ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა. ინფორმაციას გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს.
თვითმხილველის თქმით, სასწრაფო ავტობუსის ზოლში მოძრაობდა, შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია.