„მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფების გათანაბრების შედეგად დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება“ – ილია ღუდუშაური

ერთი თვეა რაც DRG მოდელით დაფინანსება მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც გავრცელდა. ცვლილების შედეგად, მშობიარობის დაფინანსება 500-დან 1222 ლარამდე, საკეისრო კვეთის კი 800-დან 1222 ლარამდე გაზარდა. აღნიშნული სერვისები კი ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სერვისებზე ტარიფების გათანაბრება ქვეყანაში საკეისრო კვეთების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. ცვლილების ამოქმედებიდან, ერთი თვის შემდეგ კი უკვე დადებითი სტატისტიკა დაფიქსირდა. „ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი ერთ-ერთი გამოწვევა იყო, სწორედ ამის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასის გათანაბრება, ეს აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა, იმისთვის რომ გარკვეული მოტივაციები შეიზღუდოს, საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით კლინიკების მხრიდან. მინდა…

მეტი...

ბოლნისში ავარიას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ბოლნისში, სოფელ კოლაგირში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა ქვეითთა გადასასვლელზე დაეჯახა. დაშავებული ბიჭი, სასწრაფო სამედიცინო დამხარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მეტი...

14 წლის აითაჯის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის. ამის შესახებ, დღეს 28 წლის მამაკაცის ადვოკატმა, თელავში, საქმეზე წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბრალდებულმა უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზეც, რომლის არჩევის შესაძლებლობა მას საქმის კვალიფიკაციის გამო ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 6 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიების მტკიცებით, გოგონა იმ მამაკაცმა მოკლა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. მოზარდის წინააღმდეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ, ბრალდებულმა ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება მამაკაცს განზრახ მკვლელობას, გაუპატიურებას, თავისუფლების უკანონო…

მეტი...

,,აშშ-ის მადლობელი ვარ უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის” – ზელენსკი

,,მადლობელი ვარ უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. ,,შეერთებული შტატების სენატში მქონდა მეგობრული და გულწრფელი საუბარი. მე ვაცნობე აშშ-ის სენატის წევრებს უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სასიცოცხლო მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ვუპასუხე მათ კითხვებს. მადლობელი ვარ სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შამერის და რესპუბლიკელთა ლიდერი მაკკონელის, მადლობელი ვარ მათი პირადი ხელმძღვანელობისთვის აშშ-ის კანონმდებლებს შორის უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

მსოფლიო ცნობილი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ფრანგული რადიო, France Bleu ავრცელებს. მათი ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს ქალაქ პაუში დააკავეს მას შემდეგ, რაც ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა. ინფორმაცია პროკურორმა დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის შემდეგ დაიწყო. დაზარალებული ქალი ამბობს, რომ ბეგბედერთან კონტაქტი ორჯერ ჰქონდა: პირველად შეთანხმებული სექსი ჰქონდათ, მეორედ მწერალმა ის სასტუმროში გააუპატიურა.

მეტი...

რუსების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ,,გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო…

მეტი...

,,ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფომ, 2 200 მშობიარობის შემთხვევა სრულად დააფინანსა“ – ილია ღუდუშაური

„DRG მოდელით, ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფომ, 2 200 მშობიარობის შემთხვევა სრულად დააფინანსა“, – აღნიშნულის შესახებ ილია ღუდუშაურმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეფორმა წარმატებულია, ტარიფები ეფექტური და ყველა პროვაიდერი კლინიკისთვის მისაღები. „ამ დრომდე დაფინანსება ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში – 500 ლარი, საკეისროს შემთხვევაში კი 800 ლარი იყო. თუმცა, კლინიკებს შეეძლოთ, მშობიარისთვის დამატებით მოეთხოვათ გადასახადი, იმის შესაბამისად, თუ რა ტარიფს დაადებდა სამედიცინო დაწესებულება აღნიშნულ სერვისს. შესაბამისად, თითქმის, ყველა მშობიარეს უწევდა თანხის დამატება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო, კლინიკებთან, ექიმებთან და ასოციაციებთან, რამდენიმე თვის განმავლობაში, მუშაობდა. კლინიკებისგან მოხდა ხარჯებთან დაკავშირებით…

მეტი...

