ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, ,,მაჭახელას” მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ კლინიკა მალევე დატოვეს, რადგან მძიმე ჭრილობები არ აღენიშნებოდათ და მათ სიცოცხლეს საქმე არ ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.

მეტი...

,,სიბინძურეა ის, რაც გახარიამ თქვა” – გიორგი ვოლსკი

„როცა ერთ გუნდს განუდგები და უღალატებ იმ პრინციპებს, რომელმაც ეს გუნდი და ამ გუნდში გახარია გააერთიანა, შეგიძლია ხელი მოაწერო ყველანაირ სიბინძურეზე“. ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, “ეკონომიკური ზრდით 20-25 ოჯახი სარგებლობს საქართველოში“. „გამორიცხულია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ფორმაციაში 20-25, თუნდაც 50 ოჯახი განაგებდეს სიტუაციას. მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია უპრეცედენტოდ დიდი სოციალური პაკეტის შექმნა, სადაც იხარჯება ყველაზე მეტი თანხა, რომ საზოგადოება, რომელიც არის მოწყვლადი, გადარჩეს და მთელ საზოგადოებას ჰქონდეს გარკვეული შეღავათები, თუნდაც…

მეტი...

ბათუმში მანქანა ავტობუსს დაეჯახა – არიან დაშავებულები

ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი გაჩერებული იყო, როცა მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სხვადასხვა ტრავმით, რესპუბლიკურსა და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.

მეტი...

ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულში ოთხ რუს ჯარისკაცს ბრალი წაუყენეს

ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულში ოთხ რუს ჯარისკაცს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული ჯარისკაცები რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს უკრაინაში ცხოვრობდნენ. რუსი ჯარისკაცების მიერ აღძრული საქმე პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ ათწლეულების წინანდელი კანონი გამოიყენა. კანონი მიზნად ისახავს იმ ადამიანების დევნას, ვინც სამხედრო დანაშაულს ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადის. საბრალდებო დასკვნის თანახმად, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სოფელ მაილოვეში, ამერიკის მოქალაქე სახლიდან ძალადობრივად გაიტაცეს, სცემეს და აწამეს რუსეთის სამხედრო კომპლექსში, სადაც ის 2022 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მეტი...

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, მოსკოვის რეგიონში გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვის რეგიონში უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, პრორუსი ილია კივა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა “მედუზა” ავრცელებს. რუსული მედია ვარაუდობს, რომ პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის მკვლელობა, სავარაუდოდ, უკრაინულ სპეცსამსახურებს უკავშირდება. ,,კივა მოკლეს”, – დაწერა სოციალურ ქსელში პუტინის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა.

მეტი...

ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

კობა კობალაძე სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 21 სამხედრო პირისა და 2…

მეტი...

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეეცვლას აიძულებდა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137 – ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ე“ და მე- 4 ნაწილის ,,გ“…

მეტი...

ისრაელში მე-200 სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით,  ქვეყანაში მე-200 სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანეს. სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან ისრაელს 10 000 ტონაზე მეტი სამხედრო ტექნიკა მიეწოდა, მათ შორის ჯავშანტექნიკა, იარაღი, პირადი დამცავი აღჭურვილობა, სამედიცინო მარაგი და საბრძოლო მასალა. შეერთებული შტატები ისრაელის უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერია, რომელიც ყოველწლიურად უზრუნველყოფს დაახლოებით 3,8 მილიარდ აშშ დოლარის თავდაცვის დახმარებას.

მეტი...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გორგოძე სოფო ცენტრს პირველი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი. ცნობისთვის, სოფო გორგოძე გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.  

მეტი...

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის – შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით. „ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ის განზრახ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებისთვის და ამიტომ რამის გამორიცხვა შეუძლებელია. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით. რამის გამორიცხვა ძნელი იქნება. რაც უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს, საბოლოო ჯამში, იმ ნაბიჯს…

მეტი...

10 დეკემბერს პრეზიდენტი Zoom პლატფორმით ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2023 წლის 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში – https://rb.gy/mx7wgp; კვირას, 10 დეკემბერს, თბილისის დროით, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი Zoom პლატფორმის მეშვეობით შეხვედრას გამართავს ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან. ,,შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა საქართველოდან მიაწვდინოს ხმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით. კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ, 2023 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, დაუკავშირდეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით: administration@president.gov.ge და მოგვაწოდოთ…

მეტი...

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მასთან ქორწინებაში მყოფ პირზე ფიზიკურად იძალადა. ის მეუღლეს წლების მანძილზე აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი) და 151-ე…

მეტი...

ვიტალი კლიჩკოს კომენტარი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სეზონი გაიხსნა – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადება იმის ნიშანია, რომ „პოლიტიკური სეზონი გაიხსნა“. „ვფიქრობ, მერის კომენტარი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სეზონი გაიხსნა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიემართება და სულ მალე დაემსგავსება რუსეთს, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებებზეა დამოკიდებული.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის 150 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 150-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი არაბთან გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაბთან გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ლიდერთან, მუჰამედ ალ ნაჰიანთან, ჯერ დელეგაციების შემადგენლობაში, შემდეგ კი პირისპირ. დღის ბოლოს პუტინი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც პრინც მუჰამედ ალ საუდს შეხვდება.

მეტი...

 ფილიპინებში ავტობუსი კლდიდან გადავარდა – 17 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, 4-ის კი სტაბილური. ავტოსაგზაო შემთხვევა სამშაბათს მოხდა. სამაშველო ჯგუფებმა შემთხვევის ადგილიდან ყველა ცხედარი ამოიყვანეს.

მეტი...

უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს წარმატების მიღწევა – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, კონგრესი უკრაინის დახმარებას თუ არ დაამტკიცებს, ეს პანდორას ყუთს გახსნის. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს წარმატების მიღწევა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა განაგრძოს მარცხი. ამას თუ არ გავაკეთებთ, პუტინს შესაძლებლობა ექნება, დაუსჯელად იმოქმედოს, რაც გახსნის აგრესიის პანდორას ყუთს მთელ მსოფლიოში. სხვა შესაძლო აგრესორები შეხედავენ, ისინი ისწავლიან ამ გაკვეთილს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მეტი...

თოვის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა – კახა კალაძე

„თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა,“ – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას. თბილისის მერის განცხადებით, ის გამორიცხავს კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობის და შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომავალ არჩევნებზე ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოსვლის რესურსი აქვს. „ზოგადად, ასეთ შეხვედრებს ჩვენ…

მეტი...

18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში – კალაძე

18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა. „ავტობუსში დასამონტაჟებელია გარკვეული ტექნიკური დეტალები, რის შემდეგაც, იანვრის ბოლოს დავიწყებთ ამ ავტობუსების ხაზებზე გაშვებას. რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება, თუ რა მარშრუტებზე იმოძრავებს ეს ავტობუსები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში. დღეს გვაქვს პრობლემა და ეს გამოწვეულია, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რადგან ავტობუსი რომ გაჩერებაზე აგვიანებს, იქ თავს იყრის უფრო მეტი ადამიანი და ამას უკვე ჯაჭვური…

მეტი...

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან – კახა კალაძე

„ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას მოჰყვა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. „ჩვენ ხომ ვიცით ოპოზიციის ქმედებები? მათი მთავარი გზავნილია, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. ისინი წლების წინ, ასევე, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო და ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ჩვეულებრივი მავნებლები არიან. რაც შეეხება ორბანს, მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დაგვანახა, რომ უნგრეთი, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის რთულ…

მეტი...

ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა – კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ

„არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოხდა და იქ არავინ ცხოვრობდა. „ტყუილია, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა. ამ ნაგებობების მშენებლობა დაწყებული იყო რამდენიმე კვირის წინ. ახლა კი, მათი დემონტაჟი მოხდა. ეს არის სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. არსებობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებს ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში…

მეტი...

”ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია დღეს 30-მდე ადამიანმა დატოვა.  ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ია ჯიშკარიანმა განაცხადა. პარტია დღეს  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 11-დან 10 წევრმა და ხობის ადგილობრივი ორგანიზაციის კიდევ 18 წევრმა დატოვა.

მეტი...

გოძიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება, 6-დან 20 დეკემბრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა 23:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. პირველ ეტაპზე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის ქუჩაზე – მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვალენტინ თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ თოფურიძის ქუჩიდან მაჭავარიანის ქუჩის მიმართულებით თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით. მაჭავარიანის ქუჩიდან თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით…

მეტი...

