მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შემქნას სთავაზობს.მისი თქმით, მზად არის კომიტეტის შემადგენლობაში შევიდეს.

,,კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია და მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ასევე, მე მინდა, შევთავაზო (ოპოზიციას)ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორიც არის ამერიკაში. ხალხი უნდა შევიდეს, ნუ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ, ასევე, უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი.  ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, ფაქტობრივად, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები