,,ვაშაძეს პრემიერ-მინისტრობა უნდა, რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს, ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას”- გია ვოლსკი

100 %-იანი სიზუსტით შემიძლია, ვთქვა, რომ ვაშაძის ხელისუფლების ზეობის პერიოდში, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის ინტერესები ყოფილიყო გატარებული რეგიონშიც და საქართველოს ტერიტორიაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრობა უნდა.

,,ნული იყო სოციალურ პაკეტზე, უსაფრთხოებაზე მსჯელობა. რუსეთთან მიმართებაში გამყიდველი პოზიცია ჩამოაყალიბეს და შედეგები სახეზე გვაქვს. რა საქმეზე უნდა ელაპარაკო აღმაშენებელს რომ დაარქმევ პარტიას და ფრაქციას, ეს იმას არ ნიშნავს რომ რამეს ააშენებ. ვაშაძეს პრემიერ-მინისტრობა უნდა, რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს, ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას, რეალობაში კაბინეტს ვერასდროს რომ ვერ შექმნის, იცის, და ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრის სავარძელში წარმოიდგინა საკუთარი თავი. საინტერესოა მინისტრები ვინ ეყოლება. ეს ადმიანები შორს არიან ევროპული სტანდარტისგან, ვინაიდან აწამეს, დახოცეს ადამიანები და დღემდე ამ სისხლში აქვს, მათ შორის ვაშაძეს ხელი გასვრილი. ყველა იმაზე ზრუნავს, როგორმე ქვეყანა აურიონ და დესტაბილიზაცია მოახდინონ. რა ჩრდილოვანი კაბინეტი უნდა შექმნან?! ისე თუ შექმნიან და საზოგადოებას გააცნობენ თავის გეგმებს ყველა მიმართულებით, ურიგო არ იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები