი – ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს იმ მხრივ, რომ თავის ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს”. „ჩიხუახუაზე ლაპარაკს არ ჯობია, კონსტიტუციით მეორე პირი რომ ხარ, რაღაც შეგეკითხონ, ზრდილობისთვის მაინც საქმის კურსში ჩაგაყენონ – რომ არ გეკითხებიან არაფერს, ეს უფრო ცუდი არ არის და სამარცხვინო არ არის ქვეყნისთვის? მე, მაგალითად, შემრცხვებოდა, პარლამენტის ისეთი თავმჯდომარე ვიყო, რომ პრემიერმინისტრი გადააყენონ და ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდე. ეს არის პრობლემა, თორემ ჩიხუახუა და ძაღლის ჯიშებზე ლაპარაკი…

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“. სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ელექტროენერგეტიკის სექტორს. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და პოლიტიკას, ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითად პარამეტრებსა და ტიპოლოგიას, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელ ჩარჩოს, ევროპის მე-3 და მე-4 ენერგეტიკული პაკეტების მოთხოვნებს, სატარიფო რეგულირების პრინციპებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკისა და სხვადასხვა ენერგეტიკული უწყებების წამომადგენლები. სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 თებერვალი, 18:00 საათი. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო…

მეტი...

„არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინაა, თუმცა 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს”- კალაძე პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის დაყენება 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან არჩეული მერია და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დასასრულებელი. მისივე განმარტებით, აღნიშნული თანამდებობა დედაქალაქში მცხოვრებლების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. „არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინაა, თუმცა როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს,“- აღნიშნა კახა კალაძემ.  

მეტი...

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი თებერვლისთვის

პირველი თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6818 ლარი ეღირება, ევრო – 2.9044 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3984 ლარი. დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6827 ლარი ღირდა, ევრო – 2.9080 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4019 ლარი.  

მეტი...

უკრაინამ რუსეთისგან 207 ტყვე დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთისგან 207 ტყვე დაიბრუნა –  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით, ახსოვთ ტყვეობაში მყოფლი თითოეული უკრაინელი. “ჩვენი ხალხი დაბრუნდა. 207. მათ სახლში ვაბრუნებთ, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ გვახსოვს თითოეული უკრაინელი ტყვეობაში. მეომრებიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც. ჩვენ ყველა უნდა დავიბრუნოთ. Ჩვენ ვმუშაობთ ამაზე!” – წერს ზელენსკი.

მეტი...

ევროკავშირმა რეალური ზომები უნდა მიიღოს უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით – ევროპელი ლიდერების მიმართვა

ევროკავშირმა რეალური ზომები უნდა მიიღოს უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ გერმანიის კანცლერის, დანიის, ჩეხეთის, ესტონეთის და ნიდერლანდების პრემიერების ერთობლივ წერილშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა განაახლონ ძალისხმევა და გააძლიერონ სამხედრო მხარდაჭერა. ,,ევროპას სჭირდება კოლექტიური ძალისხმევა უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში შეიარაღებისთვის, რადგან შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოგერიებას. ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა განაახლონ ძალისხმევა და გააძლიერონ სამხედრო მხარდაჭერა და უნდა გაგრძელდეს კოლექტიური ძალისხმევა“, – აცხადებენ ევროპელი ლიდერები ერთობლივ მიმართვაში.

მეტი...

ირაკლი კობახიძეს, როგორც არასდროს, ისე ექნება მთელი გუნდის და მომხრეების მხარდაჭერა – ირაკლი ზარქუა

ირაკლი კობახიძეს, როგორც არასდროს, ისე ექნება მთელი გუნდის და მომხრეების მხარდაჭერა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ამაყები არიან, რომ საპარლამენტო წიაღიდან ხდება პრემიერის წარდგენა. ,,ამაყები ვართ, რომ ჩვენი საპარლამენტო წიაღიდან ხდება პრემიერის წარდგენა. ამას რატომ დაერქვა ისტორიული, იცით? – აქამდე არასდროს არ ყოფილა, ჩვენ ხომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და შესაბამისად, ეს ორმაგად სასიხარულოა. ასე რომ, ირაკლის, როგორც არასდროს, ისე ექნება მთელი გუნდის და მომხრეების მხარდაჭერა. რაც შეეხება, თავად გადადგომას, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მშვენივრად ახსნა და კომენტარს არ იმსახურებს. რაც შეეხება, მეორე ნაწილს. სუსტი რგოლი,…

მეტი...

დონალდ ტუსკი პოლონეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ პარლამენტი მის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს არ მიიღებს. „პრეზიდენტ დუდას თუ სურს, როგორმე ხელი შეუშალოს მთავრობას ხალხისთვის ფულის გადახდაში, მაშინ ალბათ მე და ჩემი კოალიციური პარტნიორები გადავწყვეტთ, დაუყოვნებლივ შევამციროთ პარლამენტის ვადა და დავნიშნოთ ახალი არჩევნები“, – განაცხადა ტუსკმა.

