აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს – გაერო-ში აშშ-ის ელჩი

აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა. მისი თქმით, თუ რუსებს სურთ, მათი სასუქის გლობალურ ბაზარზე გატანა და სასოფლო-სამეურნეო ტრანზაქციების ხელშეწყობა, მოუწევთ,  შეთანხმებას დაუბრუნდნენ. „აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამის არანაირი მტკიცებულება არ გვინახავს“, – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა ანდრეევკის სამხრეთით პოზიციებიდან მტერი განდევნეს – გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა მტერი ანდრეევკას სამხრეთით, ბახმუტის რაიონში მდებარე პოზიციებიდან განდევნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, რომ უკრაინის  ძალები აგრძძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით. „ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით. თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული შეტევითი ოპერაციების დროს მტერი იძულებული გახდა დაეტოვებინა პოზიციები ანდრეევკას სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე. დაკარგული პოზიცია კლეშჩეევკას ჩრდილოეთით და დასავლეთით, ასევე კურდიუმოვკას ჩრდილო-დასავლეთით. მძიმე ბრძოლები გრძელდება“,- აცხადებენ გენშტაბში.

მეტი...

,,მსოფლიომ პასუხი უნდა გასცეს”- ზელენსკი ოდესაზე თავდასხმაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ შეტევას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ შეუტია “გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას”  და მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს. ,,რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს პორტებს, მარცვლეულს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს. როდესაც სამოქალაქო პორტებს უმიზნებენ, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ ლიფტებსაც კი, ეს საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთს შეუძლია და ის უნდა შეჩერდეს”,- წერს ზელენსკი Telegram-ზე. ცნობისთვის, რუსეთმა გამთენიისას ოდესის რეგიონში სამხრეთით მდებარე პორტსა და სამრეწველო ობიექტებს დრონებით შეუტია.

მეტი...

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 50 საქმეზე აღებული ვალდებულება სრულად შესრულდა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე – 56 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში,…

მეტი...

თურქეთის ქალაქ ბურსაში 10 ქარხანა იწვის

თურქეთის ქალაქ ბურსაში 10 ქარხანა იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას 3 ვერტმფრენი და 100 მეხანძრე ცდილობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია

გასულ ღამეს რუსეთის ძალები უკრაინის დედაქალაქს 10-ზე მეტი დრონით შეუტია. საჰაერო თავდაცვის ძალებმა  ყველა რუსული დრონი ჩამოაგდო. ,,ყველა საჰაერო სამიზნე – 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი – საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს,” – განაცხადა კიევის  საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ. მისივე თქმით, დრონების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა და ტროტუარი.

მეტი...

,,ასეთი შეცდომები დაუშვებელია”- მორავიეცკიმ კიევში პოლონეთის ელჩის გამოძახება დაგმო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მკაცრად დაგმო კიევის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის გამოძახების თაობაზე. „ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ერთადერთია, ვინც დარჩა კიევში უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დღიდან, არ უნდა გამოეძახათ. ეს არ უნდა მომხდარიყო. საერთაშორისო პოლიტიკაში, მიმდინარე ომის პირობებში, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს, ასეთი შეცდომები დაუშვებელია“, – წერს მატეუშ მორავიეცკი. მან დასძინა, რომ პოლონეთისთვის სხვა სახელმწიფოს ინტერესები არასდროს დადგება მათი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. მანამდე სამშაბათს, პოლონეთის ელჩი უკრაინაში ბარტოშ ჩიჩოკი დაიბარეს კიევში საგარეო საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელის, მარკინ პშიდიჩის განცხადებების გამო. პოლონურ მედიასთან ინტერვიუში…

მეტი...

ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღება – დაკავებულია 2 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის პერიოდში, სისტემატურად ასაღებდნენ ყალბ ერთლარიან მონეტებს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 524 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ყალბი მონეტების დამამზადებლისა და აღნიშნული…

მეტი...

კანადა სიგარეტის თითოეულ ღერზე გამაფრთხილებელი წარწერების დაბეჭდვას დაიწყებს

კანადა იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს გაფრთხილებების დაბეჭდვას სიგარეტის თითოეულ ღერზე, რათა ახალგაზრდებმა მოწევა შეწყვიტონ. გაფრთხილებები, რომლებიც იქნება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, მოიცავს ფრაზებს, როგორიცაა: „სიგარეტი იწვევს კიბოს“ და „შხამი ყოველ სუნთქვაში“. ახალი რეგულაციები ძალაში სამშაბათიდან შევა.  ახალ გამაფრთხილებელ ეტიკეტებს კი კანადელები მომავალი წლიდან იხილავენ. 2024 წლის ივლისისთვის მწარმოებლები უნდა დარწმუნდნენ, რომ გაფრთხილებები იქნება ყველა გაყიდული დიდი ზომის სიგარეტზე, ხოლო 2025 წლის აპრილისთვის ყველა ჩვეულებრივი ზომის სიგარეტი და პატარა სიგარა ქაღალდითა და მილებით უნდა შეიცავდეს გაფრთხილებებს. ფილტრის საშუალებით გამოჩნდება ფრაზები, მათ შორის გაფრთხილებები ბავშვების დაზიანების, ორგანოების დაზიანებისა და იმპოტენციის და…

მეტი...

ყაზახეთიდან რუსეთისკენ მიმავალი ჯავშანტექნიკა შენიშნეს – მედია

ყაზახმა ჟურნალისტი ლუკპან ახმედიაროვი რუსეთის ფედერაციის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის მოძრაობის ფოტოს ავრცელებს. ფოტოები, ახმედიაროვის თქმით, გადაღებულია შაბათს დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში (რუსეთის ფედერაციის ორენბურგის ოლქის ესაზღვრება) ორალ-აქსაის გზატკეცილზე. ფოტოს მიხედვით, სამხედრო საინჟინრო ტექნიკა ტრაულებზე გადაჰქონდათ. „ფოტოზე რუსული ნომრის მქონე სატვირთო მანქანები ყაზახეთის ტერიტორიის გავლით ატარებენ სამხედრო ტექნიკას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით“, – წერს ჟურნალისტი. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი აღიარა, მაგრამ მათი მტკიცებით, ეს ტექნიკა არ არის ყაზახური. „ამ სამხედრო ტექნიკას არავითარი კავშირი არ აქვს ყაზახეთის რესპუბლიკასთან, არის მესამე ქვეყნის საკუთრება და საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, გეგმიური რემონტისთვის რუსეთში გაიგზავნა ყაზახეთის ტერიტორიის გავლით“,…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 247 230 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 247 230 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის ძალების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 247 230; ​ტანკი – 4 217; ჯავშანტექნიკა – 8 213; საარტილერიო სისტემა – 4 866; სარაკეტო სისტემა – 700; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 463; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 311; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 042; საკრუიზო რაკეტები – 1 347; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 349; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 718.  

მეტი...

დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ბრალი წაუყენეს. მას ბრალად ედება აშშ-სა და მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა და მოტყუებით 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა. ტრამპს ბრალი 4 პუნქტში წაუყენეს: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით, შეთქმულება ოფიციალური პროცედურების შეფერხების მიზნით, სამსახურებრივი პროცედურების დაბრკოლება და ხელის შეშლის მცდელობა, შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით. „ბრალდებულმა და შეთქმულების თანამონაწილეებმა შეგნებულად გამოიყენეს ცრუ განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა აეძულებინათ შტატის კანონმდებლები და საარჩევნო ოფიციალური პირები, გაეუქმებინათ ლეგიტიმური არჩევნების შედეგები და შეეცვალათ ბრალდებულის ოპონენტის, ჯოზეფ ბაიდენის საარჩევნო ხმები ბრალდებულის ხმებით”, – ნათქვამია საბრალდებო…

მეტი...

სამხრეთ კორეაში რეკორდული სიცხეს 17 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში რეკორდული სიცხეს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტო ავრცელებს. დაღუპულთა უმეტესობა ფერმერები და მოხუცები იყვნენ, რომლებიც მუშაობდნენ გარეთ ექსტრემალურ სიცხეში. ჩრდილოეთ გიონსანგის პროვინცია ყველაზე მეტად დაზარალდა, სადაც შვიდი მოხუცებული ფერმერი დაიღუპა. რეკორდული სიცხეები სამხრეთ კორეაში, ივნისის შუა რიცხვებიდან ფიქსირდება.

მეტი...

,,ოკუპანტები ძალიან მალე იგრძნობენ ჩვენი მუშაობის შედეგებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ოკუპანტები ძალიან მალე იგრძნობენ ჩვენი მუშაობის შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას ამზადებს. „ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სეზონი მაქსიმალურად იყოს ხელსაყრელი ჩვენი წინსვლისთვის, გამარჯვებისთვის, სურვილის ასრულებისთვის, აღვადგინოთ მშვიდობა მთელ უკრაინაში, გამონაკლისის გარეშე. მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მეტი იარაღი ჩვენი მეომრებისთვის. ტერორისტული სახელმწიფოს სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მან ჩაიდინა უკრაინის, ჩვენი ქალაქების, სოფლებისა და ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...