ლონდონში მატარებლების ერთ-ერთი სადგური დაიტბორა – გაუქმებულია პარიზის, ამსტერდამისა და ბრიუსელის რეისები

ლონდონის მახლობლად, ებსფლეტის საერთაშორისო სადგურის გვირაბის დატბორვის გამო, ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა გაუქმდა. ათასობით მგზავრი ლონდონის სენტ-პანკრას საერთაშორისო სადგურზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, გაუქმებულია პარიზის, ამსტერდამისა და ბრიუსელის რეისები, რაც დაახლოებით 16 000 მგზავრს შეეხო. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, შესაძლო წყალდიდობის შესახებ ასზე მეტი გაფრთხილება გამოცხადდა. როდის აღდგება მიმოსვლა, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილის გონება რომ დაგვემატება, ერთი ათად გავძლიერდებით” – მდინარაძე

,,წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილის გონება რომ დაგვემატება, ერთი ათად გავძლიერდებით”. ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მოსვლას. ,,მისი ჩართულობა შეუძლებელია ერთი ორად პლუსში არ წავიდეს, ბუნებრივი ამბავია, ჩვენ ვახერხებთ რაღაცებს და ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რჩევებისგან დამოუკიდებლად, იქ გვაქვს სწორი სვლები და ეხლა წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილის გონება, მისი გადაწყვეტილება, მისი კონსულტაციები და რჩევები ამას რომ დაემატება, ბუნებრივია, ერთი ათად ვძლიერდებით, რაღაზეა ლაპარაკი”, – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

,,ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს” – გაეროს წარმომადგენელი

პალესტინელი ლტოლვილების დახმარების გაეროს სააგენტოს დირექტორის, ჯულიეტ ტუმას განცხადებით, ღაზის სექტორში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი. მისივე თქმით, ასობით ათასი ადამიანი ახლა ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ,,ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს – არც ჩრდილოეთით, არც ცენტრალურ ნაწილში და არც სამხრეთით”, – ამბობს გაეროს წარმომადგენელი. ორგანიზაციის ცნობით, სულ მცირე, 1,4 მილიონი ადამიანი გაეროს დახმარების სააგენტოს დაწესებულებებში ცხოვრობს – ესაა ადგილები, რომლებიც, მეტწილად, სააგენტოს მიერ სკოლებად გამოიყენებოდა. ,,ადამიანები ცხოვრობენ იქ, სადაც უხერხდებათ – ქუჩაში, გადაჭედილ ბინებში (მაგალითად, 70 ადამიანიც კი ცხოვრობს ერთ ბინაში)… ვისაც საშუალება აქვს, ოთახებს ქირაობს, მაგრამ ბევრი ცხოვრობს ღია ცის…

მეტი...

,,2024 წელს ნახავთ ატირებულ ივანიშვილს” – გიორგი ვაშაძე

,,ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის დაბრუნდა”. როგორც ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებას დატოვებს. ,,შეეშინდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერის ძალიან სწრაფი ვარდნის, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ხალხმა ძალა ირწმუნა, მეორე რომ ის ცალსახად მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის დაბრუნდა და პირადი უსაფრთხოებისთვის, მესამე, როგორც 2018 წელს გაჩვენეთ ივანიშვილის დამფრთხალი და შეშინებული სახე, ზუსტად ასე, პირობას გაძლევთ, 2024 წლის 26 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე ნახავთ ატირებულ ივანიშვილს, ოღონდ უკვე ხელისუფლებიდან გავუშვებთ”, – ამბობს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” პარტიის ყრილობაზე ცნობილი…

მეტი...

თურქეთის პოლიციამ ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავა. სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით 37 ქალაქსა და პროვინციაში ჩატარდა, მათ შორის სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში. ერთი დღით ადრე თურქეთმა განაცხადა, რომ ჩაშალა ისლამური სახელმწიფოს ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმის გეგმები. გუშინ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დააკავეს “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირი. ისინი სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ერაყის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზებაში.

მეტი...

,,საბოლოოდ, ივანიშვილმა სამალავიდან გამოსვლა მოახერხა… გამოწვევა მიღებულია” – გახარია

,,საბოლოოდ, ივანიშვილმა სამალავიდან გამოსვლა მოახერხა… გამოწვევა მიღებულია”. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება. ,,კარგია იმის ნახვა, რომ, საბოლოოდ, ივანიშვილმა სამალავიდან გამოსვლა მოახერხა. საბაბი სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია. გილოცავთ ახალ წელს!”, – წერს გახარია.

მეტი...

გლდანში 2 კურიერს ავტომობილი დაეჯახა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, 2 კურიერს ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ორივე მათგანი. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

უკრაინაში რუსულ აგრესიას 513 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1 167 -ზე მეტი

30 დეკემბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 513 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 1 167-ზე მეტი არასრულწლოვანი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 497, ხარკოვის ოლქში – 304, კიევის ოლქში – 141, ჩერნიგოვის ოლქში – 72, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 97, ხერსონის ოლქში – 132, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777, ლუგანსკის ოლქში – 67. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:26 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 6.6 კმ. იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

არსებული ინფორმაციით, ქარელში ქმარმა ცოლი შენიშვნის მიცემის გამო დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო შაქშაქეთში,​ დანაშაულის ჩადენის მოტივი ის შენიშვნა გახდა, რომელიც ახალგაზრდა ქალმა მეუღლეს მისცა. ამის შემდეგ კაცი გაბრაზდა და ცოლს თავის არეში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურორი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდა ქალი სიკვდილს დედამთილმა გადაარჩინა. ,,პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებული გამოძიებით, 2023 წლის 28 დეკემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა. რამდენჯერმე დაარტყა თავის მიდამოში დანა, რაშიც ჩაერია მისი ოჯახის წევრი და, შესაბამისად, შემდგომში დაზარალებული…

მეტი...

1-ლი იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინაში, კიევში, 1-ლი იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, კიევში, შევჩენკოვის რაიონში საწყობის ნანგრევებიდან უკვე 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ოკუპანტებმა დაბომბეს კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.

მეტი...

,,ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში” – ხაბეიშვილი

,,ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში!”. ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში. ხალხს ევროპა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა! მოვიგებთ მთავარ ბრძოლას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს! 2018 წელს, ხალხმა გაიმარჯვა და ივანიშვილი “დაბრუნდა”… ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაპირდა… თავისი გაინაღდა და “წავედიო”… კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა – ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი… კიდევ ერთი დიდი მარცხის შემდეგ, გამოძვრა სოროდან…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით – ირაკლი ღარიბაშვილი

არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს და მის ფაქტორს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს გუნდს . „ჩვენ ყველამ კარგად მოვისმინეთ, თუ რა განცხადება გააკეთა ბატონმა ბიძინამ, მან თქვა, რომ ძალიან რთული დრო დგება, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მსოფლიოში და არსებობს სხვა რისკები, რისი გადაზღვევაც არის აუცილებელი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტაში, წაადგება არამხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას” – კახა კალაძე

მნიშვნელოვანი დღეა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო აირჩა და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა შეირჩა, – ამის შესახებ მედიასთან „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც პარტიის რიგით მე-7 ყრილობაში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. „პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა, სადაც აირჩა პოლიტსაბჭო და საპატიო თავმჯდომარედ იქნა წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, ადამიანის, რომელმაც დააფუძნა აღნიშნული პარტია და გარდამტეხი როლი ითამაშა 2012 წლის ცვლილებებში. ამ დროიდან დღემდე პარტიას არ გადაუხვევია იმ ღირებულებებიდან, რომელიც 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადდა.…

მეტი...

,,მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი” – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

,,მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი”. ამის შესახებ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ,,ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი.​ ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას. ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანო”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მეტი...

,,თანხის გადახდით თურმე შესაძლებელი ყოფილა აღნიშნული რეზოლუციების მიღება” – კალაძე

,,გამოიკვეთა, რომ თანხის გადახდით თურმე შესაძლებელი ყოფილა აღნიშნული რეზოლუციების მიღება” – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის შესაბამის კითხვას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, ვინაიდან დასავლელი პარტნიორების ნაწილი მას მოიხსენიებს ოლიგარქად, რასაც რეზოლუციებშიც აღნიშნავდნენ. ,,აღნიშნულ რეზოლუციებში ძალიან დიდი სიბინძურე და სიცრუე იყო მოცემული. ამაზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობდით, არაფერს ვუმალავდით საზოგადოებას. ვიცით, რა იყო ამის მთავარი მიზეზი და მიზანი: ის, რომ ქვეყანაში როგორმე მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება და ყველა მეთოდის იყენებდნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, გაიშიფრა ეს ყველაფერი. საზოგადოებამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ…

მეტი...

კიევში რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

კიევში, 29 დეკემბერს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. როგორც კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, იერიშის შედეგად მხოლოდ კიევში დაშავდა 32 ადამიანი.17 მათგანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ოკუპანტებმა დაბომბეს კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაში MiG-31K-ის აფრენას უკავშირდება. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაშავდა.

მეტი...

ახალი წლის ღამეს საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

,,ახალი წლის ღამეს საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება და ქვეყანაში 90 000 სამართალდამცავი იქნება მობილიზებული”. ამის შესახებ განცხადება შიდა დაზვერვის უფროსმა გააკეთა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ 6 000 ზე მეტი სამართალდამცავი დაიცავს ელისეის სადღესასწაულო ღონისძიებების ტერიტორიას, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი იქნება შეკრებილი. მისივე თქმით, ისრაელსა და პალესტინაში მიმდინარე პროცესების გამო, ძალიან მაღალი ტერორისტული საფრთხე არსებობს.

მეტი...

უკრაინაზე, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, დაღუპულია 31 და დაშავებულია 120 ადამიანი

რუსეთის დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 120 ადამიანი. ინფორმაციას reuters ავრცელებს. ყველაზე მეტი დაღუპული კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებში 9 ცხედარი იპოვეს, რვა ადამიანი კი გადაარჩინეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. რვა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, ხოლო დაშავებულია 13. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ და დღეს დილით 158 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენეს – სხვადასხვა ტიპის რაკეტები და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. მისივე თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მეტი...

