,,ევროკავშირის ანგარიში სინამდვილეში ძალიან კრიტიკული და მძიმეა”- თინა ბოკუჩავა

ევროკავშირის ანგარიში სინამდვილეში ძალიან კრიტიკული და მძიმეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ”რუსული ოცნება” ყველაფერს უკუღმა კითხულობს და ევროკავშირის ანგარიშიც ამ თვალსაზრისით, არ წარმოადგენს გამონაკლისს”.

„სინამდვილეში, ანგარიში ძალიან კრიტიკული და მძიმეა, სადაც აღნიშნულია, რომ სერიოზული პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში, კორუფციის მიმართულებით და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ეს ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ევროინტეგრაციის გზაზე სვლა წარმატებით გავაგრძელოთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 

 

 

 

,,საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, თუმცა, მათი აღსრულება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს”- ევროკავშირის ანგარიში

 

 

 

 

მსგავსი თემები