,,ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს” – 2 წლის ლაზარეს მამა მომხდარის დეტალებს იხსენებს

,,ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს”. ამის შესახებ ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს მამა საუბრობს.

,,უფროსი შვილი მოიყვანეს ბაღიდან, დედა სახლიდან წავიდა გამოსაყვანად ბავშვის. რა დროსაც, პიტბულის ჯიშის ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს. უფროსი შვილის ყურადღების მიქცევის დროს პატარა ბავშვი ეზოში გამოვიდა, რა დროსას ძაღლი სახლის მიმართულებით ავიდა და თავს დაესხა ლაზარეს. ჩემმა მეგობარმა გააკეთა რეაგირება და ძლივს გამოსტაცა ბავშვი ძაღლს პირიდან… საცხოვრებელ სახლთან მოხდა, ვიღაცის გამოგდებული ძაღლი იყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაკვირვება ერთი კვირის განმავლობაში, როგორ გაატარებს სისხლს ბავშვის წვრილი კაპილარები”, – ამბობს ლაზარეს მამა.

შეგახსენებთ, რომ 2 წლის ლაზარე და მისი მცირეწლოვანი ძმა პიტბულმა გურიაში 16 დეკემბერს დაკბინა. ვისია ძაღლი, უცნობია. სავარაუდოდ, ის პატრონმა მიატოვა. შემთხვევის შემდეგ ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები