ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 131 ადამიანი დაიღუპა, 980 კი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ამ დრომდე დაკარგულად ითვლება  16 ადამიანი.

6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ორშაბათს, ადგილობრივი დროით შუაღამემდე მოხდა.

სტიქიის ეპიცენტრში, პროვინცია განსუში, 113 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები