ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს სასაზღვრო ზონაში სამეურნეო საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცათ

2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „მოქალაქეებს“ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობის განხორციელების უფლება მიენიჭებათ.

კერძოდ, საუბარია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა-გადაზიდვაზე ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რეგიონების სასაზღვრო ზონაში „შესაბამისი ნებართვის გაცემის გარეშე“.

„სამხრეთ ოსეთის“ КГБ-ს ინფორმაციით, „აღნიშნული მიზნებისთვის სასაზღვრო ზონაში შესასვლელად აუცილებელია რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო დირექტორატის უახლოეს სამმართველოში მისვლა პასპორტით – პირის იდენტიფიცირება, დაზუსტება. სამეურნეო სამუშაოების ადგილი, სახეობა და დრო“.

„ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ხელსაყრელი პირობების შექმნას აქტიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში“ , – აღნიშნეს დე ფაქტო უწყებაში.

მსგავსი თემები