,,ეს რუსეთის მიერ ადამიანის ელემენტარული უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა” – პრეზიდენტი

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ოკუპირებულ აფხაზეთში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ეხმაურება. „ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მი­ლი­ცი­ის მხრი­დან სას­ტი­კი ცე­მის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე, თე­ი­მურ კარ­ბა­ია და­ი­ღუ­პა – ეს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის ელე­მენ­ტა­რუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვის ტრა­გი­კუ­ლი შეხ­სე­ნე­ბაა. მწუ­ხა­რე 75 წლის იუ­ბი­ლე!“- წერს პრე­ზი­დენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბულ გა­ლის რა­ი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, თე­მურ კარ­ბა­ი­ას, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის ე.წ. მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და სცე­მეს. კარ­ბა­ია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე და­ი­ღუ­პა.

მეტი...

ველით ევროპულ საბჭოში 14-15 დეკემბრის სხდომას, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს კანდიდატობის სტატუსი – პაპუაშვილი

ველით ევროპულ საბჭოში 14-15 დეკემბრის სხდომას, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს კანდიდატობის სტატუსი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, საქართველოსთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე მოცემულობა: პირველი, ჩვენ გვაქვს პოზიტიური დასკვნა ევროკომისიის, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მეორე, ჩვენ აქამდე ვისმენდით, რომ 27 ქვეყანას აქვს პოლიტიკურად გაცხადებული, რომ მხარს უჭერენ კანდიდატი სტატუსის მინიჭებას. ასევე, ამ საკითხს წინ აღარაფერი აღარ უდგას, ასე რომ, ჩვენ მოველით 14-15 დეკემბრის სხდომას ევროპულ საბჭოში, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს ის კანდიდატობის სტატუსი, რომელზეც უკვე წელიწადნახევარია მუშაობს მთელი სახელმწიფო. ჩვენ შარშანაც…

მეტი...

,,ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, არარეალურია” – პალესტინის პრემიერი

,,ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, არარეალურია”. ამის შესახებ პალესტინის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შტაიემ განაცხადა. “ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ „ჰამასი“ არის პალესტინის პოლიტიკური მოზაიკის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, ისრაელის განცხადება, რომ აპირებს „ჰამასის“ აღმოფხვრას, ვფიქრობ, არარეალურია, ეს არ მოხდება და სრულიად მიუღებელია ჩვენთვის. გვჭირდება ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც ბოლოს მოუღებს პალესტინელთა ამ ტანჯვას, რომელიც დაიწყო 75 წლის წინ. მოვლენები პალესტინაში მხოლოდ 7 ოქტომბერს არ დაწყებულა”, – განაცხადა პალესტინის პრემიერმა დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.  

მეტი...

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ნეთანიაჰუმ პუტინთან საუბრისას ღაზაში ომთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციით უკმაყოფილება გამოთქვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარისას ღაზაში კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციით უკმაყოფილება გამოხატა. BBC-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა რუსეთისა და ირანის „სახიფათო თანამშრომლობა“. მან ასევე დადებითად შეაფასა მოსკოვის ძალისხმევა ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლების მცდელობაში. თავის მხრივ, კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს კონფლიქტის დეესკალაციას და პუტინმა საუბრისას ტერორიზმის ყველა ფორმა დაგმო.

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, როგორც სამთავრობო, ასევე, საპარლამენტო დონეზე. საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები:  სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.

მეტი...

ქართულ-ჩინური ოჯახი და „მიქსდ“ შვილები – ვიდეორეპორტაჟი შანხაიდან

გოგო ქართველი – დაკო აბულაძე, მოდელი; ბიჭი ჩინელი – არაჩვეულებრივი ბილი; შვილები – 3 წლის მოდელი და 8 წლის სკოლის მოსწავლე. დაკო ჩინეთში 13 წლის წინ ჩავიდა როგორც მოდელი, 5 თვიანი კონტრქტით, თუმცა, გადაეყარა ბილის და რა მოხდა შემდეგ? მოხდა გადატრიალება. „არასდროს მიფიქრია, რომ ჩინელი მეუღლე მეყოლებოდა, ჩინელ კაცს სერიოზულად არც კი ვუყურებდი“ – ამბობს დაკო „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. ჩვენ ერთმანეთს შანხაიში შევხვდით. ბიჭმა, ანუ, ქართველების სიძე ბილიმ დაახლოებთ 1 წელი იწვალა რომ, დაკოს გული მოეგო. როგორ მიიღეს ქართველებმა ჩინელი სიძე; როგორია დედამთილ-მამამთილ-მულის ინსტიტუტი ჩინეთში; როგორ ინაწილებენ მეუღლეები ოჯახურ საქმიანობას;…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტია სააკაშვილის ხელში – პაპუაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტია სააკაშვილის ხელში”. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. „ასეთი რამ საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არავის არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილსაც კი, რომელმაც დანაშაულები ჩაიდინა. მასაც კი, საჯაროდ, ღიად ფეხქვეშ არ გაუთელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს კონსტიტუცია. ამ სამწუხარო ჩიხში შეჰყავს მას საქართველოს სახელმწიფო მოწყობა, ეს არის პირდაპირი მტრობა ქართული სახელმწიფოს, როდესაც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი გააზრებულად არღვევს კონსტიტუციას. თუმცა ეს გასაკვირი არ არის, ის ამ პოზიციას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ინარჩუნებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაშალა იმპიჩმენტის პროცესი. მათი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა…

მეტი...

გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული – ნინო წილოსანი

,,გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული”. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. „ის ფაქტი, რომ გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესში, არანაირად არ უნდა აფერხებდეს საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რადგან როგორც 1 წლის წინ საქართველო ნეგატიური კონტექსტით იყო გამოთიშული ტრიოს, ასევე შესაძლებელი იქნება, რომ ამჯერად პოზიტიური ჭრილით გამოეყოს ამ მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მეტი...

კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს – შალვა პაპუაშვილი

,,კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს”. პარლამენტის თავმჯდომარე, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. „დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გულისხმობს არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელავს იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპირებულია. მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენეს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დამთავრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის თემურ კირბაია მოკლეს.

მეტი...

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივმა მილიციამ 43 წლის თემურ კირბაია რამდენიმე დღის წინ, გაურკვეველი მიზეზით ქუჩაში დააკავა, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს გალის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. გარდაცვლილის ოჯახის ცნობით, თემურ კირბაიაზე მილიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ძალადობის შედეგად ის საავადმყოფოში თავად მილიციელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. გარდაცვლილს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში აღენიშნება. თემურ კირბაია გუშინ გარდაიცვალა. ოჯახი ობიექტურ გამოძიებას და ძალადობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.  

მეტი...

203-ე ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. ქვედანაყოფი პირველად ჩამოყალიბდა და შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 36-დან 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე…

მეტი...

ფონიჭალაში გატაცებულ არასრულწლოვანს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

ფონიჭალაში, 16 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით, გუშინ საღამოს 6-მა ადამიანმა გაიტაცა. ოჯახის ინფორმაციით, გამტაცებლები სახლში შეიჭრნენ და არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მშობლები ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მამაკაცზე დაინიშნა, თუმცა, მოგვიანებით, ქორწინებაზე უარი თქვა. ,,ნიშნობა იყო 9 თვის წინ, მერე ერთმანეთში რაღაც ლაპარაკი ჰქონდათ, გოგომ უარი უთხრა და ამის გამო ძალით წაიყვანა”, – აცხადებენ გატაცებული გოგოს ოჯახში. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთამდე გრძელდება, თუმცა კონკრეტული ადგილსამყოფელი, თუ სად წაიყვანეს არასრულწლოვანი გამტაცებლებმა, ამ ეტაპზე უცნობია. პოლიციაში გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან 16 წლის ულდუზ პაშაევის ოჯახის წევრები. გამოძიება ცოლად…

მეტი...

ათენში ქართველი ემიგრანტი დაიკარგა

ათენში ქართველი ემიგრანტი დაიკარგა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ,,დაიკარგა ქართველი ემიგრანტი ათენში. ნინო აბრამიშვილი 8 დეკემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. გაუჩინარდა მობილურიც გამორთული აქვს, არც სოციალურ ქსელში არაა აქტიური. თუ ვინმეს გეცნობათ დაგვიკავშირდით 306992035744 თუ ვინმემ რამე იცით  დამიკავშირდით “შოთო სიხარულიძე ქართველიემიგრანტები” ღმერთის იმედით ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობით დამთავრდება ძებნა. (ემიგრანტებო, გთხოვთ, გადააზიაროთ პოსტი, იქნებ ვინმეს უნახავს ქლ ნინო.) ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს..უკეთილშობილესი ნინო დაუჯერებელია რომ ასე გაუჩინარადა…”,- წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 11 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.…

მეტი...

როგორ იწყება კურიერების დღე ჩინეთში?! (video)

კურიერის სამსახური ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რადგანაც აქ ყველა და ყველაფერი გადასულია ინტერმომსახურებაზე. ყველფერს ინტერნეტით ყიდულობენ, საკვებიდან დაწყებული, ყველა სხვა ელემენტარულით დამთავრებული. შესბამისად, კურიერები, სანამ სამსახურს დაიწყებენ, სათანადო მომზადებასა და შემოწმებას გადიან, რომ სუფთა და მოწესრიგებული ჩანთები ჰქონდეთ და ამის შემდეგ იწყებენ მომსახურებას. მსგავს სიტუაციას პეკინში არაერთხელ შევესწარი. დეზინფექციის გარეშე სამსახურში არ გადიან

მეტი...

„ჰამასის“ ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ-ავივში აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

„ჰამასის“ ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ-ავივში აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შვიდდღიანი პაუზის დროს, დაჯგუფებამ დაახლოებით 100 მძევალი გაათავისუფლა. ღაზაში ამ დრომდე რჩება 130-ზე მეტი მძევალი.

მეტი...

,,ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მომავალ კვირას კანდიდატის სტატუსი მიიღოს” – გერმანიის ელჩი

,,ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მომავალ კვირას კანდიდატის სტატუსი მიიღოს”. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება პასუხია მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე. „5 დღის შემდეგ ევროსაბჭო შეხვდება ევროპულ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით. ეს საკითხი უკვე დღის წესრიგშია. მომავალ კვირას ევროპულმა საბჭომ რთულ და სარისკო გეოპოლიტიკურ ვითარებაში უნდა აჩვენოს, რომ შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება. გაფართოება არის პასუხი მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მომავალ კვირას კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – აღნიშნა ფიშერმა.

მეტი...

ღაზის სექტორი უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის – კატარის ემირი

,,ღაზის სექტორი უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის”. ამის შესახებ კატარის ემირმა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ დოჰას ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ემირმა დაგმო მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებზე, თავდასხმა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. ,,მსოფლიო რეალურად იყოფა მათ შორის, ვინც ამ ომის დასრულებისა და ომის მანქანის შეჩერებისკენ მოუწოდებს, და ვინც ყოყმანობს, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს”, – აღნიშნა კატარის ემირმა. მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი რელიგიური ომად წარმოაჩინოს. „თუმცა, ეს კონფლიქტი იყო და ახლაც არის ოკუპაციის საკითხი და იმ ადამიანების…

მეტი...

პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა – ომბუდსმენი

,,პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა”. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. ამასთან ომბუდსმენი ხაზს უსვამს არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით კანონმდებლობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს. „წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა. ამ მხრივ კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული. უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს დაკავებული პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანამდე, მათი ადგილსამყოფლის…

მეტი...

ირანის ხელისუფლება მაჰსა ამინის ოჯახს სახაროვის პრემიის მიღების უფლებას არ აძლევს

ირანის ხელისუფლება ირანელი ქურთი ქალის, მაჰსა ამინის ოჯახის წევრებს ირანის დატოვების და ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის მიღების საშუალებას არ აძლევს, რომელიც ევროპარლამენტმა ახალგაზრდა ქალს სიკვდილის შემდეგ გადასცა. „ამინის მშობლებსა და ძმას არ მიეცათ საშუალება, ჩამსხდარიყვნენ თვითმფრინავში, რომელსაც ისინი სახაროვის პრემიის მისაღებად საფრანგეთში უნდა ჩაეყვანა“, – განაცხადა საფრანგეთში ოჯახის ადვოკატმა, შირინ არდაკანიმ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ვიზა ჰქონდა, ირანიდან გასვლა აეკრძალა და პასპორტები ჩამოართვეს. ახლა ჯილდოს ოჯახის სახელით მიიღებს ადვოკატი სალეჰ ნიკბახტი, რომელიც უკვე პარიზში იმყოფება. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მოუწოდა თეირანს, „გააუქმოს გადაწყვეტილება მაჰსა ამინის დედის, მამისა…

მეტი...

რატომ არის მიწა წითელი ჩინეთის პროვინციაში?!

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში მიწის ფერიც კი განსხვავებულია. აქ განსაკუთრებით თვალშისაცემია წითელი ფერის მიწა. დავინტერესდი, რატომ იყო მიწა წითელი შეფერილობის. როგორც ამიხსნეს, აქ მიწა მდიდარია მეტალითა და რკინით, რის გამოც ის წითელ შეფერილობას იძლევა. შესაბამისად, ამ პროვინციას „წითელ დედამიწასაც“ უწოდებენ“. იუნანი არის პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, რომელიც ცნობილია მრავალფეროვანი ლანდშაფტით,  დათოვლილი მთებით, ბრინჯის ტერასებით, ტბებითა და ხეობებით. რეგიონი ასევე  ცნობილია ეთნიკური უმცირესობების დიდი რაოდენობით. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი გაიტაცეს

ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გაიტაცეს. სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა. შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მეტი...

აშშ-ში ტორნადოს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ტენესის შტატში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. სტიქიის შედეგად შენობები განადგურდა და დასახლებები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები, წაქცეული ხეები და დანგრეული შენობები. სამი ადამიანი ტენესის შტატის დედაქალაქ ნეშვილის ჩრდილოეთ გარეუბანში დაიღუპა. სამი კი, მათ შორის ერთი ბავშვი, ქალაქ კლარკსვილში. შექმნილი მდგომარეობის გამო ქალაქის მერმა, ჯო პიტსმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საღამოს 9 საათიდან დაწესდა ე.წ. „კომენდანტის საათი“.

მეტი...

ისრაელი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ცეცხლის შეწყვეტისადმი მოწოდებაზე აშშ-ის ვეტოს მიესალმება

ისრაელი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ცეცხლის შეწყვეტისადმი მოწოდებაზე აშშ-ის ვეტოს მიესალმება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „სხვა ქვეყნებმაც უნდა გაიგონ, რომ შეუძლებელია ერთი მხრივ “ჰამასის” განადგურებას უჭერდე მხარს, და მეორე მხრივ მოუწოდებდე ომის შეჩერებისკენ, რაც ხელს შეუშლის ჰამასის განადგურება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. აქედან გამომდინარე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ისრაელი გააგრძელებს გამართლებულ ომს, რომელიც მიზნად ისახავს “ჰამასის” განადგურებას და დანარჩენი საომარი მიზნების მიღწევას, რომლებიც დავისახეთ“.

მეტი...

რუსებმა ხერსონი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი დაბომბეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ მისი ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის ქუჩაში ჩამოაგდო. პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე, როგორც პოტენციურ სამხედრო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

მეტი...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება, ხოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გია ჭანტურიას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ იტალიის ქუჩის მიმართულებით. „რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება 10 დეკემბრის 23:00 საათიდან მომავალი წლის 10 იანვრის 23:00 საათამდე მშრალი ხიდის, იტალიის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე – ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე. ერთი თვის განმავლობაში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ. ზვიად გამსახურდიას სანაპიროდან სოლიკო…

მეტი...

ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება – პალესტინის პრეზიდენტი

,,ღაზას სექტორში მცხოვრები ბავშვების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება”. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ოფისი ავრცელებს. „პრეზიდენტმა ამერიკის პოზიცია აღწერა როგორც აგრესიული და ამორალური, როგორც ყველა ჰუმანიტარული პრინციპისა და ღირებულების უხეში დარღვევა და ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს“, – ნათქვამია მაჰმუდ აბასის ოფისის განცხადებაში. ცნობისთვის, პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განცხადება აშშ-ის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დადების შემდეგ გაავრცელა.

მეტი...

უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ

უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ. ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს. უკრაინელი დეპუტატები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, პარლამენტებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებენ, რომ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელონ, რათა მისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგეს. უმაღლესმა რადამ ევროპარლამენტს სთხოვა, რომ უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ უკრაინის დახმარების მექანიზმის მიღებას მხარი დაუჭიროს. ამავდროულად, უკრაინის უმაღლესმა რადამ ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, რომ რუსეთზე ზეწოლის გასაგრძელებლად შესაბამისი შემაკავებელი ზომების მომდევნო პაკეტები მიიღონ. უკრაინის უმაღლესი რადის მიმართვას მხარი 292-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.

მეტი...

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სამი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები ერთმანეთს სეულში შეხვდნენ, სადაც მათ ჩრდილოეთ კორეის მიერ ჯაშუში თანამგზავრების გაშვება და კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები განიხილეს. „ჩვენ ასევე წამოვიწყეთ ახალი სამმხრივი ინიციატივა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიც არის კიბერდანაშაული და კრიპტოვალუტის ფულის გათეთრება, ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანმა.

მეტი...

აშშ-ის მოსახლეობის 47% უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მხარს უჭერს

აშშ-ის მოსახლეობის 47% უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მხარს უჭერს. კვლევის შედეგები Pew Research Center-მა გამოაქვეყნა. ამერიკელთა 31% თვლის, რომ აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდ დახმარებას უწევს, 29% თვლის, რომ აშშ უკრაინას საკმარის დახმარებას უწევს და 18%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება არასაკმარისია. უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ ამერიკელთა დამოკიდებულება პარტიული ნიშნით განსხვავდება. მაგალითად, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა 48%-ს მიაჩნია, რომ აშშ უკრაინას ძალიან დიდ დახმარებას უწევს. ხოლო, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა მხოლოდ 16% თვლის, რომ უკრაინის მიმართ ამერიკული დახმარების დონე გადაჭარბებულია. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართ ბოლო თვეებში ამერიკელი საზოგადოების ყურადღების დონე…

მეტი...

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. ,,დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. 1948 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ, მსოფლიო ძალიან შეიცვალა. მთელ მსოფლიოში მიმდინარე არასახარბიელო ტენდენციების გამო, უნდა გავერთიანდეთ და მტკიცედ დავიცვათ ამ უფლებების უნივერსალურობა. ეს საერთო ამოცანაა და უფრო თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური მომავლისკენ მიმართული უწყვეტი პროცესი. ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების…

მეტი...