მეტი...

2023 წელს ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის მაჩვენებელმა დაიკლო – შსს-ის მონაცემები

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია. ,,როგორც წინა წლებში, 2023 წელსაც გაგრძელდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია და გასულ წელს, საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია რეგისტრირებული დანაშაულის 64.87%. 2023 წელს შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები. საანგარიშო პერიოდში განზრახ მკვლელობების და განზრახ მკვლელობის მცდელობების 178 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია – 8.71%-ით. ასევე, შემცირებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებიც. გრძელდება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლების ტენდენციაც. შემცირებულია ქურდობის, მათ შორის…

მეტი...

დღეს „ნაცებს“ და ჩემს ბაჯაღლო „ხაბეს“ წლისთავი აქვთ, რა ბედოვლათიც იყო, ის არის ახლაც – ირაკლი ზარქუა

დღეს „ნაცებს“ წლისთავი აქვთ, ჩემს ბაჯაღლო „ხაბეს“. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავის პარტიაში რამეთუ მელია ჩამოაგდო, გააერთიანა ჩვენი ქვეყნის მთელი „სანაცეთი“. ამ ძლევამოსილი არმიით შემდეგ შეუტია და დაიხსნა თავისი ბელადი – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ერთწლიან საქმიანობას. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი ”მანამდე რა ბედოვლათიც იყო, ის არის ახლაც.” „რა უნდა გაეკეთებინა? მანამდე რა ბედოვლათიც იყო, ის არის ახლაც. იმდენად სამარცხვინო შედეგებით არის, რომ უკვე მისი ტელევიზიაც კი ემიჯნება. გახსოვთ, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ვინც არის, ჩემს გარემოცვაში ყველა დასცინისო. აი, ეს მიიღეს. მე კი…

მეტი...

თუ უნდა შეცდომები მივუტევოთ, ბოდიში მოიხადოს და ვეტყვი – ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო, ფრანგულადაც გადავუხდი მადლობას – ზარქუა

პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! – უნდა აღიაროს, თუ უნდა, რომ მივუტევოთ და მზად ვარ ვუთხრა – ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო, ფრანგულადაც გადავუხდი მადლობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ” თუ ღირსება შერჩენია, ბოდიშის მოხდა არ არის ცუდი ტონი.” „მე კითხვას დავუსვამდი ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს, რასაც ადგილი ჰქონდა?! ნანობს თუ არა, რომ რადიკალებს შეეკრა?! ველოდები, რომ გამოვა და იტყვის – მე ვიყავი შეცდომაში შეყვანილი, მადლობას გიხდით მთავრობას და პარლამენტს სტატუსის დამსახურებულად მოპოვებისთვის და მე მეტს აღარ გავაკეთებ. ეს მოლოდინი მაქვს,…

მეტი...

ვის განიხილავს ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ორ კანდიდატს განიხილავს. „ეკონომისტის“ ცნობით, ზელენსკიმ ზალუჟნის განუცხადა, რომ მის გადაყენებას აპირებდა და მას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც ზალუჟნიმ უარი განაცხად. გამოცემა წერს, რომ ზალუჟნის თანამდებობაზე ორი გენერალი  – უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი განიხილება.  

მეტი...

ადევნების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა არ ეთანხმება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კოლეგის მიმართ ადევნების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო. სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა – სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. ,,შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება. აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიიღეს. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება. „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრები, 5 მარტამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება,”- ნათქვამია…

მეტი...

დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ.  ტრამპს ნობელის პრემიაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი კლაუდია ტენი წარადგენს. „დონალდ ტრამპმა ხელი შეუწყო შუა აღმოსავლეთში პირველი ახალი სამშვიდობო შეთანხმებების დამყარებას თითქმის 30 წლის განმავლობაში. ათწლეულების მანძილზე ბიუროკრატები, საგარეო პოლიტიკის „პროფესიონალები“ ​​და საერთაშორისო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამშვიდობო შეთანხმებები შეუძლებელი იყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტის გარეშე. პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის. ჩემთვის პატივია ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დასახელება და მსურს, რომ მან მიიღოს ის აღიარება, რასაც ის იმსახურებს“, – აცხადებს კლაუდია ტენი.

მეტი...

ღამით ფსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ფსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო. უწყების ცნობით, ერთი უკრაინული დრონი გაანადგურეს. ზარალის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს არ გაუვრცელებია.  

მეტი...

,,შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი”- როგორი ამინდი იქნება 1-3 თებერვალს

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 1-2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო. 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო…

მეტი...

სუნელი ყირგიზეთიდან, ქათამი ჩინური, ნიგოზი კორეული – გამოვიდა საცივი (ვიდეო)

რადგან ჩინეთში ქართული ტრადიციული კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები არ იშოვება, თუ საცივის მომზადება გინდა, გამოსავალიც მოიძებნება. ხმელი სუნელი ყირგიზეთიდან ჩამოიტანეს, ქათამი ჩინურია, ნიგოზი კორეული, „მზარეული“ ქართველი, ფოლკლორიც ქართული. სტუმრები: ყირგიზი, ყაზახი, ბელარუსი, უზბეკი, ჩინელი, თურქმენისტანელი, მოლდოველი, სომეხი, აზერბაოჯანელი, ესპანელი, ლათინო ამერიკელი  და ბრაზილიელი. საცივს სხვა ქართული კერძებიც მიემატა და სუფრაც გაიშალა. რაც მთავარია, ქართულ სამზარეულოს, ფოლკლორს და ცეკვებსაც „ეზიარნენ“ და საკმაოდ აღფრთოვანებულებიც დარჩნენ. ასე რომ, საქართველოს პოპულარიზება ყველანაირი მიმართულებით გრძელდება.

მეტი...

,,მე რომ შემეძლოს კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც დღეს იქმნება”- კახა კალაძე

მე და ჩვენი თანამშრომლები ვერ ვარჩევთ კომპანიებს, ეს ხდება ტენდერის საფუძველზე, მე რომ შემეძლოს კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც დღეს იქმნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ყოველი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს გულისხმობს ათეულობით წლის განმავლობაში ხელშეუხებელ კომუნიკაციებს, რომლებიც სრულიად ამორტიზებულია, გამოსულია მწყობრიდან. იწყებ სამუშაოებს და დგები კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობენ. ამას ემატება არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება რიგი კომპანიების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში, ერთვებიან სამუშაოების პროცესში და სრულიად ვერ აცნობიერებენ, რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნიათ დედაქალაქის წინაშე.…

მეტი...

,,სააკაშვილმა წასვლის წინ არევა დაიწყო, დავით ბაქრაძე პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, მიშა კი, საერთაშორისო ორგანიზაციებს საშინელებებს ეუბნებოდა მასზე”- ჩერგოლეიშვილი

მიხეილ სააკაშვილმა წასვლის წინ ეგრევე არევა დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნები მოდიოდა ბაქრაძეს პრეზიდენტობაზე უნდა ეყარა კენჭი, სააკაშვილი საშინლად იქცეოდა, საერთაშორიო ორგანიზაციებს საშინელებებს ეუბნებოდა ბაქრაძეზე, საოცარ უპატივცემულობას გამოხატავდა, – ამის შესახებ თამარ ჩეგიოლეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბრაზობდა ამაზე, რომ დავით ბაქრაძე იყრიდა კენჭს. „მიშა თავიდან ბოლომდე გვანჯღრევდა, აჩენდა კონფლიქტის კერებს, ეჭვიანობდა, არ უნდოდა, რომ პარტია ხელიდან გასხლეტვოდა. ხელიდან გასხლეტვაში რას ხედავდა იცით? – წესებზე თუ იქნება აწყობილი პარტია, მაგ წესებით თავად დაკარგავს კონტროლს. ვინმე კი არ ეუბნებოდა, რომ არ იყო პარტიაში, წადი პარტიიდან ან არ ჩაერიო, უბრალოდ წესებს დაემორჩილე. მე ვარ წესი, მე ვარ…

მეტი...

თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერმინისტრი, ეს იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის – პაპუაშვილი

“იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერმინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ხვალ პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული. “რაც შეეხება ახალ პრემიერმინისტრს, კანდიდატურა ხვალ პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც მსჯელობს პარტია და აქაც მნიშვნელოვანია ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერმინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან პირველად, მას შემდეგ რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერმინისტრი წამოვა რეალურად…

მეტი...

დრონით იერიში სანქტ-პეტერბურგში, “ნევსკი მაზუთის” ქარხანაზე

სანქტ-პეტერბურგში “ნევსკი მაზუთის” ქარხანაზე დრონით იერიში გახორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება დილის 4 საათზე მოხდა. ქალაქის მოსახლეობა აფეთქბეების ხმებმა გააღვიძა. ,,რაღაცამ ძალიან ხმამაღლა დაარტყა მოსკოვსკის სადგურის მიდამოში, ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა,“ – განუცხადა “ფონტანკას” ქალაქის მცხოვრებმა. უპილოტო საფრენი აპარატი გლუხოზერსკოეს გზატკეცილზე “ნევსკის მათუტის” ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა და ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, სერიოზული ხანძარი არ ყოფილა.

მეტი...