,,აუცილებლად უნდა დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი”- სოფო ჯაფარიძე

ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, აუცილებლად უნდა დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი  თქმით, საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელ ადამიანებს, დიდი სურვილი აქვთ, იყვნენ მიხეილ სააკაშვილის გარშემო და მასთან ერთად იბრძოლონ.

„მათ შორის მე მათთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია მაქვს. სულ გვაქვს დებატების რეჟიმში საუბარი და ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ რუსეთის ტყვეობიდან, აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობიდან, უფრო სწორად, დავიხსნათ, რადგან ძალიან დიდი დანაშაულია ის, რასაც „ქართული ოცნება“ ჩვენ ქვეყანას უკეთებს. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, ჩვენს გვერდით, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დადგნენ. ადამიანები, რომლებსაც უნდათ ბრძოლა და უნდათ, ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები