,,წმინდა მიწის მკვიდრთათვის ტკივილისა და გლოვის შობა დგება” – რომის პაპი

,,შობის პერიოდში ისრაელელები და პალესტინელები ტკივილსა და გლოვას განიცდიან”. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ,,წმინდა მიწის მკვიდრთათვის ტკივილისა და გლოვის შობა დგება. ჩვენ არ გვინდა მათი მარტო დატოვება. გვერდში დავუდგეთ მათ ლოცვითა და ხელშესახები დახმარებით. ბეთლემის ტანჯვა არის ღია ჭრილობა ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის”, – აღნიშნა რომის პაპმა.

მეტი...

გიგა ოთხოზორიას ოჯახმა სტრასბურგში საქმე მოიგო

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და კრემლი მოპასუხე მხარედ გამოაცხადა. ევრო-მოსამართლეების არგუმენტაციით, ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ახორციელებს და სწორედ, მას უნდა დაესაჯა მკვლელი კანჯი ოღლი, რაც არ მომხდარა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ლაპარაკია კომპენსაციაზეც. მოსკოვმა მოკლულის ოჯახს 130 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ოთხოზორიების ოჯახის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტები იცავდნენ.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იმ საქმის  მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ. საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, რადგან ის მიმართულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სტანდარტების ამაღლებისათვის, იქნებოდა ეს პრევენცია თუ იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მძიმედ აწვებოდა საზოგადოებას. მათთან ბრძოლის ის პროგრესი კი, დიდწილად თქვენთანაა დაკავშირებული. მინდა თქვენ მიმართ ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების დაფასება და პოზიტივი, რათა ვიცოდეთ რა არის დადებითი, რა არის პროგრესი, რომელიც უნდა დავაფასოთ, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.…

მეტი...

იძებნება მოზარდი, რომელიც კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებულ „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა

იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ,,ქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები. შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ…

მეტი...

ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისსში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებამ კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა – PSP

სააფთიაქო ქსელი PSP განცხადებას ავრცელებს. ,,ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა არაზუსტი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა. დღეს საქართველოში 50-ზე მეტი GDP-ს სერტიფიცირებული დისტრიბუტორი კომპანია და 100-ზე მეტი ბროკერი ოპერირებს, რომლებიც ე.წ. „დიდი ფარმაცევტული ქსელების“ მომწოდებლები არიან. 2023 წლის დასაწყისიდან ყველა ფარმაცევტული კომპანია ჩართულია სავალდებულო ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს მედიკამენტის იმპორტიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა ტრანზაქციაზე განახორციელოს კონტროლი, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და თვისი განცხადებით პირდაპირ ადანაშაულებს „დიდი ფარმაცევტული ქსელებს“ არაჯანსაღ კონკურენციასა და კარტელურ გარიგებაში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი(დიოვანი)…

მეტი...

ზელენსკი პრესკონფერენციაზე 2023 წელს აჯამებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მედიისთვის ყოველწლიურ პრესკონფერენციას მართავს და გასულ წელს აჯამებს. არსებული ინფორმაციით, ზელენსკიმ ბოლოს ხანგრძლივი პრესკონფერენცია 2023 წლის 6 ივნისს, მანამდე კი 2023 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე გამართა. კონკრეტულად რაზე საუბრობს ზელენსკი, უცნობია, რადგან ამ დროისთვის პრესკონფერენცია დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეტი...

საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა ქმარი გაგუდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მასზე ძალადობა უარყო. ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს ხუთ შვილი ჰყავს, ყველა მცირეწლოვანი ბავშვთა თავშეფარში გადაიყვანეს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ეს არის დემ­ნას პო­ზი­ცია”- ფილიპ კირკოროვი Balenciaga-ს შავ სი­ა­ში მოხ­ვდა

უკ­რა­ი­ნას­თან ომში რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის გამო, მომღერალი ფილიპ კირკოროვი Balenciaga-ს შავ სი­ა­ში მოხ­ვდა. მის სტილისტს, რომელმაც  ბრენდის ბუტიკში დარეკა აცნობეს, რომ ვეღარ მოემსახურებოდნენ მის კლიენტს, რადგან ის მხარს უჭერს ამჟამინდელ რეჟიმს. ,,და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გო­ბარს აშშ-ში და ვთხო­ვე, “ბა­ლენ­სი­ა­გა­ში“ ჩემთვის ტან­საც­მლელი ეყიდა და უარი უთხრეს, საფ­რან­გე­თის ოფი­სი­დან მო­ვი­და წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ეწე­რა, რომ ეკ­რძა­ლე­ბო­დათ ჩემ­თვის ნივ­თე­ბის მი­ყიდ­ვა. ეს არის დემ­ნას პო­ზი­ცია…” – თქვა კირ­კო­როვ­მა.

მეტი...

NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ – გიორგი ვაშაძე

NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე. ეს ღიად მაქვს მათთვისაც ნათქვამი, რატომ აკეთებენ ამას, მე არ ვიცი – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავარი კვლევა 2024 წლის არჩევნები იქნება. ,,არასწორად არის ეს კვლევა გაკეთებული, თავისთავად, კითხვაც არასწორია. რა ვიცი, ერთი კვირის წინ IRI-ის კვლევა გამოვიდა, სხვა მონაცემია, ერთ კვირის შემდეგ NDI-ის კვლევა გამოდის – სხვა მონაცემია. NDI -ის დირექტორთან მქონდა მეგობრული საუბარი, ვაპირებ კიდევ დაველაპარაკო, რატომ აკეთებს ამას, არ ვიცი, მას დაუსვით ეს კითხვა. კარგი…

მეტი...

შსს-ის თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა , 2023 წლის 19 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.

მეტი...

,,რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებზე უარის თქმას არ აპირებს”- პუტინი

რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებზე უარის თქმას არ აპირებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, მტერი დიდ ზარალს განიცდის და დიდწილად გაფლანგა თავისი რეზერვები. „დასავლეთი არ ამბობს უარს უკრაინაში მის აგრესიულ მიზნებსა და რუსეთის შეკავების სტრატეგიაზე, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებზე“, – განაცხადა პუტინმა.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს − ხავიერ კოლომინას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. ხავიერ კოლომინამ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ხავიერ კოლომინას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის, როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების…

მეტი...

,,ჩვენს საზღვართან NATO-ს გაძლიერებას უპასუხოდ არ დავტოვებთ”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინეთის ელჩი დაიბარეს. ეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და ჰელსინკს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმდა. უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომ მათ საზღვრებთან “NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებენ.” ,,საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს უთხრეს, რომ მოსკოვი ჩვენს საზღვართან NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ფინეთისა და მისი NATO-სს მოკავშირეების აგრესიული გადაწყვეტილებების საპასუხოდ აუცილებელ ზომებს მიიღებს,” – აცხადებს ზახაროვა. 

მეტი...

ომი ხანგრძლივი იქნება, ყველას მოვუწოდებ აიღონ ხელში იარაღი – პროკოპენკო

აზოვის ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით,  რუსეთთან მიმდინარე ომი ხანგრძლივი იქნება. პროკოპენკო უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მოუწოდებს შეუერთდნენ შეიარაღებულ ძალებს. “ომის დასრულების ვადებზე წუხილებით გამოწვეული უიმედობის, პანიკისა და აპათიის საუკეთესო წამალი იმ ისტორიულ პროცესებში აქტიური ჩართვაა, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება,” – წერს პროკოპენკო.  მისი თქმით, ომი შესაძლოა წლები გაგრძელდეს, “ეს ომი ხანგრძლივი იქნება, ის შესაძლოა წლები გაგრძელდეს, ჩვენზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად,” – წერს პროკოპენკო.   

მეტი...

ქვებში შემწვარი კვერცხი

ჩინური სამზარეულო, მრავალფეროვან გემოსთან ერთად  უნიკალურია ვიზუალური თვალსაზრისითაც. მაგალითად, კერძი, რომელიც ფოტოზეა ასახული, არის შემწვარი კვერცხი, თუმცა, სპეციალურ ქვებში შებრაწული კვერცხი გემოვნებითაც რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი, ტაფაზე შემწვარი კვერცხისგან. ფოტო გადაღებულია ქალაქ ლიჯიანგში, იუნანის პროვინციაში. ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩინეთის სხვა პროვინციებისგან განსხვავებით, აქ სამზარეულოც რადიკალურად განსხვავებულია. ეკა გულუა ლიჯიანგიდან

მეტი...

სამგორის მეტროსთან ზებრაზე სატვირთო მანქანა ქვეითს დაეჯახა

თბილისში, სამგორის მეტროსთან ზებრაზე სატვირთო მანქანა ქვეითს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. დამატებითი დეტალები ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

მაია სანდუ მოლდოვაში რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს მომავალი წლის გაზაფხულისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ელოდება

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვაში რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს მომავალი წლის გაზაფხულისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ელოდება. „გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს და მჯერა, რომ ეს ქმედებები გაზაფხულისკენ დაიწყება. გამოიყენებენ იმ ხალხს, რომლებიც აქ ჰყავთ. ახალი არაფერია, სამწუხაროდ. მათ შეიძლება, შეცვალონ გარკვეული ტაქტიკა, მაგრამ გასაგებია, როგორ მოიქცევიან “, – განაცხადა სანდუმ.  

მეტი...

მოსკოვის მერის განცხადებით,  საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონის თავდასხმა მოიგერიეს

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინოფორმაციით,  საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონის თავდასხმა მოიგერიეს. მისი თქმით, შემთხვევა ოდინცოვოს ურბანულ რაიონში მოხდა. ,,წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ”, – აცხადებს მოსკოვის მერი.  

მეტი...

გონჩარენკოს სახლში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო

უკრაინის რადას ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, მის სახლში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, გამოძიება 182-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. „როგორც ვხვდები, მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟება ახლა ძალიან პოპულარული თემაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ის ვალერი ზალუჟნის ოთახში იპოვეს“, – წერს გონჩარენკო.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაიწყო სოციალური კამპანია – #ვზრუნავმიუსაფარზე

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაიწყო სოციალური კამპანია – #ვზრუნავმიუსაფარზე. ,,თუ მეგობრობ ქუჩის ბინადარ ცხოველებთან და ზრუნავ მათზე, შემოეურთდი კამპანიას, გააზიარე შენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველის ან ცხოველების ისტორია და მიიღე მათთვის განკუთვნილი საჩუქრები. #ვზრუნავმიუსაფარზე კამპანიაში მონაწილეობისთვის: გააზიარე მიუსაფარ ცხოველზე (ან ცხოველებზე) ზრუნვის ისტორია და დაურთე ფოტო ან ვიდეო. გამოიყენე ჰეშთეგი #ვზრუნავმიუსაფარზე. მონიშნე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფეისბუქ გვერდი პოსტის ბმული გამოგვიგზავნე სააგენტოს ინბოქსში” – წერია სააგენტოს განცხადებაში. სოციალური კამპანია – #ვზრუნავმიუსაფარზე მიზნად ისახავს მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას, დახმარებას და ამ მიზნით საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის კონსოლიდაციას. ასევე, ქუჩის ცხოველებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებას. კამპანიაში ჩართული მხარეები იქნებიან,…

მეტი...

ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ. მათივე ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. ,,გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. აფხაზმა „მესაზღვრემ“, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე. წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო…

მეტი...

,,გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ სანქციები გლობალურად მოქმედებდეს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს ყველაფერი ნამდვილად დაეხმარება ომის ეკონომიკური საფუძვლის შემცირებას “მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში. მივიღეთ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტის დამტკიცება. მნიშვნელოვანია, რომ პირველად დაწესდა აკრძალვა რუსულ ბრილიანტზე. არსებობს ახალი ზომები სანქციების გვერდის ავლითა და რუსეთში ორმაგი დანაშაულების, საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდების წინააღმდეგ. არის ახალი შეზღუდვები რუსეთიდან იმპორტზე. ეს ყველაფერი ნამდვილად დაეხმარება ომის ეკონომიკური საფუძვლის შემცირებას და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ ევროპის მიერ დაწესებული სანქციები გლობალურად მოქმედებდეს”, – აცხადებს ზელენსკი.  

მეტი...

,,2-3 კვირაში, კიდევ დასჭირდება ოპერაცია”- როგორია გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვების მდგომარეობა

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. პატარე ლაზარეს მდგომარეობა სტაბილურია, მას დღეს პალატაში გადაიყვანენ და 2-3 კვირაში ახალ ოპერაციას ჩაუტარებენ. „ოპერაცია სასწრაფო იყო, იმიტომ, რომ თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ოპერაცია, გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა. ახლა პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% დახურულია. 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, – აცხადებს”კარაპს მედლაინის” პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კლანტროვი მედიასთან საუბრისას. ცნობისთვის, ოზურგეთში  16 დეკემბერს…

მეტი...

,,მადლობას გიხდით ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის”- პრემიერი საჯარო სამსახურში დასაქმებულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით,  მათ  ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით პროგრესში. „საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს გილოცავთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს და მადლობას გიხდით ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის. თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით პროგრესში; განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს შრომას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გასწიეთ, რამაც უდიდესწილად განაპირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარმატება – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. საქართველოს საჯარო…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განაგრძობს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განაგრძობს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას. გაკვეთილის განმავლობაში ბავშვები იღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები; მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; მიუსაფარი ცხოველების გამრავლების ძირითადი წყაროები და გამოწვევებთან გამკლავების გზები; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები. შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები; რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს; პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემა; როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში; ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები; რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე; ,,სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლები სერტიფიკატებს გადასცემენ. პროექტის მიზანია მოზარდებში…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სოფელ გლდანში და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სოფელ გლდანში და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა. სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. ,,მოგეხსენებათ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ძირითადი მოვალეობა სტერილიზაცია-კასტრაციაა. თუმცა, სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს მოიძიოს რესურსი ცხოველების კეთილდღეობისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. ეს აქტივობები, რა თქმა უნდა, ვერ მოიცავს ყველა მიუსაფარ ცხოველს, თუმცა, საზოგადოების ცხოველების მოყვარული ნაწილის ძალისხმევით მათი ყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. სააგენტო საჯარო და კერძო სექტორს ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში ჩართულობისაკენ მოგიწოდებთ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის,”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელს, მარეგულირებელმა კომისიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების გაუმჯობესებისათვის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამასთანავე, კიდევ უფრო გააქტიურდა სემეკის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებში. „საერთაშორისო ორგანიზაციებში სემეკმა წელს კიდევ ერთხელ მოიპოვა წარმატებული მარეგულირებელი კომისიის სტატუსი და ენერგეტიკის სექტორში წამყვანი ორგანიზაციების მიერ მიენიჭა უფლება, რომ 2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს საქართველოში უმასპინძლოს. ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ…

მეტი...

თემქაზე, ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა – დაშავდა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თემქაზე. ერთმანეთს სავარაუდოდ ჯერ ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა გაჩერებაზე მდგომი ქვეითი. აღნიშნულ ნინფორმაციას და ვიდეოკადრებს “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს და  აღნიშნავს, რომ  ბოლო 1 თვეში ამ ადგილას ეს უკვე მერვე ავტოსაგზაო შემთხვევაა.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების გამოძევება გერმანიიდან, არის სიცრუე – ვახტანგ გომელაური

საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თუ გვინდა, რომ დიდ ოჯახში, ევროკავშირში კარი გაგვიხსნან, პირველ რიგში ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამას მოჰყვება თავისი ვალდებულებებიც, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების გამოძევება გერმანიდან, არის სიცრუე. „პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის დასაქმების კუთხით. სამუშაო ვიზების გაცემა დღეს უფრო შემჭიდროვებულია და მომავალში იქნება უფრო ადვილად ხელმისაწვდომი, ვიდრე დღეს არის. რაც შეეხება სამუშაოს, გერმანიაში სჭირდებათ კვალიფიციური ადამიანები, თუნდაც მძღოლები, ოჯახებში დასაქმებულები. ორივე მხარეს შეიქმნება ჯგუფები, რომელიც გაფილტრავს სამუშაოს მაძიებლებს.…

მეტი...

სემეკს მიენიჭა უფლება, რომ  2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს საქართველოში უმასპინძლოს – დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა.  სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელს, მარეგულირებელმა კომისიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების გაუმჯობესებისათვის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამასთანავე, კიდევ უფრო გააქტიურდა სემეკის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებში. „საერთაშორისო ორგანიზაციებში სემეკმა წელს კიდევ ერთხელ მოიპოვა წარმატებული მარეგულირებელი კომისიის სტატუსი და ენერგეტიკის სექტორში წამყვანი ორგანიზაციების მიერ მიენიჭა უფლება, რომ  2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს საქართველოში უმასპინძლოს. ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან…

მეტი...

მარნეულში ღამით ერთი ადამიანი დაჭრეს

მარნეულში ღამით ერთი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ორ ახალგაზრდას შორის შელაპარაკება. დაშავებული, რომელსაც ხელის არეში მსუბუქი ჭრილობა აქვს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე პირი კი, პოლიციამ დააკავა. წყარო: მთავარი არხი

მეტი...

მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000-3000%-იანი ფასნამატით იყიდება – სამინისტრო

მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1 000%, 2 000% და 3 000%-იანი ფასნამატით იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „აღსანიშნავია, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში თითქმის იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს.  ნათელია,…

მეტი...

მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გერმანიაში თავშესაფრის მიღების დაბალი შანსია, თუმცა კვალიფიციურ სპეციალისტთა მოზიდვა გაგრძელდება – ნენსი ფეზერი

საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა. საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ბუნდესტაგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე, ჩვენი სასამართლო სისტემის განტვირთვას შეუწყობს ხელს, ასევე თემებისა და მუნიციპალიტეტებისა, რომელთა კომპეტენციაშიც ეს შედის. საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების…

მეტი...

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრთან – ნენსი ფეზერთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. ,,გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც…

მეტი...