თავისუფლების მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს, 00:00 საათიდან 21:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება თავისუფლების მოედანი. შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზისა  და შალვა დადიანის ქუჩებიდან  ავტომობილები ვეღარ შეძლებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას. შეზღუდვის პერიოდში  ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით. ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებითვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე…

მეტი...

„ერთად ავღნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება“ – პრემიერი

„მინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო, ეს არის ჩვენი შრომის, ჩვენი ბრძოლის შედეგი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მიიწვია ყველა და აღნიშნა, რომ  ხვალინდელი დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების დღე. „საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო, ეს…

მეტი...

„საქართველო დღეიდან უკვე არის ევროპული სახელმწიფო“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„საქართველო დღეიდან უკვე არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ –  ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. „2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე, შეიძლება ითქვას, არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობისა. მქონდა პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით და გუნდის სახელით, ხელი მომწერა ჯერ ასოცირების შეთანხმებაზე, შემდეგ ჩემი მმართველობის პირველი პერიოდის დროს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. შარშან მქონდა პატივი, რომ უკვე ოფიციალურად ჩვენი ქვეყანს სახელით შემეტანა განცხადება, განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რითაც დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყანა…

მეტი...

„ისტორიული ნაბიჯი გადავდგით“ – ჯოზეფ ბორელი

„დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და წევრობის კრიტერიუმებთან საჭირო თავსებადობის დონის მიღწევისას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისადმი“ – ეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის –  ჯოზეფ ბორელის სიტყვებია. როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, ეს მნიშვნელოანი ნაბიჯია. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორების ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმებისადმი ვალდებულებებისა და ერთგულების აღიარებაა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაერთიანებული, აყვავებული და სტაბილური ევროპისადმი. ერთად უნდა ავაშენოთ უფრო ძლიერი მომავალი!“ – ამბობს ბორელი.  

მეტი...

„თითოეულ უკრაინელს ვულოცავ“ – უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და უკრაინელებს ულოცავს. „თითოეულ უკრაინელს ვულოცავ  ამ დღეს. ისტორია მათ მიერ იქმნება, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლით არ იღლება. ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმისთვის მუშაობდა, რომ ეს მომხდარიყო და ყველას, ვინც გვეხმარებოდა. თითოეულ უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს. ასევე ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.  

მეტი...

„ცუდი გადაწყვეტილებაა“ – უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა და ამ  გადაწყვეტილების მიღებაში უნგრეთს მონაწილეობა არ მიუღია. „ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრების სამიტზე მოლაპარაკებების მაგიდასთან თითქმის რვა საათი ვიყავით. დიდი დებატები გვაქვს ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთის პოზიცია ცხდია –  უკრაინა მზად არ არის ევროკავშირში წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად. ასეთ პირობებში მყოფ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება სრულიად უგონო, ირაციონალური და არასწორი გადაწყვეტილებაა და უნგრეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის“ – აცხადებს ორბანი. მისივე თქმით, უნგრეთი ამ ცუდ გადაწყვეტილებას არ გაიზიარებს. „26-მა ქვეყანამ დაჟინებით მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უნგრეთმა გადაწყვიტა, თუ 26 ასე იზამს, თავისი გზით…

მეტი...

თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა – აღნიშნული გადაწყვეტილების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

მეტი...

,,გილოცავთ” – EU-ს წევრი ქვეყნების მილოცვა საქართველოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ულოცავენ. ,,ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს ანგარიში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით”, – დაწერა მანამდე მიშელმა.

მეტი...

,,საქართველო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!” – დარჩიაშვილი

,,საქართველო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!”. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი X-ზე წერს. ,,საქართველო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს! ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებებისა და პროგრესის აღიარება! საქართველოს მთავრობის ნება, რომ საქართველოს ცივილიზებული არჩევანი რეალობაც აქციოს, არის უცვლელი. ჩვენ ვართ მზად და ვმუშაობთ ერთად ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე”, – წერს დარჩიაშვილი.

მეტი...

გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქზე” ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მილოცვას აქვეყნებს. მთავრობის მეთაური საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. ,,გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!”, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც მტერია ამ ქვეყნის – კალაძე

,,სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც მტერია ამ ქვეყნის”, – ამბობს კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. ,,გახსოვთ, რამდენად რთული არჩევნები გამოდგა ჩვენთვის [2018 წლის საპრეზიდენტო]. იმდენად ნეგატიური განწყობა იყო “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში მის მიმართ, რომ ჩვენ მოგვიწია საარჩევნო ბანერებზე ჩვენი ფოტოსურათები ყოფილიყო განთავსებული და გარკვეული დისკომფორტი იყო ცხადია…ბევრი რამ შეიცვალა. სალომე ზურაბიშვილი დღეს წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მტერია ამ ქვეყნის და ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის მომავალს, განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

კოპენჰაგენში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს – არიან დაკავებულები

კოპენჰაგენში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. პრესკონფერენციაზე პოლიციამ თქვა, რომ რეიდების შედეგად სამი ადამიანი დანიაში, ერთი კი ნიდერლანდებში დააკავეს. ,,დანიაში დაკავებულ სამ ადამიანს ტერორისტულ დანაშაულებში წაუყენებენ ბრალს, ჩვენ აღმოვაჩინეთ ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავი ტრანსნაციონალური ქსელი, რომლიც დაკავშირებულია კრიმინალურ დაჯგუფებებთან. ებრაული ადგილების გარშემო უსაფრთხოება გაძლიერდება და კოპენჰაგენში პოლიციის პატრულირება გახშირდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციამ ფლემინგ დრეჯერმა. ამ თვის დასაწყისში ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა ილვა იოჰანსონმა აღნიშნა, რომ საშობაო პერიოდში ევროპა “ტერორისტული თავდასხმების დიდი რისკის” წინაშე აღმოჩნდა.

მეტი...

ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. უცხოური მედის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვისბადენში გაემგზავრა, სადაც უკრაინის სამხედრო დახმარების შეერთებული შტატების შტაბია განთავსებული. ამ დროისთვის, ვიზიტთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია. მანამდე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილე ევროკავშირის 27 ლიდერს ვიდეო ბმულით მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, „არ უღალატონ ევროპულ მისწრაფებებს“.

მეტი...

,,ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს” – მეცოლა

,,ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს”. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე საუბრობს. ,,ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროკავშირის პირობები შეასრულა. წინასწარ არ შემიძლია იმის განსაზღვრა, რა შეიძლება იყოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება. მაგრამ, ევროპარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს და ძალია ახლოს ვართ მასთან. მხარდაჭერის შესახებაც ძალიან ხმამაღლა ვაცხადებდით. რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე”, – ამბობს მეცოლა.

მეტი...

2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება

2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება. გახსნის ცერემონიალი ახალ გუდაურში შედგება. ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. დამსვენებლები საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას 9 დეკემბრიდან ეტაპობრივად შეძლებენ. ცნობილია, რომ ზამთრის სათხილამურო კურორტზე, ახალ გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.

მეტი...

ისრაელის არმიამ, ღაზას საავადმყოფოში ჰამასის 70 ბოევიკი დააკავა

ღაზას ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოში ჰამასის 70-ზე მეტი მებრძოლი დააკავეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. როგორც IDF-ის წარმომადგენელმა ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, ბოევიკებმა იარაღი დაყარეს და კამალ ადუანის საავადმყოფოში ისრაელის არმიას ჩაბარდნენ.

მეტი...

ახლა არ არის გაჩერების დრო, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია – რობერტა მეცოლა

ახლა არ არის გაჩერების დრო. უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია. ეს ფანჯარა უნდა დარჩეს ღია, რადგან თუ დავხურავთ, მაშინ ეს ნიშნავს ისტორიული შანსის დაკარგვას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაფართოება აძლიერებს ევროპის კონტინენტს, ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას. „ეს არ ეხება გაწევრიანების დაჩქარებას, ეს იქნება იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. ჩვენმა ქვეყნებმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ეს გზა გაიარეს და ვიცით, ეს ნაბიჯი რამდენად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მხარდაჭერის სიგნალი ხალხისთვის. ეს ეხება საქართველოსაც და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც კრიტერიუმების…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მოსახლეობას აქვს ამნეზია – მიხეილ სარჯველაძე

სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას აქვს ამნეზია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, მესამე ვარიანტია, რომ პრეზიდენტს არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ და მთავარია, მისთვის რას იფიქრებენ უცხოეთში. „არ ვიცი გათვლა რაზე ჰქონდა გაკეთებული, როდესაც მისივე სიტყვებია „არა და არასდროს“ დასმულ კითხვაზე შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს. „არა და არასდროს“ ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ აპირებდა ამ პოზიციისთვის გადაეხედა. როდესაც ის ახალ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს, თავად აქვს ამნეზია ან იმედი…

მეტი...

მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა წააგო არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპული ცხოვრების ყველა ასპექტში – ზელენსკი

თქვენ ყველა მიხვდით, რომ ახლა არ არის ნახევრად ზომიერების ან ყოყმანის დრო. ევროპამ მიიღო ძლიერი გადაწყვეტილებები და ეფექტურად განახორციელა. მადლობელი ვარ ევროპის ასეთი სიძლიერისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა დღეს არ დაბრუნდეს გაურკვევლობაში და არავის სურს, რომ ევროპა არასაიმედო იყოს. ,,წელს ჩვენ შეცდომა არ დაგვიშვია, არც ერთი შეცდომა. ევროპამ ღირსეულად გაიარა ეს წელი. არ იყო არც სიმხდალე, არც გაურკვევლობა. პუტინმა ერთი წლის განმავლობაში ვერ მოიგო. ვერ მოიგო არც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში და არც ევროპელების გაყოფისა და დაკნინების მცდელობებში. წელს მან ყველაფერი…

მეტი...

თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, რეალური საფრთხეა, რომ აგრესია აქ არ დამთავრდეს – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ პუტინი სხვა ქვეყნებსაც დაესხას თავს. მისი თქმით, ერთადერთი გზა, რომ დასავლეთმა საბოლოო, გრძელვადიან გადაწყვეტას მიაღწიოს ისაა, რომ  პუტინი დარწმუნდეს უკრაინაში გამარჯვების შეუძლებლობაში. ,,თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, რეალური საფრთხეა, რომ აგრესია აქ არ დამთავრდეს. ჩვენი დახმარება ქველმოქმედება არაა. ეს ინვესტიციაა ჩვენივე უსაფრთხოებაში” – განაცხადა  იენს სტოლტენბერგმა.  

მეტი...

სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ძალიან სწორი ქმედება იქნება – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდამ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მისი მხრიდან ძალიან სწორი ქმედება იქნება. მისი თქმით, პრეზიდენტს შეწყალების ფუნქცია აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. „პრეზიდენტს შეწყალების ფუნქცია აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება მისი მხრიდან ძალიან სწორი ქმედება, დანარჩენი კი მასზეა. ყველამ ძალიან კარგად იცით ჩვენი პოზიცია. მე პირადად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში უნდა გამოიყენოს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის ამ შემთხვევაში სიმბოლო საქართველოს ევროპული მისწრაფებების, რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის. მე…

მეტი...

სააკაშვილის შეწყალებით სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია – ლევან ხაბეიშვილი

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებებში, თუ სააკაშვილს შეიწყალებს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური“ მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილზე წარმოდგენა შემეცვლება, თუ თავისუფალ გადაწყვეტილებას მიიღებს. „შესაბამისად, მისი განცხადება სწორი და ადეკვატურია, თუმცა ყველა დღე მნიშვნელოვანია, ადამიანი პოლიტიკურ ტყვეობაში ატარებს ცხოვრებას. მისი მხრიდან შერბილებული განცხადება თუ არის, მივესალმები. ზოგადად, ასე ხდება პოლიტიკაში – სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა, თუმცა მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნებოდა. ამიტომ, ისიც არა პირადი შეხედულებით, არამედ ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილება. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება…

მეტი...

პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, ორ პირს მათ შორის ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, ორ პირს მათ შორის ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატის მიმართ ფიზიკურად იძალადა, მათ შორის არასრულწლოვანი ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ხოლო არასრულწლოვანს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მუქარა და ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით)  წარედგინათ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის  აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლის ნოემბერში გვექნება მზად – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მგზავრთნაკადის მოწესრიგებისა და შესვლის პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიანი პროექტი განხორციელდა, ხოლო მეორე, გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მათ შორის, მეტროს მეორე ამოსასვლელის მოწყობას ითვალისწინებს, 2024 წლის ნოემბერში მზად იქნება. როგორც დედაქალაქის მერმა შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს და 5-ეტაპიან კვლევას ატარებს. „მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იყო დისკომფორტი შესვლასთან დაკავშირებით, რაც მოხსნილია, რადგან დავამონტაჟეთ ახალი, უფრო მეტი ტურნიკეტი და დღეს მეტროში შესვლა პიკის საათებშიც არ წარმოადგენს პრობლემას. რაც შეეხება, მეორე უფრო გრძელვადიან პროექტს, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. აზიის…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტებზე, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  ძალადობის ფაქტებზე, ქ.ახალციხეში,  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის  ინსპექტორი დააკავეს. ,,ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩადენილ 3 ძალადობრივ ეპიზოდში იქნა მხილებული. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ჰ.ს.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მ.მ.-ს. 2023 წლის 19 ნოემბერს, სამართალდამცავმა ახალციხის რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებული მოქალაქის შვილს და მის მეგობარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 2023 წლის 27 ნოემბერს, ახალციხის რაიონში, დაცვის პოლიციის ინსპექტორი დაზარალებულ მ.მ.-ს კვლავ შეხვდა…

მეტი...

საცობებისგან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი ჩვენ მიერ დაწყებული სატრანსპორტო რეფორმის დასრულებაა – კახა კალაძე

„გუშინ, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცხადია ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობის გადატვირთვაზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საცობებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად საცობებისა, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების პრობლემა არ ექმნებათ. „მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, რთულია გადაადგილება, არც სახანძრო და არც სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს. საზოგადოებას აქვს იმის კულტურა, რომ როდესაც მსგავსი ეკიპაჟი მოდის, გაატაროს. საცობები არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამის მთავარი მიზეზი არის ავტომანქანების გადაჭარბებული რაოდენობა. პიკის საათებში 650 000 ავტომობილი მოძრაობს ქალაქში. გუშინ ამას…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს – კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვერაფერს გამორიცხავს. „არაფერს გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვთ, რომ ყველაფერი მოსალოდნელია. შესაბამისად, ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ, რადგან პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. ამიტომ, უმჯობესია, მას დაუსვათ შეკითხვა, ვერაფერს გამოვრიცხავ. სააკაშვილს მისჯილი აქვს, თუმცა პროკურატურის განცხადება მოვისმინეთ, რომ გამოძიება სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს, ამიტომ დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. ,,უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ”- სალომე ზურაბიშვილი

მეტი...

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე“- ოლაფ შოლცი

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე“,- ასე პასუხობს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კითხვაზე,  დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. როგორც კანცლერმა  ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განუცხადა, უნდა მიაღწიონ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. „დაწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან და განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქობთ, აუცილებელი ნიშანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მეტი...

მშვიდობა დადგება მაშინ, როდესაც რუსეთი სპეციალური საომარი ოპერაციის მიზნებს მიაღწევს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  განცხადებით, მობილიზაციის მეორე ტალღა რუსეთში არ იქნება. მისი თქმით, დღეისთვის მობილიზებულია 486 ათასი ადამიანი, ხოლო მოხალისეებთან ერთად მათი რიცხვი 500 000-ს აღწევს. კითხვაზე, როდის იქნება მშვიდობა, პუტინმა განაცხადა: „მაშინ, როდესაც რუსეთის სპეციალურ საომარი ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება.“  

მეტი...

მხარს ვუჭერთ წარდგენილ წინადადებებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოზე – მარკ რუტე 

ჩვენ ძირითადად მხარს ვუჭერთ ევროკომისიის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილ წინადადებებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოზე, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა. „აქტიურად ვიმუშავებ და ჩემი კოლეგებიც აქტიურად მუშაობენ, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ როგორც გაფართოებასთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე უკრაინისთვის 50 მილიარდის მიცემაზე, რადგან ორივე საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. აქამდე ჩვენ ყოველთვის შევძელით, მიგვეღწია ერთსულოვანი გადაწყვეტილებებისთვის, მათ შორის იყო ვიქტორ ორბანიც. ვიმედოვნებ, ამას ახლაც შევძლებთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.  