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. მასში 150-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა, რომლებიც ამარაგებენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზას. ,,სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 100-ზე მეტ სუბიექტსა და ფიზიკურ პირს, ვინც რუსეთს და მისი ომის მანქანას მესამე ქვეყნების გამოყენებით, ეხმარება რუსეთს აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და პასუხისმგებელია რუსეთის მომავალი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე”, – აცხადებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი.

მეტი...

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის $900 მილიონიანი ტრანში დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა [IMF]  უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის $900 მილიონიანი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა უკრაინის მიღწევები პროგრამის განხორციელებაში და რეფორმებში, მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა. მან დასძინა, რომ პროგრამა  უკრაინის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ითვალისწინებს 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად და სახელმწიფოს აღდგენისთვის.

მეტი...

პაკისტანში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა – დაიღუპა სულ მცირე 23 ჯარისკაცი

სულ მცირე 23 ჯარისკაცი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა პაკისტანში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. თავდასხმა ავღანეთის საზღვართან, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში გამთენიისას მოხდა. დანაღმული მანქანა პოლიციის შენობაში შევარდა, რომელიც პაკისტანის არმიის ბაზად გამოიყენება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის „თალიბანთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო. პაკისტანის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მოკლულია შვიდი თავდამსხმელი.

მეტი...

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ინტერესები და უფლებები არ არის დაცული, ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაცმოძრაობას“ – ეკა სეფაშვილი

„მინდა მივუსამძიმრო თემურ კირბაიას ოჯახს, რომელიც ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლია. ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის ის ტკივილი, რომელიც ამდენი წელია გვაწუხებს და ვცდილობთ, ყველანაირი ძალისხმევით, მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ეს ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებით თუ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით და მათი ძალისხმევის გამოყენებით“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას თითქოს აწუხებს ოკუპაციის ბედი, სინამდვილეში კი  უნდა ქართულ საზოგადოებაში არეულობის შემოტანა. „მინდა გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის ვითომდა „შეშფოთებას“ თითქოს მათ აწუხებთ ოკუპაციის ბედი. სინამდვილეში, მათ მხოლოდ არეულობის შემოტანა უნდათ ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ…

მეტი...

საფრანგეთი მხარს უჭერს სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის – საფრანგეთის ელჩი საქართველოში

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ  საფრანგეთი მხარს უჭერს სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის. ,,საფრანგეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, როგორც ეს რეკომენდებულია ევროკომისიის მიერ, რაც უდრის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას უკრაინასა და მოლდოვასთან. საჭიროა რუსეთისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ 2008 და 2014 წელი აღარ განმეორდება,”- წერს შერაზ გასრი.

მეტი...

15 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 15 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 15 დეკემბერს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი…

მეტი...

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს – ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას. საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ რომ დაიღალნენ უკრაინის ომით – დონალდ ტუსკი

„მხოლოდ ერთიან დასავლეთს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაში“,- ამის შესახებ პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მისი მთავრობა დასავლეთისგან უკრაინის დასახმარებლად სრულ მობილიზაციას მოითხოვს. ,,მე ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ და ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ უკრაინაში ომით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ომი. რომ უკრაინელები იბრძვიან რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანისთვის, რომ მათი ბრძოლა დაიწყო მაიდანზე, რომ ისინი იბრძვიან დასავლური სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, როგორც დასავლური ქვეყნები და ისინი ახლა ამისთვის იბრძვიან“, – განაცხადა ტუსკმა.

მეტი...

ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრის შედეგები ბრძოლის ველზე ვითარებას ვერ შეცვლის – ზელენსკი

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგები სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ვერ შეცვლის და ათეულობით მილიარდი დოლარი კიევს ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, კრემლი ყურადღებით დააკვირდება აშშ-სა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას. „ყველასთვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ უკრაინაში ჩასული ათობით მილიარდი დოლარი არ დაეხმარა მას ბრძოლის ველზე რაიმე წარმატების მიღწევაში. დანარჩენი ათეულობით მილიარდი დოლარი, რაც უკრაინას სურს, ასევე განწირული იქნება იგივე ფიასკოსთვის, ჩვენ კარგად გვესმის ეს პროცესი. ეს ვერ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და ვერც სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას“, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

თუ ჩვენ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა – ხატია დეკანოიძე

„აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ამ ხელისუფლებამ ყველანაირი ძალისხმევა მიმართა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს იყო, მაგალითად: რუსული კანონმდებლობის მიღება, პრეზიდენტის იმპიჩმენტი და სხვა. ამიტომ, თუ ჩვენ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს დამსახურება არის მხოლოდ და მხოლოდ  საქართველოს მოქალაქეების, რომლის 75%-ზე მეტი  ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომხრეა“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას ახდენს ასევე გეოპოლიტიკური რეალობა. „ძალიან საშიში რეალობიდან, საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს რეგიონში, ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ საქართველო ნამდვილად მარტო არ დაეტოვებინა რუსეთთან, საქართველო, რომლის მოქალაქეებს კლავენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა არის…

მეტი...