,,აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს” – ოპერიდან გათავისუფლებული თანამშრომლები

53-დღიანი პროტესტის შემდეგ, ოპერის 17-მა თანამშრომელმა გაფიცვა შეწყვიტა, თუმცა ისინი სამსახურში აღარ დააბრუნეს და გაათავისუფლეს. ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის, ბრძანებაში ნათქვამია, რომ გაფიცული თანამშრომლების გამო, ოპერა ვერ ფუნქციონირებდა და პრობლემები ექმნებოდა. “მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის” ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე კი ამბობს, ოპერიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დავას სასამართლოში გააგრძელებენ. მისი თქმით, საჩივარი გაეგზავნა შრომის ინსპექციასაც. ,,ჩვენ გაფიცვის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ 40%-ით გაიზარდა ხელფასი. შრომის ინსპექცია შევიდა ოპერაში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ საფუძველი ამოწურულიყო და რაღაც მხრივ გაგვიჩნდა იმედი, რომ შეიძლება ამ ადამიანების შრომითი პირობები უფრო…

მეტი...

ქარელში, ქმრის მიერ დაჭრილ ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ქარელის მუნიციპალიტეტში, ქმრის მიერ დაჭრილი 23 წლის გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა ქალი, მძიმე დაზიანებებით, თავდაპირველად ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი ოჯახის მოთხოვნით ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში. შეგახსენებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო შაქშაქეთში, ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. ახალგაზრდა ქალს თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, სავარაუდო დამნაშავე კი დაკავებულია. ხაშურის რაიონულ სასამართლოში უკვე ჩაინიშნა პროცესი, სადაც მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

მეხუთე დღეა თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

მეხუთე დღეა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, კობა კახიანს, ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის 25 დეკემბერს, ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე: 592 090 238

მეტი...

წყალტუბოში დაკარგულ 83 წლის ქალს 10 დღეა ეძებენ

მეათე დღეა წყალტუბოში, 83 წლის ქავაჯო გაზდელიანს ეძებენ. ქალი 19 დეკემბერს, სოფელ ჩუნედან დაიკარგა. ახლობლების ცნობით, ის შუადღის საათებში სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს – 598 15 05 07.

მეტი...

საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, პოლონეთი რუსეთისგან განმარტებებს ითხოვს

პოლონეთის საჰაერო სივრცე 29 დეკემბერს რუსულმა რაკეტამ დაარღვია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში, 40 კილომეტრით შეაღწია და სამი წუთის შემდეგ უკრაინისკენ გადაუხვია. ამ ფაქტთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დროებით რწმუნებულს საპროტესტო ნოტა გადასცეს. პრესსამსახურის ცნობით, სამინისტროში ანდრეი ორდაშს მინისტრის მოადგილემ, ვლადისლავ ბარტოშევსკიმ იმ მოთხოვნათა სია გადასცა, რომელზეც დიპლომატიური უწყება განმარტებებს ითხოვს. პოლონეთი მოითხოვს ასეთი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 30-31 დეკემბერს საქართველოში

ქ. თბილისში 31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო…

მეტი...

აშშ-მა G7-ს $300 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმა წარუდგინა

აშშ გამოვიდა ინიციატივით, რომ დიდი შვიდეულის (G7) სამუშაო ჯგუფებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის $300 მილიარდის ღირებულების გაყინული აქტივების კონფისკაციის გზები განიხილონ. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხი G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა განიხილეს. ასევე, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მსგავსი პოლიტიკა და რა რისკებს შეიცავს ის. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ამ მხრივ მუშაობის დაჩქარება დასავლეთისთვის უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აქტივების გამოყენების მნიშვნელობას ასახავს. აშშ-მ, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და კანადის მხარდაჭერით, აღნიშნულ საკითხზე მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების წინადადება წამოაყენა, რათა დიდი შვიდეულის ლიდერების…

მეტი...

რუსების მიერ გაშვებული 10 ,,შაჰიდიდან” 5 ჩამოვაგდეთ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 10 დრონით შეუტიეს და საჰაერო იერიშები 14 დასახლებაზე მიიტანეს. უკრაინელებმა 5 დრონი ჩამოაგდეს. ,,ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა”, – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში. უწყების თქმითვე, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერთან 56 სამხედრო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო, ასევე 84 იერიში მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა გასულ დღეს დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ კრასნოჰორივკას, ავდიივკასა და ტორეცკს. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა დასახლებული პუნქტები სარაკეტო სისტემებითა და არტილერიით დაბომბეს. უწყების თქმით, მომხდარზე გამოძიება ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება!” – ჰერჩინსკი

,,ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება”, – ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ საახალწლო ვიდეომიმართვაში. ,,შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება! ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!”, – განაცხადა ჰერჩინსკი.

მეტი...

დმანისთან 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს (08:58 საათზე) 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისთან 9 კმ-ში, სოფელ საკირეში იყო.

მეტი...