„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 130 მძევლის გათავისუფლების მოწოდებით თბილისში ებრაული თემის წარმომადგენლებმა ცაში 130 ყვითელი ბუშტი გაუშვეს

„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 130 მძევლის გათავისუფლების მოწოდებით თბილისში ებრაული თემის წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა ცაში 130 ყვითელი ბუშტი გაუშვეს. ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. „77 დაუსრულებელი დღე და ღამე მათ გარეშე. 130 ბავშვი, ქალი და მამაკაცი კვლავ ტყვეობაშია. ჩვენ თბილისიდანაც მოვუწოდებთ და ვლოცულობთ მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის. შაბათის დამდეგს, თბილისში ებრაული თემის წარმომადგენლებთან ერთად 130 ყვითელი ბუშტი გავუშვით ცაში. შემოგვიერთდით ჩვენს მოწოდებაში, რომ დავაბრუნოთ ყველა მძევალი“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩეხეთი პრაღის უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად მოკლულ 15 ადამიანს გლოვობს. ხვალ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაირეკება გლოვის ზარები და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. შეგახსენებთ, რომ სროლა გუშინ შუადღისას 3 საათზე დაიწყო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის შენობაში. თავდამსხმელი 24 წლის სტუდენტი იყო, პოლიციის ინფორმაციით, ის ლიკვიდირებულია. მასიური სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, დაშავებულია 35-ზე მეტი ადამიანი.

მეტი...

,,ოცნება” 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს

,,ქართული ოცნება” 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ. ,,30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული…

მეტი...

23 დეკემბრიდან ამინდი უარესდება

23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებაა მოსალოდნელი. კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. ,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მეტი...

ილია მეორე პრაღაში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ჩეხეთის ეკლესიის მეთაურს სამძიმრის წერილს უგზავნის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ჩეხეთისა და სლოვაკიის მთავარ ეპისკოპოსს რასტისლავს სამძიმრის წერილს უგზავნის. „დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში. დაზუსტებული ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 დაშავდა.

მეტი...

უკრაინამ 66 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 66 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. ,,დაღუპული დამცველების დაბრუნება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საკოორდინაციო შტაბის ძალისხმევით, შეიარაღებულ ძალებთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არსებულ გაერთიანებულ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდა”, – აცხადებენ საკოორდინაციო შტაბში.

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით”, – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ცნობით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა დმანისის მუნიციპალიტეტში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა დმანისის მუნიციპალიტეტში, ცოტა ხნის წინ, სოფელ ტნუსის გადასახვევთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. არის მსხვერპლი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის დმანისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

აშშ იმ ბანკებს დაასანქცირებს, რომლებიც რუსულ არმიას დაეხმარებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ყველა იმ ბანკს სანქცია დაუწესდება, რომელიც რუსეთის არმიას შესყიდვებში დაეხმარება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნულია სანქციები შეეხება ნებისმიერ მომსახურებას, რომელიც კავშირშია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან, გაყდვებთან, მიწოდებასთან, გადაცემასა და ხელშეწყობასთან. დოკუმენტის მიხედვით, სანქციები ბანკების შვილობილ კომპანიებსაც ეხება.  

მეტი...

„უკრაინა იმაზე უფრო ახლოსაა ნატო-სთან და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა“ – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში წარმატების მიღწევას ვერ შეძლებს. როგორც იენს სტოლტენბერგმა განმარტა, საომარი მოქმედებების მიუხედავად, წარმატება გამორიხულია. მისი თქმით,  რუსეთის პრეზიდენტის უკრაინაში შეჭრის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა უკრაინის ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ თითქმის ორი წლის შემდეგ, უკრაინა იმაზე უფრო მიუახლოვდა  ნატოს  და ევროკავშირს, ვიდრე ოდესმე. „პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინა დაკარგა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ რუსეთი საკმაოდ  დიდ ფასს იხდის ამ ომისთვის.  

მეტი...

პოლონეთის საგარეო მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

პოლონეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში. რადოსლავ სიკორსკი კიევში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. მინისტრმა უკრაინაში ყოფნის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელით გაავრცელა. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა უკრაინის რადაში.  

მეტი...

უკრაინა ევროკომისიისგან 500 ელექტრო გენერატრს მიიღებს

უკრაინა ევროკომისიისგან მორიგ დახმარებას ელოდება. კომისიის განცხადებით, თავდასხმების გამო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა საიმედო არ არის, როს გამოც, აღნიშნული დახმარება აუცილებელია. „უკრაინაში ვგზავნით ელექტროენერგიის დამატებით 500 გენერატორს.  უკრაინაში გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა, ჯამში, 5 500-ს გადააჭარბებს. ამით კი უზრუნველყოფილი იქნება საკმარისი ენერგომომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებისთვის“ –  აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...

რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 23 დეკემბრის 07:00 საათიდან მომავალი წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან  მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. 31 დეკემბრის 09:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (2024 წლის 1-ელ იანვრამდე),  ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ორმხრივად, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. კერძოდ, ავტომობილთა გადაადგილება  ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე.…

მეტი...

,,ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა, როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი”- ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით,  რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია. ორბანმა ომს “სამხედრო ოპერაცია” უწოდა. ,,ეს არის სამხედრო ოპერაცია. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი. უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან მაშინ რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ”, – განაცხადა ორბანმა.

მეტი...

,,მგონია, სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა, გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი დაავადება არ აქვს”- კობახიძე

სააკაშვილი დროდადრო ცდილობს, გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს, გაითამაშოს. არასერიოზულია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი  კობახიძეს პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. პარტიის წევრებმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანისკენ მოუწოდეს. „მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა. ასე მგონია, გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი დაავადება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შეფასება, თუმცა შესაბამისი უწყებები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მე არ…

მეტი...

„ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობას 30 დეკემბერს გამართავს

„ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობას 30 დეკემბერს გამართავს. ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა…

მეტი...

,,რასაც ჰამასს ვთავაზობ, მარტივია – დაგვნებდით ან მოკვდებით”- ნეთანიაჰუ

,,ომს არ შევწყვეტთ, ვიდრე მის ყველა მიზანს არ მივაღწევთ,”- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ,,ვიბრძვით გამარჯვებამდე. ომს არ შევწყვეტთ, ვიდრე მის ყველა მიზანს არ მივაღწევთ – ჰამასის განადგურებას და ჩვენი მძევლების გათავისუფლებას. რასაც ჰამასს ვთავაზობ, ძალიან მარტივია – დაგვნებდით ან მოკვდებით, სხვა არჩევანი არ გექნებათ,”- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

პრიგოჟინის მკვლელობა ნიკოლაი პატრუშევის მიერ იყო ორგანიზებული – WSJ

The Wall Street Journal დასავლური და რუსული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე, კრემლის ყოფილ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის, მიერ იყო ორგანიზებული. გამოცემის ცნობით, მკვლელობას 2 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. ,,დასავლეთის დაზვერვის ოფიცრებისა და რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, მეთაურის მკვლელობა ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა და დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უძველესმა მოკავშირემ და რწმუნებულმა, ყოფილმა ჯაშუშმა ნიკოლაი პატრუშევმა. პატრუშევის როლი პრიგოჟინის მოკვლის გეგმის განხორციელებაში აქამდე არ იყო ცნობილი”, – წერს გამოცემა.

მეტი...

,,რუსეთი მიზანს ვეღარ მიაღწევს, უკრაინელებმა აჩვენეს, რომ თავდაცვა შეუძლიათ”- სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში სამხედრო მიზნებს ვეღარ მიაღწევს. მისი თქმით, უკრაინელებმა აჩვენეს, რომ საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ. ,,მნიშვნელოვანი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვეღარ მიაღწევს. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინაში შეჭრის მიზანი ქვეყნის წინსვლის თავიდან აცილება იყო NATO-სა და ევროკავშირში.    თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, უკრაინა ახლა უფრო ახლოსაა NATO-სთან და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე.ქვეყანამ უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი და ათასობით ტანკი, 300 000-ზე მეტი ჯარისკაცი კი დაიღუპა ან დაიჭრა. ამასთან, რუსეთი ახლა პოლიტიკურად უფრო იზოლირებულია. უკრაინელებმა აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

სუპერ პაკ-ი არის ოპოზიციის და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების გეგმა – არჩილ თალაკვაძე

სუპერ პაკ-ი არის ოპოზიციის და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების გეგმა და ასეც იქნება, –  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილს ჩამოართვეს პარტია, გავლენები და ამ გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს პარტიულ ჯგუფებს შიგნით. „მიხეილ სააკაშვილი იცავს იმას, რაც უკვე აღარ არსებობს. მას ჩამოართვეს პარტია, გავლენები და ამ გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს პარტიულ ჯგუფებს შიგნით და გარედან მათი ჩრდილოვანი დამფინანსებლებით. მან დააანონსა გაერთიანების მანიფესტი და მეტად დაშალა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა დააანონსა სუპერ-პაკი. ჩვენ გვისვამენ კითხვას, რა არის სუპერ პაკ-ი. სინამდვილეში, სუპერ პაკ-ი არის ოპოზიციის და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების…

მეტი...

,,მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი. „კერძოდ, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, ექვს ბალამდე შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

,,მე კარგ საკანს არ დავამადლიდი სააკაშვილს”- იაგო ხვიჩია

,,ბუნებრივია, რომ სააკაშვილი ციხიდან აქტიურობს, რომ არ აქტიურობდეს ეგ უფრო გასაკვირი იქნებოდა და შეიძლება, ეს საკანი უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე სხვები, მაგრამ მე კარგ საკანს არ დავამადლიდი სააკაშვილს,”- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ”მიხეილ სააკაშვილთან გამიჯვნაც, მასთან ე.წ. ჩხუბიც და მისი ციხეში გადაყვანის მოთხოვნაც ისეთივე პოლიტიკური ნაბიჯია, როგორც ცოტა ხნის წინ კოალიციების შექმნა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის”. „არასდროს ვითხოვ, ადამიანი, ვინც ისედაც ციხეში ზის უფრო ცუდ ციხეში გადაიყვანონ. ეს ჩემი ზოგადი პოზიციაა, გინდ სააკაშვილს ეხებოდეს, გინდ სხვას. ამის გარდა, გასაკვირია ერთი მხრივ, გქონდეს კოალიცია…

მეტი...