,,შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი”- 6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. 10 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში 7 დეკემბრის დილამდე ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექი სითბოს ფონზეა მოსალოდნელი, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ…

მეტი...

ბათუმში, ავტომობილში ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს – ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ბათუმში, ავტომობილში 70 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია TV-25 ავრცელებს. ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

მეტი...

უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა აბსოლუტური სიგიჟეა – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხის გამოყოფას მიაღწევს. „უკრაინის დამარცხებაზე პასუხისმგებლობა შეგვიძლია, საკუთარ თავზე ავიღოთ, თუ ვერ შევძლებთ უკრაინისთვის დაფინანსების მიწოდებას“, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენმა.  

მეტი...

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო ბაზარს, ხოლო მეორე შემთხვევაში სამშენებლო-დეველოპერულ სექტორს. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „რეპსოლი“  საავტომობილო საწვავით ვაჭრობის ბაზარზე მოქმედებს, ხოლო შპს „იბერკომპანი“ ავტოგასამართი სადგურების ოპერირებისა და იჯარით გაცემის ბაზარზე. ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2022 წელს შეადგინა 1 311 160 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა – 487, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა – 1250, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=949.7, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ შპს „რეპსოლის“ მიერ შპს „იბერკომპანის“ საკუთრებაში არსებულ…

მეტი...

,,გამარჯვების უფლება არ უნდა მივცეთ“- ბაიდენი ტრამპზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ტრამპი 2024 წლის არჩევნებში კენჭს რომ არ იყრიდეს, არაა დარწმუნებული, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. „ტრამპი კენჭს რომ არ იყრიდეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ კენჭს ვიყრიდი, მაგრამ ჩვენ მას გამარჯვების უფლება არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.    

მეტი...

პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება.  აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. ,,პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს. ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. აღნიშნული ხელს შეუწყობს…

მეტი...

ამერიკული დახმარების გაჭიანურებით, იქმნება საფრთხე, რომ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს – ერმაკი

კიევმა მოუწოდა აშშ-ს კონგრესს, რაც შეიძლება მალე დაუჭიროს მხარი უკრაინის დახმარების პაკეტს, რადგანაც კიევისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების გაჭიანურებით იქმნება საფრთხე, რომ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. „დიდი რისკი იქნება, რომ ჩვენ დავრჩებით იმავე პოზიციაზე, რომელშიც ახლა ვართ და, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელს გახდის უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლების მცდელობების გაგრძელებას, ეს შექმნის ამ ომის წაგების დიდ რისკს“, – განაცხადა ერმაკმა.  

მეტი...

გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით – კახა კალაძე

„პოპულისტური განცხადებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის კარგს არ მოუტანს“, – თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, თითქოს, თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. მისი შეფასებით, გიორგი ვაშაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ არაფერი იცის. შესაბამისად, მისი მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება არასწორია. „აღნიშნული თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანა პოზიტივს არავის მოუტანს. მას წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულების მოსაწესრიგებლად. მგონია, რომ პოლიტიკოსმა ეს დეტალები არც უნდა იცოდეს. არსებობენ პროფესიონალი…

მეტი...

ტრამპის განცხადებით, კვლავ თუ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, „დიქტატორი“ მხოლოდ პირველ დღეს იქნება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ კვლავ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, დიქტატორი მხოლოდ პირველ დღეს იქნება. ამის შესახებ ტრამპმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დემოკრატებმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა აღნიშნა, რომ თუ ტრამპი 2024 წლის არჩევნებს მოიგებს, ამერიკას ავტოკრატია დაემუქრება. „მინდა, დავხურო საზღვარი და მინდა, ვბურღო, ვბურღო და ვბურღო“, – განაცხადა დონად ტრამპმა.

მეტი...

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, „საახალწლო სოფელი“ კი 16 დეკემბრიდან გაიხსნება

შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ. „მინდა, მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით. საღამოს 8 საათზე გაიმართება ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთების ცერემონია. ყველას გეპატიჟებით. საკმაოდ საინტერესო საღამო იქნება. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის…

მეტი...