,,გაძლევთ გარანტიას, 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი” – მიხეილ სააკაშვილი

ვამბობ ახლა რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები, ოღონდ მანამდე ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ერთვება.

მისი თქმით,  ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 4 წელიწადში საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გახდება:

,,ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ გზიდან გადაგვიყვანოს და ევროპაც არ მისცემს საშუალებას არავის, რომ საქართველოში ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება და ეს იქნება სრულად ახალი ეპოქა. ჩვენ ეს საცობი უნდა მოვიშოროთ, რომელიც დაცობილია ევროპულ გზაზე…ჩვენ უნდა გავიდეთ ავტობანზე და ავტობანით შევიდეთ. მე გაძლევთ გარანტიას, 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი,”-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მსგავსი თემები