,,ამ “—–” მინდა ვუთხრა, ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ”- მიხეილ სააკაშვილი

გუშინ ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი „სასამართლო“ სხდომაზე ჩართვა იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი გიორგი გახარიას პარტიის წევრების განცხადებას პასუხობს, რომლებმაც მისი ციხეში გადაყვანა მოითხოვეს. „ამ „—–“ (დაარქვით, რაც გსურთ) მინდა, ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. აქ მე უკიდურესად შემიზღუდეს კონტაქტები და ერთადერთი, ვისი რეგულარულად ნახვის ფუფუნება მაქვს, არის დედაჩემი, რომელსაც მოაქვს საკვები, მას შემდეგ, რაც ციხეში…

მეტი...

,,ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და იდენტობა”- გიორგი გახარია

“რუსეთის მიერ ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის მიტაცების მცდელობა, ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რომელიც ქართული ოცნების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე მიმდინარეობს,” – ამ შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი გიორგი გახარია აცხადებს. მისი თქმით, ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და იდენტობა. ,,რუსეთის მიერ ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის მიტაცების მცდელობა, ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რომელიც ქართული ოცნების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე მიმდინარეობს. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ქართველი და აფხაზი ხალხის ინტერესებს. ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და იდენტობა,” – წერს გახარია.

მეტი...

2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა – ”საქსტატი”

საქსტატის ახალი პუბლიკაციის, “ბავშვები და მოზარდები საქართველოში”, მიხედვით, 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა. წინა წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი ცამეტითაა გაზრდილი. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევები ასაკობრივ კატეგორიებში შემდეგნაირად ნაწილდება: 15-24 წელი – 2 867; 15-29 წელი – 6 671;

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტში. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.  

მეტი...

ქალმა, რომელსაც აეროპორტში აგვიანდებოდა, ტაქსი გაიტაცა

აშშ-ში, ქალმა, რომელსაც აეროპორტში აგვიანდებოდა, იმისთვის, რომ რეისზე არ დაგვიანებოდა  ტაქსი გაიტაცა. ქალი აცხადებს, რომ მძღოლი ძალიან ნელა მართავდა ავტომობილს. 27 წლის ნეუშა აფკამიმ Uber-ის მძღოლს ტელეფონი ფანჯრიდან გადაუგდო. ამის შემდეგ, მძღოლი იძულებული გახდა ავტომობილი გაეჩერებინა და გადასულიყო, რა დროსაც მან ტაქსი გაიტაცა. მ ანქანა ტერმინალის პარკინგთან იპოვეს, ქალი კი აეროპორტში დააკავეს.

მეტი...

დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საჯარო დებატების გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების პროექტის მონაწილეთა ფინალური შეხვედრა გაიმართა. საჯარო დებატების საუკეთესო მომხსენებლებს სერტიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ. პროექტში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დებატების კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ და სიტყვით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარე თინათინ ცერცვაძე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი. განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ დებატების პროექტი…

მეტი...

„პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრაღაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.  შალვა პაპუაშვილი სამძიმარს უცხადებს ჩეხეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს. „პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ პერიოდში ჩვენ ვდგავართ ჩეხეთის გვერდით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.  

მეტი...

მკვლელობა ბათუმში – გარდაცვლილია შუა ხნის მამაკაცი

ბათუმში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ, ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი სანაპიროზე შემთხვევით გამვლელმა იპოვა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

მეტი...

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია- ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გზის კმ140-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

ისრაელ-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 68 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 68 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 61 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 15 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 20 კი დაკავებულია.  

მეტი...

ბათუმში, სანაპიროზე კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, სანაპიროზე კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ღამით მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ ეტაპტე უცნობია.  

მეტი...

მოქალაქეს გავაზები და სონღულები ქვეყნიდან უკანონოდ გაჰყავდა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. უწყების ცნობით, ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოავლინეს. მოქალაქე 9 ერთეული მტაცებელი ფრინველის – გავაზებისა და სონღულების ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში განთავსებული სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით ახდენდა. მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ფრინველების კანონიერად ფლობისა და ქვეყნიდან…

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ღაზაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება – გაერო

ღაზაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება – ამის შესახებ საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის IPC-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაციის კლასიფიკაციით, სულ მცირე 79% იმყოფება საგანგებო ან კატასტროფის მდგომარეობაში. ამასთან, „ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის კატასტროფულად მწვავე კვებითი დაუცველობას“, რაც საკვების უკიდურესი დეფიციტითაა განპირობებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე პრობლემაა არასწორი საკვების „საგანგაშო მაჩვენებელი“.

მეტი...