ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზვავსაშიშროების, ქარბუქის, დაბალი ხილვადობის და ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

უკრაინამ რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანზე ძებნა გამოაცხადა. უწყების ცნობით, ოლიგარქის კომპანიები რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროსაც აგრძელებენ მუშაობას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის. ცნობისთვის, მიხეილ ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $12.1 მილიარდს შეადგენს.

მეტი...

ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა და ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა და იქ მებრძოლ ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა. ინფორმაციას მედია პრემიერმინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,ვიცი, რომ თქვენ ოჯახები დატოვეთ და ასევე ვიცი, რომ ოჯახები მხარდაჭერას გიცხადებენ. ეს არის ის ძალა, რომელიც გამარჯვების გასაღებია. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი – ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.მეორე – ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც გაჩერებაზე საუბრობს ვეტყვი – არა. ჩვენ არ ვჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მანამ ბოლოს არ მოვუღებთ, იქამდე არ გავჩერდებით”, – განაცხადა…

მეტი...

პროკურატურამ “მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი”-ს დირექტორსა და ფარმაცევტს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შპს “მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი”-ს დირექტორსა და ფარმაცევტს ბრალი წარუდგინა. “საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შპს „მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი“-ს დირექტორს და ამავე დაწესებულების ფარმაცევტს, ბრალდება წარუდგინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე შპს „მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი”-ს დირექტორმა ამავე საავადმყოფოში „COVID 19“-ის დადასტურებული შემთხვევების მკურნალობისთვის მოთავსებულ პაციენტებზე გაწეული სამედიცინო კვლევების საერთო ღირებულება ხელოვნურად გაზარდა 93 619,48…

მეტი...

დუბლინში საოჯახო რესტორანში მომხდარ სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

დუბლინში, სროლის შედეგად 1 კაცი დაიღუპა, მეორე კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მძიმე მდგომარეობაშია. ინციდენტი შობის ღამეს ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საოჯახო რესტორანში მოხდა. ირლანდიური მაუწყებელი RTÉ ვარაუდობს, რომ სროლა ბანდებთანაა დაკავშირებული და ინციდენტი ნარკოტიკებსა და იარაღს უკავშირდება. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ჰელენ მაკენტიმ განაცხადა, რომ თავდასხმა, იქ სადაც ოჯახები იკრიბებიან, “ამაზრზენი” იყო. ,,ვწუხვარ მომხდარი ძალადობის გამო. ამ მანკიერებამ შობას წარმოუდგენელი ადამიანური ტანჯვა გამოიწვია. ვფიქრობ დაღუპულებზე, მათზე, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მართლაც მთელი სასწრაფო დახმარების პერსონალზე, რომელიც მუშაობდა შობის ღამეს, რომლებიც უნდა გაუმკლავდნენ ამ უაზრო ძალადობას”, – დაწერა მაკენტიმ ინსტაგრამზე.

მეტი...

,,თუ უკრაინაში ომი 2024 წელს არ დასრულდება, კოლაფსი იქნება” – ლუკაშენკო

,,თუ უკრაინაში ომი 2024 წელს არ დასრულდება, კოლაფსი იქნება”. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, რუსეთში ჩასვლის შემდეგ განაცხადა. პეტერბურგში მყოფ ლუკაშენკოს ასევე ჰკითხეს, მომავალ წელს უკრაინასთან თანამშრომლობის შანსი არსებობს თუ არა. ,,ვფიქრობ, ეს უბრალოდ შანსია. ჩვენ როგორმე უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან, რათა გაიგონ, რომ ეს ერთადერთი შანსია. თუ არ გამოიყენებენ, იქნება სრული ნგრევა… წნევა უკვე ძალიან ძლიერია. თქვენ ალბათ შენიშნეთ ზელენსკის პრესკონფერენციიდან, რომ ის იწყებს გაგებას”, – თქვა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში დღეს, 25 დეკემბერს ჩავიდა.

მეტი...

,,დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს ოქროს ფონდის ქრისტიანული საგანძურის დარბაზი” – ღარიბაშვილი

დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ცოდნით, უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. „მოგესალმებით, მეუფე შიო, მეუფენო, ძვირფასო მეგობრებო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, ძვირფასო საზოგადოებავ, მედიის წარმომადგენლებო! მინდა ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს…

მეტი...

„შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება” – ოთარ შამუგია

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები მკაცრდება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმარულებით, ისე ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება – 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით. ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა…

მეტი...

„ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ სექტორთან, რომ შეგვექმნა დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმი მეცხოველეობის განვითარებისთვის“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მესაქონლეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმების შესახებ ისაუბრა. „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, მესაქონლეობის მიმართულებით ჩვენ ვაფინანსებთ კონკრეტულ ღონისძიებებს. ქვეყანაში რძის და ხორცის წარმოების შემდგომი ზრდა-განვითარება არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში შევიტანეთ ცვლილებები; სამი ახალი ქვეკომპონენტი ამოქმედდება ამ მიმართულებით. ეს შეეხება მაღალპროდუქტიული მერძეული და მეხორცული მიმართულების ფერმის დაფინანსებას, სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის და მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებას. განსხვავება, რაც მინდა აღვნიშნო, არსებულ კომპონენტებსა და ახალს შორის არის ის, რომ ჩვენ პირველ…

მეტი...

სროლა კოლორადოში, სავაჭრო ცენტრში – არის მსხვერპლი

სროლა კოლორადოში, სავაჭრო ცენტრში – შეიარაღებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში სროლს ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების შემდეგ დაიწყო. ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. ორი ადამიანი  მძიმე ჭრილობებით, ერთი კი მსუბუქი დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

მეტი...

„გურიაში, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი დაარსდება“- ოთარ შამუგია

დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის – გურიის ეროვნული პარკის შექმნის მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი. „დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ორჯერ გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი; მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ვაგრძელებთ. მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებაში; აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. გვქონდა საჯარო განხილვები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. შემუშავებული პროექტის მიხედვით, გურიაში დაარსდება ეროვნული პარკი, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე. ამ ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის…

მეტი...

,,ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ”- ნეთანიაჰუ

“ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, მძევლების დასაბრუნებლად ერთადერთი გზა ჰამასის განადგურება და იმაში დარწმუნებაა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხის შემცველი აღარ იქნება. ,,ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ. მძევლების დასაბრუნებლად ერთადერთი გზა ჰამასის განადგურება და იმაში დარწმუნებაა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხის შემცველი აღარ იქნება. ამას დრო დასჭირდება, თუმცა ჩვენ ერთად ვართ. ომს თავისი საფასური აქვს, ჩვენი გმირი მებრძოლების სიცოცხლის საფასური. ჩვენი მეომრების სიცოცხლის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ერთ რამეს არ გავაკეთებთ – არ გავჩერდებით, სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ .

მეტი...

„ახალი კანონის მიზანია, შეიქმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ ახალი კანონის პროექტზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიზანია, შეიქმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები. ახალმა კანონმა უნდა უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების კომპონენტებით ისეთი სახით და მოცულობით სარგებლობა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოხდეს მათი შემცირება. „ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გვაქვს აღებული ვალდებულება აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიღება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. გარემოსდაცვითი მიმართულებით წელს მნიშვნელოვანი რეგულაციები იქნა მიღებული – ეს იყო სამრეწველო…

მეტი...

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, ინფორმაცია ეროვნულ რეესტრში ასახოს

მთავრობის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა. ,,დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს. სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

მთავრობის სხდომაზე „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, მუშაობა დაასრულა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, პირველ რიგში გულისხმობს არაერთი მიმართულებით ევრორეგულაციებთან დაახლოებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ იმ ვალდებულებების შესრულებზე,…

მეტი...

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათგან 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.

მეტი...

46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო, გვაძლიერებდა ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული – ილია მეორე

46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო, გვაძლიერებდა ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონში აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. „ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო,  46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა გვაძლიერებდა ჩვენ და თქვენი სიყვარული.  მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისათვის. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.  

მეტი...

უნიკალური მცენარე, რომელიც სამკურნალო პრეპარატებს და ძვირადღირებულ სოკოს იძლევა

მცენარე, რომლისგანაც 100 ტონა სოკოს, 120 ტონა სხვადასხვა ორგანულ პროდუქტს, 75 ტონა ქაღალდს, მედიკამენტებს, თაფლს, კონიაკს, 11 სახეობის სოკოს, ჩაის და კიდევ უამრავი დასახელების პროდუქტს ამზადებენ,  ჯუნკაოა. ჯუნკაო ეს არის მცენარე, რომელიც ჩინეთში,  პროვინცია ფუჟოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოჰყავთ. მცენარეს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მათ შორის, უნიკალურია  სამკურნალო სოკოების გამოსაყვანად, მედიცინასა თუ სხვადასხვა პროდუქციის საწარმოებლად. ერთ ჰექტარზე გაშენებული ჯუნკაო იძლევა 300 ტონა ცხოველის საკვებს, 100 ტონა სოკოს, 120 ტონა სხვადასხვა ორგანულ პროდუქტს და 75 ტონა ქაღალდს. Juncao Technology-ის ეროვნული საინჟინრო კვლევის ცენტრი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ დაარსდა. Juncao…

მეტი...

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეები პირველიდან 5 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ,,ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე,”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს. სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე – ,,ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტის შემუშავების პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით კოორდინაციას უწევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.  სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცებას; სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფას; თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცებასა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვას. აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი ერთგულებას, რაც, თავის…

მეტი...

„გიორგი გახარიას განცხადება სასარგებლო იდიოტების განცხადებაა”- ანა წითლიძე

გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება თუ სურს, ამას მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით ვერ შეძლებს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, გახარიამ გადაწყვიტა, იმ ადამიანების ხმებზე იმუშაოს, ვინც არც „ქართული ოცნების“ მხარესაა და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. „გიორგი გახარიას განცხადება სასარგებლო იდიოტების განცხადებაა, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. გიორგი გახარიას საკუთარი იდენტობის დამკვიდრება თუ სურს, ამას მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით ვერ შეძლებს და გახარიამ საკუთარი ამომრჩევლის გაზრდაზე უნდა იზრუნოს. ამ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის გამოცდილება ვნახეთ, რომელთაც ეგონათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ…

მეტი...

7 თვიანი კომის შემდეგ, 20 წლის კურიერი გარდაიცვალა

7 თვიანი კომის შემდეგ, 20 წლის კურიერი გოგო, მარიამ ჩაჩანიძე გარდაიცვალა.  ავარიის შესახებ, გოგონას დედა, ambebi.ge-ს ესაუბრა. ,,ჩემი გოგო “ვოლ­ტის” კუ­რი­ე­რი იყო, მო­პე­დით მოძ­რა­ობ­და. ქსნის ქუ­ჩა­ზე ავა­რია იყო და ხალ­ხი შეგ­რო­ვი­ლი­ყო, მა­რი­ა­მიც გა­ჩე­რე­ბუ­ლა, იქვე ბორ­დი­ურ­ზე. ამ დროს ვი­ღაც ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ვარ­დნი­ლია, არ ვიცი ჩქა­რა მოძ­რა­ობ­და, წინ არ იყუ­რე­ბო­და თუ რა მოხ­და, რომ მიმხვდა­რა რომ გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნებს ეჯა­ხე­ბო­და, აუქ­ცე­ვია და ბორ­დი­უ­რის­კენ აუ­ღია საჭე, მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, რომ და­ე­მუხ­რუ­ჭე­ბი­ნა, არე­ვია და მუხ­რუ­ჭის მა­გივ­რად გა­ზის­თვის მი­უ­ჭე­რია ფეხი… ეს გაფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნა ბორ­დი­ურ­ზე მდგარ ჩემს შვილს შე­ე­ჯა­ხა, ბავ­შვი გა­ის­რო­ლა და მისი მო­პე­დი კი იქ მდგარ მან­ქა­ნის…

მეტი...

,,27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 25-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი. „27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალმთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს. 28 დეკემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 28 დეკემბერს იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15…

მეტი...

რუსეთი ვერასდროს შეძლებს უკრაინის განადგურებას – ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთი ვერასდროს შეძლებს უკრაინის განადგურებას. ,,კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს თავის მზაკვრულ გეგმებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მიზნით. უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელთაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველაფრის გადალახვა შეუძლიათ”, – განაცხადა ბუდანოვმა.

მეტი...

,,გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას”- სალომე ზურაბიშვილი

დაე, თქვენი ლოცვით, დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელ დედამიწაზე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილშია ნათქვამი. „უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს, თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამწყსოს, სრულიად საქართველოს. ეს წლები, რომლებიც თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარეთ, რთული იყო საქართველოსთვის და ასევე, რთული იყო თქვენთვის, საქართველოს სულიერი მამისთვის. თქვენი ლოცვა და თანადგომა აძლიერებდა და განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, გვანუგეშებდა ძნელბედობისას. დღესაც თქვენი მზრუნველობა სწვდება ყველას, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად და შთააგონებს სიკეთისა და სამართლიანობის,…

მეტი...

„გაუძლო, ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა”- როგორია ძაღლის მდგომარეობა

მიუსაფარი ძაღლის ოპერაცია, რომელიც გუშინ ბაღდათიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს, დასრულდა. თავის ტვინიდან ჰემატომა ამოღებულია. „გაუძლო. ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო.თავის ტვინი დეკომპრესირებულია. ახლა მთავარია ორგანიზმმა პოსტოპერაციულ მკურნალობას გაუძლოს.მიყვარხართ“,- წერენ სოციალურ ქსელში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. 

მეტი...

სემეკში თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში სემეკს დავით ნარმანია უხელმძღვანელებს. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სემეკის თავმჯდომარე ირჩევა კომისიის წევრების შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით, არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევის რაოდენობა შეზღუდული არ არის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრის პოზიციაზე, მეორე ვადით,დავით ნარმანია მიმდინარე წლის დეკემბერში აირჩია. დავით ნარმანიას პირველი ვადით სემეკის თავმჯდომარეობის პერიოდში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის…

მეტი...

ბელგრადში მომხდარი არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას – ზახაროვა

ბელგრადში მომხდარი არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას – ამის შესახებ რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ,,აშკარაა კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში „მაიდანის გადატრიალების“ ტექნიკის გამოყენებით“, – განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვას თქმით,  სიტუაციაზე ერთადერთი შესაძლო რეაქცია არის კონსტიტუციის მკაცრი დაცვა, სერბი ხალხის არჩევანის პატივისცემა, რომელმაც ხმა მისცა ეროვნულ ინტერესებს. ცნობისთვის, ბელგრადში საპროტესტო აქციებს მართავს ოპოზიციური ბლოკი “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” და მისი მხარდამჭერები. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მეტი...

პროკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ევროჯასთთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ…

მეტი...

ხანძარი “ბაზარი ორბელიანის” მიმდებარედ – დაიღუპა ერთი ადამიანი

თბილისში, “ბაზარი ორბელიანის” მიმდებარედ ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გვიან ღამით,სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.  

მეტი...

სხვა ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული, საკმარისი იარაღი არ გვაქვს მტერთან საბრძოლველად – უმეროვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული და არ გააჩნია საკმარისი რაოდენობით იარაღი რუსეთთან საბრძოლველად. ,,უკრაინა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული და არ გააჩნია საკმარისი რაოდენობით იარაღი რუსეთის ფედერაციასთან დასაპირისპირებლად. ეს არის ის დინამიკა, რომლითაც დავიწყეთ: სტატიკურად არაფერი ხდება. ზოგიერთი საშუალება და აღჭურვილობა ან დროულად არ ჩამოდის, ან ამოიწურა, ან მოგვიანებით ჩამოვა. ეს არის ოპერატიული საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათთან მუდმივ კონტაქტში ვართ”, – განაცხადა უმეროვმა.

მეტი...

,,ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს, დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს  აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს. მთავრობის მეთაურმა ოჯახთან ერთად პირადად მიულოცა მის უწმინდესობას  ღირსშესანიშნავი თარიღი. „მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს. თითქმის ხუთი ათწლეულია მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს. მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან; დედა-ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებასთან; საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების, სულიერი განათლების აღორძინებასა და მრავალ სხვა სიკეთესთან. ეს უდიდესი ღვაწლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ოჯახთან ერთად შევხვედროდი მის უწმინდესობას და პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

,,უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არის გაჩერებული”- რკინიგზის განცხადება

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არის გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, – ამის შესახებ  საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ. „აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის. ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ძაღლს არანაირი პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში”- როგორია მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა

მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ბაღდათიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს, კვლავ მძიმეა. როგორც ირკვევა ძაღლს არანაირი პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში. ,,კლინიკაში ვართ ამ დრომდე რამდენიმე ადამიანი, ამ ცუგას ვადგავართ თავზე. კვლევებმა დაადგინა რომ ძაღლს არანაირი პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! აქვს ძლიერი თავის ტრამვა, რაც გამოიწვია ბლაგვი საგნის ჩარტყმამ თავის არეში. აქამდე მხოლოდ ძაღლის მპოვნელის გადმოცემით ვიცოდით რომ პირში ქონდა აფეთქბული პიროტექნიკა. ამიტომ გთხოვთ, არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი, რაც არანაკლებ შემაძრწუნებელია,”- წერს ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით,…

მეტი...

ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას  ილია მეორე საქართველოს საპატრიაქრო ტახტის მოსაყდრესთან, მეუფე შიო მუჯირთან და მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.

მეტი...

ლონდონში ბენქსის ნახატი მოიპარეს

ლონდონში ბენქსის ნახატი მოიპარეს. პოლიციის ინფორმაციით, სამხრეთ ლონდონში ბრიტანელი ქუჩის მხატვრის, ბენქსის ახალი ნახატი ორმა კაცმა პარასკევს, 22 დეკემბერს მოიპარა. ლონდონის პოლიციამ ნახატის ქურდობაში ეჭვმიტანილი ორივე პირი  დააკავა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ შაბათს, 23 დეკემბერს დააკავა.

მეტი...