განათლების სისტემაში იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი – პრემიერი

მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ეროვნული იდენტობა. „მოგესალმებით პატივცემულო მეგობრებო, პარლამენტისა და მთავრობის წევრებო, საპატრიარქოს წარმომადგენლებო, ძვირფასო ელჩებო, ძვირფასო პედაგოგებო, მასწავლებლებო, ჩემო მეგობრებო. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა ბატონმა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო და…

მეტი...

ოთარ შამუგია დუბაიში გამართულ მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ გარემოს დაცვის მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის რუსლან სტრილეცის მოწვევით გაიმართა, მოლდოვას, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ჩეხეთის, კანადის, ესტონეთის, ფინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მონტენეგროს, რუმინეთის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, ღონისძიება აერთიანებს ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საერთო ვალდებულებები გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების კუთხით არსებული გამოწვევების გადაწყვეტის სფეროში. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით…

მეტი...

ორი წელია, ქვეყანას ვიცავთ, არ გავჩერდებით და ეს უკვე დიდი გამარჯვებაა – დანილოვი

უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა  განაცხადა. მისი თქმით, ფრონტზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. „მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ის, რომ ორი წელია, ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.  

მეტი...

მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, რაც მიუთითებს, რომ მინისტრი და მისი გუნდი სწორ საქმეს აკეთებს – პრემიერი

მთავარი მიზანია, ყველა საქმე, რასაც ახლა ვაკეთებთ, არ იყოს ფასადური, დროებითი, იყოს კარგად გააზრებული და შედეგი მოიტანოს ყველა ცვლილებამ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი  თქმით, განათლების სამინისტროს მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. „განათლების მინისტრს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს სკოლების მეტი ავტონომიურობა, დეცენტრალიზაცია, გარკვეული უფლებების დელეგირება. რა თქმა უნდა, ცენტრალურ ნაწილში უნდა დარჩეს მხოლოდ განათლების პოლიტიკა. ასევე გვაქვს ხედვა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება ამ განახლებული დოკუმენტის წარმოდგენა. მთლიანობაში, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ხელშესახებ შედეგებს. მთავარი მიზანია, ყველა…

მეტი...

2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1200 ლარამდე – პრემიერი

2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1200 ლარამდე,  სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება, ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700 , 1800 ლარი გახდება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი. „ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა.  თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს…

მეტი...

რუსეთმა კუპიანსკი დაბომბა – არის მსხვერპლი

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვი ინფორმაციით, რუსეთმა დღეს დილით  ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბა. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. ,,დღეს ქალაქ კუპიანსკში მტრის საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა 73 წლის მშვიდობიანი მოქალაქე. კიდევ ერთი, 79 წლის ადგილობრივი კი დაშავდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს,” – წერს სინეგუბოვი.  

მეტი...

სამარცხვინოა გიორგი გახარიას განცხადებები, ეს კაცი არის ისტერიკაში – ირაკლი კობახიძე

სამარცხვინოა გიორგი გახარიას განცხადებები, ეს კაცი არის ისტერიკაში, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გიორგი გახარიას განცხადებასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარია არის ისტერიკასი და ამიტომ ავრცელებს სიცრუეს და უზრდელობს. „ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გახარიამ აღიარა, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკა მისი პრემიერობის დროს, 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი. ამ წლის ბოლოსთვის გახდა 30 მილიარდი დოლარი. ამ სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 14 მილიარდი დოლარით. გახარია, ე.წ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში. როგორც ვიცი, დაასახელა გვარები და…

მეტი...

