„გემუდარებით ყველას, ილოცეთ მისი გადარჩენისთვის“ – თეა დარჩია

„სუხიშვილების” მოცეკვავე, თეა დარჩია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გემუდარებით ყველას, ილოცეთ ჩემი ძმის, დავით დარჩიას გადარჩენისთვის. ის ტაძრის ქვით შემოსვისას, გუმბათიდან ჩამოვარდა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო”, – წერს მოცეკვავე.

მეტი...

ბოლო წლების განმავლობაში, შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აივ ინფექციის პანდემიის დასრულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფექციის ადრეული გამოვლენა, ეფექტიანი მკურნალობა, პრევენციული ღონისძიებები,აივ ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს. აღსანიშნავია, რომ აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, ასევე შიდსის სამკურნალო მედიკამენტები. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან“, – აღნიშნულია…

მეტი...

შვეიცარიამ 8,8 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ 8,8 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. როგორც ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნო (SECO) აცხადებს, ეს მაჩვენებელი 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს სავარაუდოდ კიდევ შეიცვლება და კიდევ უფრო დაზუსტდება სიაში სანქცირებული პირების დამატების, ან ამოღების შემთხვევაში. ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 7,4 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის კუთვნილი უცხოური ვალუტის აქტივების გადარიცხვა.

მეტი...

საქართველოში 2023 წელს აივ-ინფიცირების 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2023 წელს აივ-ინფიცირების 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, 2023 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ცენტრში რეგისტრირებულია ინფიცირების 10 338 შემთხვევა, საიდანაც 7 736 -კაცია, 2 602 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. ცნობისთვის, დღეს, 1-ელ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღეა.

მეტი...

მადრიდის მახლობლად ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა

ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც საფრენი აპარატის ნაწილი დაეცა. მომხდარის სავარაუდოდ მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. არსებული ინფორმაციით, შვეულმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთმა მათგანმა თავისით შეძლო გამოსვლა, მეორე კი მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

მეტი...

ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს მინისტერიალში, მგონი ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს, ამ შეუმდგარ ორგანიზაციას – მიხეილ სააკაშვილი

ეუთოს მინისტერიალზე, რუსთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. ,,ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს მინისტერიალში სკოპიეში. მგონი ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს, ამ პრინციპში შეუმდგარ ორგანიზაციას. ამას ვამბობ გულისტკივილით, ვინაიდან 1992 წლის თებერვალში, მე და ზაზა გოგსაძე პირველად შევხვდით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ეუთოს ხელმძღვანელობას და ჩავიტანეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნა. ცხინვალში რუსების მხარდაჭერით დაგომისის ხელშეკრულების ფარგლებში, ეუთოს მისია შეიყვანეს, რომელიც თავიდანვე რუსეთის ჯაშუშებით იყო სავსე. 2008 წლის წინ მათ გაწმენდას იქიდან ცდილობდა მისიის ხელმძღვანელი ფინელი ელჩი ტერი ჰაკალა. თუმცა ამ ჯაშუშებს, განსაკუთრებით ერთ ბრიტანელს, ცენტრალური ოფისიდან მფარველობდნენ. ომის…

მეტი...

ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა დუბაიში, ლუკაშენკოსთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს

ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა დუბაიში, გაეროს კლიმატის კონფერენციაზე, მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან, საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს. მიზეზი ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკო გახდა, რომელიც ამავე კონფერენციას ესწრება. ,,ფოტოს „ოჯახური ფოტო“ ჰქვია და ბელარუსის პრეზიდენტი არ ეკუთვნის ოჯახს, რომელსაც გვსურს, ჩვენ მივეკუთვნებოდეთ”, – აღნიშნა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

მეტი...

პროკურატურამ წალკაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წალკაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს, ნაჯახით, თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

ჩაის 1100 წლიანი ხე და სოფლის სამოთხე – ვიდეორეპორტაჟი

ყველაზე დიდი და ძველი ჩაის ხის კულტურა ჩინეთში 1100 წლისაა. ეს არ არის ბუჩქი, ეს არის ძალიან დიდი ხე, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის ჩაის ამზადებენ. სოფელი ჟიუო ჯიმპინგს ეკუთვნის. აქ ძირითადად სამი სახეობის ჩაის აწარმოებენ – შავი, თეთრი და ფუა, რომელიც ყველაზე პოპულარულია ჩინეთში. სად მდებარეობს სოფელი ჟიუო და რა პროცესს გადის ჩაის ფოთლები დაკრეფიდან საბოლოო პროდუქტამდე, ვნახოთ ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა, ჩინეთიდან 

მეტი...

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-მ და გ.კ.-მ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის – გ.ზ.-ს ოჯახის წევრს, თითქოსდა მისი გათავისუფლების და შემდგომში შეღავათების გავრცელების სანაცვლოდ, მოტყუებით 10 000 ლარი გამოართვეს. ,,შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) …

მეტი...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე 3 დეკემბრიდან მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (კმ254-კმ259), მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე. დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43 (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით.

მეტი...

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნების გადახედვის მიზეზს ვერ ხედავს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი “ვერ ხედავს მიზეზს” გადახედოს უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს. ,,მე გამოვდივარ იქიდან, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინის წინააღმდეგ ომი] ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნებს აღწევს. უზენაესი მთავარსარდალი აკონტროლებს ამ ოპერაციას მუდმივად. და ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადაიხედოს ჩვენი მიზნები”, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

,,მიიჩნია, რომ  ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას  შეურაცხყოფა მიაყენა”- პროკურატურამ  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ნ.დ.-მ მეორედ გათხოვებით მას  შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება. აღნიშნულის გამო 28 ნოემბერს, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში,  ყოფილი მეუღლის ოჯახში მივიდა და ნ.დ.-ს და მის მეუღლეს ი.ჯ.-ს, ამ უკანასკნელის დედის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები…

მეტი...

განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული 28-ე კონფერენციის ფარგლებში  კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემატიკაზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. მადლობელი ვარ შარლ მიშელის მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად,  თავდაჯერებით ველი დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას!”, –  აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-4 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. დედაქალაქში – თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23+25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ასევე უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +18+20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12+14 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში…

მეტი...

პარტიაში არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება – თინა ბოკუჩავა

არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება იმ მდგომარეობაში, როცა ყველა ვემზადებით გენერალური, გეოპოლიტიკური არჩევნებისთვის 2024 წელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ხედავს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, სწორედ ამაზე იქნება კონცენტრირებული. „ვისურვებდი და ვიმედოვნებ, ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ხედავს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, სწორედ ამაზე იქნება კონცენტრირებული, რადგან სულ ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს არა ჩვენი პარტიის ან ნებისმიერი სხვა პარტიის ბედი, არამედ ჩვენი ქვეყნის ბედი და შევძლებთ თუ არა სვლას ევროპული გზით, რაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი…

მეტი...

,,ძაღლზე იძალადა, შემდეგ  საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო”- ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, ბრალბებულმა მამის კუთვნილი „როტვეილერის“  ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ  საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო.  ბრალდებულის ქმედების შედეგად ძაღლი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით  (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

მეტი...

,,ნაჯახის გამოყენებით,  სასიკვდილო დაზიანება მიაყენა”- პოლიციამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ნაჯახის გამოყენებით,  სასიკვდილო დაზიანება მიაყენა  1970 წელს დაბადებულ ე.გ.-ს  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ვ.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,”- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

კიდევ ერთხელ დავუდასტურე ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ – შარლ მიშელი

კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს. როგორც მიშელი აღნიშნავს, საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე კვლავ ძლიერია. „კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუციელბელი ნაბიჯები გადაიდგას“, – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია – ილია დარჩიაშვილი

საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და ეს იქნა შესაბამისად აღქმული და შეფასებული ევროკომისიის მიერ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის. „მე არ დავყოფდი ახალ და ძველ რეკომენდაციებს, არც რაოდენობით დავითვლიდი ამ რეკომენდაციებს, საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და ეს იქნა შესაბამისად აღქმული და შეფასებული ევროკომისიის მიერ. ეს გამოიხატა კონკრეტულ რეკომენდაციაში, შესაბამისად, ეს მიღებული რეკომენდაცია საუბრობს იმ ძალისხმევაზე, რომელიც გასწია ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ქვეყანამ. სწორედ ეს ევროკომისიის…

მეტი...

ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი მშიშრები არიან – სერგეი ლავროვი

ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი მშიშრები არიან, რადგან გულწრფელი საუბრის ეშინიათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეუთო-ს მინისტერიალიდან გაიქცა, მაშინ, როდესაც თავად არსად გაქცეულა. „როგორც ვხვდები, ბლინკენი წავიდა და ბორელიც წავიდა. რატომ ხდება ასე? ალბათ ფიქრობენ, რომ ამით ხაზს უსვამენ რუსეთის იზოლაციის განზრახვას. მაგრამ ვფიქრობ, ისინი უბრალოდ მშიშრები არიან, ეშინიათ ყოველგვარი გულწრფელი საუბრის ფაქტებით ხელში“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადები რეკომენდაციაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. ხელისუფლებას თითოეულ რეფორმაზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილია შესაბამისი სამოქმედო გეგმა, შესრულების ვადები და ამ პროცესში ხელისუფლება ევროკავშირის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში მუშაობს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიამ დაადასტურა და ახლა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული საბჭოს…

მეტი...

ორბანის თქმით, ევროკავშირმა უკრაინასთან ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს “პარტნიორობა” უკრაინას, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.  ,,თუ ჩვენ არ ვიცით (რა შედეგები მოჰყვება ამას), მაშინ არ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები… ასე რომ, მე წარმოვადგენ მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა ჯერ ხელი უნდა მოაწეროს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას უკრაინასთან. ეს (შეთანხმება) შეიძლება გაგრძელდეს 5-10 წლამდე, მოდით დავაახლოოთ ისინი, რადგან უფსკრული ახლა ძალიან დიდია. მოდით, მოგვეცით დრო ერთად ვიმუშაოთ, და როცა დავინახავთ, რომ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, მაშინ წამოვწიოთ წევრობის საკითხი”, – განაცხადა ორბანმა.

მეტი...

აშშ-ში დააკავეს 12 წლის ბიჭი, რომელიც ქუჩაში მოპარული ტვირთმზიდით გადაადგილდებოდა

აშშ-ში, მიჩიგანის პოლიციამ 12 წლის ბიჭი დააკავა, რომელიც მოპარული ტვირთმზიდით ქუჩაში გადაადგილდებოდა. მანამდე მოპარული ტვირთმზიდის შესახებ ზარი პოლიციაში ფორსითის საშუალო სკოლიდან შევიდა. პოლიციამ დაადგინა, ტვირთმზიდი ქუჩაში, ქალაქის სამხრეთისკენ გადაადგილდებოდა. სამართალდამცველები მანქანას აედევდნენ და მისი გაჩერება დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოახერხეს. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

მეტი...

„ჰამასის” ხელმძღვანელობა თანამშრომლობდა აგრესიის დასასრულებლად, მაგრამ ზოგიერთი მხარე არ იყო მზად მეტი ძალისხმევისთვის – „ჰამასის“ წარმომადგენელი

„ჰამასის” ხელმძღვანელობა თანამშრომლობდა აგრესიის დასასრულებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მხარე არ იყო მზად მეტი ძალისხმევისთვის, გარდა კატარისა და ეგვიპტისა, – ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ოსამა ჰამდანმა განაცხადა. „გამოსავალი არ არის ზავი. რეალური გამოსავალი არის ამ ოკუპაციის დასასრულის მექანიზმების მოძიება. ჩვენ დრო დავუთმეთ ყველა შუამავალთან საუბარს და მადლობა უნდა გადავუხადოთ ეგვიპტეს, კატარს ძალისხმევისთვის, რომ შეეცადნენ, მიაღწიონ აგრესიის დასრულების ფორმულას, მაგრამ აგრესიამ ყველაფერი შეაჩერა. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი მცდელობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს, ბოლო მოეღოს აგრესიას. ეს სასარგებლო იქნება ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ოსამა ჰამდანმა.

მეტი...

ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პროცესებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს – თეა წულუკიანი

ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პროცესებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, რაც უფრო დიდხანს იქნება კლოუნად წოდებული პირი ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „არც იმას დავმალავ, რომ როგორც მე, ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე აღარ უკვირდება იმ პროცესებს, რაც ამ პარტიაში მიმდინარეობს. უკვე დიდი ხანია, საქმე გვაქვს ინფანტილიზმისა და არასერიოზულობის დემონსტრირებასთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი...

,,გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრეს”- ლავროვის მოადგილე აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართა და მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – მიხაილ გალუზინი, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბასა და ცინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი – კონსტანტინ კოჩიევი. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრეს. „ხაზი გაესვა სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სწრაფი შემუშავების აუცილებლობას, ასევე საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკირებით“,…

მეტი...

15 დეკემბერს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის გზაზე ყველაზე მეტი ხელშესახები შედეგების მოტანა შეძლო – წულუკიანი

15 დეკემბერს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც შეძლო ევროპისა და ევროკავშირის გზაზე ქართველი ერისთვის ყველაზე მეტი ხელშესახები შედეგის დადება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ბრიუსელში იქნა მიღებული, არის მრავალი თაობის ნატვრისა და სულისკვეთების აღსრულება და ეს არის უმნიშვნელოვანესი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 15 დეკემბერს ეს გადაწყვეტილება საბოლოო ფორმას აუცილებლად მიიღებს. ჩვენც გვაქვს ამის საფუძვლიანი რწმენა და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც შეძლო ევროპისა და ევროკავშირისკენ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება. Dubai Expo-ში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამიტის გახსნას დაესწრო. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ.

მეტი...

კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა, ამ თვალსაზრისით, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ – ზელენსკი

კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა. ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ეს ფაქტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა. ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ქვეყანამ სასურველი რაოდენობის შეიარაღება ვერ მიიღო. „ჩვენ გვაქვს ომის ახალი ეტაპი და ეს ფაქტია. მთლიანობაში, ზამთარი ომის ახალი ეტაპია. უკან არ ვიხევთ, კმაყოფილი ვარ; ჩვენ მსოფლიოში მეორე არმიას ვებრძვით, კმაყოფილი ვარ; ჩვენ ვკარგავთ ხალხს, არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ არ მივიღეთ ყველა იარაღი, რაც გვინდოდა და ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაგრამ ასევე, ბევრი წუწუნი არ შემიძლია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო. საქსტატის ცნობით, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა ექვსი ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება. ანგარიშის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.8 პროცენტი – ბიჭი. რეგიონებს…

მეტი...

სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ცუდ ადგილას გაიჭედა, არ იღებდა რეალობას, რთხელ მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა სალიერიო- ჩერგოლეიშვილი

სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ ადგილას გაიჭედა და არ იღებდა რეალობას, ითხოვდა, გვეთქვა, რომ ყველას ისევ გვიყვარს, რომ არარეალისტური სურათები გვეხატა, ერთხელ მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა სალიერიო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო „სივრცეში“ განაცხადა. „ჩვენ ხომ ვიცით, რომ სასამართლო პრობლემა იყო, ხომ გვინდა სასამართლოს გამოსწორება, რადგან იმ არჩევნებსაც ხო წავაგებთ, როცა იქნება და არ მინდა, პოლიტპატიმარი ვიყო შემდეგ ვადაში. არც ის არ მინდა, „ქოცები“ გასამართლდნენ და პოლიტპატიმრები ერქვათ და ამ ყველაფერს სჭირდება სისტემური ცვლილება. სისტემური ცვლილება რომ გააკეთო, ჯერ ის პრობლემა უნდა დაინახო, რაც გქონდა და…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების მომსახურების სექტორში, მოკვლევის პროცესი დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საკითხი ეხებოდა შპს ,,წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას – შპს ,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და შპს ,,მექსიკური წერეთელზე N1“-ს მიმართ. მოკვლევის შედეგად დადასტურდა  – მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით  ორ კომპანიას  (,,მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და ,,მექსიკური წერეთელზე N1)    შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. მხარეებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო…

მეტი...

მილიარდიანი სასამართლო დავა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ

ინვესტორთა ჯგუფმა სარჩელი შეიტანა ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ და მოითხოვა 1 მილიარდ დოლარზე მეტი კომპენსაცია გადაეხადა მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟის Binance-ის რეკლამისთვის. მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის განცხადებით, ფეხბურთელის ცრუ და­პი­რე­ბე­ბის გამო, მათ ისე­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­დეს, რო­მელ­მაც თან­ხე­ბი და­ა­კარ­გვი­ნათ. ისი­ნი მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლის სა­ნაც­ვლოდ, ფეხ­ბურ­თე­ლის­გან მი­ლი­არ­დ დოლარზე მეტს ითხო­ვენ. 2022 წლის ნოემბერში, Binance-მა რო­ნალ­დუს­თან პარტნი­ო­რო­ბით “CR7”-ის სა­ხელ­წო­დე­ბით, NFT ტოკენების პირველი კოლექციის გაყიდვა დაიწყო. რო­ნალ­დუ ამ­ბობ­და, რომ მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი “CR7”-ის შე­ძე­ნით NFT-ის სამ­ყა­როს შეც­ვლიდ­ნენ და ფეხ­ბურ­თი ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყვანდა. 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში კო­ლექ­ცი­ი­დან ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი NFT 77$ ღირ­და, თუმ­ცა 1 წლის შემ­დეგ მისი ფასი $1-ზე…

მეტი...

შსს-ის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 81 ხმით, მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სავალდებულო იქნება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში…

მეტი...

,,უკრაინის მომავალი ევროპაშია, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით”- ოლაფ შოლცი

“უკრაინის მომავალი ევროპაშია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. ,,უკრაინის მომავალი ევროპაშია. გერმანია მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და საჭირო რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ. ზელენსკი, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით რამდენიხანიც საჭირო იქნება!” – წერს ოლაფ შოლცი.

მეტი...