,,გპირდებით თბილ მიღებას”- ასლან ბჟანია რუს ტურისტებს თბილ დახვედრას ჰპირდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუს ტურისტებს თბილ დახვედრას ჰპირდება. ბჟანია ბათუმის ნავსადგურში გამართულ საპროტესტო აქცია გამოეხმაურა.

,,რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზად არის მიიღოს Astoria Grande ტიპის გემები. მოხარული ვართ მოგიწვიოთ ჩვენთან აფხაზეთში და გპირდებით თბილ მიღებას რუს ტურისტებს აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით,”- განაცხადა ბჟანიამ.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმში ორშაბათს გამთენიისას შემოვიდა.  მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. აქცია 30 ივლისს ღამით დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

მსგავსი თემები