გენერალური მდივანი და პრეზიდენტი სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდნენ

პრეზიდენტი სი ძინპინგი, სახელმწიფო ვიზიტით  ვიეტნამში იმყოფება. პრეზიდენტი, გენერალური მდივნის მიწვევით,  ჰანოიში სპეციალური თვითმფრინავით ჩაფრინდა. მას ნოი ბაის საერთაშორისო აეროპორტში, 400-ზე მეტი ადამიანი დროშებით დახვდა. გენერალურ მდივანსა და პრეზიდენტ სი ძინპინს საჰაერო კიბეზე ვიეტნამის სახელმწიფო ლიდერები დახვდნენ. მათ შორის, პრემიერ მინისტრი ფამ მინ ჩინი, პოლიტიკური ბიუროს წევრი, სამდივნოს მდივანი და თავმჯდომარე. გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნეს, რომ ვიეტნამი არის აზიის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ASEAN-ის მნიშვნელოვანი წევრი. როგორც მათ აღნიშნეს, ვიეტნამის რეგიონალური და საერთაშორისო პოზიცია სტაბილურად იზრდება და მთებითა და მდინარეებით დაკავშირებულ ჩინეთსა და ვიეტნამიში სარგებლობენ ტრადიციული მეგობრობით. „ჩინეთი…

მეტი...

გრიგორიადისის თქმით, განაჩენის შემდეგ, ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს

მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი აცხადებს, რომ საქმეზე განაჩენის შემდეგ მისი ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. მედიის კითხვებზე საპასუხო წერილი გრიგორიადისმა “ინტერპრესნიუსს” გაუგზავნა. “ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით, საერთო მიზნები გვამოძრავებს ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებში და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია შემიწყალებს თუ არა, ჩემ…

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება – ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. მით უმეტეს, რომ ის აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 13 დეკემბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების წევრები ღონისძიებაზე არ მივლენ. „ამ დღეებში ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ. ეს არ არის ჩვენი საქმე მისი პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერავინ ათქმევინა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე 14 პირი ამხილა, ამოღებულია არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის მიმდინარე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 5 – დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ,  არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.შ. ,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში  ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში  კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან დაზარალებულ გოგონასთან დაამყარა. ბრალდებულმა არასრულწლოვნების ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოტყუების და იძულების ხერხით, გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. მათ შორის, ორი დაზარალებული არასრულწლოვნისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო…

მეტი...

45 წლიანი არსებობის მანძილზე ენგურჰესმა ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენგურჰესის 45 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. სიტყვით გამოსვლისას, სემეკის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ენგურჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ენგურჰესის“ 45 წლის იუბილეს ვულოცავ სადგურის ყველა თანამშრომელს, ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს. „ენგურჰესის“ მნიშვნელობა დიდია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული თუ სხვა მიმართულებების განვითარებაში. „ენგურჰესი“ არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი. 45 წლიანი არსებობის მანძილზე ენგურჰესის საიმედო და გამართულმა ფუნქციონირებამ ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. მისი არსებობის განმავლობაში სადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 120 მილიარდ კვტ.სთ-ს აღემატება. ამასთანავე, რეაბილიტაციის შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა და…

მეტი...

ნიუ-იორკში, 6-სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

ნიუ-იორკში, ბრონქსის რაიონში, 6-სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები იმის გარკვევას ცდილობენ, არიან თუ არა ნანგრევებში ადამიანები მოყოლილები. ახლომდებარე დელიშის თანამშრომელმა, ჯულიან როდრიგესმა, განაცხადა, რომ ის დახლის უკან იდგა, როცა ხალხის ყვირილი ხმა გაიგო. ”როდესაც მე გარეთ გამოვედი, მხოლოდ ნამსხვრევები და კვამლის ღრუბელი დაინახე ქუჩაში,” – განაცხადა როდრიგესმა. მიმდინარეობს ნგრევის მიზეზების დადგენა.

მეტი...

„ლურჯი მთვარის ველი“ და სამოთხე დედამიწაზე – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

ეს ქალაქი ლიჯიანგია,  „ლურჯი მთვარის ველი“. ლიჯიანგი იუნანის პროვინცოას მიეკუთვნება. აქ ნამდვილად სამოთხეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ჩანჩქერები, კამკამა წყალი, ფირუზისფერი  მდინარე, თოვლიანი მწვერვალები და საოცარი სანახაობა. იუნანი არის პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. იუნანის პროვინცია ითარგმნება როგორც “ღრუბლების სამხრეთი ქვეყანა” და ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ფერად რეგიონად ითვლება. ეს არის რეგიონი, რომელიც აერთიანებს მთებს, მდინარეებს,  ტბებს, ასობით ტაძარს, მრავალ ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას. ლიჯიანგმა წლის პირველ კვარდალში 18 მილიოზე მეტი ტურისტი მიიღო. ამ პროვინციაში ძირითადად არის მთიანი რელიეფი, განსაკუთრებით მის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1980 მეტრია,…

მეტი...

ევროკავშირის გაფართოება არის გზა უფრო უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული ევროპისკენ – გიტანას ნაუსედა

ევროკავშირის გაფართოება არის გზა უფრო უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული ევროპისკენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება და ფუფუნება, ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნების კონსოლიდირება უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. „სამ დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნების კონსოლიდირება უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება,…

მეტი...

ნიკა მელიასთან მაქვს კომუნიკაცია, თუმცა პარტიულ ჩარჩოზე საუბარი ჯერჯერობით არ გვქონია – ხატია დეკანოიძე

 ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელიასთან კომუნიკაცია აქვს. მისი თქმით, მას და ნიკა მელიას პარტიულ ჩარჩოზე საუბარი ჯერჯერობით არ ჰქონიათ. „პროცესები, რაც მთელი ამ წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შიდა არჩევნები, რომელიც, ჩემი აზრით, არამართებული კონფიგურაციით ჩატარდა და პირდაპირ ეთერში, როდესაც ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, გარიცხვა, თუ არ ვიცი, რა დავარქვა ამ მცდელობას. ამიტომ, ვფიქრობ, ბუნებრივია ის შედეგი, რა შედეგიც დღეს მივიღეთ. რაც შეეხება ჩემს პარტიულ კონფიგურაციას. უპირველესად, მინდა, წარმატება ვუსურვო ნიკა მელიას. მე მასთან მაქვს კომუნიკაცია, მქონდა, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის, როდესაც პარტიიდან წამოვედი, თუმცა ჯერჯერობით პარტიულ ჩარჩოზე საუბარი ნამდვილად…

მეტი...

ძარცვა იტალიაში – დამნაშავე საქართველოს 27 წლის მოქალაქე აღმოჩნდა

იტალიელმა ქალმა, რომელიც ქალაქგარეთ იმყოფებოდა, სმარტფონით აღმოაჩიანა, რომ მის სახლს ძარცვავდნენ. მან სმარტფონში შენიშნა, რომ ქალაქ ლუკაში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში უცხო პირი გადაადგილდებოდა. ქალი პოლიციას დაუკავშირდა და მძარცველი და მისი ჩაცმულობა აღუწერა. პოლიციამ საქართველოს 27 წლის მოქალაქე იმ დროს დააკავა, როდესაც ის ბინას ტოვებდა. დაკავებული წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირია.

მეტი...

პუტინს სჯერა, რომ შეუძლია გაძლოს უფრო დიდხანს, ვიდრე უკრაინა და აშშ, მაგრამ ცდება – ოსტინი

,,დანაშაულისა და იზოლაციის მიუხედავად, პუტინს მაინც სჯერა, რომ მას შეუძლია გაძლოს უფრო დიდხანს, ვიდრე უკრაინა და ამერიკა, მაგრამ ის ცდება,”-  აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში, თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა არ დაიხევს უკან თავისუფლების დაცვაში. ,,ჩვენ ყველამ უნდა გადავწყვიტოთ სად ვდგავართ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავეხმაროთ უკრაინას მისი ტერიტორიისა და მისი მოქალაქეების დაცვაში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევაკავოთ რუსეთი შემდგომი აგრესიისგან. მათ შორის ჩვენი NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგ და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ამერიკა არ დაიხევს უკან თავისუფლების დაცვაში, ამერიკა კი უფრო უსაფრთხო იქნება, თუ აგრესორებს მთელ…

მეტი...

მინდა, ჩემი ხმა შევუერთო მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას – კარი გაუღონ ტრიოს – გიორგი კვირიკაშვილი

მინდა ჩემი ხმა შევუერთო საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური შანსი და კარი გაუღონ ტრიოს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ,,საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიტანა ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული უამრავი ადამიანის თავდადებამ – ყველასი, ვინც ათწლეულების განმავლობაში იღვწოდა და სულითხორცამდე გაცნობიერებული ჰქონდა ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობა, ვისაც სჯეროდა ნამდვილ ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ევროპის, რომლის კულტურის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის…

მეტი...