მიხარია, რომ ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს მიუთითებს, რომ ჯიგარი ჯანზეა და მადლობა „ვივამედს“, რადგან გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს, ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკ-ს უმუშავებს. მივესალმები, მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს ლუზერები გაერთიანდნენ“, – განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია ორ ბანაკად დაყოფა
„უპირველეს ყოვლისა, ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია ორ ბანაკად დაყოფა, სადაც იქნება „ქართული ოცნება“, ხოლო იქეთ – გაერთიანება სუპერ პაკ-ი. გაერთიანდით სუპერ პაკ-ში, ბელადის დაკვეთაა – გაერთიანდით, შემოდით სუპერ პაკ-ში, ბიჭებო – ჭიჭე, ხაბე, დანარჩები, ხოშტარა და გიჟი ჯაფარა, მიაწექით სუპერ პაკ-ს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკააშვილმდა განაცხადა: „ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი“.