მეტი...

მისასალმებელია სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არ გამორიცხავს სააკაშვილის შეწყალებას – რომან გოცირიძე

სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისასალმებელია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი ამბობდა, არ შეიწყალებდა, მაგრამ შეიწყალა უგულავაც, რურუაც, ოქრუაშვილიც და გვარამიაც. „არასერიოზულია, სალომე ზურაბიშვილს იმის გამო უკიჟინო, რატომ შეცვალე პოზიციაო. პოლიტიკა არის ცვალებადი, დინამიკური. მით უმეტეს, ცვლილება კარგისკენ თუ ხდება, შესაქებია. შეცდომა თუ დაუშვი და ამას აიკვიატებ, რომ პრინციპულობის მოტივიდან გამომდინარე უნდა დაიცვა, ეს არასერიოზულია. მოუვიდა შეცდომა და გადახედა. ამბობდა, არ შეიწყალებდა, მაგრამ შეიწყალა უგულავაც, რურუაც, ოქრუაშვილიც და გვარამიაც. არასოდეს უთქვამს, რომ მათ შეიწყალებდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.  …

მეტი...

ვთხოვე, დამისახელე ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხაქდებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს არგენტინაში შეხვედრისას სთხოვა, დაესახელებინა ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. ,,ვთხოვე, დამისახელე ერთი მიზეზი მაინც, არა სამი, არა ხუთი, არა ათი, მხოლოდ ერთი მიზეზი და ველოდები პასუხს“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ეს არ ყოფილა დაგეგმილი შეხვედრა. ,,ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სპეციალურად ან მიზანმიმართულად დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა დიალოგი. ეს მართალია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ კონსტრუქციული შეხვედრა, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო საზღვრები, ჩვენ მეზობლები ვართ და უნდა ვისაუბროთ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მე დავსვი,…

მეტი...

რუმინეთში გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და დინებამ გაიტაცა

რუმინეთში, ღუზაზე მდგომი გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა. მეზღვაურს ამ დრომდე ეძებენ.  შემთხვევა გუშინ, 13 დეკემბერს მოხდა. “საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა. რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში…

მეტი...

უკრაინამ უნდა მიიღოს მხარდაჭერა, იგივე ეხებათ მოლდოვას, საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას – მეცოლა

უკრაინამ უნდა მიიღოს მხარდაჭერა, იგივე ეხებათ მოლდოვას, საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას უნდა მიეცეს მორალური, პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ის იმსახურებს და ეს ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. „შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია. გაფართოებასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია, რომ ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია. უკრაინას უნდა მიეცეს მორალური, პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ის იმსახურებს და ეს ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. იგივე ეხება მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. მე ევროპული საბჭოს ყველა სხდომაზე ვამბობ, რომ ჩვენ ვისურვებდით ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.…

მეტი...

ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტზე საჯარო განხილვის ფორმატში იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, თვითმმართველობის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ესწრებოდნენ. შემუშავებული რეკომენდაციები ტყის მართვის გეგმაში შესაბამისად აისახება. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ახმეტის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 55925 ჰა ფართობზე განახორციელა. ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გათვალისწინებით, საგენტომ შეიმუშავა ტყის მართვის გეგმა. გეგმის მიხედვით, სატყეო-სამურნეო ღონისძიებები10 წლის განმავლობაში განხორციელდება. ინვენტარიზაციის სამუშაოები „ტყის მდგრადი მართვა ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე – 8 სამიზნე სატყეო უბანი“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის…

მეტი...

,,ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად”- გიტანას ნაუსედა

,,ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად,”- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. „სხვა ქვეყნებიც ელოდებიან გადაწყვეტილებებს. ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა, ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები არა მხოლოდ უკრაინასა და მოლოდვასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით. ჩემთვის კითხვები და პასუხები ძალიან მარტივია. ჩემმა ქვეყანამ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო ევროკავშირისს წევრობისგან – სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, ინოვაციებით, მწვანე ინვრსტიციებით, მშპ-ის…

მეტი...